საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ
მიღების თარიღი 22.07.1999
ძალის დაკარგვა 12.10.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №2292
სარეგისტრაციო კოდი 120.330.000.05.001.000.649
გამოქვეყნების წყარო სსმ, 39(46), 06/08/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- თავდაცვის კოდექსი საქართველოს კანონი 21.09.2023
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ
(ძალადაკარგულია - 21.09.2023, №3500)
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
h1 {margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; layout-grid-mode:line;}
h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; letter-spacing:2.75pt; font-weight:normal;}
h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; letter-spacing:2.5pt;}
h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.MsoToc1, li.MsoToc1, div.MsoToc1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; }
p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:12.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; }
p.MsoToc3, li.MsoToc3, div.MsoToc3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:24.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; }
p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:.5in; text-align:center; font-size:12.0pt; letter-spacing:5.0pt; font-weight:bold;}
p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;}
p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:300.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:12.0pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-style:italic;}
p.MsoAutoSig, li.MsoAutoSig, div.MsoAutoSig {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; }
p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line;}
p.data, li.data, div.data { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line; font-style:italic;}
p.petiti, li.petiti, div.petiti { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.5pt; layout-grid-mode:line; font-style:italic;}
p.prezident, li.prezident, div.prezident { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line;}
p.kanoni, li.kanoni, div.kanoni { margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;}
p.kitxva, li.kitxva, div.kitxva { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:5.65pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.pasuxi, li.pasuxi, div.pasuxi { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:56.7pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-28.35pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.Style1, li.Style1, div.Style1 { margin-top:26.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; }
p.satauri, li.satauri, div.satauri { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.tarigi, li.tarigi, div.tarigi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.15pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.karixml, li.karixml, div.karixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; }
p.karisataurixml, li.karisataurixml, div.karisataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.petitixml, li.petitixml, div.petitixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.cignixml, li.cignixml, div.cignixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:13.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს კანონი
საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ
საქართველოს 2018 წლის 31
ოქტომბრის
კანონი №3596
– ვებგვერდი, 21.11.2018წ.
ეს კანონი აწესრიგებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებსა და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამოქალაქო პერსონალის მონაწილეობასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს 2018 წლის 31
ოქტომბრის
კანონი №3596
– ვებგვერდი, 21.11.2018წ.
მუხლი 1🔗
1. საქართველო მონაწილეობს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებსა და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში საქართველო დამოუკიდებლად განსაზღვრავს ოპერაციებში მონაწილეობის მიზანშეწონილობას.
3. ამ კანონის მიზნების განსახორციელებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის ფარგლებში იქმნება სამშვიდობო ძალები (ქვედანაყოფები და შენაერთები), რომლებიც გადიან სპეციალურ მომზადებასა და სწავლებას (ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების კონტროლი, დაპირისპირებული მხარეების დაშორიშორება, განიარაღება და დაშლა, საინჟინრო სამუშაოების წარმოება).
4. სამშვიდობო ძალების სტრუქტურა განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2018 წლის 31
ოქტომბრის
კანონი №3596
– ვებგვერდი, 21.11.2018წ.
მუხლი 2🔗
საქართველოს სამშვიდობო ძალების წარდგენა და გამოყენება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებისა და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განსახორციელებლად, რომელიც აგრეთვე შეიძლება ითვალისწინებდეს იძულებითი ზომების გატარებას, დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე.
მუხლი 3🔗
საქართველოს მთავრობა საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას ცალკეული სამხედრო მოსამსახურეების ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, დაპირისპირებულ მხარეთა დაშორიშორებისა და სხვა ფუნქციების შესასრულებლად საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენისათვის და სხვა ისეთი სახის სამშვიდობო საქმიანობის განსახორციელებლად, რომელიც არ არის დაკავშირებული იძულებითი ზომებისა და სამშვიდობო ძალის გამოყენებასთან, ნებაყოფლობითი გაგზავნის შესახებ.
საქართველოს 2013 წლის 2
7
სექტემბრის
კანონი №1388
– ვებგვერდი, 09.10.2013წ.
მუხლი 4🔗
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამის დაწესებულებასთან შეთანხმების შემდეგ საქართველოს მთავრობას წარუდგენს იმ საჯარო მოსამსახურის კანდიდატურას, რომელიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე დამხმარე სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილი უნდა იქნეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებსა და სხვა ისეთი სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც არ არის დაკავშირებული იძულებითი ზომებისა და სამშვიდობო ძალის გამოყენებასთან.
საქართველოს 2013 წლის 2
7
სექტემბრის
კანონი №1388
– ვებგვერდი, 09.10.2013წ.
მუხლი 5🔗
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციების უზრუნველსაყოფად და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად სახელმწიფო მატერიალური რეზერვებიდან მატერიალურ-ტექნიკური, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებების გამოყოფის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების სახელმწიფო რეზერვებიდან გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2005 წლის 10 ივნისის კანონი №1610 - სსმ I, №33, 01.07.2005 წ., მუხ.204
საქართველოს 2013 წლის 2
7
სექტემბრის
კანონი №1388
– ვებგვერდი, 09.10.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 7
დეკემბრის
კანონი №1680
–
ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 27
ივნისის
კანონი №2616
–
ვებგვერდი, 06.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4074 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
მუხლი 6🔗
1. თუ საქართველომ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად დაიწყო სამშვიდობო ძალების ფორმირება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებსა და სხვა ისეთი სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც დაკავშირებულია იძულებითი ზომებისა და სამშვიდობო ძალების გამოყენებასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით აწარმოებს მოლაპარაკებებს შესაბამისი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ხელმოწერის მიზნით, რომლებიც განსაზღვრავს ჯარების რაოდენობას, სახეობას, საერთო განლაგებას, მზადყოფნის ხარისხს, მომსახურებისა და დახმარების საშუალებების ხასიათს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება რატიფიცირებას.
საქართველოს 2013 წლის 2
7
სექტემბრის
კანონი №1388
– ვებგვერდი, 09.10.2013წ.
მუხლი 7🔗
საქართველოს ყველა საერთაშორისო შეთანხმება და ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებსა და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში სამშვიდობო ძალებისა და სამოქალაქო პერსონალის მონაწილეობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება რატიფიცირებას.
მუხლი 8🔗
1. საქართველოს მთავრობა სამშვიდობო ძალების ან/და სამოქალაქო პერსონალის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების ოპერაციებში ან/და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად წარგზავნისათვის ამტკიცებს ორგანიზაციულ ღონისძიებათა გეგმას.
2. საქართველოს სამშვიდობო ძალების ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ფარგლებში, აგრეთვე სხვა წყაროებიდან.
საქართველოს 2013 წლის 2
7
სექტემბრის
კანონი №1388
– ვებგვერდი, 09.10.2013წ.
მუხლი 9🔗
1. სამშვიდობო ძალების მოსამზადებლად საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ამოცანების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო:
ა) საქართველოს პრეზიდენტს – საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს წარუდგენს წინადადებებს სამშვიდობო ძალების სტრუქტურისა და რაოდენობის შესახებ;
ბ) შეიმუშავებს საქართველოს სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში შემავალი იმ ქვედანაყოფებისა და შენაერთების ნუსხას, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებსა და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში;
გ) ახორციელებს სამშვიდობო ძალების მომზადებასა და შეიარაღებას, აგრეთვე უზრუნველყოფს მათ ტექნიკითა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;
დ) საერთაშორისო ნორმების შესაბამისად შეიმუშავებს სამშვიდობო ძალების სამხედრო მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის ნიმუშს, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
ე) შეიმუშავებს სამშვიდობო ძალების სამხედრო მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის განმასხვავებელ ნიშნებს, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. სამშვიდობო ძალების მომზადება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.
საქართველოს 2013 წლის 2
7
სექტემბრის
კანონი №1388
– ვებგვერდი, 09.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 31
ოქტომბრის
კანონი №3596
– ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის კანონი №4326 – ვებგვერდი, 07.03.2019წ.
მუხლი 10🔗
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წელიწადში არანაკლებ ერთხელ საქართველოს პარლამენტს წარუდგენენ მოხსენებას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებსა და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის შესახებ.
საქართველოს 2018 წლის 31
ოქტომბრის
კანონი №3596
– ვებგვერდი, 21.11.2018წ.
მუხლი 11🔗
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 22 ივლისი
№2292-რს