"თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2/3
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.111.016045
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 080211, 08/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს

დადგენილება №2/3

2011 წლის 27 იანვარი

ქ. ფოთი

„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/ 30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის შესაბამისად,

     მუხლი 1

  შეტანილ იქნეს ცვლილებები „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9 /30 დადგენილებაში (სსმ V, №35, 08.10.2010 წ., მუხლი 1012) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში, კერძოდ:

  1. დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნისას, საკრებულოს თავმჯდომარის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში მოადგილე, რომლის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადადგომისა და გადაყენების სამართლებრივი საფუძვლები და პროცედურები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით)”;

   2. დებულების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ბ) საკრებულოს მიერ (საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების შეჩერებისა და გაუქმების თაობაზე საკრებულოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე)”.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გა მოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                     ი. საღინაძე