2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრებით საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ 2002 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურების წესი

მიღების თარიღი 26.02.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 300280000.11.117.005168
გამოქვეყნების წყარო სსმ, 18, 27/02/2002
matsne.gov.ge 533 სიტყვა · ~3 წთ

დოკუმენტის ტექსტი

2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრებით საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ 2002 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურების წესი /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold; font-style:italic;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 66.25pt 1.0in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.11.117.005.168 საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №27/6 2002 წლის 26 თებერვალი ქ. თბილისი 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრებით საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ 2002 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურების წესი ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის, 1-ლი პუნქტის ა) ქვეპუნქტის განხორციელების მიზნით: 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრებიდან სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დავალებების საფუძველზე 2002 წლის განმავლობაში ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაცია-დაწესებულებების მიერ 2002 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურებაში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა განახორციელოს საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზართან (გარდა ეი-ი-ეს თელასისათვის გადასარიცხი თანხებისა). 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრებიდან სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დავალებების საფუძველზე, 2002 წლის განმავლობაში ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაცია-დაწესებულებების მიერ 2002 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურებაში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა განახორციელოს ბუნებრივი აირის გამანაწილებელ კომპანიებთან. 3. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ და საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარმა ამ წესის 1-ლი პუნქტის შესაბამისად გადარიცხული თანხების ასახვა განახორციელოს ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის შესაბამის ენერგოკომპანიებში გახსნილ ბარათებზე, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული თანხით დაიფარება ენერგოკომპანიების დავალიანება საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მიმართ; 4. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ და ბუნებრივი აირის გამანაწილებელმა კომპანიებმა ამ წესის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადარიცხული თანხების ასახვა განახორციელონ ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის შესაბამის გამანაწილებელ კომპანიებში გახსნილ ბარათებზე; 5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაცია-დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი დადასტურებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე პრიორიტეტულობის განსაზღვრის მიზნით წარუდგინოს ორგანიზაციათა ჩამონათვალი დავალიანების შესახებ ,,საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შექმნილ კომისიას. 6. კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაცია-დაწესებულებებს მიაწოდოს წერილობითი ინფორმაცია კომისიის გადაწყვეტილებების შესახებ ბუღალტრულ ანგარიშგებაში კრედიტორული დავალიანების ჩამოწერის თაობაზე. 7. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ნოღაიდელი დ. მირცხულავა