⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.11.2013)
გაუქმებულია:

ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.01.2011
ძალის დაკარგვა 06.11.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
ნომერი №02.01.32
სარეგისტრაციო კოდი 033013000.37.101.016026
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 100211, 10/02/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,581 სიტყვა · ~18 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2011 მიღება
06.11.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
1 2
ხის № მერქნიანი სახეობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; text-align:justify; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.5pt 45.0pt 45.0pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ქალაქ თბილისის მთავრობის  დადგენილება №2.01.32 2011 წლის   31 იანვარი ქ. თბილისი ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავე ბის მ ოვლისა და აღდგ ენის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე და 34​1 მუხლების შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს: 1. დამტკიცდეს “ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესი’’ (დანართი 1). 2. დამტკიცდეს „მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი” (დანართი 2). 3.  დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ქ. თბილისის მერი               გ .  უგულავა დანართი №1 ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდენის წესი თავი I. ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. წესის მიზანი 1. ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავებით მოვლისა და აღდგენის წესის (შემდგომში – “წესი”) მიზანია ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ეკოლოგიური წონასწორობის, ხეების ხნოვანებითი სტრუქტურის, სახეობრივი შემადგენლობისა და ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნების, მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბების, კლიმატური პირობების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებათა ჩატარებისას წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება. 2. წესი განისაზღვრავს: ა) მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესს; ბ) მოსაჭრელი ხეების უბნის გამოყოფის და ხეების მონიშვნის წესს; გ) მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოების წესს. 3. ქ. თბილისის ტერიტორიაზე აკრძალულია მწვანე ნარგავების მოჭრა, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.       მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. აღდგენა – ღონისძიება/რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირის და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და გაშენებული ნარგავების მრავალწლიანი მოვლა. 2.  აღრიცხვა – მწვანე ნარგავების ფართობის ინვენტარიზაცია და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალების მომზადება. 3. გადაბელვა – სპეციალური ჭრისას მწვანე ნარგავების ტოტების შეჭრა. 4.  გაშენება – იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ნარგავები. 5. დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი. 6.  ვარჯის ფორმირება – ხეებზე ქვედა ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე. 7. ზეხმელი ხე – ზრდაშეწყვეტილი ზეზემდგომი გამხმარი ხე; 8. კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული მწვანე ნარგავების ნაწილი. 9. მწვანე ნარგავები – მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები, მათი პროდუქტები. 10.     მცენარის სახეობა – მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული. 11.     მოსაჭრელი ხეების უბანი – განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზემდგომი ან ძირნაყარი ხის დამზადება. 12.     მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა – მოსაჭრელი ხეების უბნის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი ხეების უბნის აღრიცხვის უწყისის შედგენა (შემდგომში – აღრიცხვის უწყისი), რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს. 13.     მოპოვება – ზეზემდგომი ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის გამოზიდვა. 14.     მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნა – საავტომობილო გზაზე, სანაპიროზე, ესტაკადაზე, ქუჩებზე, გამზირებზე, მოედნებზე და გზატკეცილებზე ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების აღრიცხვა, მონიშვნა და აღრიცხვის უწყისის შედგენა. 15.     ნარჩენი – ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები. 16.     ნერგი – სანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი მოზრდილი ტანის მცენარე. 17.     სანერგე – ფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მოშენება. სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი. 18.     სპეციალური გამოკვლევა – კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა. 19.     სოციალური ჭრა – ერთი ოჯახის (მოსახლე) სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის, დაინტერესებული პირის მიერ უფლებამოსილი ორგანოსათვის მიმართვის საფუძველზე, სათბობი შეშის მოპოვება. 20.     უფლებამოსილი ორგანოები – ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური. 21.     ფაუტი ხე –  ფუტურო, დამპალი და გამოფიტული ხე.    22.     ძირნაყარი ხე – წაქცეული ხმელი ხე, მიწაზე დაყრილი მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი, წინა წლების ჭრაგავლილი მოსაჭრელი ხეების უბნიდან გამოუზიდავად დარჩენილი მერქანი, აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი. 23.     ჭრა – მწვანე ნარგავების სპეციალური ან სოციალური მიზნით ჭრა.  24.    ხმობადი ხე – ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია. 25.     რჩეული ხე – ჯანსაღი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან გაწმენდილი ხე, კარგად ფორმირებული ვარჯით. თავი II.  თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები     მუხლი 3🔗. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებები 1. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებათა განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) სპეციალური გამოკვლევის მასალები; ბ) მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალები; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.  2. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური. 3. სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებს ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე. 4. მწვანე ნარგავების მოვლითი ღონისძიებებია: ა) მოვლითი ჭრების განხორციელება;   ბ) სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე მწვანე ნარგავების დაცვა ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის გამომწვევი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებისაგან ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებებით;       გ) ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები; დ) მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა.     მუხლი 4🔗. მოვლითი ჭრები 1. კორომთა ხნოვანებისა და ფუნქციური დანიშნულების მიხედვით მოვლითი ჭრის სახეებია: ა) განათებითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 10 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს მწვანე ნარგავების განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არასასურველი მერქნიანი სახეობებისა და ეგზემპლარების, ასევე ბალახის საფარის მოცილებას მცენარეთა სახეობრივი შემადგენლობის რეგულირებისა და ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით; ბ) გაწმენდითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 20 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის შერეულ კორომებში, ამ ადგილისათვის დამახასიათებელი სახეობის ხეებისათვის ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით და გულისხმობს განსაზღვრული ადგილისათვის არასასურველი სახეობის მწვანე ნარგავების მოჭრას. უნდა მოიჭრას 8 სმ-მდე დიამეტრის ზრდაში ჩამორჩენილი ხეები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ დიამეტრის ხეების ადგილზე დატოვება ხელს არ შეუშლის ჯანსაღი ხეების არსებობას;  გ) გამოხშირვითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 60 წლამდე (სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით) ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ზრდაში ჩამორჩენილი, მრუდეღეროიანი და დაზიანებული ხეების მოჭრას დარჩენილი ხეების ღეროებისა და ვარჯების სასურველი ფორმის მისაღებად აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით; დ) გავლითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 61 წლის და მეტი ხნოვანების (გამოხშირვითი ჭრის პერიოდის დამთავრების შემდეგ) 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე გადაბერებული, დაზიანებული, მრუდეღეროიანი და ჭრისათვის მიზანშეწონილი სხვა ხეების მოჭრას დარჩენილი ხეებისათვის მერქნის შემატების პირობების გაუმჯობესების მიზნით; ე) სანიტარიული ჭრა – უნდა განხორციელდეს სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე კორომების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობის შემთხვევაში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არსებული ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრას; ვ) სარეკონსტრუქციო ჭრა – უნდა განხორციელდეს დეგრადირებული მწვანე ნარგავების (ხეები და ბუჩქები) კორომებსა და დაცვით ნარგაობაში მათი სახეობრივი და სტრუქტურული შემადგენლობის, აგრეთვე პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით მწვანე ნარგავების აღდგენის სამუშაოების განსახორციელებლად, აღდგენის პროექტის შესაბამისად. 2. კორომების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სანიტარიული ჭრით გარემოდან ამოღებული, ხმელი, ხმობადი და ძირნაყარი ხეები უნდა იქნეს გამოტანილი მწვანე ნარგავების ტერიტორიიდან. 3. მოვლითი ჭრა ხელოვნურ ნარგაობაში გულისხმობს დაზიანებული, გამხმარი ეგზემპლარებისა და მავნე მცენარეების პერიოდულად გამოღებას. 4. მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი და ჭრის ნარჩენები უნდა დასაწყობდეს ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე. 5. მოვლითი ჭრის ინტენსივობა უნდა დადგინდეს კორომის დახასიათების საფუძველზე. 6. ჭრის ინტენსივობა სიხშირეების მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) 0,7 სიხშირის კორომებში – არა უმეტეს 10%-ისა; ბ) 0,8 სიხშირის კორომებში – არა უმეტეს 15%-ისა; გ) 0,9 და მეტი სიხშირის კორომებში – არა უმეტეს 20%-ისა.      მუხლი 5🔗. მოვლითი ჭრის მეთოდები და მოსაჭრელი ხეების შერჩევა  1. მოვლითი ჭრის ჩატარებისას (გარდა განათებითი ჭრისა) უნდა მოინიშნოს მოსაჭრელი ხეების უბანი. 2. მოვლით ჭრას (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) უნდა დაექვემდებაროს მავნე ხეები და მარაგის შემატების დაჩქარების მიზნით განსაზღვრულ შემთხვევებში – ჯგუფურად მდგარი რჩეული ხეები. 3. სანიტარიული ჭრის ჩატარებისას ხეების შერჩევა უნდა მოხდეს რაიონის, კვარტალის ფარგლებში. მოჭრას ექვემდებარება ზეხმელი, ხმობადი (ღეროს ერთი მესამედი ხმელი), გადატეხილი, ძლიერ ფაუტი (ფუტურო) და მავნებლებით დაზიანებული ხეები. 4. სანიტარიული ჭრის განხორციელებისას მოსაჭრელი ხეების უბანი არ ინიშნება.     მუხლი 6🔗. მოვლითი ჭრების განხორციელების  განსაკუთრებული მოთხოვნები 1. მოვლითი ჭრა უნდა განხორციელდეს ისეთი ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც უზრუნველყოფს რჩეული ხეების მინიმალურ დაზიანებას. გავლითი, გამოხშირვითი და გაწმენდითი ჭრების განხორციელების პროცესში ჭრაში დაუნიშნავი ხეების სასიცოცხლო ფუნქციების შეწყვეტით დაზიანება არ უნდა აღემატებოდეს დარჩენილი ხეების 3%-ს. 2. მოვლითი ჭრის დროს (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) კორომის სიხშირე არ უნდა იქნეს დაყვანილი 0,6-ზე ქვევით. 3. მოვლითი ჭრების განხორციელებისას დაუშვებელია მორთრევა ტოტებშეუჭრელად.     მუხლი 7🔗. მოვლითი ჭრებისას მოსაჭრელი ხეების მონიშვნა და უბნის გამოყოფა 1. ხეების მონიშვნა და უბნის გამოყოფა ხორციელდება მოვლითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ. 2. ხეების მონიშვნისას და უბნის გამოყოფისას ხეები ექვემდებარება საიდენტიფიკაციო ნიშნებით გამიჯვნას. 3. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა’’, „ბ’’, “გ’’ და „დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას, წარმოებს ხეების აღრიცხვა და მოსაჭრელი ხეების უბნის გამოყოფა. 4. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნამდე განისაზღვრება მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნას დასაქვემდებარებელი ფართობები და მოსაპოვებელი ხეების მოცულობა მწვანე ნარგავების აღრიცხვის მასალების და მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში – მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით. 5. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “ე’’ და “ვ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას ხეების მონიშვნა ხორციელდება ქ. თბილისის რაიონის ფარგლებში, მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნის გზით. 6. მოსაჭრელი ხეების მონიშვნისას ძირობრივ აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით. 7. ხეების აღრიცხვა ხორციელდება ჯიშების და დიამეტრის მიხედვით. 8. მოვლითი ჭრის მწვანე ნარგავების მონიშვნისას აღირიცხება ჭრაში დანიშნული ხეების სრული მოცულობა 0,01 კბმ სიზუსტით. 9. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლიარი ინახება ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში, ხოლო მეორე ეგზემპლიარი ეგზავნება ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს. 10. ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ მწვანე ნარგავებზე მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება თითოეულ მწვანე ნარგავების აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ. შეთანხმებით დგინდება ჭრაში დანიშნული ხეების შესაბამისობა აღრიცხვის უწყისში ასახულ მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა ხე. 11. ჭრა არ ხორციელდება, როდესაც აღრიცხვის უწყისში ხეების მოცულობა არ შეესაბამება ხეების ფაქტობრივ მოცულობას. 12. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია ნაკლოვანებები აღმოფხვრას გონივრულ ვადაში. ასეთ შემთხვევაში ჭრა ხორციელდება ახალი აღრიცხვის უწყისის საფუძველზე.     მუხლი 8🔗. მწვანე ნარგავების მოვლა ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით 1. ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით მწვანე ნარგავების მოვლა ხორციელდება სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე დასახულ ღონისძიებათა მიხედვით. 2. სპეციალური გამოკვლევა მიზნად ისახავს: ა) ხეების სანიტარიული მდგომარეობის დადგენას; ბ) მავნებელ-დაავადებათა გამოვლენას, აღრიცხვას, მათი გავრცელების მასშტაბებისა და განვითარების ტენდენციების დადგენასა და მათთან ბრძოლის რეკომენდაციებს. 3. მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებების ნუსხა და მეთოდები უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას.     მუხლი 9🔗. მწვანე ნარგავების ტერიტორიის ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნები 1. მწვანე ნარგავების აღრიცხვის დროს ხანძარსაშიშროების კლასებად დაყოფა და ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნების დაგეგმვა ხორციელდება ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ. 2. ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებებია: ა) სახანძრო დანიშნულების გზებისა და ბილიკების მოწყობა მაღალი ხანძარსაშიშროების კლასის მწვანე ნარგავების უბნებში; ბ) სახანძრო დანიშნულების საავტომობილო გზებისა და ბილიკების მოვლა-შეკეთება; გ) ხანძრების შეჩერება-შეზღუდვის მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების მოწყობა; დ) ხანძრების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით წიწვოვან კორომებში ხეთა ვარჯის ფორმირება; ე) ხანძარსაშიში კორომებიდან ძირნაყარი ხეების გამოტანა და განთავსება უსაფრთხო ადგილზე. 3. ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდიან, ძველ ნახანძრალებში, მწვანე ნარგავების ტერიტორიაზე დაზიანებულ უბნებში (ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), მოპოვების ნარჩენებიდან გაუწმენდავ, გამოუზიდავად დატოვებული მოპოვებული ხეების და გამხმარბალახიან ადგილებში. 4. ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენითი ღონისძიებები ხორციელდება აღდგენის პროექტით და მოვლითი ჭრებით. 5. მწვანე ნარგავების ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციას ახორციელებს საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახური.     მუხლი 10🔗. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა 1. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები, არსებული საშუალებების გათვალისწინებით იგეგემბა მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალებისა და სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე. 2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებებს ახორციელებს ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური. 3. დაგეგმილ ტერიტორიაზე უნდა შედგეს მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი, რომელსაც ადგენს ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური. 4. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი უნდა მოიცავდეს განსახორციელებელ ღონისძიებათა ჩამონათვალსა და ფინანსურ ხარჯთაღრიცხვას. 5. აღდგენას ექვემდებარება: ა) ნახანძრალები და ასევე სხვა მიზეზით განადგურებული როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნურად გაშენებული მწვანე ნარგავების ფართობები; ბ) ფართობები, რომელთა ბუნებრივ-კლიმატური პირობები იძლევა მწვანე ნარგავების აღდგენის საშუალებას; გ) დეგრადირებული კორომები, რომლებიც საჭიროებს რეკონსტრუქციას.     მუხლი 11🔗. აღდგენისა და გაშენების ფორმები 1. აღდგენის ფორმებია: ა) ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობა; ბ) აღდგენა თესვით; გ) აღდგენა დარგვით. 2. გაშენების ფორმებია: ა) გაშენება ნერგების დარგვით; ბ) გაშენება თესვით. 3. მწვანე ნარგავების აღდგენის ფორმები შეირჩევა ეკოლოგიური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე. 4. მწვანე ნარგავების იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს შესაძლებელია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობის გზით მწვანე ნარგავების აღდგენას.     მუხლი 12🔗. განსაკუთრებული მოთხოვნები მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების განხორციელებისას 1. მცენარეთა სახეობების შერჩევასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა ჩატარდეს ბიომრავალფეროვნების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების მიზნით მცენარეთა სახეობები შეირჩევა უპირატესად იმ ადგილობრივი სახეობებისაგან, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული გარემო პირობებისათვის. 3. სანერგეში სარგავი მასალის აღსაზრდელი ასორტიმენტი შეირჩევა გასამწვანებელი ფართობების და სანერგის ბუნებრივ-კლიმატური პირობების შესაბამისად. 4.  არაენდემური მცენარეების გაშენებისათვის (ინტროდუქცია) მცენარეთა სახეობების შერჩევა უნდა მოხდეს მათი ბუნებრივ-კლიმატური და სხვა თვისებების შესწავლით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი უარყოფითი ზემოქმედება ადგილობრივ სახეობებსა და სხვა ფაქტორებზე. 5. აღდგენილი და/ან გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის სამუშაოების ხანგრძლივობა, ასევე სხვა მახასიათებლები განისაზღვრება აღდგენის პროექტით. 6. აკრძალულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სათესლე და სარგავი მასალების, მცენარეების და/ან მათი ნაწილების გამოყენება მწვანე ნარგავების აღდგენის მიზნით.     მუხლი 13🔗. სპეციალური ჭრა 1. სპეციალური ჭრა ხორციელდება შემდეგი მიზნებისათვის: ა) შენობა-ნაგებობების (ფასადები, სახურავები), საგზაო ნიშნების ხილვადობის ან მათი ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის; ბ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონ­სტრუქ­­ციისა ან რეაბილიტაციისათვის; გ) ხეების შესაძლო წაქცევით ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის თავიდან აცილებისათვის; დ) შენობა-ნაგებობების, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბ­მულობისა და ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების მშე­ნებლობისათვის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის ან დე­მონ­ტა­ჟისათვის; ე) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა და წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისას. 2. სპეციალური ჭრა ხორციელდება ქ. თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ, ასევე ფიზიკური ან იურიდიული პირის მოთხოვნის საფუძველზე. 3. სპეციალური ჭრით მიღებული მერქნული რესურსი და ჭრის ნარჩენები უნდა დასაწყობდეს ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე.     მუხლი 14🔗. სპეციალური ჭრის განხორციელება 1. სპეციალური ჭრა შეიძლება განხორციელდეს: ა) მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნით; ბ) მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნით. 2. სპეციალურ ჭრა ხორციელდება პროექტით ან სხვა ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ფართობზე, ჭრას დაქვემდებარებული ხეების აღრიცხვის მასალის შესაბამისად. 3. მოსაჭრელი ხეების მოჭრა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სახეებით: ა) პირწმინდა ჭრით – გამოყოფილ უბანზე მონიშნული ხეების პირწმინდა ჭრა. მოსაჭრელი ხეების მოცულობა და ოდენობა დგინდება სანიმუშო ფართობის მიხედვით; ბ) ძირობრივი ჭრით – ზეზემდგომი ხეების მოჭრით აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით. 4. ჭრაში დანიშნული ხეების აღრიცხვა ხორციელდება ჯიშების და დიამეტრების მიხედვით. 5. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლარი ინახება ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში, ხოლო მეორე ეგზემპლარი ეგზავნება ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს. 6. ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ მწვანე ნარგავებზე მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება თითოეულ მწვანე ნარგავების აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ. შეთანხმებით დგინდება ჭრაში დანიშნული ხეების შესაბამისობა აღრიცხვის უწყისში ასახულ მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა ხე. 7. ჭრა არ ხორციელდება, როდესაც აღრიცხვის უწყისში ხეების მოცულობა არ შეესაბამება ხეების ფაქტობრივ მოცულობას. 8. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია ნაკლოვანებები აღმოფხვრას გონივრულ ვადაში. ასეთ შემთხვევაში ჭრა ხორციელდება ახალი აღრიცხვის უწყისის საფუძველზე.     მუხლი 15🔗. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა 1. მოსაჭრელი ხეების უბანს ნიშნავს ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის “დ’’, “ე’’ და “ვ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. მოსაჭრელი ხეების უბანზე შეიძლება განხორციელდეს ამ წესის 14-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ჭრა ან ხეების გადაბელვა.     მუხლი 16🔗. მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნა 1. ხეები ერთეულად ინიშნება მერიის ქ. თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის “ა’’, “ბ’’ და “გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. მოსაჭრელი ხეების უბანზე შეიძლება განხორციელდეს ამ წესის 14-ე მუხლის მე-3 პუნქტით “ბ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჭრა ან ხეების გადაბელვა.     მუხლი 17🔗. მწვანე ნარგავების ამოღება-გადარგვა სპეციალური ჭრისას შესაძლებელია ამოღება-გადარგვას დაქვემდებარებული ხეების გადატანა ქ. თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე.     მუხლი 18🔗. სოციალური ჭრა 1. ქ. თბილისის მთავრობა სოციალური ჭრის განხორციელების მიზნით განსაზღვრავს დაინტერესებულ პირთა კატეგორიას და საცხოვრებელ ტერიტორიას, ასევე დაინტერესებულ პირთა მოხმარებისათვის მოსაპოვებელი სათბობი შეშის ოდენობის ფარგლებს. 2. მერქნული რესურსის მოპოვებისათვის გადაიხდევინება კანონმდებლობით გათვალისწინებული მოსაკრებელი. 3. ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური ამოწმებს წარდგენილ განცხადებას და გასცემს შესაბამის თანხმობას, რომელშიც მითითებულია მოსაჭრელი ხეების უბანი და მოსაჭრელი ხეების საიდენტიფიკაციო ნომრები. 4. დაინტერესებული პირი ვალდებულია ესწრებოდეს შეშის მოპოვებას და, ამასთან, თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი და ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა. 5. დაინტერესებული პირს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობის საფუძველზე აწარმოოს შეშის მოპოვება. 6. დაინტერესებული პირი ვალდებულია, შეშის მოპოვების (ჭრა) და გადაზიდვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ქმედების განხორციელებამდე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს შეუთანხმოს მწვანე ნარგავების ტერიტორიაზე გადაადგილების სვლაგეზი. 7. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური/კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანხმობის საფუძველზე, მიუთითებს დაინტერესებულ პირს მოსაჭრელი ხეების უბანს და მოპოვებულ მწვანე ნარგავებზე გასცემს კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტს, დაინტერესებული პირის მიერ შესაბამის მწვანე ნარგავების ტერიტორიიდან გამოსვლამდე ან/და უფლებამოსილი ორგანოს მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილას. დაინტერესებული პირი ვალდებულია შეინახოს კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი მოპოვებული შეშის განთავსება/სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში. 8. სოციალური ჭრისათვის მერქნული რესურსის გაცემა ხორციელდება ძირნაყარი, მოვლითი და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მწვანე ნარგავებიდან, რომლებიც განლაგებულია შესაბამის ტერიტორიაზე. 9. დაინტერესებული პირი ვალდებულია შეასრულოს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მითითება, შეაჩეროს ჭრა, წარმოადგინოს შესაბამისი დიკუმენტი ან/და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა მოთხოვნის შესრულება.     მუხლი 19🔗. სოციალური ჭრის განხორციელება 1. სოციალური ჭრისათვის მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნამდე განისაზღვრება მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნას დასაქვემდებარებელი ფართობები და მოსაპოვებელი ხეების მოცულობა მწვანე ნარგავების აღრიცხვის მასალების და მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში – მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით.     2. მოსაჭრელი ხეების მონიშვნისას ძირობრივ აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები (თითოეული ხის მოცულობის მიხედვით). ხეები იდამღება ფესვის ყელთან და 1,3 მეტრ სიმაღლეზე მართვის ორგანოებთან შეთანხმებული იდენტიფიცირების დამღით, მდგრადი საღებავით ეწერება რიგითი ნომერი (მრიცხველში) და ტაქსაციური დიამეტრი (მნიშვნელში). 3. ხეების აღრიცხვა ხორციელდება ხის ჯიშების და დიამეტრების მიხედვით. 4. მწვანე ნარგავების მონიშვნისას ჭრაში დანიშნული ხეების სრული მოცულობის გაანგარიშება ხორციელდება 0,01 კბმ სიზუსტით. 5. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლარი ინახება ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში, ხოლო მეორე ეგზემპლარი ეგზავნება ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს. 6. ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ მწვანე ნარგავებზე მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება თითოეულ მწვანე ნარგავების უბნის აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ. შეთანხმებით დგინდება ჭრაში დანიშნული ხეების შესაბამისობა აღრიცხვის უწყისში ასახულ მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა ხე. 7. ჭრა არ ხორციელდება, როდესაც აღრიცხვის უწყისში ხეების მოცულობა არ შეესაბამება ხეების ფაქტობრივ მოცულობას. 8. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია ნაკლოვანებები აღმოფხვრას გონივრულ ვადაში, ასეთ შემთხვევაში ჭრა ხორციელდება ახალი აღრიცხვის უწყისის საფუძველზე. თავი III.  კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე  მწვანე ნარგავების მოვლა  მუხლი 20🔗. კერძო საკუთრებაში არსებული მწვანე ნარგავები 1. მესაკუთრე ვალდებულია მოუაროს, არ დააზიანოს და ხელი შეუწყოს მის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ზრდა-განვითარებას და შექმნას ამისათვის ხელსაყრელი გარემო. 2. ქ. თბილისის ტერიტორიაზე, კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოჭრა აკრძალულია (გარდა ხილ-კენკროვანი ნარგავებისა) ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის გარეშე. 3. მესაკუთრე ვალდებულია შეატყობინოს შესაბამის სამსახურს მის საკუთრებაში არსებული მწვანე ნარგავების ხმობის, მავნებელ დაავადებების აღმოჩენის ან კერძო საკუთრებისათვის ზიანის მიყენების საფრთხის შემთხვევებში.         მუხლი 21🔗. კერძო საკუთრებაში ჭრის განხორციელება 1. მესაკუთრეს უფლება აქვს, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ნარგავების, სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას, ასევე შენობა-ნაგებობის ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის აღმოფხვრის მიზნით, სპეციალური ჭრის მოთხოვნით განცხადებით მიმართოს ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს. 2. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს მესაკუთრის მიერ, “ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდინარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღდგენითი ღირებულების გადახდის ქვითარი. 3. ზეხმელი, ხმობადი და ფაუტი ხეების, ასევე მათი შესაძლო წაქცევით კერძო საკუთრების ან მისი ცალკეული ელემენტებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, მესაკუთრე ვალდებულია განახორციელოს ჭრა, ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის შესაბამისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. თანხმობის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს. 4. მესაკუთრემ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ჭრის დაწყებამდე უნდა მიმართოს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და შეატყობინოს ჭრის განხორციელების დრო. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვებისას, მოჭრას ან ამოძირკვა-გადარგვას ახორციელებს მესაკუთრე ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის შესაბამისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.     მუხლი 22🔗. პასუხისმგებლობა დადგენილების დაღვევისათვის ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოიწვევს დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით. თავი IV. მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოება     მუხლი 23🔗. მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოება 1. მწანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი (დანართი №2) დგება მოსაჭრელი ხეების უბნის მოსაზღვრე ტერიტორიისაგან გამიჯვნისათვის, ხეების აღრიცხვისა, მონიშვნის, რაოდენობისა და მოცულობის განსაზღვრისათვის. 2. აღრიცხვის უწყისს ადგენს ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური. 3. ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური ითანხმებს სპეციალური ჭრის განხორციელებისათვის, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განმახორციელებელი პირის მიერ შედგენილ აღრიცხვის უწყისს. 4. ჭრა ხორციელდება მხოლოდ აღრიცხვის უწყისის შედგენის შემდგომ. დანართი №2 მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი      ქ. თბილისი ----------------------რაიონი ------------------------, დასახლება ----------------------,      სამცველო № --------, კვარტალი № ------ ლიტერი (ლიტერები) ---------- ფართობი ----------- ჰა ,      სიმაღლის თანრიგი ---------- ჭრის სახე -------------------აღრიცხვის მეთოდი ------------      მოსაჭრელი ხეების უბნის კოორდინატები ---------------------------------------------------------- ხის № მერქნიანი სახეობა დიამეტრი სმ სულ ხის მოცულობა, კბმ შენიშვნა 1 2 3 4 5 სულ: აღრიცხვის უწყისის შემდგენი ----------------------------------------------   ბ.ა.                   აღრიცხვის უწყისის შედგენის თარიღი------------------------------------                         აღრიცხვის უწყისის შეთანხმებაზე პასუხისმგებელი ----------------------------------------   ბ.ა.