საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის N321 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №62
2011 წლის 28იანვარი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას‘‘ დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ზოგიერთი სამეცნიერ ო-კვლევითი დაწესებულების – საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ თან „დელტასთან‘‘სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების – საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ‘‘ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 დეკემბერის №1088 ბრძანებულების თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას‘‘ დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებაში (სსმ III, 24.11.2005წ., №136, მუხ.1515) შეტანილ იქნეს დამატებები:
1. ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „21‘‘ პუნქტი:
,,21. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების – საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბაზაზე ცენტრთან შექმნილია შემდეგი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები – საჯარო სამართლის იურიდიული პირები (შემდგომ – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება):
ა) სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი;
ბ) ინსტიტუტი „ოპტიკა‘‘;
გ) გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი;
დ) რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი;
ე) ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი.‘‘.
2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ2‘‘ ქვეპუნქტი:
„ნ2) დებულების პირველი მუხლის 21 პუნქტში მოცემული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.‘‘.
3. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1‘‘ ქვეპუნქტი:
,,თ1) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, ინდივიდუალურ ი ადმინისტრაციულ-სამართლებ რ ივი აქტით ამტკიცებს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დებულებებს;‘‘.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. ახალაია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის N321 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.01.2011.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის N321 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის N321 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 28.01.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №62. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.026.016030.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის N321 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის N321 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის N321 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.01.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის N321 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“, №62, 28.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016030 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1191147/