განჩინება- გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/395-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 070211, 07/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

2011 წლი ს  28 იანვარი

 ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი: მოვალე – შპს ,,ჯიქია’’

საიდენტიფიკაციო კოდი 205166559

წარმომადგენელი: ივანე ცაგურია (დირექტორი)

მოთხოვნა: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა.

სასამართლომ განიხილა შპს ,,ჯიქიას“ განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

   2010 წლის 18 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ჯიქიას“ დირექტორმა ივანე ცაგურიამ და ითხოვა აღნიშნული საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. 2011 წლის 21 იანვრის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადა ხარვეზის შესავსებად. 2011 წლის 24 იანვარს შპს ,,ჯიქიას“ წარმომადგენელმა ცოტნე მურღულიამ შეავსო დადგენილი ხარვეზი და სასამართლოს წარმოუდგინა ხარვეზის შესავსებად საჭირო დოკუმენტი.

   სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ჯიქიას“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უნდა იქნ ე ს სასამართლოს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-17,მე-19, მე-20, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 29-ე მუხლებით და

:

1. მოვალე – შპს ,,ჯიქიას“ დირექტორის ივანე ცაგურიას (ს/კ 205166559) განცხადება მიღებულ იქნeს სასამართლო წარმოებაში;

2. შპს ,,ჯიქიას“ (ს/კ 205166559) მეურვედ დაინიშნოს ირაკლი გაფრინდაშვილი – მცხოვრები: ალ. ყაზბეგის გამზირი №31, ბინა №ბ 7;

3. მოვალე შპს ,,ჯიქიას“ მეურვის თანხმობის გარეშე აეკრძალოს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა. მოვალესა და მეურვეს განემარტოთ, რომ მათ შორის გარიგების დადების ან/და დადებული გარიგების შეწყვეტის თაობაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, საკითხს წყვეტს სასამართლო;

4. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო) დარიცხვა-გადახდა;

5. შეჩერდეს შპს ,,ჯიქიას“ წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვა ს იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება;

6. გან ე მარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ;

7. განემარტოს მოვალე შპს ,,ჯიქიას“ დირექტორს ივანე ცაგურიას, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ; მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ მათ უფლება აქვთ მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები წინამდებარე განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. ამასთან, განემარტოთ კრედიტორებს, რომ თითოეულ მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და მტკიცებულებები, აგრეთვე მოთხოვნები წარდგენილი და ასახული უნდა იქნ ე ნ ეროვნულ ვალუტაში;

9. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნ ე ს 2011 წლის 21 მარტს 12 00 (თორმეტ) საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №28);

10. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ არა უგვიანეს 2011 წლის 14 თებერვლამდე, განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზეც;

11. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე               თ. ჭუნიაშვილი