,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№56
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016210
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 030211, 04/02/2011

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №56

2011 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20მუხლის მე-4პუნქტის შესაბამისად„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის2004წლის10სექტემბრის№77დადგენილებაში (სსმIII, 2004წ., №99, მუხ. 849) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ები და დამატებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის„ფ“ და„ქ“ ქვეპუნქტები:                          

„ფ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ქ) ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტი.“.

2. მე-5მუხლის„ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია;“.

3. მე-7მუხლის21პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-9მუხლის„თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სამინისტროს ადმინისტრაცია– სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა; ფინანსური მონიტორინგის გაწევა პრივატიზების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემი სა და სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის პროცესიდან მიღებულ და მისაღებ შემოსავლებზე; სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე ურთიერთშედარების განხორციელება მყიდველთან (მოიჯარესთან); სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა; სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია; საგანგებო სიტუაციებისა და საიდუმლოების დაცვის რეჟიმის, მობილიზაციის რეჟიმის, სამობილიზაციო გეგმების შემუშავების კოორდინაცია; მონაწილეობის მიღება საწარმოებსა და ორგანიზაციებში სამობილიზაციო რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა შენახვის, მიწოდების, გაცემის, განახლების, შეცვლის, ჯავშნიდან მოხსნისა და გასესხების ოპერაციებში, სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავებასა და მათ სისტემატურ კორექტირებაში; ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვის პროცედურების კოორდინაცია და კონტროლი; სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისათვის საექსპლუატაციო პირობების შექმნის უზრუნველყოფა; საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ნორმატიული და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, აგრეთვე მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი; საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად, სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა; სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა; საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციებში მონაწილეობა და ატესტაციის შედეგების სათანადოდ ასახვა საჯარო მოსამსახურეთა პირად საქმეებში; საკადრო რესურსების მართვის (დანიშვნა, გათავისუფლება, დაწინაურება და სხვ.) პერიოდული ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება; სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ღონისძიებათა განხორციელება; დარგებში ინსტიტუციონალური და სტრუქტურული რეფორმების სამართლებრივი უზრუნველყოფა; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; მინისტრის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, მათ შორის, საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება;“.      

5. მე-9მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის„ფ“ და„ქ“ ქვეპუნქტები:

„ფ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი– სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება; სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ საზოგადოების ინფორმირება; სამინისტროს საქმიანობის შესახებ პრესის მიმოხილვის გავრცელება; პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების გამართვის უზრუნველყოფა; სამინისტროს ღონისძიებების ფოტო- და ვიდეოგადაღება; სამინისტროს ვებგვერდზე ინფორმაციის პერიოდული განახლება; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან  ყველა საჭირო ინფორმაციის მოპოვება; საზოგადოებასთან ურთიერთობის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება; სამინისტროს საქმიანობის შესახებ მასმედიით გაშუქებული მასალების მონიტორინგის განხორციელება; სამინისტროს საქმიანობის შესახებ რეკლამების, საგაზეთო სტატიებისა და ვიდეორგოლების მომზადებაში მონაწილეობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინტერვიუების, ბრიფინგების, პრესკონფერენციებისა და საჯარო შეხვედრების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;

ქ) ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტი– სამინისტროსათვის ერთიანი ინფორმაციული ტექნოლოგიური პოლიტიკის შემუშავება და მისი დანერგვის უზრუნველყოფა სამინისტროს ადმინისტრაციასა და სხვა სტრუქტურულ ერთეულებში; სამინისტროს საჭიროებებიდან გამომდინარე, ტექნიკური და კომპიუტერული მოწყობილობების ახალი ინოვაციური მოწყობილობებით ჩანაცვლება და მათზე მონიტორინგის წარმოების უზრუნველყოფა; აქტიური მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლის დაცული ქსელების წარმოებაში;  სამინისტროში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირებისა და მართვის უზრუნველყოფა, ამასთან მ ისი შიდა და გარე ქსელური პერიმეტრის დაცვა; საჭიროების შემთხვევაში, საკონსულტაციო მომსახურების გაწევა სამინისტროს მოსამსახურეთათვის კომპიუტერულ ტექნიკასთან, კომპიუტერულ პროგრამებსა და ინტერნეტთან მუშაობასთან დაკავშირებით; მოქალაქეთა და ინვესტორთა გამარტივებული საშუალებით სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; არსებული სერვისების მხარდაჭერისა და ახალი ინოვაციური მომსახურების დანერგვის, მონაცემთა უწყვეტობისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სამინისტროში როგორც პროგრამული, ასევე კავშირგაბმულობისა და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა.“.

მუხლი2.დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                  ნ. გილაური