საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის“ შესახებ
მიღების თარიღი 31.07.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-139
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.032.008993
გამოქვეყნების წყარო სსმ, 101, 01/08/2006
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.07.2006 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (5)
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის" შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონი
- საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონი
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საქართველოს კანონი
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის“ შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:Chveul; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;}
@font-face {font-family:"GeoPrime Regular";}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"GeoPrime Regular","sans-serif"; letter-spacing:5.0pt; font-weight:normal;}
h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx;}
h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:normal;}
h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"GeoPrime Regular","sans-serif";}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:56.7pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-14.15pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:Chveul;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt .75in 1.0in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.032.008.993
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №2-139–№911
2006 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის“ შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 23 აპრილის №149 ბრძანებულების განხორციელების მიზნით, ვბრძანებთ:
1 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის“ თანდართული დებულება.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სვიმონიშვილი
ა. ალექსიშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის“ დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. „მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრი“ (შემდგომში – ცენტრი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 23 აპრილის №149 ბრძანებულების საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა სამინისტროების მიერ ერთობლივად დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. ცენტრის შექმნის მიზანია „სოფლის განვითარების პროექტის,“ „საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კვლევის, დანერგვა-კონსულტირებისა და სწავლების პროექტის,“ „ფრინველის გრიპის კონტროლის, პანდემიისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების პროექტის ცხოველთა ჯანმრთელობის კომპონენტის“ და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული, საქართველოსა და სხვა დონორებს შორის შეთანხმებული აგრარულ სექტორში განსახორციელებელი სხვა პროექტების (შემდგომში – პროექტების) გან-ხორციელების უზრუნველყოფა.
3. ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, მსოფლიო ბანკის და სხვა დონორების მიერ დამტკიცებული წესების, „სახელმძღვანელო დებულებების“ და რეკომენდაციების, საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
4. ცენტრის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრი.“
5. ცენტრის საქმიანობა არ არის მიმართული მოგების მისაღებად. მისი შემოსავლები გამოიყენება სამსახურის მიზნებისა და მასზე დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად.
6. ცენტრს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული აქვს ქონება.
7. ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში, აქვს ანგარიშსწორების და სხვა სათანადო ანგარიშები მსოფლიო ბანკისათვის და სხვა დონორებისათვის მისაღებ ფინანსურ დაწესებულებებში, რომლებსაც იგი შეარჩევს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
8. ცენტრს აქვს ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით და ემბლემით და სხვა საჭირო ატრიბუტიკა.
მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები და საქმიანობის საგანი
1. ცენტრის საქმიანობის მიზნებია:
ა) მსოფლიო ბანკის, სხვა დონორებისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით აგრარულ სექტორში განსახორციელებელი პროექტების კოორდინაცია, აგრეთვე პროექტების მომზადებისა და განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სამინისტროების მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად დარგის (სოფლის მეურნეობის) განვითარების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში;
გ) აგრარული სექტორის განვითარების მიზნით შესაბამისი სახსრების მოზიდვა და განხორციელება;
დ) თანხების მობილიზაცია აგრარულ სექტორში ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელების მიზნით, აგრეთვე სხვა ტექნიკური დახმარების პროგრამების განხორციელება აგრარულ სექტორში ინსტიტუციონალურ და ფინანსურ შესაძლებლობათა გაძლიერებისათვის.
2. ცენტრის საქმიანობის საგანია:
ა) დადგენილი გეგმისა და ბიუჯეტის საფუძველზე ცენტრის ყოველწლიური სამუშაო გეგმის შემუშავება და განხორციელება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით;
ბ) ცენტრის საქმიანობისა და პროექტების მიმდინარეობის ანგარიშების დროულად მომზადება და მსოფლიო ბანკში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარდგენა;
გ) პროექტებისათვის გათვალისწინებული სესხის/კრედიტის/გრანტის სახსრების, საქართველოს მიერ გამოყოფილი და ბენეფიციარების თანამონაწილეობის თანხების მიზნობრივი და ეფექტიანი ხარჯვა;
დ) პროექტების განხორციელებისათვის რეგიონალური ოფისების შექმნა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა;
ე) საჭიროების შემთხვევაში, მსოფლიო ბანკთან და სხვა დონორებთან შეთანხმებით მესამე პირებისათვის სარგებლობის/საკუთრების უფლებით საქონლის გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) ბენეფიციარების ხელშეწყობა ტექნიკური დახმარების, ტრეინინგების, სასწავლო ტურების, საჭირო ინვენტარითა და სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვის გზით;
ზ) შემეცნებითი მნიშვნელობის მქონე მასალების მომზადება, მისი ტირაჟირება და გავრცელება;
თ) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოყოფილი თანხების საბუღალტრო და ფინანსური მართვის განხორციელება;
ი) ცენტრის ანგარიშების ყოველწლიური დამოუკიდებელი აუდიტის უზრუნველყოფა;
კ) სხვა საქმიანობა, რაც აუცილებელია ცენტრის განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.
მუხლი 3🔗. ცენტრის მართვა და მისი კომპეტენცია
1. ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
2. დირექტორი ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება ცენტრის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე.
3. დირექტორს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ცენტრის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.
4. დირექტორის კანდიდატურის შერჩევა ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა მინისტრების მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ, მსოფლიო ბანკისათვის და სხვა დონორებისათვის მისაღები პროცედურებით და მათთან შეთანხმებით.
5. ცენტრის დირექტორთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
6. ცენტრის დირექტორი:
ა) ახორციელებს ცენტრის მიმდინარე საქმიანობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების (პროექტების) საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში. ცენტრის სახელით დებს ხელშეკრულებებს;
გ) სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოებთან შეთანხმებით განსაზღვრავს ცენტრის სტრუქტურას, საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს;
დ) დადგენილი წესით ამტკიცებს საშტატო ერთეულების უფლება-მოვალეობებს (ტექნიკური დავალება) და აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს ცენტრის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამშრომლებთან;
ე) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს პროექტების განხორციელებისათვის საჭირო შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირთა დაქირავებას;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ზ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს და ცენტრის მუშაობისათვის საჭირო სხვა დოკუმენტებს;
თ) წყვეტს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა სხვა საკითხს ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
7. დირექტორის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ასრულებს დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.
მუხლი 4🔗. ცენტრის ქონება და ფინანსური საქმიანობა
1. ცენტრის ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფორმირდება პროექტებისათვის გათვალისწინებული სესხის/კრედიტის/გრანტის სახსრებითა და საქართველოს მიერ გამოყოფილი თანხებით. ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა რესურსებით.
2. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე და საქართველოს ბიუჯეტიდან პროექტების განხორციელებისათვის გამოყოფილი მიზნობრივი თანხები;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული შემოწირულობები და გრანტები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სახსრები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
4. ცენტრი, განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს მიერ გამოყოფილ თანხებს იყენებს ისეთი საქმიანობის განსახორციელებლად, რომელსაც არ აფინანსებს დონორი, მაგრამ სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე (სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინებები, გადაწყვეტილებები და სხვა).
მუხლი 5🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა სამინისტროები.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს ცენტრის მიერ პროექტების მიზნობრივ განხორციელებაზე, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – ფინანსურ კონტროლს.
მუხლი 6🔗. მრჩეველთა (საზედამხედველო) საბჭოები
ცენტრის საქმიანობის ეფექტურობის უზრუნველყოფისათვის ფუნქციონირებს მრჩეველთა (საზედამხედველო) საბჭოები, რომლის შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი, საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.
მუხლი 7🔗. ანგარიშგება
ცენტრი პასუხისმგებელია იმისათვის, რომ დროულად მოამზადოს და შესაბამის დონორებსა და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოებს განსახილველად წარუდგინოს შემდეგი ანგარიშები:
ა) კვარტალური ფინანსური ანგარიშები;
ბ) ფინანსური უწყისების წლიური აუდიტის ანგარიშები;
გ) პროექტების შესრულების მიმდინარეობის კვარტალური ანგარიშები;
დ) პროექტების შესრულების მიმდინარეობის დეტალური წლიური ანგარიში;
ე) სხვა ანგარიშები მოთხოვნის შესაბამისად.
მუხლი 8🔗. ცენტრის სიმბოლიკა
1. ცენტრს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელსაც ამტკიცებს ცენტრის დირექტორი.
2. ცენტრის ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამსახურებრივ ბეჭედზე, სავიზიტო ბარათებზე, ბლანკებზე და სხვა ნაბეჭდ გამოცემებზე.
მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
ცენტრის დებულებაში ცვლილებები შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.
მუხლი 10🔗. ცენტრის ლიკვიდაცია
ცენტრის ლიკვიდაცია ხდება პროექტების შეწყვეტის, დასრულების ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.