საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზების ორმხრივად გაუქმების შესახებ

მიღების თარიღი 03.11.2010
ძალაში შესვლა 26.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016024
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 040211, 04/02/2011
matsne.gov.ge 746 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.11.2010 მიღება
26.01.2011 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზების ორმხრივად გაუქმების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზების ორმხრივად გაუქმების შესახებ საქართველოს მთავრობა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი); ისწრაფვიან რა, გააფართოონ და განავითარონ მეგობრული ურთიერთობები ორი ქვეყნის ხალხებს შორის; სურთ რა, ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის მოქალაქეთა ვიზიტების განხორციელებას; შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებისა და თითოეული მხარის სახელმწიფო კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო წესების თანახმად, თითოეული მხარის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, სარგებლობენ მეორე მხარის ტერიტორიაზე მრავალჯერადი შესვლის, ტერიტორიიდან გასვლის და საერთაშორისო მიმოსვლისთვის განკუთვნილი საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით ტრანზიტის და, ასევე, მეორე მხარის ტერიტორიაზე დროებით ყოფნის უფლებით.     მუხლი 2🔗 თითოეული მხარის მოქალაქე სარგებლობს მეორე მხარის ტერიტორიაზე პირველი შესვლის დღიდან ვიზის გარეშე ორმოცდახუთ (45) დღემდე ყოფნის უფლებით.     მუხლი 3🔗 ნებისმიერი მიზნით, მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ორმოცდახუთ (45) დღეზე მეტი ვადით დარჩენა, მიმღები ქვეყნის კანონების თანახმად, ითვალისწინებს შესაბამისი ვიზის ან საჭირო ნებართვის მიღებას.     მუხლი 4🔗 თითოეული მხარე ინარჩუნებს უფლებას, მიზეზების ახსნის გარეშე, უარი უთხრას მეორე მხარის მოქალაქეს მის ტერიტორიაზე შესვლაზე, შეამციროს ან დაასრულოს მეორე მხარის მოქალაქის ადგილსამყოფელ ქვეყანაში ყოფნის ვადა, ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზეზით, საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.     მუხლი 5🔗 თითოეულ მხარეს, უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია დროებით შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება. მხარე, რომელიც მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებას, დიპლომატიური არხებით მეორე მხარეს აცნობებს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მაქსიმუმ 15 დღით ადრე.     მუხლი 6🔗 1. მხარეები, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, დიპლომატიური არხებით გაცვლიან მოქმედი პასპორტების ნიმუშებს, ასევე ინფორმაციას ამ პასპორტების გამოყენების წესების შესახებ. 2. თითოეული მხარე, დიპლომატიური არხებით მეორე მხარეს ასევე გადასცემს ახალი ან შეცვლილი პასპორტების ნიმუშებს, ამ პასპორტების დეტალური აღწერის ჩათვლით, პასპორტების გამოყენების დაწყების დღემდე სულ მცირე ოცდაათი (30) დღით ადრე.     მუხლი 7🔗 1. მხარეთა თანხმობის საფუძველზე, დიპლომატიური საშუალებებით, მოლაპარაკებების, კონსულტაციებისა და ოფიციალური ნოტების ჩათვლით, წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს დამატებები და ცვლილებები. წინამდებარე შეთანხმების მე-8 მუხლის შესაბამისად, ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაში შევა მხარეთა მიერ შეთანხმებულ დღეს და წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. 2. წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასა ან განმარტებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი სადავო საკითხი გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების ან მოლაპარაკებების გზით, ნებისმიერი მესამე ქვეყნისთვის ან საერთაშორისო ტრიბუნალისთვის მიმართვის გარეშე.     მუხლი 8🔗 1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან ოცდაათი (30) დღის შემდეგ. 2. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და დარჩება ძალაში, სანამ ერთ-ერთი მხარე, დიპლომატიური არხებით, წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ ნაწილობრივ ან მთლიანად შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება. ამ შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმების მოქმედება შეწყდება მეორე მხარის მიერ აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან ოცდაათი (30) დღის შემდეგ. შესრულებულია ქ. თბილისში, 2010 წლის 3 ნოემბერს, რაც შეესაბამება 1389 წლის 12 აბანს, შედგება 8 მუხლისა და 11 პარაგრაფისგან, ორ ეგზემპლარად, თითოეული სპარსულ (ფარსი), ქართულ და ინგლისურ ენებზე, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. საქართველოს მთავრობის სახელით მისი უდიდებულესობა, ბატონი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის სახელით მისი უდიდებულესობა, ბატონი მანუჩეჰრ მოთაქი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი