საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
საქართველოს კანონი ძალადაკარგული
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№544
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 37, 24/10/2000

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. 43-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ. ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებისა და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენების და მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ.“.

2. 273-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბოლო წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1999 წლის 22 ივლისიდან ელექტროენერგიის გადაცემა და დისპეტჩერიზაცია დღგ-ით დაიბეგროს ამ მუხლით ელექტროენერგიის გამანაწილებელი საწარმოებისათვის დადგენილი წესით, ხოლო 2000 წლის 1 ოქტომბრიდან 2002 წლის 1 ივლისამდე – დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით, გარდა ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის (მათ შორის მომხმარებლისათვის, რომელიც ახდენს ელექტროენერგიის შემდგომ მიწოდებას) გაწეული მომსახურებისა“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                              ე. შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 11 ოქტომბერი.

№544–Iს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.10.2000.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 11.10.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №544. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.000.000000.
სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.10.2000 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“, №544, 11.10.2000, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.10.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1197759/