„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №77
2011 წლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებ ებ ის ა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის ა და 24-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ.1467) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვის, მატერიალური უზრუნველყოფისა და შრომის ანაზღაურების პირობების განსაზღვრის მიზნით, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“, ,,სამხედრო პოლიციის შესახებ“და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონების, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სპეციალური წოდების მქონე პირთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 და ,,სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 აგვისტოს №635 ბრძანებულებების საფუძველზე,“.
3. ბრძანებას დაემატოს 27 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,27. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, რომელთა კატეგორიებსა და თანამდებობების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ დანამატი იმავე აქტით განსაზღვრული ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა.“.
4. ბ რ ძანების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, სასურსათო უზრუნველყოფის ნორმის ღირებულება განესაზღვროთ:
ა) საერთო საჯარისო, მეზღვაურთა, სამკურნალო-სასურსათო, იჯრები საყაზარმე კვების პირობებში,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირების სასურსათო იჯრა ყოველდღიურად საორიენტაციოდ 8.50 ლარის ოდენობით;
ბ) მფრინავთა სასურსათო იჯრა საყაზარმე კვების პირობებში ყოველდღიურად საორიენტაციოდ 9.50 ლარის ოდენობით;
გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში ზენორმატიული დატვირთვიდან გამომდინარე, სასურსათო კმაყოფაზე ყოფნისას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო იჯრა საყაზარმე კვების პირობებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირების სასურსათო იჯრა ყოველდღიურად საორიენტაციოდ 10.50 ლარის ოდენობით.
დ) სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა განისაზღვროს თვეში:
დ.ა) საერთო საჯარისო შემადგენლობისთვის – 75 ლარის ოდენობით;
დ.ბ) მფრინავთა შემადგენლობისთვის – 145 ლარის ოდენობით;
დ.გ) მეზღვაურთა შემადგენლობისთვის – 85 ლარის ოდენობით.“.
5 . ბრძანებას დაემატოს 62 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,62. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში მიეცემათ სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა თვეში 75 ლარის ოდენობით.“.
6. ბრძანების მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. კონტრაქტორების მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა სასურსათო უზრუნველყოფის ორგანიზების განხორციელების შემთხვევაში კვების ყოველდღიური ნორმის ღირებულებას ემატება შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურებისა და სხვა ხარჯები.
8. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა ფულადი სარგო შედგება თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოებისაგან.“.
7. ბრძანების 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,91. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებიც გადიან საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრული სპეციალური კურსს/კურსებს სპეციალური კურსის გავლის პერიოდში უზრუნველყოფილები არიან მხოლოდ კვებით, სამედიცინო/საყოფაცხოვრებო მომსახურებითა და განთავსდებიან ყაზარმაში. ამ პირებს ხელფასი ენიშნებათ კურსის/კურსების წარმატებით გავლის შემდეგ მუდმივ შტატზე დანიშვნის შემთხვევაში.“.
8. ბრძანების 92 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
9. ბრძანებას დაემატოს 101 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,101. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები საერთო ოდენობის კალენდარული წლების მიხედვით ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით:
ა) 1-დან 2 წლამდე – 5 %;
ბ) 2-დან 5 წლამდე – 10 %;
გ) 5-დან 10 წლამდე – 20 %;
დ)10-დან 15 წლამდე – 25 %;
ე) 15-დან 20 წლამდე – 30 %;
ვ) 20-დან 25 წლამდე – 35 %;
ზ) 25-დან 30 წლამდე – 40 %;
თ) 30 წელი და მეტი – 45 %.“.
10. ბრძანების მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,14. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, რომლებიც გასულები არიან მუდმივი დისლოკაციის (დაბანაკების) პუნქტის გარეთ სასწავლო-საწვრთნელ ცენტრებში, ბანაკებში, პოლიგონებზე, სათადარიგო აეროდრომებზე, მანევრებსა და წვრთნებზე, სამხედრო ამოცანათა დამუშავებისათვის, ახალი სამხედრო ტექნიკის შესწავლისა და ათვისებისათვის (მეცადინეობაზე გასვლის დღიდან მეცადინეობის დამთავრების დღის ჩათვლით, რომელიც დამტკიცებულია ზემდგომი შტაბის სასწავლო გეგმით), საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეიძლება მიეცეს საველე ფული ყოველდღიური ანაზღაურების სახით თანამდებობრივი სარგოს 3%-მდე ოდენობით.
15. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს საბრძოლო დავალების, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სამაგალითო დისციპლინისათვის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს საბრძოლო დავალების სანიმუშოდ შესრულებისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ,,მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების“მუხლით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო და/ან პრემია, აგრეთვე ერთჯერადი დახმარება. ფულადი ჯილდო გაიცემა ,,საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებით დამტკიცებული წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში და გათვალისწინებული ოდენობით, ხოლო პრემია ან ერთჯერადი დახმარება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით.“.
11. ბრძანების მე-20_23-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,20. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იმ სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მუშაობენ საიდუმლო დოკუმენტებთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან დაშვებისა და მუშაობისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს 15%-ის ოდენობით. აღნიშნული კატეგორიის საქართველოს თ ა ვდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა თანამდებობების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
21. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, რომელთა თანამდებობების ნუსხას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, დაშიფრვაზე უწყვეტი მუშაობისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით:
ა) 1-დან 3 წლამდე – 10%;
ბ) 3-დან 6 წლამდე – 15%;
გ) 6 წელი და მეტი – 20%.
22. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს (გარდა უცხო ენის სპეციალისტებისა) უცხო ენების ცოდნისა და სამსახურში პრაქტიკული გამოყენებისათვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შეიძლება მიეცეთ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით:
ა) დასავლეთ ევროპული ერთი ენის ცოდნისათვის – 10%;
ბ) აღმოსავლეთ ქვეყნების ერთი ან დასავლეთ ევროპული ორი ენის ცოდნისათვის – 20%;
გ) აღმოსავლეთ ქვეყნების ორი ან დასავლეთ ევროპული სამი ენის ცოდნისათვის – 30%.
23. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს სამეცნიერო ხარისხისათვის/დოქტორის აკადემიური ხარისხისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი თანამდებობრივი სარგოს 25%-ის ოდენობით.“.
12. ბრძანების 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,25. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს ა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბისა და სახმელეთო ჯარების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს უნარჩუნდებათ ფულადი სარგოები ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი და სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაცია არა უმეტეს ორი თვისა.“.
13. ბრძანებას დაემატოს 281 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,281. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბისა და სახმელეთო ჯარების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, რომლებიც დათხოვნილი არიან სამსახურიდან ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები საერთო ოდენობის კალენდარული წლების მიხედვით ეძლევათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით:
ა) 2 წლამდე (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა) სამმაგი;
ბ) 2-დან 10 წლამდე _ ხუთმაგი, ხოლო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს 10 წლამდე -ექვსმაგი;
გ) 10-დან 15 წლამდე _ რვამაგი;
დ) 15-დან 20 წლამდე _ ათმაგი;
ე) 20 წელი და მეტი _ თორმეტმაგი.“.
14. ბრძანების 30-ე-32-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,30. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იმ სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, რომელთა თანამდებობების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და რომელთაც უშუალო კონტაქტი აქვთ ჯანმრთელობისათვის მავნე სითხეებთან, ქიმიურ, მომწამლავ, რადიაქტიულ და სხვა ნივთიერებებთან, ნამსახურობის ერთი დღე ეთვლებათ დღენახევრად და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს ფულადი სარგოები, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პირებს თანამდებობრივი სარგო უნაზღაურდებათ ერთნახევარი ოდენობით.
31. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებ ს, სახელმწიფო სპეციალური წოდები ს მქონე და სამოქალაქო პირებს უფლება აქვთ ისარგებლონ უფასო სამედიცინო მომსახურებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამხედრო-სამედიცინო ქვედანაყოფებში.
32. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან თადარიგში დათხოვნილ პენსიონერებს, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებს უფლება აქვთ ისარგებლონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში ამ ჰოსპიტალში არსებული სამედიცინო მომსახურებით, მისი დებულების შესაბამისად. როდესაც ჰოსპიტალში ვერ ხორციელდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება იმ მიზეზით, რომ ჰოსპიტალს არ გააჩნია შესაძლებლობა ჰოსპიტალის ტერიტორიაზე შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გასაწევად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარჯზე ამ პუნქტში მითითებული პირების მიერ სამედიცინო მომსახურებით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში სარგებლობის შემთხვევები და წინაპირობები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
15. ბრძანების 36-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,36. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, რომლებსაც ეძლევათ შესაბამისად ფულადი სარგოები ან თანამდებობრივი სარგო ერთნახევარი, ორმაგი ან სამმაგი ოდენობით – წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი, ყველა სახის დახმარება, დანამატი, ჯილდო (პრემია) და პენსიის/კომპენსაციის დასანიშნად ფულადი სარგოები უანგარიშდებათ ფულადი სარგოებისა და თანამდებობრივი სარგოების ერთმაგი ოდენობიდან.“.
16. ბრძანების 371 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,371. უფროსი ან უმაღლესი სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების თანამდებობაზე მყოფ ი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურისათვის ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისთვის ბინის ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება შესაძლებელია შესყიდულ იქნეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ღირებულებისა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, თუ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ადგილას არ გააჩნია საცხოვრებელი ფართი.“.
17. ბრძანებას დაემატოს 381 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,381. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის დაჭრის/დასახიჩრების ან მისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში თანამშრომელს სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად მიეცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) მძიმე დაზიანება_ 7000 ლარი;
ბ) ნაკლებად მძიმე დაზიანება _ 3000 ლარი.
დაზიანების სიმძიმის ხარისხს განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი.“.
18. ბრძანების მე-40 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,40. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის დაღუპვის, ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით, ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, მითითებულ ოჯახს დამატებით შეიძლებამიეცეს ერთჯერადი დახმარება შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში მყოფი პირის ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის დაღუპვის სხვა შემთხვევაში მის ოჯახს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, შეიძლება მიეცეს ერთჯერადი დახმარება შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით. ნეშტის გადასვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.“.
19. ბრძანების 401 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილ ან დასახიჩრებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს (მათ შორის, დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს) ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს (მათ შორის, დათხოვნილ მოსამსახურეს);“.
20. ბრძანების 45-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,45. თუ ამ ბრძანების მე-2, 21, 22, 23, 25, 26, 27, 3, 31, მე-16, მე-20, 21-ე, 30-ე და 44-ე პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი კატეგორია ან თანამდებობათა ნუსხა არ დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, იგულისხმება, რომ დანამატი ან სხვა გასაცემი შეიძლება გაიცეს მხოლოდ კატეგორიის ან ნუსხის დამტკიცების აქტით განსაზღვრული თარიღიდან და შესაბამისად, ამ კატეგორიის ან ნუსხის დამტკიცებამდე (თარიღამდე), შესაბამის გასაცემლებზე ვალდებულებები არ წარმოიქმნება. მითითებული აქტის გამოცემის უფლება, შეიძლება დელეგირებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეზე.“.
21. ბრძანებას დაემატოს №19 დანართი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ბ. ახალაია
,,დანართი №19
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების, დანამატებისა და წოდებრივი სარგოების ნუსხა
(ლარებში)
| № | შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი | თანამდებობრივი სარგო | წოდებრივი სარგო |
დანამატების ოდენობა |
| 1 | თავდაცვის გენერალ-ლეიტენანტი | 470 | 110 | 1425 |
| 2 | თავდაცვის გენერალ-მაიორი | 460 | 100 | 1365 |
| 3 | თავდაცვის პოლკოვნიკი | 360 | 75 | 1100 |
| 4 | თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკი | 300 | 60 | 970 |
| 5 | თავდაცვის მაიორი | 255 | 50 | 760 |
| 6 | თავდაცვის კაპიტანი | 220 | 40 | 750 |
| 7 | თავდაცვის უფროსი ლეიტენანტი | 205 | 30 | 745 |
| 8 | თავდაცვის ლეიტენანტი | 195 | 25 | 740 |
| 9 | თავდაცვის უმცროსი ლეიტენანტი | 180 | 20 | 735 |
| 10 | თავდაცვის ზემდეგი | 150 | 11 | 705 |
| 11 | თავდაცვის უფროსი სერჟანტი | 146 | 6 | 680 |
| 12 | თავდაცვის სერჟანტი | 144 | 5 | 670 |
| 13 | თავდაცვის უმცროსი სერჟანტი | 142 | 4 | 660 |
| 14 | თავდაცვის რიგითი | 140 | 3 | 657 |
შენიშვნა:
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამდებობა არ არის გათვალისწინებული აღნიშნული დანართის ჩამონათვალში, მისი გათანაბრება შესაბამის თანამდებობასთან ხდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.