აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს „პირიმზის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
2011 წლის 22 თებერვალს 16 საათზე, ქ. თბილის ში, ფურცელაძის ქ. 22-ში მოწვეულია სააქციო საზოგადოება ,,პირიმზის” აქციონერთა მორიგი საერთო კრება.
სს ,,პირიმზის” სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით კრების სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2010 წლის 20 იანვარი.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. 2010 წლის ფინანსური ანგარიშის შეფასება-დამტკიცების შესახებ.
2. წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
3. სხვადასხვა.
სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევენ, რომ აქციონრებმა მხარი დაუჭირონ დღის წესრიგში აღნიშნული საკითხების დადებითად გადაწყვეტას.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან სს ,,პირიმზ ი ს” აქციონრები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში 2011 წლის 20 იანვრის 18 საათის მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ კრებამდე 10 დღის განმავლობაში სს ,,პირიმზ ი ს” რეგისტრატორთან, შპს ,,საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ ი რეგისტრატორი”, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 74ა, ტელ. 225351.