საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.01.2011
ძალის დაკარგვა 15.10.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №საქართველოს
მოქალაქის
სახელი, გვარი
სარეგისტრაციო კოდი 480610000.22.030.016010
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 040211, 04/02/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| მამრ. | მდედ. |
| male | female |
| რეგისტრაციის ნომერი და თარიღი | საქართველოს მოქალაქის სახელი, გვარი |
| მდედ. | მამრ. |
| კი | არა |
| რეზერვისტი | წვევამდელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 10.10.2011
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 02.05.2007
დოკუმენტის ტექსტი
საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h1 {mso-style-link:"Heading 1 Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h2 {mso-style-link:"Heading 2 Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:30.0pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} span.MsoCommentReference {font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {mso-style-link:"Body Text Indent Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {mso-style-link:"Body Text Indent 2 Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.4pt; line-height:150%; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {mso-style-link:"Body Text Indent 3 Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:30.0pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; mso-style-link:"Heading 1"; font-family:"Cambria","serif"; font-weight:bold;} span.Heading2Char {mso-style-name:"Heading 2 Char"; mso-style-link:"Heading 2"; font-family:"Cambria","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BodyTextIndent2Char {mso-style-name:"Body Text Indent 2 Char"; mso-style-link:"Body Text Indent 2"; font-family:"Geo_Times","serif";} span.BodyTextIndent3Char {mso-style-name:"Body Text Indent 3 Char"; mso-style-link:"Body Text Indent 3"; font-family:"Geo_Times","serif";} span.BodyTextIndentChar {mso-style-name:"Body Text Indent Char"; mso-style-link:"Body Text Indent"; font-family:"Geo_Times","serif";} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:"Geo_Times","serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Geo_Times","serif";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.msoIns {mso-style-name:""; text-decoration:underline; color:teal;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.6pt 49.6pt 49.6pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №36
2011 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-13 პუნქტის, „საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესი“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 2 მაისის №70 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ვაშაძე
საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესი
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე – საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არ მქონე პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ან დროებით იმყოფება საზღვარგარეთ;
ბ) საკონსულო აღრიცხვა – საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეთა აღრიცხვაზე დაყენება, რომლის განხორციელების წესი განსაზღვრულია ამ წესით;
გ) განცხადება – ანკეტა-საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების შესახებ ამ წესის №1 დანართით დამტკიცებული სპეციალური ფორმის განცხადება;
დ) საკონსულო თანამდებობის პირი – ნებისმიერი დიპლომატიური თანამდებობის პირი, მათ შორის საკონსულო დაწესებულების მეთაური, რომელსაც ევალება საკონსულო ფუნქციების შესრულება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში;
ე) სააგენტო – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო.
მუხლი 3🔗
1. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვას აწარმოებენ საკონსულო თანამდებობის პირები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების საკონსულო ოლქების მიხედვით.
2. იმ ქვეყნაში, სადაც არ არის აკრედიტებული საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება, საკონსულო აღრიცხვას ახორცილებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო.
3. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვას, ასევე აწარმოებს სააგენტო.
4. სააგენტო უფლებამოსილია საკონსულო აღრიცხვაზე დააყენოს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში აკრედიტებული საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მითითებით, ყველა სხვა შემთხვევაში – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მითითებით.
მუხლი 4🔗
1. საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე უფლებამოსილია დადგეს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე.
2. საკონსულო თანამდებობის პირი არასრულწლოვან ან/და მეურვეობის და მზრურნველობის ქვეშ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე აყენებს მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების თანხმობით.
3. 14 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სააგენტოს მეშვეობით საკონსულო აღრიცხვაზე დგებიან მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების თანხმობით.
4. საზღვარგარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი საქართველოს მოქალაქე ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე.
მუხლი 5🔗
1. საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების განსახორციელებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება-ანკეტა (დანართი №1, დანართი №2);
ბ) საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
გ) 3 ფოტოსურათი (ზომა 3X4 სმ).
2. პასპორტის დაკარგვის ან ვადის გასვლის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაკარგული ან ვადაგასული პასპორტის სანაცვლოდ ახალი პასპორტის გაცემის შემდეგ დგება პირის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების საკითხი. იმ შემთხვევაში, თუ პირს არ სურს პასპორტის მიღება, ის შესაძლებელია საკონსულო აღრიცხვაზე დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასზე ინფორმაცია მოიპოვება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.
3. საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დამატებით უნდა წარმოადგინოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მისი სამართლებრივად ყოფნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთი უფლების არსებობის შემთხვევაში.
4. სააგენტო ახორციელებს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებას, რომელთა რეგისტრაციის შესახებ სრული ინფორმაცია მოიპოვება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.
5. სააგენტოს მიერ საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება ხორციელდება საქართველოს მოქალაქის მიერ სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმის განცხადების (დანართი №5) შევსების საფუძველზე, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას. სააგენტოს მიერ საკონსულო აღრიცხვის განხოციელებისას არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.
6. ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადება სააგენტოს მიერ რეგისტრირებულად ჩაითვლება აღნიშნულის განმცხადებლის მიერ პირდაპირი ვიზუალური კავშირის საშუალებით დადასტურების შემდეგ. სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ყველა ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას.
7. განმცხადებლის ვინაობასა ან საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში სააგენტოს შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების თაობაზე განცხადების რეგისტრაციაზე.
8. საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების განსახორციელებლად წარმოდგენილი დოკუმენტების სისრულე დგინდება და მოწმდება საკონსულო თანამდებობის პირის მიერ.
9. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით წარუდგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ელექტრონული ფორმის განცხადებას (დანართი №5).
მუხლი 6🔗
1. საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების განსახორციელებლად წარმოდგენილი დოკუმენტების სისრულის დადგენის შემთხვევაში, საკონსულო თანამდებობის პირი ხელის მოწერით და ბეჭდით ადასტურებს განცხადება-ანკეტას.
2. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ ხელის მოწერით და ბეჭდით დადასტურებული განცხადება-ანკეტის პირველი ნაწილი რჩება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან/და საკონსულო დაწესებულებაში, მეორე ნაწილი იგზავნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში/სააგენტოში, ხოლო მესამე ნაწილი ბარდება განმცხადებელს.
3. სააგენტოს მიერ ელექტრონული განცხადების რეგისტრაციის შემდეგ, სააგენტოს შესაბამის თანამდებობის პირსა და განმცხადებელს შორის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის დამყარების შემთხვევაში, განმცხადებელს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეგზავნება შეტყობინება საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების თაობაზე. შეტყობინების ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.
4. სააგენტოს მიერ საკონსულო აღრიცხვაზე აყვანილი პირი უფლებამოსილია საკონსულო აღრიცხვის ბარათის გაცემის მოთხოვნით მიმართოს მის ადგილსამყოფელ ქვეყანაში აკრედიტებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ვალდებულია სააგენტოს მიერ საკონსულო აღრიცხვაზე აყვანილ პირზე გასცეს საკონსულო აღრიცხვის ბარათი.
მუხლი 7🔗
საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნას ექვემდებარება:
ა) გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე;
ბ) საქართველოს მოქალაქე, რომელიც სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
გ) საქართველოს მოქალაქე, რომელმაც შეიცვალა საკონსულო აღრიცხვა;
დ) საქართველოს მოქალაქე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით გავიდა საქართველოს მოქალაქეობიდან;
ე) საქართველოს მოქალაქე, რომელზეც გაიცა საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა.
ვ) საქართველოს მოქალაქე, რომელიც საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის თაობაზე განცხადებით მიმართავს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.
მუხლი 8🔗
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საკონსულო აღრიცხვა წარმოებს შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი №3 , დანართი №4).
2. სააგენტოს მიერ საკონსულო აღრიცხვის (აღრიცხვაზე დაყენება, აღრიცხვიდან მოხსნა) წარმოების თაობაზე მონაცემები შეიტანება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, სპეციალურ ელექტრონულ ჟურნალში.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტშით გათვალისწინებული ჟურნალის წარმოება არ არის აუცილებელი, თუ საკონსულო აღრიცხვის შესახებ მონაცემების დაფიქსირება ხდება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.
მუხლი 9🔗
1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ საკონსულო აღრიცხვის შესახებ ინფორმაციის გაცემა წარმოებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში.
2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან/და საკონსულო დაწესებულება ვალდებულია საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ შემთვევებში, ამავე კოდექსით დადგენილი წესით, ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეთა შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მეშვეობით მიაწოდოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
დანართი №1
განცხადება-ანკეტა
საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების შესახებ
ნაწილი 1
1. გვარი
2. სახელი
3. დაბადების თარიღი
მამრ.
მდედ.
4. სქესი (შესაბამისი გადახაზეთ)
5. პირადი ნომერი
6. პასპორტის ნომერი
__________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
(გაცემის ორგანო და თარიღი)
7. პირადობის მოწმობის ნომერი
------------------------------------------------------------------
(გაცემის ორგანო და თარიღი)
8. საცხოვრებელი ადგილი რეგისტრაციის მიხედვით (იმ შემთხევაში, თუ პირი რეგისტრირებულია როგორც საქართველოში, ასევე ადგილსამყოფელ ქვეყანაში, მიეთითება რეგისტრაციის ორივე ადგილი)
ა) -----------------------------------------------------------------------------------------------------------
(რეგიონი, რაიონი, ქალაქი, სოფელი, ქუჩა, სახლის ნომერი)
ბ) -----------------------------------------------------------------------------------------------------------
(რეგიონი, რაიონი, ქალაქი, სოფელი, ქუჩა, სახლის ნომერი)
9. საცხოვრებელი ადგილი საზღვარგარეთ
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
(რეგიონი, რაიონი, ქალაქი, სოფელი, ქუჩა, სახლის ნომერი)
10. თანმხლებ არასრულწლოვან (მეურვეობის მზრუნველობის ქვეშ მყოფ) პირთა შესახებ მონაცემები
ნათესაური კავშირი
გვარი
სახელი
დაბადების თარიღი
11. სამუშაო ადგილი ან სასწავლებელი -----------------------------------------------------------
(საწარმოს ან სასწავლებლის დასახელება)
12. – ხართ თუ არა სამხედრო ვალდებული
(წვევამდელის შემთხვევაში ჩაწერეთ ასო „წ“,
ხოლო რეზერვისტის შემთხვევაში კი – „რ“)
13. ხართ თუ არა დევნილი (დადებითი
პასუხის შემთხვევაში გადახაზეთ)
14. ვიმყოფები საკონსულო აღრიცხვაზე
-----------------------------------------------------------––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(რომელ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში)
15. საკონტაქტო მონაცემები:
მისამართი : ------------------------
ტელეფონი: სახლის -------------------------- სამსახურის --------------------------------
ფოტო
16. განმცხადებლის ხელმოწერა და თარიღი------------------------
17. განცხადება-ანკეტა მიიღო ------------------------------------------------------------
(საკონსულო თანამდებობის პირის თანამდებობა, სახელი , გვარი)
...........................................................................................................................................................
ნაწილი 2
შეტყობინება
საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების შესახებ
1. გვარი
2. სახელი
3. დაბადების თარიღი
მამრ.
მდედ.
4. სქესი (შესაბამისი გადახაზეთ)
5. პირადი ნომერი
6. პასპორტის ნომერი
_____________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________
(გაცემის ორგანო და თარიღი)
7. პირადობის მოწმობის ნომერი
------------------------------------------------------------------
(გაცემის ორგანო და თარიღი)
8. საცხოვრებელი ადგილი რეგისტრაციის მიხედვით (იმ შემთხევაში, თუ პირი რეგისტრირებულია როგორც საქართველოში, ასევე ადგილსამყოფელ ქვეყანაში, მიეთითება რეგისტრაციის ორივე ადგილი)
ა) -------------------------------------------------------------------------------------------------------------
(რეგიონი, რაიონი, ქალაქი, სოფელი, ქუჩა, სახლის ნომერი)
ბ) -------------------------------------------------------------------------------------------------------------
(რეგიონი, რაიონი, ქალაქი, სოფელი, ქუჩა, სახლის ნომერი)
გ) ------------------------------------------------------------------------------------------------------------
(რეგიონი, რაიონი, ქალაქი, სოფელი, ქუჩა, სახლის ნომერი)
9. საცხოვრებელი ადგილი საზღვარგარეთ
________________________________________________________________________________
(რაგიონი, რაიონი, ქალაქი, სოფელი, ქუჩა, სახლის ნომერი)
10. თანმხლებ არასრულწლოვან (მეურვეობის მზრუნველობის ქვეშ მყოფ) პირთა შესახებ მონაცემები
ნათესაური კავშირი
გვარი
სახელი
დაბადების თარიღი
11. სამუშაო ადგილი ან სასწავლებელი ------------------------------------------------------------
(საწარმოს ან სასწავლებლის დასახელება)
12. – ხართ თუ არა სამხედრო ვალდებული
(წვევამდელის შემთხვევაში ჩაწერეთ ასო „წ“,
ხოლო რეზერვისტის შემთხვევაში კი – „რ“)
13. ხართ თუ არა დევნილი (დადებითი
პასუხის შემთხვევაში გადახაზეთ)
14. ვიმყოფები საკონსულო აღრიცხვაზე
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-
(რომელ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/ საკონსულო დაწესებულებაში)
15. საკონტაქტო მონაცემები:
მისამართი: ------------------------
ტელეფონი: სახლის -------------------------- სამსახურის --------------------------------
ფოტო
16. განმცხადებლის ხელმოწერა და თარიღი------------------------------
17. განცხადება-ანკეტა მიიღო ------------------------------------------------------------
(საკონსულო თანამდებობის პირის თანამდებობა, სახელი, გვარი)
ნაწილი 3
Certificate
Consular registration
1. გვარი / Surename
2. სახელი / Given name
3. დაბადების თარიღი / Date of Birth
(day, month,year)
male
female
4. სქესი / sex (შესაბამისი გადახაზეთ)
(mark accordingly)
5. პირადი / ID №
6. საკონსულო აღრიცხვის თარიღი / Date of registration
ფოტო
7. მარეგისტრირებელი ორგანო/Authority ...............................................
8. საკონსულო თანამდებობის პირის ხელმოწერა/Signature of the consular official …………...
„….. “ ………….. 20 წ
დანართი №2
საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების შესახებ
განცხადება-ანკეტის შევსების წესი
1. განცხადება-ანკეტა შედგება 3 ნაწილისაგან.
2. განცხადება-ანკეტის პირველი და მეორე ნაწილი ივსება განმცხადებლის მიერ, ბეჭდური შრიფტით, ქართულ ენაზე და მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:
3. პირველ და მეორე ნაწილებში მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:
ა) პუნქტი 1 – მოქალაქის გვარი;
ბ) პუნქტი 2 – მოქალაქის სახელი;
გ) პუნქტი 3 – მოქალაქის დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
დ) პუნქტი 4 – მოქალაქის სქესი (ჯვარედინად გადაიხაზება შესაბამისი სქესის მაჩვენებელი კვადრატი);
ე) პუნქტი 5 – მოქალაქის პირადი ნომერი;
ვ) პუნქტი 6 – მოქალაქის პასპორტის ნომერი (ნომერი, გაცემის ორგანო და თარიღი);
ზ) პუნქტი 7 – მოქალაქის პირადობის მოწმობის ნომერი (სერია, ნომერი, გაცემის ორგანო და თარიღი);
თ) პუნქტი 8 – მოქალაქის საცხოვრებელი ადგილი რეგისრტაციის მიხედვით (რეგიონი, რაიონი, ქალაქი, სოფელი, ქუჩა, სახლის ნომერი);
ი) პუნქტი 9 – მოქალაქის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ადგილსამყოფელ ქვეყანაში (რეგიონი, რაიონი, ქალაქი, სოფელი, ქუჩა, სახლის ნომერი);
კ) პუნქტი 10 – ინფორმაცია თანმხლებ არასრულწოვან (მზრუნველობის ან/და მეურვეობის ქვეშ მყოფ) პირებზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ლ) პუნქტი 11 – მოქალაქის სამუშაო ადგილი ან სასწავლებელი (საწარმოს ან სასწავლებლის დასახელება), ხოლო არმითითების შემთხვევაში კი დაისმევა ნიშანი Z;
მ) პუნქტი 12 – ინფორმაცია სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულების შესახებ (თუ განმცხადებელი წვევამდელია, მაშინ კვადრატში ჩაიწერება ასო „წ“, ხოლო რეზერვისტის შემთხვევაში – ასო „რ“)
ნ) პუნქტი 13 – ინფორმაცია დევნილის სტატუსის შესახებ (თუ განმცხადებელი დევნილია, მაშინ ჯვარედინად გადაიხაზება კვადრატი);
ო) პუნქტი 14 – ვიმყოფები საკონსულო აღრიცხვაზე (რომელ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/ საკონსულო დაწესებულებაში), ხოლო არმითითების შემთხვევაში კი დაისმევა ნიშანი Z;
პ) პუნქტი 15 – საკონტაქტო მონაცემები (საფოსტო მისამართი და ინდექსი, სახლის ტელეფონი, სამსახურის ( სასწავლებლის) ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა);
ჟ) პუნქტი 16 – მოქალაქის პირადი ხელმოწერა და განცხადება-ანკეტის შევსების თარიღი;
რ) პუნქტი 17 – საკონსულო თანამდებობის პირის ხელმოწერისა და ბეჭდის ადგილი (შენიშვნა: პირველ და მეორე ნაწილში ხელს აწერს საკონსულო თანამდებობის პირი და ამოწმებს გერბიანი ბეჭდით ისე, რომ ბეჭდის ნაწილი დასმულ იქნეს მფლობელის ფოტოსურათზე).
4. განცხადება-ანკეტის მესამე ნაწილი ივსება საკონსულო თანამდებობის პირის მიერ ინგლისურ ან ადგილსამყოფელი ქვეყნის სახელმწიფო ენაზე და მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:
ა) პუნქტი 1 – მოქალაქის გვარი;
ბ) პუნქტი 2 – მოქალაქის სახელი;
გ) პუნქტი 3 – მოქალაქის დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
დ) პუნქტი 4 – მოქალაქის სქესი (ჯვარედინად გადაიხაზება შესაბამისი სქესის მაჩვენებელი კვადრატი);
ე) პუნქტი 5 – მოქალაქის პირადი ნომერი;
ვ) პუნქტი 6 – საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ზ) პუნქტი 7 – ორგანოს დასახელება (რომელმაც დააყენა მოქალაქე საკონსულო აღრიცხვაზე);
თ) პუნქტი 8 – საკონსულო თანამდებობის პირის ხელმოწერისა და ბეჭდის ადგილი (შენიშვნა: მესამე ნაწილში ხელს აწერს საკონსულო თანამდებობის პირი და ამოწმებს გერბიანი ბეჭდით ისე, რომ ბეჭდის ნაწილი დასმულ იქნეს მფლობელის ფოტოსურათზე).
5. განცხადება-ანკეტა შესაძლებელია შეივსოს როგორც მანქანური წესით, ასევე ხელით, შავი ან ლურჯი ფერის მელნიანი, ბურთულიანი კალმით, გარკვევით და სუფთად.
6. განცხადება-ანკეტაში ფოტოსურათი ჩაიკვრება პირველი, მეორე და მესამე ნაწილის მარცხენა ქვედა განყოფილებაში, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.
დანართი №3
საკონსულო აღრიცხვის ჟურნალი
----------------------------------------------------------
(საკონსულო დაწესებულების დასახელება)
საკონსულო აღრიცხვის
ჟ უ რ ნ ა ლ ი
დასაწყისი: „ “ , 2011 წ.
დასასრული: „ “ , 2011 წ.
რეგისტრაციის
ნომერი და თარიღი
საქართველოს
მოქალაქის
სახელი, გვარი
საქართველოს
მოქალაქის
დაბადების თარიღი
საქართველოს
მოქალაქის
პირადი, პირადობის
მოწმობის და
პასპორტის ნომერი
საქართველოს მოქალაქის მისამართი
ადგილსამყოფელ
ქვეყანაში
საკონსულო
აღრიცხვიდან
მოხსნა
შენიშვნა
დანართი №4
საკონსულო აღრიცხვის ჟურნალის წარმოების წესი
1. საკონსულო აღრიცხვა წარმოებს საკონსულო აღრიცხვის ჟურნალში.
2. საკონსულო აღრიცხვის ჟურნალი შედგება შემდეგი სვეტებისაგან და მათში მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:
ა) გრაფა 1 – რეგისტრაციის ნომერი და თარიღი;
ბ) გრაფა 2 – მოქალაქის სახელი და გვარი;
გ) გრაფა 3 – მოქალაქის დაბადების თარიღი (როცხვი, თვე, წელი);
დ) გრაფა 4 – მოქალაქის პირადი, პირადობის მოწმობისა და პასპორტის ნომერი;
ე) გრაფა 5 – მოქალაქის მისამართი.
(შენიშვნა: აღნიშნულ გრაფაში მიეთითება საკონსულო ოლქში დროებით მყოფი ან მუდმივად მცხოვრები მოქალაქის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ხოლო ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის არარსებობის შემთხვევაში კი – არ გააჩნია);
ვ) გრაფა 6 – საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის თარიღი;
ზ) გრაფა 7 – შენიშვნა
(შენიშვნა: აღნიშნულ გრაფაში მიეთითება ინფორმაცია: საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებული პირის თანხმლებ არასრულწლოვან პირ(ებ)ზე, საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებული პირის მიერ სასჯელის მოხდის შესახებ, საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებული პირის დევნილის სტატუსის შესახებ, საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებული პირის მიერ მუდმივად ცხოვრების ნებართვის მიღების შესახებ და ინფორმაცია სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულების შესახებ).
3. საკონსულო აღრიცხვის ჟურნალში ჩანაწერი კეთდება განმცხადებლის საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის შემდეგ.
4. საკონსულო აღრიცხვის ჟურნალს აწარმოებს საკონსულო თანამდებობის პირი.
5. საკონსულო აღრიცხვის ჟურნალის წარმოება ხორციელდება შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით.
6. ყოველი თვის ბოლოს საკონსულო თანამდებობის პირი ახორციელებს კომპიუტერულ პროგრამაში შეგროვილი მონაცემების ამობეჭვდას და მისი ელექტრონული ვერსიის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დაპარტამენტში გადაგზავნას, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
7. მონაცემების ამობეჭვდის შემდგომ, საკონსულო თანამდებობის პირი ამობეჭდილ მონაცემს ამოწმებს ხელმოწერით და საკონსულო დაწესებულების ბეჭდით.
8. საკონსულო თანამდებობის პირი ამობეჭდილ, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ მონაცემებს აკრავს შესაბამის საქაღალდეში.
დანართი №5
რეგისტრაციის N
რეგისტრაციის თარიღი
განცხადება
საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების შესახებ
ფოტო
3.5X4.5
1. პირადი ნომერი
2. გვარი ___________________________________________
3. სახელი _________________________________________
4. დაბადების თარიღი ___ ________ _____ წ.
5. სქესი
მდედ.
მამრ.
6. საცხოვრებელი ადგილი საზღვარგარეთ ___________________________________________
____________________________________________________________________________________
7. სამუშაო ადგილი ან საგანმანათლებლო დაწესებულება ––––––––––––––––––––––––––––
____________________________________________________________________________________
(საწარმოს ან საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება)
8. ხართ თუ არა სამხედრო ვალდებული
კი
არა
(დადებითის შემთხვევაში შემოხაზეთ შესაბამისი)
რეზერვისტი
წვევამდელი
9. ხართ თუ არა დევნილი
კი
არა
10. ვიმყოფები საკონსულო აღრიცხვაზე ______________________________________________
____________________________________________________________________________________
(რომელ საკონსულო დაწესებულებაში)
განმცხადებლის ტელეფონი: სახლის _________________ სამსახურის ___________________
განცხადება- ანკეტა მიიღო ___________________________________________________________
(უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი , გვარი)