ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე

მიღების თარიღი 13.11.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №38/2006
სარეგისტრაციო კოდი 010250030.15.008.009567
გამოქვეყნების წყარო სსმ, 153, 15/11/2006
matsne.gov.ge 272 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.030.15.008.009.560 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №38/2006 2006 წლის 13 ნოემბერი ქ. თბილისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 126​2 მუხლით დადგენილ ვადებში ჩასატარებელი პროცედურების დაწვრილებით აღწერის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:     მუხლი 1🔗 ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებუ­ლოს გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს იმ საარჩევნო კომისიას, რომელმაც დაადგინა შესაბამისი საკრებულოს არჩევნების შედეგები.     მუხლი 2🔗 შესაბამისი საარჩევნო კომისია ვალდებულია, საკრებულოს წევრის უფლება­მოსი­ლების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოდან შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს ზემდგომ საარჩევნო კომისიას აღნიშნულის თაობაზე, აგრეთვე საკრებულოს გამოკლებული წევრის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 126​2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული, ადგილმონაცვლის მონაცემები, ხოლო ადგილმონაცვლის არარსებობის შემთხვევაში მანდატის გაუქმების შესახებ.     მუხლი 3🔗 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობებს საკრებულოს წევრობის შესაბამის კანდიდატს მისი ადგილმონაცვლეობისა და შესაბამის საარჩევნო კომისიისათვის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილ ვადაში თანხმობის/უარის განცხადების თაობაზე.     მუხლი 4🔗 შესაბამისი საარჩევნო კომისია, ადგილმონაცვლის მიერ დადგენილ ვადაში თანხმო­ბის მიღების შემთხვევაში განკარულებით ატარებს მას რეგისტრაციაში და დაუყოვ­ნებლივ აცნობებს შესაბამის საკრებულოს ადგილმონაცვლის თაობაზე. შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ადგილმონაცვლეს აძლევს საკრებულოს წევრობის სათანადო მოწმობას.     მუხლი 5🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1​ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.     მუხლი 6🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. თავმჯდომარის მოადგილე                                                                                   ა. ღონღაძე კომისიის მდივანი                                                                                                  გ. მჭედლიძე