⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.12.2015)
გაუქმებულია:

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 31.01.2011
ძალის დაკარგვა 03.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010220020.22.027.016090
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 310111, 31/01/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 988 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2011 მიღება
03.12.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.Heading11, li.Heading11, div.Heading11 {mso-style-name:"Heading 11"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; mso-style-link:"saxe_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.saxexmlChar {mso-style-name:"saxe_xml Char"; mso-style-link:saxe_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.65pt 52.05pt 49.65pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №19 2011 წლის 31 იანვარი ქ. თბილისი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კ ომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე „უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის 5​3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის თანდართული წესი . 2 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ მოქალაქეობის საკითხთა მუ დმივმოქმედი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის № 52 ბრძანება. 3 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ადეიშვილი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი განსაზღვრავს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მოქალაქეობის საკითხთა კომისიის (შემდგომში – კომისია) საქმიანობის წესს. 2 . კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 3 წევრით. კომისიის წევრებს ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე, მათ შორის ერთ წევრს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით .     მუხლი 2🔗. კომისიის საქმიანობის ორგანიზება 1. კომისიის სხდომებს იწვევს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდე ს მოადგილე, რომელიც ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისი არყოფნის შემთხვევაში. 3 . კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას და უძღვება კომისიის სხდომებს. 4 . კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი . გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით, ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა . 5 . კომისია ს ჰყავს მდივანი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმისწარმოებას და კომისიის სხდომის ოქმის შედგენას. 6. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.     მუხლი 3🔗. კომისიის კომპეტენცია 1. კომისიის უფლებამოსილებაა : ა) საქართველოს მოქალაქედ მისაღებად/მოქალაქეობის აღსადგენად სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის საჭირო მოთხოვნების შემუშავება; ბ) სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესამოწმებელად ტესტების შედგენა, განხილვა და დამტკიცება; გ) საქართველოს მოქალაქეობის მიღების/აღდგენის მსურველ პირთა სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმება და შეფასება; დ) სააგენტოს მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისას, საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის დადგენა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის შეფასება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კომპეტენციის განხორციელების მიზნით, კომისია უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები.     მუხლი 4🔗. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირთა ცოდნის დონის შემოწმების წესი 1. კომისიის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების/აღდგენის მსურველ პირთა სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების დადგენილ ფარგლებში ცოდნის შემოწმება ხდება კომისიის მიერ შემუშავებული წესის შესაბამისად.  2. საქართველოს მოქალაქეობის მიღების/აღდგენის მსურველი პირის ცოდნის დონის შემოწმების შედეგად კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:  ა) ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს;  ბ) ცოდნის დონე არ შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს.  3. კომისიის დასკვნა ცოდნის დონის შემოწმების შედეგებთან ერთად დაერთვება პირის პირად საქმეს.     მუხლი 5🔗. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების დადგენის წესი  1. სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველოს მიერ მიღებული განცხადებების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, კონსტიტუციის  მე -12 მუხლის მე -2 პუნქტით განსაზღვრული პირობების არსებობის დადგენის მიზნით, საქმეები გადაეცემა კომისიას სხდომაზე განსახილველად.  2. კომისია უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობას აფასებს საამისოდ მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, შინაგანი რწმენის საფუძველზე.  3. კონსტიტუციის მე -12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების არსებობის დადგენისას, კომისია უფლებამოსილია უცხო ქვეყნის მოქალაქე მოიწვიოს გასაუბრებაზე. საჭიროების შემთხვევაში, გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს სატელეფონო კავშირის მეშვეობით. საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად გასაუბრებაზე შეიძლება აგრეთვე მოწვეულ იქნეს სხვა პირი, გამოთხოვილ იქნეს დოკუმენტები და ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან.     მუხლი 6🔗. სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის შეფასების წესი 1. ცალკეული საქმეების თავისებურებების გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხზე. 2. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს კომისია ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.     მუხლი 7🔗. საქმის განხილვის ვადები ამ დებულების მე -5 და მე -6 მუხლებით განსაზღვრული წესების შესაბამისად კომისიის მიერ საქმის განიხილვის დასრულების ვადები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით მოქალაქეობის მინიჭების საქმეთა წარმოების კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინებით.     მუხლი 8🔗. საქმისწარმოების ფორმა 1. კომისია საქმისწარმოებას ახორციელებს ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. 2. კომისიასა და სხვა დაწესებულებათა შორის ინფორმაციის გაცვლა შეიძლება განხორციელდეს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით.