საჯარო სამართლის იურიდიულ პირში-საქართველოს ეროვნულ არქივში ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016088
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 280111, 28/01/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,433 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (2)
სუსტად განვითარებული (1-2 ქულა) საშუალოდ განვითარებული (3 ქულა)
* პიროვნული უნარ–ჩვევები თანამდებობისათვის საჭირო ძირითადი უნარები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიულ პირში-საქართველოს ეროვნულ არქივში ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} span.MsoCommentReference {font-family:"Times New Roman","serif";} a:link, span.MsoHyperlink {font-family:"Times New Roman","serif"; color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Calibri","sans-serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; mso-style-link:"saxe_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.saxexmlChar {mso-style-name:"saxe_xml Char"; mso-style-link:saxe_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in .7in .4in .7in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №17 2011 წლის 28 იანვარი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს ეროვნულ არქივში ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ  „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 4​1 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:  1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს ეროვნულ არქივში ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების თანდართული წესი.  2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ადეიშვილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს ეროვნულ არქივში ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი ინფორმაცია 1. ეს წესი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს ეროვნულ არქივში (შემდგომში – ეროვნული არქივი) ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების პირობებს. 2. ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული შესარჩევი კონკურსი (შემდგომში – კონკურსი) არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კანდიდატის შესაბამისობის შეფასება დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან. 3. ეროვნულ არქივში კონკურსი ტარდება ობიექტურობის, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, საჯაროობის, კოლეგიურობის და კორექტულობის პრინციპების გათვალისწინებით. 4. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკონკურსო კომისია (შემდგომშისაკონკურსო კომისია).     მუხლი 2🔗. მიზნები და ამოცანები 1. კონკურსის მიზანია ვაკანტურ თანამდებობაზე შესაბამისი კანდიდატის შერჩევა და საკადრო რეზერვის ფორმირება. 2. კონკურსის ამოცანაა კანდიდატის პროფესიული დონის, შესაძლებლობების, პიროვნული თვისებების, კვალიფიკაციის შეფასება და დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.     მუხლი 3🔗. კონკურსის გამოცხადება  1. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს გასაუბრების ან/და ტესტირების ფორმით. გადაწყვეტილებას კონკურსის ჩატარების ფორმისა და საკონკურსო თემატიკის თაობაზე იღებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი (შემდგომში – გენერალური დირექტორი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით (შემდგომში – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი).  2. არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს გენერალური დირექტორი კონკურსის ჩატარებამდე არანაკლებ 3 კვირით ადრე, ეროვნული არქივის ვებ-გვერდის: www.archives.gov.ge და სხვა შესაბამისი ვებგვერდების საშუალებით, აგრეთვე ბეჭდურ მედიაში. 3. შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) დაწესებულების დასახელებას, კონკურსის წესით შესავსები თანამდებობების დასახელებასა და რაოდენობას; ბ) კანდიდატისთვის წაყენებულ მოთხოვნებს (სათანადო ცოდნა და გამოცდილება, ძირითადი უნარ-ჩვევები); გ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; დ) საკონკურსო კომისიის რეკვიზიტებს; ე) აუცილებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალს და წარდგენის ვადას. 4. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.     მუხლი 4🔗. წარმოსადგენი დოკუმენტაცია 1. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გენერალური დირექტორის სახელზე; ბ) სააპლიკაციო ფორმა (დანართი №1); გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები; დ) 1 ფერადი ფოტოსურათი ზომით 3/4; ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინეული სხვა სახის დოკუმენტები (მოთხოვნის შემთხვევაში). 2. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დოკუმენტაციის წარმოსადგენად ეძლევათ ვადა არანაკლებ 2 კვირისა, კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.     მუხლი 5🔗. საკონკურსო კომისია  საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, გენერალური დირექტორი, ეროვნული არქივის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ან შესაბამისი დარგის სპეციალისტი, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელი.    მუხლი 6🔗. ტესტირება 1. ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. ტესტირება შეიძლება მოიცავდეს როგორც პროფესიულ და ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტს, ასევე ინტელექტისა და პიროვნული მახასიათებლების განმსაზღვრელ კითხვებს. კანდიდატი შეიძლება აგრეთვე გადამოწმდეს კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებსა და სახელმწიფო ენის ცოდნაში.  2. დადებითი შეფასების მისაღებად კანდიდატმა უნდა დააგროვოს საკონკურსო კომისიის მიერ დადგენილ აუცილებელ ქულათა რაოდენობის მინიმალური ზღვარი.     მუხლი 7🔗. გასაუბრება 1. საკონკურსო კომისიამ კანდიდატთან გასაუბრებისას შეიძლება გამოიყენოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომელიც საშუალებას მისცემს მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. 2. შესაძლებელია დამატებითი კითხვების დასმაც განსაზღვრული საკითხების ირგვლივ, რაც დამოკიდებულია კანდიდატის მიერ გაცემულ პასუხებზე. 3. თითოეული კანდიდატისთვის დასმული უნდა იქნეს იდენტური შინაარსის კითხვები. 4. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატი ინდივიდუალურად ფასდება. 5. კომისიის წევრები, გარდა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლისა, გასაუბრებისას ავსებენ კანდიდატის პროფესიული უნარების შეფასების ფორმას (დანართი №2). 6. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელი გასაუბრებისას ავსებს კანდიდატთა პიროვნული უნარების შეფასების ფორმას (დანართი №3). 7. კომისიის წევრების მიერ ინდივიდუალურად მითითებული კანდიდატთა შეფასების ქულები ჯამდება კანდიდატთა ჯამური შეფასების ფორმაში (დანართი №4).     მუხლი 8🔗. კონკურსის შედეგები 1. საკონკურსო კომისია კანდიდატებთან გასაუბრების ან/და ტესტირების შემდეგ მათ დაუსწრებლად სხდომაზე განიხილავს დასაკავებელ თანამდებობასთან თითოეული კანდიდატის შეფასებისას მიღებულ ქულებს. აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. გადაწყვეტილების მისაღებად საკონკურსო კომისია იყენებს კანდიდატთა ჯამური შეფასების ფორმას, გასაუბრების ან/და ტესტირების შედეგების გათვალისწინებით. 3. შეფასების საფუძველზე, საკონკურსო კომისია შესაბამის თანამდებობაზე წარადგენს ერთ კანდიდატს, ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. 4. გენერალური დირექტორი საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პირის თანამდებობაზე დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე. 5. ეროვნული არქივის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების თანამშრომელი გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ.     მუხლი 9🔗. საპრეტენზიო კომისია ეროვნულ არქივში კონკურსთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განცხადებებს იხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საპრეტენზიო კომისია „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 18 ივნისის №115 ბრძანებით დადგენილი წესით.     მუხლი 10🔗. ჩაშლილი კონკურსი  კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე. დანართი №2 კანდიდატთა შეფასების ფორმა პროფესიული უნარების მიხედვით (თანამდებობის დასახელება) შესარჩევი კონკურსი კანდიდატის სახელი, გვარი პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება *[*] შემფასებლის კომენტარი სუსტად განვითარებული (1-2 ქულა) საშუალოდ განვითარებული (3 ქულა) კარგად განვითარებული (4-5 ქულა) 1 2 3 4 5 შემფასებლის სახელი, გვარი:                                                                                       ხელმოწერა: კანდიდატის უნარ-ჩვევების შეფასება უნდა მოხდეს ფუნქცია-მოვალეობებთან მიმართებაში. დანართი №3 კანდიდატის შეფასების ფორმა პიროვნული უნარების მიხედვით (თანამდებობის დასახელება) კანდიდატის სახელი, გვარი:        თარიღი:         * პიროვნული უნარ–ჩვევები თანამდებობისათვის საჭირო ძირითადი უნარები სუსტად განვითარებული (1-2 ქულა) საშუალოდ განვითარებული (3 ქულა) კარგად განვითარებული (4-5 ქულა) კომენტარი ჯამი: შენიშვნა: შემფასებლის სახელი, გვარი:                                                                                                            ხელმოწერა: კანდიდატის უნარ-ჩვევების შეფასება უნდა მოხდეს ფუნქცია-მოვალეობებთან მიმართებაში. დანართი №4 კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა (თანამდებობის დასახელება) კანიდიდატი          კომისიის წევრი 1 2 3 4 5 6   შეფასების ჯამური ქულა   საშ. არითმეტიკული კანდიდატის უნარ-ჩვევების შეფასება უნდა მოხდეს ფუნქცია-მოვალეობებთან მიმართებაში. * 1 ქულა - კანდიდატის უნარ-ჩვევები სრულიად არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 2 ქულა - კანდიდატის უნარ-ჩვევები არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 3 ქულა - კანდიდატის უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 4 ქულა - კანდიდატის უნარ-ჩვევები სრულიად აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 5 ქულა - კანდიდატის უნარ-ჩვევები აჭარბებს ამ თანამდებობის მოთხოვნებს. გარდა ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალისა, შემფასებელს აქვს უფლებამოსილება შეფასებისას აირჩიოს წილადი ქულები. [*] 1 ქულა - კანდიდატის უნარ-ჩვევები სრულიად არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 2 ქულა - კანდიდატის უნარ-ჩვევები არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 3 ქულა - კანდიდატის უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 4 ქულა - კანდიდატის უნარ-ჩვევები სრულიად აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 5 ქულა - კანდიდატის უნარ-ჩვევები აჭარბებს ამ თანამდებობის მოთხოვნებს. გარდა ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალისა, შემფასებელს აქვს უფლებამოსილება შეფასებისას აირჩოს წილადი ქულები * 1 ქულა - კანდიდატის უნარ-ჩვევები სრულიად არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 2 ქულა - კანდიდატის უნარ-ჩვევები არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 3 ქულა - კანდიდატის უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 4 ქულა - კანდიდატის უნარ-ჩვევები სრულიად აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 5 ქულა - კანდიდატის უნარ-ჩვევები აჭარბებს ამ თანამდებობის მოთხოვნებს. გარდა ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალისა, შემფასებელს აქვს უფლებამოსილება შეფასებისას აირჩიოს წილადი ქულები.