განჩინება- გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შ ესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
2011 წლი ს25 იანვარი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი: მოვალე – სს ,,პრობლემური სესხების სააგენტო’’
საიდენტიფიკაციო კოდი 2045556774
წარმომადგენელი: ლევან საძაგლიშვილი (დირექტორი);
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა;
სასამართლომ განიხილა სს ,,პრობლემური სესხების სააგენტოს“ დირექტორის ლევან საძაგლიშვილის განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2011 წლის 21 იანვარს განცხადებით მიმართა სს ,,პრობლემური სესხების სააგენტოს“ დირექტორმა ლევან საძაგლიშვილმა და ითხოვა აღნიშნული სააქციო საზოგადოების მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,პრობლემური სესხების სააგენტოს“ გაკოტრების მიზნით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის თაობაზე განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უნდა იქნ ე ს სასამართლოს წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-17,მე-19, მე-20, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 29-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოვალე – სს ,,პრობლემური სესხების სააგენტოს“ (ს/კ 2045556774) განცხადება მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში;
2. სს ,,პრობლემური სესხების სააგენტოს“ (ს/კ 2045556774) მეურვედ დაინიშნოს გიორგი ზედელაშვილი – მცხოვრები: თბილისი, მე-3 მასივი, ზ/პლატო, კორპუსი 4, ბინა 42;
3. მოვალე სს ,,პრობლემური სესხების სააგენტოს“ მეურვის თანხმობის გარეშე აეკრძალოს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა. მოვალესა და მეურვეს განემარტოთ, რომ მათ შორის გარიგების დადების ან/და დადებული გარიგების შეწყვეტის თაობაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, საკითხს წყვეტს სასამართლო;
4. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის საგადასახადო და საბაჟო) დარიცხვა-გადახდა;
5. შეჩერდეს სს ,,პრობლემური სესხების სააგენტოს“ წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვას იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება;
6. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ;
7. განემარტოს მოვალე სს ,,პრობლემური სესხების სააგენტოს“ დირექტორს ლევან საძაგლიშვილს, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ; მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ მათ უფლება აქვთ მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები წინამდებარე განჩინების ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. ამასთან, განემარტოთ კრედიტორებს, რომ თითოეულ მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და მტკიცებულებები, აგრეთვე მოთხოვნები წარდგენილი და ასახული უნდა იქნ ე ნ ეროვნულ ვალუტაში;
9. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნ ე ს 2011 წლის 21 მარტს, 14 00 (თოთხმეტ) საათზე,თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №28);
10. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ არა უგვიანეს 2011 წლის 14 თებერვლამდე, განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზეც;
11. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე თ.ჭუნიაშვილი