ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.016205
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 310111, 31/01/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.01.2011 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.abzacixmlChar { }
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 55.35pt 56.7pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №44
2011 წლის 26 იანვარი
ქ.
თბილისი
ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და 29-ე მუხლების შესაბამისად:
1. დამტკიცდეს ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობა (დანართი №
1).
2. დამტკიცდეს ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება (დანართი №
2).
მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის დადგენილება №87 – ვებგვერდი, 26.04.2013წ.
დანართი №1
საქართველოს მთავრობის 2013 წლის
25
აპრილის დადგენილება №8
7
– ვებგვერდი,
26
.04.2013წ.
ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობა
პაატა ზაქარეიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარე
ქეთევან ციხელაშვილი – რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ირაკლი მატკავა – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
დავით ლეჟავა – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ილია ელოშვილი – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე
ნინო შარაშიძე – საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
ილია კვიტაიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
შოთა მურღულია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე
დავით ზალკალიანი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
გოჩა ლორთქიფანიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
დავით ზურაბიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
ალექსანდრე მარგიშვილი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე
ზურაბ აზმაიფარაშვილი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
მარიამ ჯაში – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
მამუკა ცოტნიაშვილი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე
ლევან იზორია – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
დავით დონდუა – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე
ზაალ სარაჯიშვილი – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე
ლევან თევზაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე
ვასილ სანებლიძე – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე
ნოდარ ტანგიაშვილი – რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის მდივანი.
დანართი №2
ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №
885 განკარგულებით.
2. ეს დებულება განსაზღვრავს კომისიის უფლებამოსილებას და საქმიანობის წესს.
3. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. კომისიის ფუნქციები და ამოცანები
კომისიის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება;
გ) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განახლებასთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
დ) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივების განსახორციელებლად შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შემუშავება;
ე) კომისიის დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების და მიზნების შესრულების პროცესში პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართულობის უზრუნველყოფა.
მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამოსილებანი
კომისია უფლებამოსილია:
ა) მოამზადოს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტები;
ბ) საქართველოს სამინისტროებისაგან, სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია;
გ) კომისიის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით; აგრეთვე – უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული პროექტების განხილვის მიზნით;
დ) მოამზადოს წინადადებები კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
მუხლი 4🔗. კომისიის მუშაობის ორგანიზება
1. კომისიის შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
2. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და სხვა წევრები.
3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ან მათ წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი.
4. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
5. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.
6. კომისიის სხდომების დღის წესრიგს, კომისიის მდივნის წარდგინებით, ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე.
7. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
8. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
9. კომისია საოქმო გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფს ავალებს ცალკეული საკითხების შესწავლასა და კომისიის სხდომაზე განსახილველ შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას.
10. კომისიის სხდომის ოქმსა და კომისიის თავმჯდომარის შესაბამის დავალებებს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის მდივანი.
11. კომისია, როგორც წესი, იკრიბება წელიწადში ორჯერ. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 5🔗. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
მუხლი 6🔗. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა
კომისიის საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს საქართველოს მთავრობა.