„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/60 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2/10
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.111.016052
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 080211, 08/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს

დადგენილება №2/10

2011 წლის 27 იანვარი

ქ. ფოთი

„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველ ი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/60 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილებები „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველ ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/60 დადგენილებაში (სსმ ვებპორტალი, 10/01/2011), კერძოდ:

1. დადგენილებ ის დანართი 1-ის – თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამსახურს  აქვს ბეჭედი, შტამპი თვითმმართველი ქალაქ ფოთის გერბის გამოსახულებით.“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                              ი. საღინაძე