"ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 29 ივნისის 7-41 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-4
სარეგისტრაციო კოდი
010250050.36.101.016022
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 100211, 10/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №1-4

2011 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 29 ივნისის № 7-41 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 29 ივნისის № 7-41 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციაში” და ინსტრუქციის 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტებისათვის 2012 წლის 1 იანვრამდე გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მოსაკრებელი გადახდილ იქნეს ამ ინსტრუქციის 43 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი გრაფიკის თანახმად, შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გაცემიდან ერთი წლის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს შესაბამისი შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარებამდე. აღნიშნული არ ვრცელდება 62 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.”.

2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                              ზ. სამადაშვილი