„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №39
2011 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებით (სსმIII,31.03.2010, №33, მუხლი 543) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ ქვეპუნქტი:
„ჟ1) უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში პროფესიული განვითარების სისტემის სრულყოფას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა, სტაჟიორთა, აგრეთვე სხვა დაინტერესებულ პირთა პროფესიულ განვითარებას.“.
2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) საფინანსო აკადემია;“.
3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე მუ ხლი:
„23. საფინანსო აკადემიის უფლებამოსილებები
1. საფინანსო აკადემია, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრატეგიული მიმართულებებიდან და არსებული პრიორიტეტებიდან გამომდინარე, სწავლების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას, სწავლების მეთოდოლოგიის და სწავლების საჭიროებების ანალიზის მეთოდოლოგიის შემუშავებას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შემუშავებას და დამტკიცებას;
ბ) მონაწილეობას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოებში ტრეინინგის საჭიროებათა ანალიზის განხორციელებაში, ხოლო დაინტერესებულ პირთა მოთხოვნით – შესაბამის ორგანიზაციებში/დაწესებულებებში ტრეინინგის საჭიროებათა ანალიზს;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისათვის, სტაჟიორებისათვის, ასევე სხვა დაინტერესებული პირებისათვის სასწავლო პროცესების კოორდინაციას, ორგანიზებას, მართვას;
დ) ტრეინინგის ექსპერტებისა და ტრეინერ-ინსტრუქტორების მომზადებას და გადამზადებას;
ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოების საჭიროებებიდან გამომდინარე, ასევე დაინტერესებული პირებისათვის სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოების მომზადებას და გამოცემას;
ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოების დაინტერესების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა, სტაჟიორთა/სტაჟირების კანდიდატთა, სხვა დაინტერესებულ პირთა სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული გამოცდების, გასაუბრებების (გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სტაჟიორთა/სტაჟირების კანდიდატთა გასაუბრებისა), ტესტირებების ჩატარების ორგანიზებას და განხორციელებას;
ზ) საერთაშორისო ორგანიზაციების, პროექტების, დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო დახმარების პროგრამების ტრეინინგ-კომპონენტების ფარგლებში გათვალისწინებული სწავლებების, სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების და სხვა სასწავლო ხასიათის პროექტების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული ტექნიკური და ფინანსური დახმარებების კოორდინაციას და მართვას სამინისტროს სისტემის ორგანოებში;
თ) საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აკადემიურ წრეებთან, სხვა სასწავლო დაწესებულებებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებას;
ი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა საცეცხლე მომზადების ორგანიზების უზრუნველყოფას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით საფინანსო აკადემია უფლებამოსილია გააფორმოს სათანადო ხელშეკრულება სხვადასხვა ორგანოებთან/დაწესებულებებთან.
3. სამსახურის სტაჟიორებთან/სტაჟირების კანდიდატებთან მიმართებით საფინანსო აკადემია ამ მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 31 იანვრიდან.
კ. ბაინდურაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.01.2011.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.01.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №39. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.033.016121.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.01.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე, №39, 31.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016121 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1192609/