სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 05.11.1996
ძალაში შესვლა 18.06.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480140000.02.002.000432
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 30/07/2003
matsne.gov.ge 947 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.11.1996 მიღება
18.06.2003 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} შეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შორის სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და უკრაინის თავდაცვის სამინისტრო, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, ეყრდნობიან რა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შორის 1995 წლის 9 იანვრის ხელშეკრულების დებულებებს სამხედრო თანამშრომლობის სფეროში, ისწრაფვიან რა განავითარონ ორმხრივი თანამშრომლობა სამხედრო განათლების სფეროში, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 მხარეები უზრუნველყოფენ ორივე მხარის სამხედრო მოსამსახურეთა მომზადებისა და სრულყოფის (შემდგომში – მომზადების) შესაძლებლობას სამხედრო სასწავლო დაწესებულებებში, კურსებზე (შემდგომში – სამხედრო დაწესებულებებში), სამეცნიერო ხარისხების მიღებას, კვლევითი სამუშაოების ჩატარებას შეთანხმებული რაოდენობის ჯგუფების მიერ და სამეცნიერო მიმართულებებით. სასწავლო წლის პირველ თებერვლამდე შემოსული განაცხადების საფუძველზე, მხარეთა სრულუფლებიანი წარმომადგენლები ხელს აწერენ სამხედრო მოსამსახურეთა მომზადების გეგმაზე, რომელიც განსაზღვრავს სამხედრო სასწავლო დაწესებულებების სახელწოდებებს და სასწავლო სპეციალობებს, სწავლის ვადებს და სასწავლებლად გასაგზავნ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობას. მხარეებს ურთიერთთანხმობით აქვთ უფლება, წარმოადგინონ დამატებითი განაცხადები სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სასწავლო დაწესებულებებში მოსამზადებლად. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარის სამხედრო მოსამსახურეები სწავლის დაწყების დადგენილი ვადიდან 15 დღის განმავლობაში არ გამოცხადდებიან მეორე მხარის სამხედრო სასწავლო დაწესებულებებში, კარგავენ სწავლების უფლებას. იმ შემთხვევაში, თუ მიმღები მხარე სამხედრო მოსამსახურის ჩამოსვლის შეუძლებლობაზე გაფრთხილებული იქნება უგვიანეს სამი თვისა, გამგზავნი მხარე მიმღებ მხარეს უხდის პირგასამტეხლოს ერთი თვის სწავლების ღირებულების 50%-ის ოდენობით.     მუხლი 2🔗 სამხედრო მოსამსახურეები შეირჩევიან იმ კრიტერიუმებით, რომლებსაც მათ წარუდგენს გამგზავნი მხარე. მიმღები მხარის სამხედრო სასწავლო დაწესებულებებში სამხედრო მოსამსახურეთა ჩარიცხვა წარმოებს გამგზავნი მხარის წარდგინებით.     მუხლი 3🔗 3.1. წინამდებარე შეთანხმების რეალიზაციასთან დაკავშირებით, მხარეები ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებენ სასწავლო წლის დასრულების შემდეგ სრული წლისათვის (მოკლევადიანი სწავლების კურსისათვის), თანახმად წინამდებარე შეთანხმების დამატებითი შეთანხმებებისა. ხარჯები, დაკავშირებული სამხედრო მოსამსახურეთა სწავლებასთან და შენახვასთან, განისაზღვრება მხარეთა მიერ, სწავლების ფაქტობრივი დროისა და თვიური განაკვეთების ანაზღაურების გათვალისწინებით. 3.1.1. სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სასწავლო დაწესებულებაში არასრული კალენდარული თვის განმავლობაში ყოფნის შემთხვევაში, ხარჯების ანაზღაურება მოხდება თვიური განაკვეთის 1\30 გაანგარიშებით 1 დღეზე. 3.1.2. მიმწოდებლის და დამკვეთის ეროვნული დღესასწაულები, აგრეთვე, დასვენების დღეები, ითვლება სწავლების ვადებში. 3.1.3. სამხედრო მოსამსახურის ავადმყოფობის ან მიმწოდებლის მიერ სამხედრო სასწავლო დაწესებულებებიდან მისი დროებითი გამოძახების შემთხვევებში, თვიური განაკვეთების ანაზღაურების გადახდა არ შეჩერდება. თუ სამხედრო მოსამსახურის ავადმყოფობის პერიოდი აღემატება ორ თვეს, დამკვეთი იღებს ზომებს ავადმყოფი სამხედრო მოსამსახურის მივლინების შეწყვეტისა და მისი სამშობლოში დაბრუნების შესახებ. 3.1.4. სასწავლო პერიოდში კუთვნილი შვებულებებისა და არდადეგების დრო არ ჩაითვლება სწავლის პერიოდში და არ ანაზღაურდება დამკვეთის მიერ. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სასწავლო დაწესებულებებში შვებულების გატარების შემთხვევაში, შვებულების პერიოდში თვიური განაკვეთების ანაზღაურება, სასწავლო ხარჯების გარდა, არ შეჩერდება.     მუხლი 4🔗 სწავლება მიმდინარეობს რუსულ ენაზე მხარეთა პროგრამების და სასწავლო გეგმების შესაბამისად, მათი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. თითოეულ სამხედრო სასწავლო დაწესებულებაში გაგზავნილ სამხედრო მოსამსახურეებს შორის ინიშნებიან უფროსები, რის შესახებაც ეცნობება მიმღებ მხარეს. მხარეები სამხედრო მოსამსახურეებს არ დააკისრებენ იმ ამოცანების შესრულებას, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი სამხედრო სასწავლო დაწესებულებებში მათ სწავლებასთან და რომლებიც სცილდება მსმენელთა ვალდებულებებს. პირები, რომლებიც გადიან სწავლებას, ატარებენ თავიანთ ეროვნულ ფორმას. მხარეთა სამხედრო მოსამსახურეებს ეძლევათ დასვენების დღეები ორივე სახელმწიფოს დღესასწაულების დროს, მხარეთა ოფიციალური შეტყობინებების საფუძველზე. მხარეები უზრუნველყოფენ მსმენელებს შვებულებებით სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შესაბამისად. იმ შემთხვევებში, თუ სწავლების ვადა 10 თვეზე ნაკლებია, შვებულება მხოლოდ მხარეთა ოფიციალური მოთხოვნის შემთხვევაში გაიცემა.     მუხლი 5🔗 სასწავლებლად გაიგზავნებიან ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც გაიარეს სამედიცინო გამოკვლევა და პასუხობენ მხარეთა სამხედრო სასწავლო დაწესებულებებში დადგენილ მოთხოვნებს. მხარეთა სამკურნალო დაწესებულებებში ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების შედეგები აღნიშნულ უნდა იყოს სამედიცინო მომსახურების ბარათზე. სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც იგზავნებიან საფრენოსნო და საზღვაო სამხედრო სასწავლო დაწესებულებებში, შეიძლება გაიარონ დამატებითი გამოკვლევა.     მუხლი 6🔗 გამგზავნი მხარის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც გადიან სწავლებას მიმღები მხარის სამხედრო სასწავლო დაწესებულებებში, უნდა იცავდნენ მათში დადგენილ წესს, აგრეთვე მიმღები მხარის საერთო საჯარისო წესდებების დებულებებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგება გამგზავნი მხარის საერთო საჯარისო წესდებების დებულებებს. სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც გადიან სწავლებას, დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე პასუხს აგებენ მიმღები მხარის სამხედრო წესდებების შესაბამისად.     მუხლი 7🔗 სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც გადიან სწავლებას, ვრცელდება ყველა ის უფლება და მოვალეობა, რომლებიც ეკისრებათ უცხოელ მოქალაქეებს მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 8🔗 იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ქონებას მიადგება ზიანი ან მოხდება მისი დაკარგვა მსმენელის მიზეზით, გამგზავნი მხარე ახდენს მოცემული ქონების აღდგენისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებას, მხარეთა სრულუფლებიან წარმომადგენელთა მიერ შედგენილი და ხელმოწერილი აქტების საფუძველზე.     მუხლი 9🔗 სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც გადიან სწავლებას მხარეთა სამხედრო სასწავლო დაწესებულებებში, შესაძლოა დაზღვეულ იქნენ გამგზავნი მხარის მიერ. მხარეები უარს ამბობენ ურთიერთპრეტენზიაზე, დაკავშირებულს სამხედრო მოსამსახურის ან მისი ოჯახის წევრების სხეულის დაზიანებასთან ან სიკვდილთან, რაც მიმღები მხარის მიზეზით არ არის გამოწვეული. სამხედრო მოსამსახურის სიკვდილის შემთხვევაში მიმღები მხარე დაუყოვნებლივ აცნობებს გამგზავნ მხარეს და აღმოუჩენს მას უფასო დახმარებას მიცვალებულის გადასვენებაში გამგზავნი მხარის ტერიტორიაზე.     მუხლი 10🔗 წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებულ ყველა სადავო საკითხს მხარეები გადაწყვეტენ მოლაპარაკებების საშუალებით.     მუხლი 11🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების ბოლო შეტყობინების დღიდან. წინამდებარე შეთანხმება იდება ხუთი წლის ვადით. შემდგომში იგი ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთი წლის ვადით, თუ ერთ-ერთი მხარე მითითებული ვადის გასვლამდე ექვსი თვით ადრე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის განზრახვას, შეწყვიტოს მისი მოქმედება. არცერთ მხარეს არა აქვს უფლება მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე მხარეს წინამდებარე შეთანხმებიდან გამომდინარე თავისი უფლებები და მოვალეობები. მხარეები უზრუნველყოფენ წინამდებარე შეთანხმების იმ დოკუმენტთა პირობების საიდუმლოდ შენახვას, რომლებიც ურთიერთთანხმობით ითვლება საიდუმლოდ. შესრულებულია ქ. თბილისში, 1996 წლის „ „ ნოემბერს ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ორივე ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა. ტექსტზე მსჯელობის დროს შეუთანხმებლობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება რუსულ ტექსტს. საქართველოს თავდაცვის                                      უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სახელით                                          სამინისტროს სახელით ხელმოწერილია                                                                     ხელმოწერილია