წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის შესახებ, დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 27.01.2011
ძალის დაკარგვა 05.04.2011
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016054
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110211, 11/02/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,140 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2011 მიღება
05.04.2011 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (8)
1 სამსახურის უფროსი - უფროსი საჯარო თანამდებობა
2 მთავარი სპეციალისტი - სამსახურის უფროსის მოადგილე
3 უფროსი სპეციალისტი - ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ინსპექტორი
4 წამყვანი სპეციალისტი - მორიგე ცვლის უფროსი, ათეულის მეთაური
5 უფროსი სპეციალისტი - მეხანძრე, მაშველი, მძღოლი
6 სპეციალისტი დისპეტჩერი (მეელსმენე), საქმის მწარმოებელი
თანამდებობათა დსახელება
ს უ ლ: 21
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის შესახებ, დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo Liter Toronto N";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:18.0pt; font-family:"Geo Liter Toronto N","sans-serif";} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 37.3pt 56.7pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №4 2011 წლის 27 იანვარი ქ. წყალტუბო წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს: 1. დამტკიცდეს დებულება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის შესახებ (თან ერთვის). 2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ეკონომიკურ საკითხთა და ინფრასტრუქტურის კომისიას (ჯ. შუღლაძე). 3. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ.№11) კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე        მ. საღარეიშვილი დანართი 1 დ ე ბ უ ლ ე ბ ა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო -სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის შესახებ თავი I ზოგადი დებულება     მუხლი 1🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის     სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირთა) სამართლებრივი აქტები.     მუხლი 2🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურში მოსამსახურეების  სამსახურებრივი უფლებები და მოვალეობები 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეები სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებებითა და მოვალეობებით. 2. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იცავს კანონი. მოსამსახურე ემორჩილება სამსახურის უფროსს. 3. უკანონო ბრძანებების ან მითითებების შესრულება, სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. აკრძალულია სამსახურის კანონიერ საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეს პროფესიული, სოციალური და სხვა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით შეუძლია კანონმდებლობის შესაბამისად გაერთიანდეს ან ნებაყოფლობით შევიდეს საზოგადოებრივ გაერთიანებაში. 5. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეები სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას სარგებლობენ დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც მათ ეძლევათ უფასოდ, ნორმის ფარგლებში. 6. სამსახურის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს კანონის შესაბამისად. 7. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას.     მუხლი 3🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროს, საშუალო, უმცროს მეთაურთა და რიგითი შემედგენლობის მოსამსახურეთა თანამდებობანი სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროს, საშუალო, უმცროს მეთაურთა და რიგითი შემადგენლობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი ჩამონათვალი მტკიცდება დადგენილი წესის შესაბამისად (თანამდებობათა ჩამონათვალი დებულებას თან ერთვის.     მუხლი 4🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დაკომპლექტების მიზნით ხორციელდება მოსამსახურეთა მომზადება, რომელშიც შედის: ა) უმცროს მეთაურთა და რიგითი შემადგენლობის მომზადება (მათ შორის, ახლად მიღებული მეხანძრეების სპეციალური დაწყებითი  მომზადება); ბ) უფროსი და საშუალო მეთაურთა სამსახურებრივი მომზადება. 2. სამსახურის ძირითადი შემადგენლობის დაწყებით მომზადებას ახორციელებს სახანძრო-სამაშველო სამსახურები, ხოლო სამსახურის პირადი შემადგენლობის შემდგომ გადამზადებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას საქართველოს შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი. თავი II სახანძრო-სამაშველო სამსახურში მიღება და თანამდებობრივი გადაადგილება     მუხლი 5🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურში, მიღების წესი 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურში სამუშაოდ მიიღება 18 წლიდან ასაკის საქართველოს მოქალაქე (ზოგიერთი კატეგორიის გარდა), რომელმაც იცის სახელმწიფო ენა და პიროვნული თვისებებით, განათლებით (არანაკლებ საშუალო განათლებისა), ფიზიკური მომზადებით და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი. 2. საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე სავალდებულო სამხედრო სამსახურში    გაწვევის    გადავადების    მქონე    პირთა    სახანძრო    დაცვის     სამსახურში   მიღების    საკითხი   განიხილება  მათ მიერ სამხედრო ძალებში    გაწვევის ვადის ამოწურვის შემდეგ. 3. სახანძრო-სამაშველო სამსახურში მოსამსახურეთა თანამდებობებზე  სამსახურის გავლის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად. 4. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ინიშნება გამგებლის მიერ.     მუხლი 6🔗. შეზღუდვები სახანძრო-სამაშველო  სამსახურში მიღებასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებით 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი: ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა; ბ) იმყოფება წინასწარი გამოძიების  ქვეშ ან პატიმრობაში; გ) სასამართლო გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ; დ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) სამედიცინო დასკვნის თანახმად მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობების დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს. თავი III სამსახურის დისციპლინა     მუხლი 8🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურში სამსახურებრივი დისციპლინა სახანძრო-სამაშველო სამსახურში სამსახურებრივი დისციპლინა ნიშნავს მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, აგრეთვე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ბრძანებების, უშუალო უფროსის მითითების, მისთვის დაკისრებული მოვალეობებისა და უფლებამისილების შესრულებას.     მუხლი 9🔗. სახანძრო-სამაშველო  სამსახურის უფროსის სამსახურებრივი მოვალეობა სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცების საქმეში 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია ხელქვეითი მოსამსახურეების სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობაზე. იგი ვალდებულია: ა) შექმნას შრომის, დასვენებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭირო პირობები; ბ) ჩაუნერგოს მოსამსახურეებს სამსახურებრივი  მოვალეობების შესრულების პასუხისმგებლობის გრძნობა; გ) უზრუნველყოს საჯაროობა და ობიექტურობა სამსახურებრივი საქმიანობის შეფერხებაში; დ) პატივი სცეს სამსახურის მოსამსახურეთა პირად ღირსებას; ე) არ დაუშვას პირად შემადგენლობასთან მუშაობის პროტექციონიზმი და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, მოსამსახურეთა დევნა სამსახურში არსებულ ნაკლოვანებათა კრიტიკისათვის. თავი IV სახანძრო-სამაშველო სამსახურში სამსახურის გავლის პირობები     მუხლი 14🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურში სამუშაო დროის ხანგრძლივობა 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურში მოსამსახურეებისათვის დადგენილია ორმოც საათიანი სამუშაო კვირა და ზოგიერთი კატეგორიის მუშაკებისათვის  არანორმირებული სამუშაო დღე. 2. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცვლებში მომუშავე მომსახურეთათვის დგინდება ერთიანი ხანგრძლივობის სამუშაო დრო (მუშაობის დაწყების და დამთავრების დრო) ცვლების განრიგის შესაბამისად.     მუხლი 15🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურში მოსამსახურეთა შვებულება სახანძრო-სამაშველო სამსახურში მოსამსახურეთა შვებულებასთან დაკავშირებით ყველა საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“ . თავი V სახანძრო-სამაშველო სამსახურში სამსახურიდან გათავისუფლება     მუხლი 16🔗. სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები სახანძრო-სამაშველო სამსახურში მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება ხორციელდება საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი ჩამონათვალი № თანამდებობათა დსახელება საშტატო ერთეული 1 სამსახურის უფროსი - უფროსი საჯარო თანამდებობა 1 2 მთავარი სპეციალისტი - სამსახურის უფროსის მოადგილე 1 3 უფროსი სპეციალისტი - ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ინსპექტორი 1 4 წამყვანი სპეციალისტი - მორიგე ცვლის უფროსი, ათეულის მეთაური 3 5 უფროსი სპეციალისტი - მეხანძრე, მაშველი, მძღოლი 9 6 სპეციალისტი დისპეტჩერი (მეელსმენე), საქმის მწარმოებელი 6                                                 ს უ ლ: 21