ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გაცემული, გარანტირებული ან დაზღვეული განსაზღვრული ვალების რესტრუქტურუზაციის თაობაზე
მიღების თარიღი 18.11.2005
ძალაში შესვლა 02.06.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000599
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 13/07/2006
დოკუმენტის ტექსტი
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გაცემული, გარანტირებული ან დაზღვეული განსაზღვრული ვალების რესტრუქტურუზაციის თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:28.35pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
span.abzacixml0 { }
span.tarigixml0 { font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ხელშეკრულება
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გაცემული, გარანტირებული ან დაზღვეული გარკვეული ვალების რესტრუქტურირების თაობაზე
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა („შეერთებული შტატები") და „საქართველოს მთავრობა („საქართველო“) შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი I. ხელშეკრულების საგანი
1. თანახმად იმ რეკომენდაციებისა, რომლებსაც შეიცავს შეთანხმებული ოქმი საქართველოს ვალის კონსოლიდაციის შესახებ, ხელმოწერილი პარიზში 2004 წლის 21 ივლისს (შემდგომში "ოქმი") „რიგი ქვეყნების, მათ შორის, შეერთებული შტატების (შემდგომში „მონაწილე კრედიტორი ქვეყნები“), წარმომადგენლებისა და საქართველოს წარმომადგენლის მიერ, შეერთებული შტატები და საქართველო შეთანხმდნენ საქართველოს მიერ შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გაცემული, გარანტირებული ან დაზღვეული ვალების შესაბამისი, განსაზღვრული გადასახდელების რესტრუქტურირებაზე, წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.
2. წინამდებარე ხელშეკრულების შესრულება შემდგომში უზრუნველყოფილი იქნება ცალკე ხელშეკრულებით („უზრუნველყოფის ხელშეკრულება“) საქართველოსა და შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს ("USDA") შორის P.L-480 ხელშეკრულებების შესაბამისად.
მუხლი II. ცნებები
1. „კონტრაქტები“ ნიშნავს 1999 წლის 1 ნოემბრამდე დადებული ხელშეკრულების ან სხვა ფინანსური შეთანხმების შესაბამის იმ 1 წელზე მეტი ხანგრძლივობის USDA-ს P.L-480 ხელშეკრულებებს, რომლებიც გაცემულია საქართველოსთვის ან საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ან უზრუნველყოფილია მათი შესაბამისი გარანტიით.
წინამდებარე ხელშეკრულება ვრცელდება ვალის მომსახურებაზე, რომელიც გამომდინარეობს ზემოაღნიშნული კრედიტებიდან და ხორციელდება გადახდის სპეციალური მექანიზმების ან სხვა საგარეო ანგარიშების მეშვეობით.
წინამდებარე რესტრუქტურირებაში ჩასართველი კონტრაქტების სია მოცემულია დანართი A-ს სახით.
2. „კონსოლიდაციის პერიოდი“ ნიშნავს (
i) პერიოდს 2004 წლის 1 ივნისიდან 2004 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თუ სრულდება წინამდებარე ხელშეკრულების IV მუხლის 1-ლ პუნქტში დადგენილი პირობები; (
ii) პერიოდს 2004 წლის 1 ივნისიდან 2005 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თუ სრულდება წინამდებარე ხელშეკრულების IV მუხლის მე-2 პუნქტში დადგენილი პირობები; და (
iii) პერიოდს 2004 წლის 1 ივნისიდან 2006 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თუ სრულდება წინამდებარე ხელშეკრულების IV მუხლის მე-3 პუნქტში დადგენილი პირობები.
3. „კონსოლიდირებული ოფიციალური განვითარების ხელშემწყობი (ODA) ვალი“ ნიშნავს 100 პროცენტს გადაუხდელი ძირითადი თანხის პროცენტის ჯამისა, რომლებიც მოდის კონსოლიდაციის პერიოდზე ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გარკვეული კონტრაქტების შესაბამისად.
4. „კონსოლიდირებული ODA ვადაგადაცილებული ვალი“ ნიშნავს, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული კონტრაქტების შესაბამისად, 2004 წლის 31 მაისისთვის გადაუხდელი ძირითადი თანხის და პროცენტის, საჯარიმო პროცენტის ჩათვლით, ჯამის ორმოცდაათ(50) პროცენტს.
5. „გადავადებული ODA ვადაგადაცილებული ვალი“ ნიშნავს, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული კონტრაქტების შესაბამისად, 2004 წლის 31 მაისისთვის გადაუხდელი ძირითადი თანხის და პროცენტის, საჯარიმო პროცენტის ჩათვლით, ჯამის იმ ნაწილს, რომელსაც არ მოიცავს ამ ხელშეკრულების II მუხლის მე-4 პუნქტი.
6. „საჯარიმო პროცენტი“ ნიშნავს კონტრაქტების პირობების შესაბამისად ვადადამდგარ, მაგრამ გადაუხდელ ძირითად თანხაზე და პროცენტზე დარიცხულ პროცენტს, დაგროვილს 2004 წლის 31 მაისის ჩათვლით.
7. „პროცენტი“ ნიშნავს კონსოლიდირებულ ODA ვალზე, კონსოლიდირებულ ODA ვადაგადაცილებულ ვალზე და გადავადებულ ODA ვადაგადაცილებულ ვალზე ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დარიცხულ პროცენტს. პროცენტის დარიცხვა უნდა მოხდეს ამ ხელშეკრულებით დადგენილი საპროცენტო განაკვეთით, კონსოლიდირებული ODA ვალის შემადგენელი ძირითადი თანხის და პროცენტისათვის თითოეული კონტრაქტით განსაზღვრული გადახდის თარიღებიდან დაწყებული, და კონსოლიდირებული ODA ვადაგადაცილებული ვალის და გადავადებული ODA ვადაგადაცილებული ვალის შემადგენელი თანხებისთვის 2004 წლის 1 ივნისიდან.
8. „დამატებითი პროცენტი“ ნიშნავს პროცენტს, რომელიც ამ ხელშეკრულებით და უზრუნველყოფის ხელშეკრულებით დადგენილი საპროცენტო განაკვეთით ერიცხება კონსოლიდირებული ODA ვალის, კონსოლიდირებული ODA ვადაგადაცილებული ვალის და გადავადებული ODA ვადაგადაცილებული ვალის და პროცენტის ვადადამდგარ, მაგრამ გადაუხდელ გადასახდელებს, დაწყებული ასეთი თანხებისათვის ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული თარიღებიდან ასეთი თანხების სრულად დაფარვამდე.
მუხლი III. გადახდის ვადები და პირობები
1. საქართველო თანახმაა გადაიხადოს კონსოლიდირებული ODA ვალი და კონსოლიდირებული ODA ვადაგადაცილებული ვალი აშშ დოლარებში შემდეგი ვადებისა და პირობების შესაბამისად:
(a) კონსოლიდირებული ODA ვალი და კონსოლიდირებული ODA ვადაგადაცილებული ვალი დაიფარება ოცი (20) ნახევარწლიური თანაბარი თანმიმდევრული გადახდით, პირველი გადახდით 2016 წლის 1 მარტს და ბოლო გადახდით 2025 წლის 1 სექტემბერს.
(b) კონსოლიდირებული ODA ვალის და კონსოლიდირებული ODA ვადაგადაცილებული ვალის პროცენტის და დამატებითი პროცენტის განაკვეთი USDA-ს P.L.-480 კრედიტებისათვის დადგინდება წლიური 2.25 პროცენტის ოდენობით.
(c) კონსოლიდირებული ODA ვალის და კონსოლიდირებული ODA ვადაგადაცილებული ვალის შესაბამისი პროცენტი გადაიხდება ყოველი წლის 1 მარტს და 1 სექტემბერს, დაწყებული 2005 წლის 1 მარტიდან.
2. საქართველო თანახმაა გადაიხადოს გადავადებული ODA ვადაგადაცილებული ვალი აშშ დოლარებში შემდეგი ვადებისა და პირობების შესაბამისად:
(a) გადავადებული ODA ვადაგადაცილებული ვალი დაიფარება შემდეგნაირად:
11.0% 2004 წლის 1 დეკემბერს; 10.5% 2005 წლის 1 ივნისს;
10.5% 2005 წლის 1 დეკემბერს; 9.0% 2006 წლის 1 ივნისს;
9% 2006 წლის 1 დეკემბერს;
(b) გადავადებული ODA ვადაგადაცილებული ვალის პროცენტის და დამატებითი პროცენტის განაკვეთი USDA-ს P.L.-480 კრედიტებისათვის დადგინდება წლიური 2.25 პროცენტის ოდენობით.
(c) გადავადებული ODA ვადაგადაცილებული ვალის შესაბამისი პროცენტი გადაიხდება ყოველი წლის 1 ივნისს და 1 დეკემბერს, დაწყებული 2005 წლის 1 ივნისიდან.
შეერთებული შტატების მიერ გაცემული კონსოლიდირებული ODA ვალის, კონსოლიდირებული ODA ვადაგადაცილებული ვალისა და გადავადებული ODA ვადაგადაცილებული ვალის შემაჯამებელი ცხრილი, იმ შემთხვევაში, თუ კონსოლიდაციის პერიოდი მოიცავს პერიოდს 2004 წლის 1 ივნისიდან 2004 წლის 31 დეკემბრამდე, წარმოდგენილია დანართი B1-ის სახით.
შეერთებული შტატების მიერ გაცემული კონსოლიდირებული ODA ვალის, კონსოლიდირებული ODA ვადაგადაცილებული ვალისა და გადავადებული ODA ვადაგადაცილებული ვალის შემაჯამებელი ცხრილი, იმ შემთხვევაში, თუ კონსოლიდაციის პერიოდი მოიცავს პერიოდს 2004 წლის 1 ივნისიდან 2005 წლის 31 დეკემბრამდე, წარმოდგენილია დანართი B2-ის სახით.
შეერთებული შტატების მიერ გაცემული კონსოლიდირებული ODA ვალის, კონსოლიდირებული ODA ვადაგადაცილებული ვალისა და გადავადებული ODA ვადაგადაცილებული ვალის შემაჯამებელი ცხრილი, იმ შემთხვევაში, თუ კონსოლიდაციის პერიოდი მოიცავს პერიოდს 2004 წლის 1 ივნისიდან 2006 წლის 31 დეკემბრამდე, წარმოდგენილია დანართი B3-ის სახით.
მუხლი IV. ზოგადი დებულებები
1. კონსოლიდაციის პერიოდი არის პერიოდი 2004 წლის 1 ივნისიდან 2004 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თუ საქართველოს მთავრობას ექნება სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის (PRGF) შეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF).
2. კონსოლიდაციის პერიოდი გაგრძელდება, რათა მოიცვას პერიოდი 2005 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, იმ შემთხვევაში, თუ: (a) 2005 წლის მაისამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭო დაამტკიცებს საქართველოს სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის (PRGF) მეორე წლის შეთანხმებას; და (b) საქართველოს მთავრობა დაფარავს ყველა ვადადამდგარ გადასახდელს, განსაზღვრულს ამ ხელშეკრულებით და ოქმში ნახსენებ მონაწილე კრედიტორ ქვეყნებთან დადებული ნებისმიერი სხვა ორმხრივი ხელშეკრულებით. უფრო ხანგრძლივი კონსოლიდაციის პერიოდი ძალაში შევა იმ თარიღიდან, როდესაც პარიზის კლუბის თავმჯდომარე შეატყობინებს საქართველოს, რომ ამ პუნქტის (a) და (b) ქვეპუნქტების პირობები შესრულებულია. თუ აღნიშნული პირობები არ შესრულდა, მაშინ კონტრაქტების შესაბამისად 2004 წლის 31 დეკემბრის შემდეგ დასაფარი ყველა თანხა უნდა დაიფაროს ამ კონტრაქტების პირობების შესაბამისად.
3. კონსოლიდაციის პერიოდი გაგრძელდება, რათა მოიცვას პერიოდი 2006 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, იმ შემთხვევაში, თუ: (a) 2006 წლის აპრილამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭო დაამტკიცებს საქართველოს სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის (PRGF) მესამე წლის შეთანხმებას; და (b) საქართველოს მთავრობა დაფარავს ყველა ვადადამდგარ გადასახდელს, განსაზღვრულს ამ ხელშეკრულებით და ოქმში ნახსენებ მონაწილე პრედიტორ ქვეყნებთან დადებული ნებისმიერი სხვა ორმხრივი ხელშეკრულებით. უფრო ხანგრძლივი კონსოლიდაციის პერიოდი ძალაში შევა იმ თარიღიდან, როდესაც პარიზის კლუბის თავმჯდომარე შეატყობინებს საქართველოს, რომ ამ პუნქტის (a) და (b) ქვეპუნქტების პირობები შესრულებულია. თუ აღნიშნული პირობები არ შესრულდა, მაშინ კონტრაქტების შესაბამისად 2005 წლის 31 დეკემბრის შემდეგ დასაფარი ყველა თანხა უნდა დაიფაროს ამ კონტრაქტების პირობების შესბამისად.
4. საქართველო შეეცდება მიაღწიოს ოქმში არმონაწილე ყველა საგარეო კრედიტორთან, ბანკებისა და მომწოდებლების ჩათვლით, რესტრუქტრურების ან რეფინანსირების შეთანხმებების ისეთ პირობებს, რომლებიც შედარებადი იქნება ოქმით განსაზღვრულ პირობებთან შედარებადი პირობებისა და იურიდიული ბუნების სესხების შემთხვევაში, თანხმდება რა თავიდან აიცილოს უფრო უკეთესი პირობები, ვიდრე ოქმში მონაწილე კრედიტორი ქვეყნებისთვის, რაც უფრო დაწვრილებით ოქმშია განმარტებული.
5. საქართველო თანახმაა გადაუხადოს შეერთებულ შტატებს კონსოლიდირებული ODA ვალი, კონსოლიდირებული ODA ვადაგადაცილებული ვალი, გადავადებული ODA ვადაგადაცილებული ვალი, პროცენტი და დამატებითი პროცენტი, ასეთის არსებობისას, აშშ დოლარებში, საქართველოში ან მის გარეთ დარიცხული ნებისმიერი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა გადასახდელის ან რაიმე სხვა ხარჯის გამოქვითვის გარეშე.
6. საქართველო თანახმაა რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ არაუგვიანეს 2005 წლის 31 იანვრისა, გადაიხადოს ვალის მომსახურების 2004 წლის 21 ივლისის მდგომარეობით ვადადამდგარი და გადაუხდელი ყველა ის თანხა, რომლებიც გადასახდელია შეერთებული შტატებისათვის, ან გარანტირებული ან დაზღვეულია შეერთებული შტატების მიერ, მაგრამ რომლებსაც არ მოიცავს ეს ხელშეკრულება. ვადაგადაცილების პროცენტი ამ თანხებს დაერიცხება შესაბამისი ხელშეკრულებების პირობების თანახმად.
7. ნებისმიერი გადასახდელი, რომლის გადახდა ამ ხელშეკრულებით დადგენილია მისი ხელმოწერის თარიღამდე, გადახდილი იქნება რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ არაუგვიანეს 35 დღისა ამ ხელშეკრულების ხელმოწერიდან. ძირითადი თანხისა და პროცენტის ნებისმიერ გადასახდელს, რომელიც გადაიხდება ამ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 35 დღეზე გვიან, დაერიცხება დამატებითი პროცენტი.
8. კონტრაქტების ყველა პირობა სრულად რჩება ძალაში, გარდა მათი შესაძლო ცვლილებისა ამ ხელშეკრულებით.
მუხლი V. შეწყვეტა ან დასრულება
1. შეერთებულ შტატებს შეუძლია შეწყვიტოს ან დაასრულოს ეს ხელშეკრულება საქართველოსთვის 60 დღით ადრე წერილობითი შეტყობინების შემდეგ. კერძოდ, შეერთებულ შტატებს შეუძლია დაასრულოს ეს ხელშეკრულება მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ მონაწილე კრედიტორი ქვეყნები გადაწყვეტენ, რომ საქართველო არ ასრულებს ოქმით განსაზღვრულ თავის ვალდებულებებს შედარებადი მიდგომის ჩათვლით. თუ შეერთებული შტატები დაასრულებს ამ ხელშეკრულებას მთლიანად ან ნაწილობრივ, საქართველოსთვის ხელშეკრულების დასრულების შესახებ შეტყობინების შემდეგ ამ ხელშეკრულებით რესტრუქტურირებული ყველა ვალი გამოცხადდება ვადადამდგარად და დაუყოვნებლივ უნდა დაიფაროს თავდაპირველი კონტრაქტების პირობების შესაბამისად.
2. ამ ხელშეკრულებაში შეიძლება შეტანილ იქნეს დამატება ან ცვლილება შეერთებული შტატებისა და საქართველოს ერთობლივი თანხმობით.
მუხლი VI. ძალაში შესვლა
ეს ხელშეკრულება ძალაში შევა მხარეების მიერ ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის აუციელებელი შესაბამისი შიდა იურიდიული პროცედურების დასრულების მაუწყებელი წერილების გაცვლის შემდეგ.
შესრულებულია თბილისში, საქართველო, ინგლისურ ენაზე, 2005 წლის
18 ნოემბერს.
ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს
მთავრობის სახელით: მთავრობის სახელით:
აშშ-ს ელჩი საქართველოში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
დანართი A
რესტრუქტურიზაციას დაქვემდებარებული კონტრაქტები
შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი PL-480 ხელშეკრულებები
1997 წლის 3 ივნისი
1998 წლის 4 მარტი
1999 წლის 2 აგვისტო
დანართი B1
კონსოლიდირებული ODA ვალი, კონსოლიდირებული ODA ვადაგადაცილებული ვალისა და გადავადებული ODA ვადაგადაცილებული ვალის ჯამი
(ათასი აშშ დოლარი)
USDA $3,687
დანართი B2
კონსოლიდირებული ODA ვალის, კონსოლიდირებული ODA ვადაგადაცილებული ვალისა და გადავადებული ODA ვადაგადაცილებული ვალის ჯამი
(ათასი აშშ დოლარი)
USDA $6,019
დანართი B3
კონსოლიდირებული ODA ვალის, კონსოლიდირებული ODA ვადაგადაცილებული ვალისა და გადავადებული ODA ვადაგადაცილებული ვალის ჯამი
(ათასი აშშ დოლარი)
USDA $8,317