„ცაგერის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.116.016038
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 080211, 08/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №8

2011 წლის 28 იანვარი

ქ. ცაგერი

 „ცაგერის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად „ცაგერის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №55 (სსმ, 10/12/2010) დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება (დანართი №1).“.

3. დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება“.

4. დანართი №1-ის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დებულება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად განსაზღვრავს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის საქმიანობას, ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს, უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და მუშაობის ორგანიზაციას. აწესრიგებს სამსახურის ურთიერთობებს აღმასრულებელი ხელსუფლების დაწესებულებებთან, საწარმოებთან და ორგანიზაციებთან.“.

5.  დანართი №1-ის 1-ლი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას.“.

6. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                    მ. ლეთოდიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ცაგერის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.01.2011.
როდის იქნა მიღებული „ცაგერის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„ცაგერის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.01.2011. მიმღები ორგანო — ცაგერის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №8. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.116.016038.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ცაგერის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ცაგერის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.01.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ცაგერის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №8, 28.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016038 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1195019/