შეთანხმება - საქართველოში გარემოს დაცვის მონიტორინგისა და მენეჯმენტის სისტემების განვითარების შესახებ
მიღების თარიღი 14.06.2007
ძალაში შესვლა 22.08.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480140000.03.030.000666
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 31/08/2007
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება - საქართველოში გარემოს დაცვის მონიტორინგისა და მენეჯმენტის სისტემების განვითარების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 42.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ფინეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში გარემოს დაცვის მონიტორინგისა და მენეჯმენტის სისტემების განვითარების შესახებ
საქართველოს მთავრობა („საქართველო“) და ფინეთის რესპუბლიკის მთავრობა („ფინეთი“), ერთობლივად მოხსენიებული როგორც „მხარეები“,
სურთ რა მათ სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის არსებული მეგობრული კავშირების გაძლიერება;
იხსენებენ რა ათასწლეულის დეკლარაციის და ათასწლეულის განვითარების მიზნებს,
ადასტურებენ რა, რომ უკიდურესი სიღატაკის აღმოფხვრა მხარეებს შორის თანამშრომლობის უმთავრესი ამოცანაა,
კიდევ ერთხელ ადასტურებენ რა მათ მხარდაჭერას თანამშრომლობის განვითარების მიზნით საქმიანობის ჰარმონიზაციის მიმართ,
აცნობიერებენ რა, რომ საქართველოში გარემოს დაცვის მონიტორინგისა და მენეჯმენტის სისტემების განვითარების სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს,
საქართველოში გარემოს დაცვის მონიტორინგისა და მენეჯმენტის სისტემების განვითარებასთან დაკავშირებით, თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი I. სფერო და მიზანი
1. პროექტის ზოგადი მიზანია საქართველოში გარემოს დაცვის მონიტორინგისა და მენეჯმენტის სისტემების და შესაძლებლობების გაძლიერება და განვითარება.
2. პროექტი განხორციელდება პროექტის დოკუმენტისა და პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად, რომლებიც დათარიღებულია 2006 წლის ოქტომბრის თვით და თანდართულია ამ შეთანხმებაზე როგორც დანართი IV, ასევე – წლიური სამუშაო გეგმებისა ბიუჯეტების შესაბამისად, რომლებიც ორმხრივად შეთანხმდება მხარეებს შორის.
მუხლი II. თანამშრომლობის პრინციპები
1. ადამიანის უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპები, დემოკრატიული მმართველობა და კანონის უზენაესობა არის მხარეებს შორის თანამშრომლობის საფუძველი და ამ შეთანხმების განხორციელების აუცილებელი ნაწილია.
2. პროექტი განხორციელდება გამჭვირვალობისა და ღია დიალოგის პრინციპების დაცვით.
მუხლი III. კომპეტენტური ორგანოები და განმახორციელებელი სააგენტო
1. ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, წარმოდგენილი საქართველოში ფინეთის საგანგებო დავალებათა ელჩით, და საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო იქნებიან კომპეტენტური ორგანოები, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ შესაბამის მთავრობებს ამ შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ასევე უფლებამოსილნი იქნებიან დადონ შეთანხმებები ამ პროექტის გაგრძელების თაობაზე, მათ შორის, პროექტის შესაძლო მომდევნო ეტაპებზე, რაც გავლენას არ მოახდენს მხარეების საერთო პასუხისმგებლობებზე.
2. პროექტის განხორციელების პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს.
მუხლი IV. ფინეთის მიერ დაფინანსება
ამ პროექტის განხორციელებაში ფინეთის მთავრობის წილი 2006–2008 წლებში, გრანტის სახით და ფინეთის პარლამენტის მიერ ყოველწლიურად დამტკიცების საფუძველზე, შეადგენს მაქსიმუმ 680 155 (ექვსას ოთხმოცი ათას ას ორმოცდათხუთმეტი) ევროს. თუმცა, ეს წილი გამოიყენება მხოლოდ იმ ფაქტობრივი რაოდენობით, რომელიც აუცილებელია პროექტის დოკუმენტის შესაბამისად პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დასაფარად.
მუხლი V. საქართველოს მიერ დაფინანსება
პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ყველა ფინანსური და სხვა რესურსი, რომელიც აჭარბებს ფინეთის წილს, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საქართველოს მიერ.
მუხლი VI. შესყიდვები
1. ფინეთი განახორციელებს პროექტის დოკუმენტში აღწერილი დამხმარე სამუშაოების შესყიდვას და დადებს კონტრაქტს საკონსულტაციო სააგენტოსთან, რომელიც შეთანხმდება საქართველოსთან. პროექტისათვის საჭირო სხვა შესყიდვები განხორციელდება საქართველოსა და ფინეთს შორის შეთანხმების მიხედვით.
2. არ დაიშვება ნებისმიერი სახის პირდაპირი ან არაპირდაპირი შეთავაზება, საჩუქარი, თანხის გადახდა ან სარგებელი, რომელიც მიჩნეულია ან შესაძლოა მიჩნეულ იქნეს უკანონო ან კორუფციულ ქმედებად და რომელიც წარმოადგენს სტიმულს ან ჯილდოს შესყიდვების კონტრაქტების მიღების ან განხორციელებისათვის.
3. ყველა შესყიდვა განხორციელდება საყოველთაოდ მიღებული პრინციპების საფუძველზე და საქონლის შესყიდვის პრაქტიკის მიხედვით. ტენდერში მიწვევები და ასევე შესყიდვის კონტრაქტები შესაბამისად უნდა შეიცავდეს დებულებას ტენდერის და კონტრაქტის გაუქმების შესაძლებლობის შესახებ იმ შემთხვევაში, როდესაც ნებისმიერი უკანონო ან კორუფციული ქმედება დაკავშირებული იქნება კონტრაქტის მიღებასთან ან განხორციელებასთან. გარდა ამისა, მყიდველისათვის მიყენებული ზიანი ან დანაკარგი კონტრაქტის გაუქმების შემთხვევაში კომპენსირებული უნდა იქნეს მიმწოდებლის მიერ.
მუხლი VII. ინფორმაცია
1. მხარეები
ა) სწრაფად მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას ნებისმიერი მოვლენის ან სიტუაციის შესახებ, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს პროექტის განხორციელებაზე, და
ბ) უზრუნველყოფენ, რომ ყველა შესაბამისი ორგანო და ორგანიზაცია ინფორმირებულ იქნეს ამ შეთანხმებისა და პროექტის შესახებ.
2. ორივე მხარეს უფლება აქვს საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს მიაწოდოს ინფორმაცია პროექტის შესახებ, მათ შორის, ამ შეთანხმების შესახებ.
3. პროექტთან დაკავშირებულ ნებისმიერ პუბლიკაციაში და სხვა მასალაში მითითებული უნდა იქნეს, რომ პროექტი ხორციელდება ან განხორციელებულია ფინეთის ფინანსური დახმარებით და ფინეთის განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში.
მუხლი VIII. მონიტორინგი და ანგარიშგება
პროექტის განხორციელების შესახებ ანგარიშები უნდა შესრულდეს ამ შეთანხმებაზე დართული პროექტის დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმატით. ანგარიშები უნდა მომზადდეს ორმხრივად შეთანხმებული პრინციპების საფუძველზე.
მუხლი IX. აუდიტი
საქართველო ნებას რთავს ფინეთის წარმომადგენლებს ჩაატრონ ნებისმიერი ინსპექცია ან აუდიტი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. ასეთი ინსპექცია ან აუდიტი შესაძლოა ინიცირებული იქნეს საქართველოს მიერ.
მუხლი X. კონსულტაციები
1. მხარეები ხელმისაწვდომნი იქნებიან ერთმანეთისათვის ორმხრივი კონსულტაციების მიზნით, რათა:
ა) განავითარონ თანამშრომლობა; და
ბ) შეაფასონ თანამშრომლობის მიზნების და ასევე პროექტის მიზნებისა და ამოცანების განხორციელება.
2. მხარეები მიაწვდიან ერთმანეთს ყველა საჭირო ინფორმაციას კონსულტაციების მიზნით.
მუხლი XI. პასუხისმგებლობა
საქართველო პ[ასუხისმგებელია ყველა იმ რისკზე, რომელიც წარმოიშობა ამ პროექტის შესრულებისას საქართველოში, ამ შეთანხმების თანახმად. საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელი იქნება საჩივრებზე, თუ ასეთი წამოიჭრება ფინეთის, საკონსულტაციო სააგენტოების ან მათი პერსონალის რომელიმე წევრის ან ფინეთის მიერ დაქირავებული პირის წინააღმდეგ, რომელსაც ადგილი ექნება მათი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, ან სხვაგვარად დაკავშირებული იქნება მასთან, გარდა იმ შემთხვეისა, როდესაც ორივე მთავრობის შეხედულებით, ასეთი საჩივრები ნებისმიერი წევრის ან ფინეთის მიერ დაქირავებული პირის მხრიდან უხეში დაუდევრობით ან განზრახ არამართალზომიერი ქმედებით.
მუხლი XII. შეჩერება
1. ორივე მხარეს უფლება აქვს, მეორე მხარესთან კონსულტაციის შემდეგ, სრულად ან ნაწილობრივ შეაჩეროს პროექტის დაფინანსება, თუ:
ა) რომელიმე მხარე მიიჩნევს, რომ მეორე მხარემ ვერ შეასრულა ამ შეთანხმების მე-2 მუხლით განსაზღვრული რომელიმე აუცილებელი ნაწილი;
ბ) მეორე მხარის მიერ დაფინანსება არ განხორციელდება ამ შეთანხმების და პროექტის დოკუმენტის შესაბამისად;
გ) არ შესრულდება ნებისმიერი სხვა ვალდებულება ამ შეთანხმების ან პროექტის დოკუმენტის შესაბამისად;
დ) პროექტის მენეჯმენტი მიჩნეული იქნება არადამაკმაყოფილებლად;
ე) წარმოიშობა გარემოება, რომელიც საფრთხეს უქმნის ან აფერხებს პროექტის/პროგრამის განხორციელებას ან პროექტის/პროგრამის მიზნებისა და ამოცანების მიღწევას;
ვ) შეჩერება გამოწვეულია იმ გარემოებების ფუნდამენტური ცვლილებით, რომლებშიც დაიწყო პროექტი/ პროგრამა.
2. შეჩერება შეწყდება დაუყოვნებლივ მას შემდეგ, როდესაც შეჩერების გამომწვევი გარემოება ან გარემოებები შეწყვეტს არსებობას.
3. ფინათი ინარჩუნებს უფლებას, მოითხოვოს ფინეთის წილის სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურდება, თუ ჩათვლის, რომ ეს ფინანსები არასწორად იქნა გამოყენებული ან დამაკმაყოფილებლად არ იქნა აღრიცხული.
მუხლი XIII. საქონელი
1. პროექტის მიზნებისათვის ამ შეთანხმების შესაბამისად საქართველოში შესყიდული ან იმპორტირებული საქონელი იქნება პროექტის ექსკლუზიურ განკარგულებაში.
2. საქონელი გახდება საქართველოს საკუთრება პროექტის დასრულების შემდეგ, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
მუხლი XIV. სპეციალური დებულებები
1. პირობები, რომლებიც ეხება საკონსულტაციო სააგენტოებს, პერსონალს და საქონელს, განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების I-III დანართებით, რომლებიც ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილია.
2. საქართველო უზრუნველყოფს საკონსულტაციო სააგენტოებს, მათ პერსონალს, ფინეთის მიერ დაქირავებულ პირებსა და აგრეთვე მათ ოჯახებს (პერსონალის მეუღლეები და შვილები) ისეთივე მოპყრობის სტანდარტებს, როგორიც გათვალისწინებულია ნებისმიერი სხვა ქვეყნის განვითარების სააგენტოების პერსონალისათვის.
3. მხარეთა სხვა მოვალეობები განისაზღვრება პროექტის დოკუმენტით.
4. მხარეებს უფლება აქვთ განახორციელონ შეფასება პროექტის განხორციელების დროს და მისი დასრულების შემდეგ.
5. პროექტის დაგეგმვის და შეფასების ორმხრივად შეთანხმებული საქმიანობა პროექტის განუყოფელი ნაწილია და რეგულირდება ამ შეთანხმების დებულებებით.
მუხლი XV. ძალაში შესვლა, შეწყვეტა, შესწორებები და დავების გადაწყვეტა
1. ეს შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ნოტების გაცვლის გზით განხორციელებული უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღიდან 30 დღის შემდეგ და ძალაში რჩება მხარეთა მიერ მისი დებულებებით განსაზღვრულ ვალდებულებათა სათანადოდ შესრულებამდე, თუ რომელიმე მხარემ არ განაცხადა მისი შეწყვეტის შესახებ, შეწყვეტის ვადამდე სამი თვით ადრე.
2. წინამდებარე შეთანხმებაში მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ფორმდება ცალკე ოქმების სახით და ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული ცვლილებები და დამატებები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
3. ამ შეთანხმების ინტერპრეტაციისას ან განხორციელებისას წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება მეგობრულად, კომპეტენტური ორგანოების მოლაპარაკებების საფუძველზე.
შესრულებულია თბილისი (ადგილი) 14 ივნისი 2007 (თარიღი) ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. შეთანხმების დებულებათა განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
ფინეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
დანართები:
I - პირობები საკონსულტაციო სააგენტოებისათვის
II - პირობები პერსონალისათვის
III - პირობები საქონლისათვის
IV - პროექტის/პროგრამის დოკუმენტი.
დანართი I
პირობები საკონსულტაციო სააგენტოებისათვის
1. განსაზღვრება
ამ შეთანხმების მიზნებისათვის ტერმინი „საკონსულტაციო სააგენტო“ ნიშნავს საჯარო სამსახურის ნებისმიერ ორგანოს ან სახელმწიფო ან კერძო კორპორაციას, აგრეთვე ნებისმიერ სახელმწიფო ან კერძო, ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც დამტკიცებულია მხარეების მიერ და დაქირავებულია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პროექტების და პროგრამების განხორციელების დამხმარე სამუშაოების შესრულების მიზნით. „საკონსულტაციო სააგენტო“ არ გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებას და კერძო პირებს.
2. ფინეთის ვალდებულებები
ფინეთი აანაზღაურებს საკონსულტაციო სააგენტოების ხარჯებს, გარდა საქართველოს მიერ გადასახდელი ხარჯებისა, რომლებიც განსაზღვრულია ამ დანართის მე-3 პარაგრაფში.
3. საქართველოს ვალდებულებები
საქართველო, თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული სპეციალური შეთანხმებით:
ა) უსასყიდლოდ და გაუმართლებელი შეფერხების გარეშე უზრუნველყოფს საკონსულტაციო სააგენტოებს ყველა საჭირო ნებართვით და უფლებამოსილებით;
ბ) საკონსულტაციო სააგენტოებს, მათი ოფიციალური მოვალეობების განხორციელებისას, შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი საოფისე ფართობით, კომუნიკაციებით და სხვა მომსახურებით და აანაზღაურებს შესაბამის ხარჯებს;
გ) გაათავისუფლებს საკონსულტაციო სააგენტოებს პირდაპირი გადასახადების ან მოსაკრებლებისაგან იმ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რომელსაც მიიღებენ ისინი საქართველოს გარეთ არსებული ფონდებიდან ან რესურსებიდან ამ შეთანხმების შესაბამისად საქართველოში განხორციელებული სამსახურისათვის;
დ) არ დააწესებს უცხოურ ვალუტაზე შეზღუდვებს ან სხვა სავალუტო შეზღუდვებს იმ ფულად სახსრებთან დაკავშირებით, რომლებიც საკონსულტაციო სააგენტოების მიერ გადაირიცხება საქართველოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პროექტების განსახორციელებლად; აგრეთვე ნებას დართავს ასეთი ფონდების ექსპორტირებაზე;
ე) გაათავისუფლებს საკონსულტაციო სააგენტოებს პროფესიული რეგისტრაციის და სხვა მსგავსი მოთხოვნებისაგან, თუ ეს მოთხოვნები დადგინდება საქართველოს კანონმდებლობით;
ვ) გაათავისუფლებს საკონსულტაციო სააგენტოებს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისათვის ნებისმიერი საგადასახადო და ფინანსური დეკლარაციის წარდგენის მოვალეობისაგან, რაც მოეთხოვებათ ფიზიკურ პირებს ან კორპორაციებს;
ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვალდებულებისაგან გათავისუფლების მიუხედავად, ექსპატრიატი საკონსულტაციო სააგენტოები გაივლიან რეგისტრაციას ამ შეთანხმებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების მიღების მიზნით; საკონსულტაციო სააგენტოების მიერ საქართველოში განხორციელებული ადგილობრივი შესყიდვების დროს, დღგ-ს გადახდა და ადმინისტრირება მოხდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) სწრაფად და უსასყიდლოდ გასცემს იმპორტისთვის აუცილებელ ლიცენზიებს და სხვა ნებართვებს იმ აღჭურვილობის იმპორტირებისათვის, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს პროექტის ან პროგრამის განსახორციელებლად;
თ) გაათავისუფლებს აღჭურვილობას საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან, რომლებიც საჭიროა ამ აღჭურვილობის საქართველოში იმპორტისათვის ან საქართველოდან ექსპორტისათვის, გაათავისუფლებს აღჭურვილობას იმპორტსა და ექსპორტზე ყველა შეზღუდვისა და აკრძალვისაგან და უზრუნველყოფს იმპორტირებული აღჭურვილობის სწრაფ და უსაფრთხო მიღებას, ხომალდის ნავსადგურში დგომას, გადმოტვირთვას, განბაჟებას, გადატანას, ასევე შენახვას და შემდგომ ტრანსპორტირებას; და
ი) ხელს შეუწყობს საქართველოში შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციას.
დანართი II
პირობები პერსონალისათვის
1. განსაზღვრება
ამ შეთანხმების მიზნებისათვის ტერმინი „პერსონალი“ ნიშნავს საკონსულტაციო სააგენტოს მიერ ამ შეთანხმების შესაბამისად პროექტებისა და პროგრამების განსახორციელებლად დაქირავებულ პერსონალს და ასევე ფინეთის მიერ დაქირავებულ პირებს.
2. ფინეთის ვალდებულებები
2.1 ფინეთი აანაზღაურებს პერსონალის ხელფასებს, გადასახადებსა და ხარჯებს, იმ ხარჯების გარდა, რომლებიც უნდა დაფაროს საქართველომ ამ დანართის მე-3 პარაგრაფის მიხედვით.
2.2 ფინეთი გადაიხდის პერსონალის და მათი ოჯახების მგზავრობის ხარჯებს საქართველოში და საქართველოდან. ოჯახის სტატუსით ამ შემთხვევაში სარგებლობს პერსონალის მეუღლე და შვილები.
3. საქართველოს ვალდებულებები
საქართველოში მომსახურე ექსპატრიატ პერსონალთან დაკავშირებით საქართველო განახორციელებს შემდეგ ზომებს:
ა) უსასყიდლოდ და გაუმართლებელი შეფერხების გარეშე უზრუნველყოფს პერსონალს და მათ ოჯახებს მრავალჯერადი შესასვლელი ვიზებით, მუშაობის და ცხოვრების უფლებით და სხვა საჭირო ნებართვებით და უფლებამოსილებებით, მათი მოვალეობების შესრულების სრული ვადის განმავლობაში;
ბ) ხელს შეუწყობს პერსონალს და მათი ოჯახების პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციას;
გ) გაათავისუფლებს პერსონალს და მათი ოჯახების წევრებს საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან და სხვა შესაბამისი გადასახადებისაგან საოჯახო ან პირად ნივთებთან დაკავშირებით, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით, რომლებიც იმპორტირებულია საქართველოში მათ მიერ ექსკლუზიურად გამოყენებისათვის მათი საქართველოში ჩამოსვლიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. პერსონალს და მათი ოჯახების წევრებს უფლება აქვთ განახორციელონ ამ ნივთების ექსპორტი საბაჟო გადასახადების და მოსაკრებლების და სხვა შესაბამისი გადასახადების გადახდის გარეშე;
(ი) იმ შემთხვევაში, როდესაც „გ“ ქვეპარაგრაფით განსაზღვრული ნევთები დაზიანდება ისე, რომ მათი შეკეთება მიზანშეწონილ ფასად შეუძლებელია, ან სხვაგვარად დაიკარგება პერსონალის ან მათი ოჯახების წევრების გაუფრთხილებლობის არარსებობის შემთხვევაში, ამავე ქვეპარაგრაფით განსაზღვრული გათავისუფლება გავრცელდება იმავე ახალი ნივთების იმპორტირებაზე, დროის ნებისმიერი ლიმიტის მიუხედავად;
(იი) თუ პერსონალის ან მათი ოჯახების ნებისმიერი წევრი გაყიდის „დ“ ქვეპარაგრაფით განსაზღვრულ ნივთს იმ პირზე, რომელიც არ სარგებლობს იმავე პრივილეგიებით, ის ვალდებული იქნება გადაიხადოს ყველა საბაჟო გადასახადი და მოსაკრებელი და სხვა შესაბამისი გადასახადები;
დ) გაათავისუფლებს პერსონალს საშემოსავლო გადასახადებისა და სხვა ნებისმიერი პირდაპირი გადასახადის და მოსაკრებლისაგან, მათ შორის, სახელმწიფო სოციალურ ფონდებში შენატანებისაგან, ამ შეთანხმების შესაბამისად საქართველოში გაწეული სამსახურისათვის მათთვის გადახდილ ნებისმიერ ანაზღაურებასთან დაკავშირებით;
ე) გაათავისუფლებს პერსონალს და მათი ოჯახების წევრებს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისათვის ნებისმიერი საგადასახადო და ფინანსური დეკლარაციის წარდგენის მოვალეობისაგან, რომლის წარდგენაც მოეთხოვებათ საქართველოს მოქალაქეებს ან საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს;
ვ) არ დააწესებს პერსონალის და მათი ოჯახების წევრების მიერ მათი პირადი გამოყენებისათვის საქართველოში გადარიცხულ ფულად სახსრებთან დაკავშირებით სავალუტო შეზღუდვებს ან უცხოურ ვალუტაზე შეზღუდვებს და მიანიჭებს მათ ამ ფონდების კონვერტირების და ექსპორტის უფლებას, ასევე ხელს შეუწყობს საბანკო ანგარიშების გახსნას;
ზ) გაათავისუფლებს პერსონალს პროფესიული რეგისტრაციის, ლიცენზირების და სხვა მსგავსი მოთხოვნებისაგან, თუ ასეთი მოთხოვნები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
თ) უზრუნველყოფს, რომ პერსონალი და მათი ოჯახების წევრები გარანტირებული იქნენ კანონის სრული დაცვით;
(ი) სახელმწიფო ან საერთაშორისო კრიზისის შემთხვევაში უზრუნველყოფს პერსონალს და მათი ოჯახების წევრებს რეპატრიაციის ისეთივე საშუალებებით, რომლებიც გარანტირებულია დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისათვის.
4. სხვა დებულებები
4.1 საქართველოს უფლება აქვს მოითხოვოს პერსონალის ნებისმიერი წევრის გაწვევა ან შეცვლა, რომლის საქმიანობა ან საქციელი მიჩნეული იქნება არადამაკმაყოფილებლად. ამ უფლების განხორციელებამდე საქართველომ უნდა გაიაროს კონსულტაცია ფინეთთან.
4.2 ფინეთს უფლება აქვს საქართველოსათვის წინასწარი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე გაიწვიოს პერსონალის წევრი. ამ უფლების განხორციელებამდე ფინეთმა, განსაკუთრებული გარემოებების არსებობის შემთხვევის გარდა, უნდა გაიაროს კონსულტაცია საქართველოსთან და, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოს სათანადო შეცვლა.
4.3 ფინეთის განსაკუთრებულ დავალებათა ელჩს და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰელსინკში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პერსონალის ან მათი ოჯახების ნებისმიერი წევრის ნებისმიერი მიზეზით დაკავების ან დაპატიმრების შესახებ, ასევე მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. ფინეთის წარმომადგენლებს უფლება აქვთ მოინახულონ დაკავებული ან დაპატიმრებული პირი. ასეთ პირს უფლება აქვს წარმოდგენილი იქნეს იურისტის მიერ.
დანართი III
პირობები საქონლისათვის
1. განსაზღვრება
ამ შეთანხმების მიზნებისათვის ტერმინი „საქონელი“ ნიშნავს საქონელს, მასალებს, სატრანსპორტო საშუალებებს, მოწყობილობებს, აღჭურვილობას და ნებისმიერ სხვა საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფილია ფინეთის მიერ პროექტებისა და პროგრამებისათვის ამ შეთანხმების შესაბამისად.
2. ფინეთის ვალდებულებები
ფინეთი:
ა) დაფარავს საქონლის თითოეულ პარტიასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ ხარჯებს, როგორიცაა შესყიდვის, ტრანსპორტირების და, საჭიროების შემთხვევაში, დაზღვევის ხარჯები;
ბ) პასუხისმგებელი იქნება საქართველოსათვის საქონლის მიწოდებაზე;
გ) მოითხოვს, რომ საკონსულტაციო სააგენტოებმა ტვირთის გაგზავნისთანავე საქართველოს შესაბამის სააგენტოებს დაუყოვნებლივ აცნობონ ტვირთის ჩასვლის გაანგარიშებული თარიღის შესახებ და გააგზავნონ გადაზიდვის დოკუმენტაცია, ანგარიშ-ფაქტურები და სხვა შესაბამისი ინფორმაცია.
3. საქართველოს ვალდებულებები
საქართველო, თუ სპეციალური შეთანხმებით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული:
ა) საჭიროების შემთხვევაში შეატყობინებს ფინეთს განბაჟებასთან დაკავშირებული პროცედურებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ;
ბ) უსასყიდლოდ და დაუყოვნებლივ გასცემს იმპორტისათვის საჭირო ლიცენზიებს და საქონლის იმპორტისათვის საჭირო სხვა ნებართვებს;
გ) უზრუნველყოფს ყველა საბაჟო გადასახადისა და მოსაკრებლის, ასევე სხვა შესაბამისი გადასახადებისგან გათავისუფლებას, რომლებიც დაკავშირებულია ამ საქონლის საქართველოში შემოტანასთან, ასევე გაათავისუფლებს საქონელს იმპორტსა და ექსპორტზე დაწესებული აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან შიდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) უზრუნველყოფს იმპორტირებული საქონლის სწრაფ და უსაფრთხო მიღებას, ხომალდის ნავსადგურში დგომას, ტვირთის დამუშავებას, განბაჟებას, გადაგზავნას, ასევე იმპორტირებული საქონლის შენახვას და შემდგომ ტრანსპორტირებას;
ე) მიიღებს ყველა საჭირო ზომას და დაიწყებს ნებისმიერ პროცესუალურ ქმედებას, რომელიც შესაძლოა საჭირო გახდეს საქონლის ნებისმიერი პარტიის სრული ან ნაწილობრივი დანაკარგის ან დაზიანების შემთხვევაში წარმოშობილ საჩივრებთან დაკავშირებით და დაუყოვნებლივ შეატყობინებს ფინეთს ამის შესახებ;
ვ) საქონლის საქართველოში ჩასვლის შემთხვევაში ექსკლუზიურად პასუხისმგებელი იქნება ამ პარაგრაფის „დ“ ქვეპარაგრაფით განსაზღვრული ზომების მიღებაზე და ამ ზომებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებაზე;
ზ) ხელს შეუწყობს საქართველოში შეტანილი სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციას.
4. სხვა დებულებები
4.1 საქონელი იქნება მიმდინარე პროექტის ექსკლუზიურ განკარგულებაში მისი განხორციელების განმავლობაში.
4.2 პროექტის დასრულების შემდეგ საქონელი გახდება საქართველოს (მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის) საკუთრება, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.