ურთიერთგაგების მემორანდუმი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის
მიღების თარიღი 12.06.2003
ძალაში შესვლა 12.06.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480290000.02.109.000430
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 07/07/2003
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| საქმიანობა | ვადები |
| ცსკ, IFES-თან ერთად დაიქირავებს და მოამზადებს პროექტზე მომუშავე პერსონალს. | 31 მაისი, 2003 წელი |
| მონაცემთა შეყვანისათვის კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უხრუნველყოფის შეძენა და დაყენება | 31 მაისი, 2003 წელი |
| საარჩევნო სიებისა და ამომრჩეველთა მოსაწვევების დაბეჭდვა | თარიღი განისაზღვრება საარჩევნო კანონის შესაბამისად, იმდაგვარად, რომ დაბეჭდვა მოესწროს ამომრჩეველთა სიების გამოქვეყნების საბოლოო ვადის გათვალისწინებით |
დოკუმენტის ტექსტი
ურთიერთგაგების მემორანდუმი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:28.35pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:28.35pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:28.35pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
span.abzacixml0 { }
span.tarigixml0 { font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ურთიერთგაგების მემორანდუმი
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის
მუხლი 1🔗. მიზანი
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სახით, და საქართველოს მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ( MFA) როგორც ურთიერთგაგების მემორანდუმზე (მემორანდუმი) ხელის მომწერი (შემდგომში – ერთობლივად მხარეებად წოდებულნი), თანახმა არიან ითანამშრომლონ ერთობლივი ძალისხმევით, რათა განავითარონ ახალი და სიცოცხლისუნარიანი ამომრჩეველთა სარეგისტრაციო სისტემა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოსთან. USAID თანახმაა გაიღოს და საქართველოს მთავრობა თანახმაა მიიღოს ამ მიზნის განხორციელებისათვის განკუთვნილი არაფულადი დახმარება. მხარეებმა შეიმუშავეს წინამდებარე მემორანდუმი აღნიშნული მიზნის განხორციელებისათვის საჭირო ვალდებულებების ჩამოსაყალიბებლად. მოცემული ურთიერთგაგების მემორანდუმი არ წარმოადგენს USAID-ს ვალდებულებას ფონდების გამოყოფაზე.
მუხლი 2🔗. მხარეთა ვალდებულებანი
ნაწილი 2.1
. აშშ-ის მთავრობას, USAID-ს მეშვეობით, სურს გაუწიოს საქართველოს მთავრობას არაფულადი დახმარება ტექნიკური დახმარების, სწავლების ჩატარებისა და აღჭურვილობის მიწოდების სახით, რათა წინამდებარე მემორანდუმის ხელმოწერიდან, ან მხარეების მიერ წერილობითი შეთანხმებით განსაზღვრული თარიღიდან 6 თვის განმავლობაში, განხორციელდეს ამომრჩეველთა მონაცემებისა და მათი მისამართების კომპიუტერული დამუშავება ამომრჩეველთა სიების შედგენის მიზნით. მოსალოდნელია, რომ ეს პროცესი საქართველოს მთავრობის მიერ წინგადადგმული ნაბიჯია, რაც ხელს შეუწყობს ამომრჩეველთა განახლებადი სარეგისტრაციო სისტემის შექმნას და 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მის გამოყენებას. დახმარების შინაარსი უფრო დაწვრილებით ასახულია წინამდებარე მემორანდუმის №1 დანართში.
ნაწილი 2.2
იმ შემთხვევაში, თუ USAID-ი გასწევს ზემოთხსენებულ დახმარებას, მაშინ საქართველოს მთავრობა ვალდებულია:
1. მიიღოს მონაწილეობა USAID-სა და მისი პროექტის განმახორციელებელ პარტნიორთან (პარტნიორებთან) ერთად ამ მემორანდუმით განსაზღვრული საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით;
2. უზრუნველყოს პროექტი აუციელებელი საშუალებებითა და საშტატო ერთეულებით, რათა სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობა დროულად იქნეს შესრულებული;
3. USAID-ს ან მისი პროექტის განმახორციელებელი პარტნიორისათვის (პარტნიორებისათვის) წინამდებარე მემორანდუმით განსაზღვრული საქმიანობის შესასრულებლად სრულად და დროულად უზრუნველყოს თანამშრომლების, საშუალებებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
4. მიიღოს ნებისმიერი საჭირო ადმინისტრაციული და მარეგულირებელი გადაწყვეტილებები, რაც აუცილებელია წინამდებარე მემორანდუმით განსაზღვრული საქმიანობის დროულად განხორციელების უზრუნველსაყოფად; და
5. ითანამშრომლოს და გადადგას შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები, რათა მიანიჭოს USAID-ს ან მისი პროექტის განმახორციელებელ პარტნიორს (პარტნიორებს) უფლება გასწიონ წინამდებარე მემორანდუმით გათვალისწინებული დახმარება.
ნაწილი 2.3
საქართველოს მთავრობა მოამზადებს პროექტის ბიუჯეტს, რომელშიც მკაფიოდ განისაზღვრება ის სახსრები, რაც საქართველოს ბიუჯეტიდან იქნება გადახდილი. ეს სახსრები არ უნდა იყოს 150.000 (ას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარზე ნაკლები.
მუხლი 3🔗. სტანდარტული დებულებები
ნაწილი 3.1. დამოკიდებულება ორმხრივ ხელშეკრულებასთან
ამ ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული USAID-ის მიერ გაწეული არაფულადი დახმარება წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაწეულ დახმარებას აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის ჰუმანიტარული და ტექნიკურ-ეკონომიკური დახმარების ხელშეწყობისათვის თანამშრომლობის თაობაზე 1992 წლის 31 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, და ექვემდებარება ამ ხელშეკრულების ვადებსა და პირობებს გადასახადებისაგან და საბაჟო მოსაკრებლებისაგან გათავისუფლების დებულებების ჩათვლით.
ნაწილი 3.2. მესამე მხარის გამოყენება და ფონდების არსებობა
ზემოთ აღნიშნული და დანართი №1 -ში მოხსენებული არაფულადი დახმარების განხორციელებისათვის, USAID-ს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია დადოს კონტრაქტი ან სხვა სახის შეთანხმება სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან. აშშ-ის მთავრობის ყველა საქმიანობა, დაკავშირებული ამ ურთიერთგაგების მემორანდუმთან, დამოკიდებულია ფონდების გამოყოფის დამტკიცებაზე და USAID-სა და ასეთ სახელმწიფო და კერძო მხარეებს შორის შემდგომ შეთანხმებაზე არაფულადი დახმარების თაობაზე. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი არ წარმოადგენს USAID-ის ვალდებულებას ფონდების გამოყოფაზე.
ნაწილი 3.3. შესაბამისობა აშშ კანონმდებლობასთან
USAID გამოყოფს, გაანაწილებს და გახარჯავს ფონდებს და განახორციელებს ამ ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს მხოლოდ აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად.
ნაწილი 3.4. უფლება საკუთრებაზე და მისი გამოყენება
იმ შემთხვევაში, თუ არ იქნა რაიმე განსაკუთრებული მითითება USAID-სგან, მაშინ USAID-ის მიერ მიწოდებული ნებისმიერი ქონება იმყოფება IFES-ის განკარგულებაში. USAID-ის მიერ გამოყოფილი ნებისმიერი ქონება ეფექტურად უნდა იქნეს გამოყენებული ზემოთ აღწერილი დახმარების მიზნებისათვის. თუ USAID-ს მიერ გამოყოფილი და IFES-ის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გადაცემული ნებისმიერი ქონება გამოყენებული იქნება რაიმე სხვა მიზნებისათვის, ვიდრე ეს შეთანხმებული იყო მხარეების მიერ, და თუ ეს ქმედებები შესაძლოა თავიდან აცილებული ყოფილიყო საქართველოს მთავრობის სათანადო ქმედებით, მაშინ საქართველოს მთავრობამ USAID-ს მოთხოვნისამებრ უნდა დაუბრუნოს ეს ქონება ან აუნაზღაუროს ქონებისათვის გამოყოფილი თანხა დოლარებში.
ნაწილი 3.5. ჩანაწერები, აუდიტი და შემოწმება
საქართველოს მთავრობა აწარმოებს ან ხელს შეუწყობს დახმარების შესახებ დოკუმენტაციის წარმოებას, რათა აისახოს ამ მემორანდუმის შესაბამისად გაწეული დახმარების გამოყენება და მიღება. ჩანაწერები შეინახება დახმარების გაწევის შემდეგ სამი წლის განმავლობაში. საქართველოს მთავრობა ნებისმიერ შესაფერის დროს მისცემს USAID-ის უფლებამოსილ წარმომადგენლებს ან მათ მიერ დანიშნულ პირებს დახმარების პროგრამის განხორციელების ადგილებისა და დახმარებასთან დაკავშირებული ჩანაწერების შემოწმების საშუალებას.
ნაწილი 3.6. ვალუტის გაცვლის კურსი
საქართველოს მთავრობამ, აღწერილი ვალდებულებების შესასრულებლად USAID-ის ან ნებისმიერი სახელმწიფო თუ კერძო სააგენტოების მიერ საქართველოში ფონდების შემოტანის შემთხვევაში, უნდა განახორციელოს ღონისძიებები, რათა ეს ფონდები კონვერტირებულ იქნეს ქართულ ვალუტაში, გადაცვლის მომენტში არსებული უმაღლესი ოფიციალური კურსის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ნაწილი 3.7. საჯაროობა
საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს აშშ მთავრობის მიერ გაწეული დახმარების პროგრამის სათანადო საჯაროობას.
ნაწილი 3.8. საინფორმაციო და განხორციელების წერილები
USAID და საქართველოს მთავრობა ერთმანეთს მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც საჭიროა დახმარების განხორციელების ხელშეწყობისათვის და ამ დახმარების ეფექტურობის შეფასებისათვის. ამასთან, USAID პერიოდულად გამოსცემს წერილებს დახმარების განხორციელების თაობაზე, რათა უზრუნველყოს დამატებითი ინფორმაცია ურთიერთგაგების მემორანდუმში აღწერილი საკითხების შესახებ. მხარეებმა შეიძლება აგრეთვე გამოიყენონ ერთობლივად შეთანხმებული წერილები, რათა დაადასტურონ ორმხრივი თანხმობა ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის შესრულების შესახებ, რაც ასევე მოიცავს ცვლილებების შეტანას დანართ №1-ში. განხორციელების წერილები არ გამოიყენება ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტის შესაცვლელად.
ნაწილი 3.9. უფლებამოსილი წარმომადგენლები
მხარეები წარმოდგენილი იქნებიან ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმომწერი თანამდებობის პირების ან მათი მოვალეობის შემსრულებლების მიერ. თითოეულ მხარეს შეუძლია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს დამატებითი წარმომადგენლების ვინაობა, რომლებიც უფლებამოსილნი იქნებიან წარმოადგინონ მხარე ნებისმიერი მიზნით, გარდა ურთიერთგაგების მემორანდუმში ოფიციალური ცვლილებების შეტანისა. თითოეული მხარე წერილობით შეატყობინებს მეორე მხარეს მისი უფლებამოსილი წარმომადგენლების შეცვლას.
ნაწილი 3.10. დამატებები და ცვლილებები
ეს ურთიერთგაგების მემორანდუმი შეიძლება შეიცვალოს ან მოდიფიცირებულ იქნეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. დანართი №1-ის ელემენტები შეიძლება შეცვლილ იქნეს მხარეებს შორის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, ამ მემორანდუმში ოფიციალური ცვლილების შეტანის გარეშე.
ნაწილი 3.11. შეჩერება და შეწყვეტა
(ა) შეჩერება. იმ შემთხვევაში, თუ:
(
i) საქართველოს მთავრობა ვერ შეასრულებს ამ მემორანდუმით გათვალისწინებულ დებულებებს;
(
ii) USAID დაადგენს, რომ შეიქმნა ისეთი განსაკუთრებული ვითარება, რომ შეუძლებელია ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზნების განხორციელება, ან საქართველოს მთავრობა ვერ შეძლებს ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობების შესრულებას; ან
iii) USAID დაადგენს, რომ დახმარების გაწევის პროგრამის გაგრძელება გამოიწვევს აშშ კანონმდებლობის დარღვევას,
USAID-ს შეუძლია შეხედულებისამებრ გადადგას ნაბიჯები ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული დახმარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისათვის და თავისი ქმედებების შესახებ საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წერილობითი შეტყობინება. ნაწილობრივი შეჩერების შემთხვევაში შეტყობინებაში აღნიშნული იქნება ის საქმიანობა, რომელსაც შეეხო ეს შეჩერება. იმ შემთხვევაში
, თუ შეტყობინების შემდეგ სამოცი (60) დღის განმავლობაში USAID დაადგენს, რომ შეჩერების მიზეზი ან მიზეზები არ იქნა აღმოფხვრილი, USAID-ს შეუძლია შეწყვიტოს დახმარება და თავისი ქმედებების შესახებ წერილობით შეატყობინოს საქართველოს მთავრობას.
(ბ) შეწყვეტა
ნებისმიერ მხარეს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს ეს ურთიერთგაგების მემორანდუმი, მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების მიწოდებით ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. ნაწილობრივი შეწყვეტის შემთხვევაში განსაზღვრული უნდა იქნეს ის საქმიანობები, რომლებზეც შეწყვეტა იქონიებს გავლენას. ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის შეწყვეტა გამოიწვევს მხარეთა ნებისმიერი ვალდებულების შეწყვეტას, რომლებიც დაკავშირებულია შემდგომი ფინანსური თუ სხვა სახის სახსრების უზრუნველყოფასთან, გარდა იმ გადასახადებისა, რომელთა გადახდა უკვე ნაკისრი იყო მესამე მხარეებთან მიმართებაში ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის შეწყვეტამდე. ქონების გამოყოფასა და მოხმარებასთან დაკავშირებული საქართველოს მთავრობის ვალდებულებები, რომელიც ამ მემორანდუმის 3.4 ნაწილშია გადმოცემული ძალაში რჩება მემორანდუმის შეწყვეტის შემდეგაც.
ნაწილი 3.12. საკითხის გარკვევის უფლების გადაცემა
საქართველოს მთავრობა თანახმაა მოთხოვნისამებრ USAID-ს გადასცეს საქართველოს მთავრობის წინაშე წარმოშობილ იმ საკითხთა გარკვევის უფლება, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას კონტრაქტით გათვალისწინებული საქმიანობის შესრულებიდან, შესრულებასთან დაკავშირებით, ან მისი შესრულების დარღვევის შემთხვევაში იმ მხარის მიერ, რომელსაც ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით USAID-ს მიერ დაფინანსებული პირდაპირი კონტრაქტი აქვს USAID-თან აშშ დოლარებში.
ნაწილი 3.13. უფლებების შენარჩუნება
წინამდებარე ურთერთგაგების მემორანდუმით მხარეებისათვის მინიჭებული რაიმე უფლების ან ზარალის ანაზღაურების ვალდებულების განხორციელების დაყოვნება არ განიხილება ამ უფლებაზე ან ვალდებულებაზე უარის თქმად.
ნაწილი 3.14. ძალაში შესვლა
ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ხელმოწერის დღიდან.
ხელმოწერილია 2003 წლის 12 ივნისს
თბილისში, ორ ეგზემპლარად, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ტექსტები შესაბამისია. თარგმანში შეუსაბამობის შემთხვევაში, ინგლისური ვარიანტი იქნება გადამწყვეტი. ზემოაღნიშნულის დასტურად, მხარეები, თითოეული სათანადო უფლებამოსილი წარმომადგენლის სახით, ხელს აწერენ წინამდებარე მემორანდუმს.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხრიდან მისიის დირექტორი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო
(ხელმოწერილია)
საქართველოს მთავრობის მხრიდან მინისტრი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
(ხელმოწერილია)
დანართი 1
I. დახმარების სახე და ქრონოლოგია
USAID და საქართველოს მთავრობა თანახმა არიან, რომ ქვემოთ მოყვანილი საქმიანობების ჩამონათვალი იმ პროგრამის შემადგენელი ნაწილებია, რომელიც შეიქმნა ამ მემორანდუმის მიზნის მისაღწევად; მხარეები იმოქმედებენ შეთანხმებულად, ისე, როგორც მოყვანილია ქვემოთ, დროის განაწილების ცხრილში, რათა ბოლომდე აღასრულონ ეს საქმიანობები USAID-ის არაფულადი დახმარების ფარგლებში. არაფულადი დახმარების მოწოდება ექვემდებარება ამ მემორანდუმის ვადებსა და პირობებს.
USAID-ის დახმარებით, რომელიც განხორციელდება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მეშვეობით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცსკ) შექმნის ცენტრალიზებულ, კომპიუტერიზებულ სისტემას ამომრჩეველთა და მისამართების ინფორმაციის შესაგროვებლად და უბნების დენეზე ამომრჩეველთა სიების შესაქმნელად.
საწყის მონაცემებად ამომრჩეველთა კომპიუტერიზებული სიებისთვის გამოყენებული იქნება საქართველოს პრეზიდენტის №193 ბრძანებულებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს №81 ინსტრუქციის საფუძველზე მოპოვებული ამომრჩეველთა მონაცემები. ამომრჩეველთა ამ მონაცემებში ნებისმიერი ცვლილება შეტანილი ცენტრალური და/ან საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მათი გადამოწმების და შედარების შედეგად, უნდა დოკუმენტურად დადასტურდეს და მიეთითოს შესაბამისი დედანი, რომელიც მოწოდებული იქნება საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების მიერ საქართველოს პრეზიდენტის №193 განკარგულების საფუძველზე. ამ დოკუმენტაციაში უნდა მიეთითოს ცვლილების მიზეზიც.
საქმიანობა
ვადები
IFES-თან ერთად, ცსკმ უნდა ჩამოაყალიბოს ამომრჩეველთა საუბნო სიების შექმნის მიზნით ამომრჩეველთა მონაცემების ცენტრალური სახით კომპიუტერიზაციის პროექტის შესრულების გეგმა.
გეგმა უნდა მოიცავდეს:
● მონაცემთა კომპიუტერიზაციას, შედარებისა და შემოწმების პროცედურათა შემუშავებასა და შეთანხმებას;
● პროექტისათვის აუცილებელი ფინანსური, სამუშაო სივრცის, კომპიუტერული ტექნიკის, პროგრამული უზრუნველყოფისა და
პერსონალს აუცილებელი რესურსის განსაზღვრას;
● პროექტის განსახორციელებლად აუცილებელი სამუშაო ფართის მოძიებას;
● აგრეთვე უნდა დაინიშნოს ცსკ პროექტის მენეჯერი, რომელიც იქნება ცსკ-ს წარმომადგენელი და კოორდინატორი პასუხისმგებელი ცსკ-სა და IFES-ს შორის მისაღებ ყველა გადაწყვეტილებებსა და სამუშაოებზე.
31 მაისი, 2003 წელი
ცსკ-ს პროექტის ჯგუფი IFES-თან ერთად შეაფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მერ შეკრებილ და 2003 წლის პირველ ივნისამდე ცსკ-თვის მიწოდებულ ამომრჩეველთა შესახებ ინფორმაციას, რათა განსაზღვროს ამ ინფორმაციის მოცულობა და ამომრჩეველთა და მისამართების მონაცემთა ხარისხი. შეფასებაში უნდა განისაზღვროს, თუ რა მოცულობით იქნება მონაცემები ელექტრონული სახით მოწოდებული და მონაცემთა რა რაოდენობა იქნება ჩანაწერების სახით.
31 მაისი, 2003 წელი
ცსკ, IFES-თან ერთად დაიქირავებს და მოამზადებს პროექტზე მომუშავე პერსონალს.
31 მაისი, 2003 წელი
დაიწყოს მიამართების ზუსტ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავება –მისამართების საარჩევნო ოლქებსა და უბნებზე მიწერა. ამ პროცესმა შესაძლებელია მოითხოვოს საოლქო საარჩევნო კომისიების პერსონალის მიერ ადგილზე მისამართების სიზუსტის გადამოწმება.
15 მაისი, 2003 წელი – 31 აგვისტო, 2003 წელი
მონაცემთა შეყვანისათვის კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უხრუნველყოფის შეძენა და დაყენება
31 მაისი, 2003 წელი
ამომრჩეველთა და მისამართების მონაცემთა კომპიუტერში შეყვანა, გადამოწმება და დადსტურება (ამომრჩეველთა წინასწარი სიების გამოქვეყვების მიზნით)
დაწყება-1 ივნისი, 2003 წელი, დასრულება – 31 აგვისტო, 2003 წელი
წინასწარი ამომრჩეველთა სიების ამობეჭდვა და საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის მათი დარიგება
15 სექტემბერი, 2003
შეტანილ იქნეს საჯარო გადამოწმების შედეგად დაფიქსირებული ცვლილებები ამომრჩეველთა და მისამართების მონაცემებში
ვადები განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობაში საბოლოოდ დაფიქსირებული თარიღის შესაბამისად
საარჩევნო სიებისა და ამომრჩეველთა მოსაწვევების დაბეჭდვა
თარიღი განისაზღვრება საარჩევნო კანონის შესაბამისად, იმდაგვარად, რომ დაბეჭდვა მოესწროს ამომრჩეველთა სიების გამოქვეყნების საბოლოო ვადის გათვალისწინებით
ეს ქრონოლოგია შესაძლებელია ჩასწორდეს ან გადასწორდეს იმისდა მიხედვით, თუ როგორ შეიცვლება არსებული დანართი. ცვლილებების შემთხვევაში, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, ერთი თარიღის შეცვლა არ უნდ იწვევდეს სხვა საქმიანობის საბოლოო თარიღის გადავადებას.
II. კოორდინაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და IFES-ი იმოქმედებენ ისე, რომ ხელი შეუწყონ მემორანდუმის პირობების შესრულებას, იმის გათვალისწინებით, რომ USAID-ის მიერ გაწეული არაფულადი დახმარება უნდა ექვემდებარებოდეს მემორანდუმით გათვალისწინებულ ვადებსა და პირობებს. თითოეული ორგანიზაცია თანახმაა, რომ რეგულარული კომუნიკაცია ნებისმიერი საქმიანობის სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც ორგანიზაციის უშუალო პასუხისმგებლობას წარმოადგენს, სავალდებულოა ამ მემორანდუმის მიზნების მისაღწევად. კერძოდ, ცსკ და IFES-ი თანახმა არიან, რომ ისინი ერთმანეთს საქმის კურსში ჩააყენებენ ნაწილ II-ში მოცემული ვადების შესრულებასთან დაკავშირებით და დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს დათქმული ვადის ნებისმიერ ცვლილებას ისე, რომ მათ მოახერხონ დროულად შესწორებების შეტანა.