ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისათვის აუდიტორული მომსახურების (მათ შორის ქონების შეფასების) მიღების მიზნით, შესაბამისი უფლებამოსილი აუდიტორის ან/და აუდიტური ფირმის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.01.2011
ძალაში შესვლა 01.03.2011
ძალის დაკარგვა 05.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
ნომერი №02.19.50
სარეგისტრაციო კოდი 010270000.37.101.016028
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 100211, 10/02/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | მიმდინარე აქტივები |
| 2 | სასაქონლო მარაგები |
| 3 | საქონლის საშუალო მოცულობა |
| 4 | გრძელვადიანი აქტივები |
| 5 | მთლიანი აქტივები |
| 6 | წმინდა მთლიანი აქტივები |
| 7 | მიმდინარე ვალდებულებები |
| 8 | გრძელვადიანი ვალი |
| 9 | მთლიანი ვალის საბალანსო ღირებულება |
| 10 | მთლიანი გაყიდვები |
| 11 | მთლიანი ბრუნვა |
| 12 | პირდაპირი ხარჯები |
| 13 | ზედნადები ხარჯები |
| 14 | საოპერაციო მოგება გადასახადებისა და პროცენტების გადახდამდე (PBIT) |
| 15 | მთლიანი მოგება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისათვის აუდიტორული მომსახურების (მათ შორის, ქონების შეფასების) მიღების მიზნით, შესაბამისი უფლებამოსილი აუდიტორის ან/და აუდიტური ფირმის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.12.2014
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისათვის აუდიტორული მომსახურების (მათ შორის ქონების შეფასების) მიღების მიზნით, შესაბამისი უფლებამოსილი აუდიტორის ან/და აუდიტური ფირმის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:14.2pt 37.9pt 21.3pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ქალაქ თბილისის მთავრობა
დადგენილება №02.19.50
2011 წლის
31 იანვარი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისათვის აუდიტორული მომსახურების (მათ შორის,
ქონების შეფასების) მიღების მიზნით, შესაბამისი უფლებამოსილი აუდიტორის ან/და აუდიტური ფირმის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს დედაქალაქის
– თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 231 მუხლის „ზ” ქვეპუნქტის, ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის, 91 მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის,
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონისა და „აუდიტორული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისათვის აუდიტორული მომსახურების (მათ შორის, ქონების შეფასების) მიღების მიზნით, შესაბამისი უფლებამოსილი აუდიტორის ან/და აუდიტური ფირმის შერჩევის თანდართული წესი.
2. წინამდებარე დადგენილებით დამტკიცებული წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ქალაქ თბილისის მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას მის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისათვის აუდიტორის ან/და აუდიტური ფირმის დანიშვნის შესახებ.
3. დადგენილება ძალაში შედის 2011 წლის 1 მარტიდან.
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა
დანართი
ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისთვის აუდიტორული მომსახურების (მათ შორის ქონების შეფასების) მიღების მიზნით შესაბამისი უფლებამოსილი აუდიტორის ან/და აუდიტური ფირმის შერჩევის წესი
წინამდებარე წესი შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის, „მეწარმეთა შესახებ
“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის, 91 მუხლის მე-5 პუნქტის
„ი
“ ქვეპუნქტის,
„საქართველოს დედაქალაქის
– თბილისის
“ შესახებ საქართველოს კანონის, აუდიტორული საქმიანობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით და არეგულირებს ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისთვის აუდიტორული მომსახურების და ქონების შეფასების მიღების მიზნით შესაბამისი უფლებამოსილი აუდიტორული ფირმების შერჩევისა და საწარმოთა საფინანსო-ეკონომიკურ და ქონებრივ საკითხებზე შედგენილი ანგარიშგების, ინფორმაციის, დოკუმენტების, გათვლების, წინადადებების რეალობის და უტყუარობის უზრუნველმყოფელ პროცესს.
მუხლი 1🔗. აუდიტორული შემოწმების აუცილებლობა
ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირები, მოქმედი კანონმდებლობისა და დამფუძნებლის მოთხოვნათა შესაბამისად ვალდებულნი არიან მიიღონ აუდიტორული შემოწმების და ქონების შეფასებითი მომსახურების შემდეგი სახეები:
ა) საწარმოს წლიური ან/და ყოველკვარტალური ფინანსური ანგარიშგების შემოწმება
ა.ა) საწარმოს ბალანსის აუდიტი;
ა.ბ) მოგება ზარალის უწყისის აუდიტი;
ა.გ) ფულადი ნაკადების მოძრაობის აუდიტი;
ა.დ) საწარმოს კაპიტალში ცვლილებების ანგარიშგების აუდიტი;
ა.ე) კაპიტალის შემცირებისას ან გაზრდისას, შესამცირებელი (კაპიტალიდან ამოსაღები) ან შესატანი ქონების ღირებულებისა და კაპიტალის შესაბამისი ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებული გაანგარიშებების აუდიტი;
ა.ვ) წინამდებარე წესის დანართ №1-ში აღნიშნული მონაცემების აუდიტი.
ბ) სპეციალური (თემატური) აუდიტორული შემოწმება და ქონების შეფასება
ბ.ა) ფულადი საშუალებების აუდიტი;
ბ.ბ) ძირითად საშუალებებთან დაკავშირებულ ოპერაციათა აუდიტი;
ბ.გ) ქონების შეფასება, მათ შორის ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის ფასის დადგენა;
ბ.დ) ინვესტიციების აუდიტი;
ბ.ე) არამატერიალური აქტივების აუდიტი;
ბ.ვ) სასაქონლო მატერიალური მარაგების აუდიტი;
ბ.ზ) ანგარიშსწორების აუდიტი (მათ შორის, ბიუჯეტთან ანგარიშწორების-საგადასახადო აუდიტი);
ბ.თ) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს-ის) და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით წარმოებულ ფინანსურ ანგარიშგებებს შორის განსხვავებების აუდიტი;
ბ.ი) შემოსავლებისა და დანახარჯების აუდიტი;
ბ.კ) საბიუჯეტო დაფინანსების და რეალიზების აუდიტი;
ბ.ლ) ფინანსური შედეგების და მათი გამოყენების აუდიტი;
ბ.მ) ფონდებისა და რეზერვების აუდიტი;
ბ.ნ) კრედიტებისა და სესხების აუდიტი;
ბ.ო) კომპანიის მენეჯმენტის აუდიტი;
ბ.პ) საწარმოების შერწყმის, რეორგანიზაციისა და გაყოფასთან დაკავშირებული პროცედურებისა და მათი შედეგების ფინანსურ ანგარიშგებებში აღრიცხვის აუდიტი;
ბ.ჟ) კომპანიების წლიური ბიუჯეტის შედგენის შესახებ რეკომენდაციები, ამასთან კომპანიების ყოველწლიური ბიუჯეტის, შემოსავლის ან/და ხარჯვით ნაწილში წლის განმავლობაში ნებისმიერი კორექტირების შეტანისას (მათ შორის, სახელფასო ფონდის ცვლილებისას) აუდიტორმა უზრუნველყოს ცვლილების სავარაუდო ეკონომიკური ეფექტის განსაზღვრა ფინანსური წლის შედეგების დადგომამდე.
გ) დამფუძნებლის ან/და უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე განსახორციელებელი მომსახურება:
გ.ა) კომპანიის წინა წლების საქმიანობის კომპლექსური აუდიტი;
გდამფუძნებლის მიერ განსაზღვრული საწარმოს წინა ან/და მიმდინარე წლების საქმიანობის თემატური აუდიტი;
გ.ბ) კომპანიის შიდა აუდიტი – აუდიტორული ფირმის ან/და აუდიტორის მიერ განხორციელებული შემოწმება, რომელიც მოიცავს დაწესებულების ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების, დაწესებულების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენციას ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენასა და ანალიზს, აგრეთვე სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის შესწავლასა და ანალიზს, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების შემოწმებას მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
გ.გ) აუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
მუხლი 2🔗. აუდიტორის ან/და აუდიტური ფირმის შერჩევის წესის მიზანი, პირობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირების აუდიტორული შემოწმება მიზნად ისახავს:
ა) სუბიექტის სამეწარმეო საქმიანობის, საჯარო ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების, დაბეგვრისა და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის, საწესდებო მოთხოვნების უტყუარობის, სისრულის, მოქმედ კანონმდებლობასთან და ნორმატივებთან შესაბამისობის დადგენას;
ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესწავლა-ექსპერტიზას; საწესდებო მოთხოვნებისა და უფლებამოსილი პირების სტრუქტურული შესაბამისობის დადგენას „მეწარმეთა შესახებ
“ საქართველოს კანონთან და მოქმედ კანონმდებლობასთან.
2. აუდიტის მიზნებიდან გამომდინარე, საწარმოთა აუდიტორული შემოწმება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) მომსახურება უნდა განხორციელდეს „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოში მოქმედი აუდიტორული სტანდარტების, აუდიტორის ეთიკის კოდექსის მოთხოვნების, დებულებების და ნორმატიული აქტების შესაბამისად;
ბ) შემოთავაზებულ მეთოდოლოგიაში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი შემოთავაზებული მიდგომა და ჩასატარებელი სამუშაოთა აღწერა თითოეული ტიპის შესაფასებელ საგანზე;
გ) აუდიტორთან ან/და აუდიტურ ფირმასთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში შესასრულებელი სამუშაოს ჩამონათვალში აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს არანაკლებ წინამდებარე წესის პირველ მუხლში განსაზღვრული მომსახურება, ამასთან საანგარიშო წლის ფინანსური ანგარიშგებების შესახებ აუდიტორული დასკვნის წარდგენა კომპანიაში აუდიტურმა კომპანიამ ან/და აუდიტორმა აუცილებლად უნდა უზრუნველყოს არა უგვიანეს მომდევნო წლის 31 იანვრისა, ხოლო საანგარიში წლის ყოველკვარტალური ფინანსური ანგარიშგებები – არა უგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო კვარტალის პირველი დეკადისა;
დ) აუდიტური ფირმის ან/და აუდიტორის მიერ გაცემული დასკვნა აუცილებლად უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ რეკომენდაციებს ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ამასთან, იმ შემთხვევაში თუ აუდიტორული მომსახურების მიმღებმა იმოქმედა გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად და ამ ქმედებით აუდიტორული მომსახურების მიმღებმა მიიღო ფინანსური ზიანი, მაშინ ზიანის 50%-ს აანაზღაურებს რეკომენდაციის გამცემი აუდიტორული კომპანია;
ე) აუდიტურ კომპანიასთან ან აუდიტორთან გასაფორმებელი ხელშეკრულება აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის მიზნით საბანკო გარანტიის წარდგენას, რომლის ოდენობაც უნდა იყოს არანაკლებ ხელშეკრულების ღირებულების 5% და მისი მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას ერთი თვით, ასევე საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი, ამასთან საბანკო გარანტიის გარანტისგან (გარანტიის გამცემი ფინანსური ინსტიტუტი) მოთხოვნის უფლებამოსილება უნდა ენიჭებოდეს აუდიტორული მომსახურების მიმღებს;
ვ) აუდიტურ ფირმასთან ან აუდიტორთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში უნდა განისაზღვროს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლო, არანაკლებ ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ისა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არა უმეტეს ხელშეკრულების ღირებულების ოდენობისა;
ზ) პირგასამტეხლოს დარიცხვა იწყება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გასვლიდან მომდევნო დღეს და გრძელდება ვალდებულების სრულ და ჯეროვნად შესრულებამდე.
3. აუდიტური ფირმის ან/და აუდიტორის შერჩევის წესის საკვალიფიკაციო მოთხოვნები მიზნად ისახავს სამართლიანი, არადისკრიმინაციული და ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას.
მუხლი 3🔗. პრეტენდენტი აუდიტორი ან/და აუდიტური ფირმები
პრეტენდენტი აუდიტური ფირმის ან/და აუდიტორის შერჩევა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის, წინამდებარე წესის, აუდიტორული საქმიანობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით.
მუხლი 4🔗. ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირების მიერ აუდიტორის ან/და აუდიტური ფირმის შერჩევა
1. პრეტენდენტი აუდიტის ან/და აუდიტური ფირმების შერჩევისას საწარმოს ხელმძღვანელი ეყრდნობა შემდეგ ინფორმაციას:
ა) აუდიტური ფირმის ან/და აუდიტორის მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული აუდიტორული მომსახურების შესახებ ინფორმაციას (მომსახურების სახეებისა და მომსახურების მიმღები საწარმოებისა და ორგანიზაციების მითითებით);
ბ) „აუდიტორული საქმიანობის შესახებ
“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად წარმოებული სახელმწიფო რეესტრიის ამონაწერს;
გ) „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „თ“ პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტთან არსებულ აუდიტორული საქმიანობის საბჭოში წლიური ანგარიშის წარდგენის დამადასტურებელ დოკუმენტს, ასევე ბოლო ორი წლის განმავლობაში წარდგენილი ანგარიშის დამოწმებული ასლების;
დ) ამონაწერ სამეწარმეო რეესტრიდან.
2. საწარმოს ხელმძღვანელი აუდიტორის ან/და აუდიტური ფირმის შერჩევისას ხელმძღვანელობს შემდეგი კრიტერიუმებით:
ა) უდიტორის, აუდიტური ფირმის, ასევე მის მიერ გამოყოფილი აუდიტორებისა და ექსპერტების სამუშაო გამოცდილება, კვალიფიკაცია და რეპუტაცია;
ბ) არანაკლებ წინამდებარე წესის პირველი მუხლით განსაზღვრული მომსახურების პაკეტის სისრულე;
გ) მომსახურების პროგრამა და მეთოდოლოგია;
დ) მომსახურების ღირებულების გაანგარიშების მეთოდოლოგია;
ე) მომსახურების განხორციელების ვადები.
3. აუდიტური ფირმის ან/და აუდიტორის შერჩევის შემდეგ საწარმო განცხადებით მიმართავს ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს შერჩეული აუდიტური ფირმის ან/და აუდიტორის დანიშვნის მოთხოვნით.
4. წერილობით განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) შერჩეული პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ) აუდიტორული მომსახურების მიღების შესახებ ხელშეკრულების პროექტი, რომელიც აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს მომსახურების განხორციელების ვადებს, წინამდებარე წესის პირველი და მეორე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, აუდიტორული მომსახურების მიმღების მიერ დამატებულ მოთხოვნებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 5🔗. აუდიტური ფირმის ან/და აუდიტორის დანიშვნა
1. საწარმოს განცხადების და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტო, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ნიშნავს აუდიტურ ფირმას ან/და აუდიტორს და აღნიშნულთან დაკავშირებით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
2. აუდიტური ფირმის ან/და აუდიტორის დანიშვნის თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება), ასევე მტკიცდება აუდიტორული მომსახურების შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.
ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტო უფლებამოსილია საანგარიშო წლის განმავლობაში საწარმოს დამატებით მოსთხოვოს, დანიშნულ აუდიტურ ფირმას ან/და აუდიტორს კომპანიაში თემატური აუდიტის ან/და შიდა აუდიტის ჩატარება, რაზეც გამოიცემა ცალკე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება).
4. ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე საწარმოსა და აუდიტურ ფირმას ად/ან აუდიტორს შორის ფორმდება ხელშეკრულება.
მუხლი 6🔗. პასუხისმგებლობა
საწარმოს ხელმძღვანელი პირების მიერ ამ წესის დარღვევა წარმოადგენს მათი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის განხილვის საფუძველს.
დანართი №1
საწარმოს დასახელება
საქმიანობის სფერო
საკონტაქტო პირი (ფინანსური მენეჯერი ან მთავარი ბუღალტერი)
№
წლები
1
მიმდინარე აქტივები
2
სასაქონლო მარაგები
3
საქონლის საშუალო მოცულობა
4
გრძელვადიანი აქტივები
5
მთლიანი აქტივები
6
წმინდა მთლიანი აქტივები
7
მიმდინარე ვალდებულებები
8
გრძელვადიანი ვალი
9
მთლიანი ვალის საბალანსო ღირებულება
10
მთლიანი გაყიდვები
11
მთლიანი ბრუნვა
12
პირდაპირი ხარჯები
13
ზედნადები ხარჯები
14
საოპერაციო მოგება გადასახადებისა და პროცენტების გადახდამდე (PBIT)
15
მთლიანი მოგება
16
წმინდა მოგება
17
გაუნაწილებელი მოგება
18
მესაკუთრეთა კაპიტალის საშუალო მოცულობა
19
აქციების საბაზრო ფასი