არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.02.2011
ძალის დაკარგვა 09.09.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №8/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016050
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 070211, 07/02/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 953 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.02.2011 მიღება
09.09.2019 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } span.BalloonTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.75in 46.35pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №8/ნ 201 1 წლის 3 თებერვალი ქ. თბილისი არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ „პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ზ” ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობები და წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დ . შაშკინი დანართი არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობები და წესი     მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო წინამდებარე წესი ადგენს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებსა და პროცედურას.     მუხლი 2🔗. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების უფლება 1. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარება დასაშვებია I-III საფეხურების ფარგლებში ყველა პროფესიისათვის, გარდა რეგულირებადი პროფესიებისა. 2. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების დროს ხდება პროფესიული განათლების შესაბამისი საფეხურისათვის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შემოწმება.     მუხლი 3🔗. უფლებამოსილი ორგანო 1. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარებას ახდენს შესაბამისი საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება), გარდა ამ წესის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევისა.      2. დაწესებულება, ამ წესის მოთხოვნების გათვალისწინებით, ამტკიცებს განცხადების განხილვის პროცედურას, რომელიც ადგენს განცხადების წარდგენის ვადას; სათანადო დოკუმენტით დადასტურებული, პრაქტიკის შედეგად მიღებული ან სხვა კომპეტენციების შესაბამისი პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ კომპეტენციებად ჩათვლის წესს; გამოცდის ჩატარების თავისებურებებსა და პროცედურის განმახორციელებელ სუბიექტს.     მუხლი 4🔗. წარსადგენი დოკუმენტები 1. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების მსურველმა დაწესებულებას უნდა წარუდგინოს: ა) პირადი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – წარმომადგენლის) განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და უნდა შეიცავდეს ინფორმაციას არაფორმალური გზით მიღებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შესახებ; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) არსებობის შემთხვევაში, პრაქტიკის შედეგად მიღებული ან სხვა კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას პროფესიით პრაქტიკული მუშაობის ვადის, განხორციელებული საქმიანობის ან/და არსებული კომპეტენციების შესახებ (ცნობა, სერტიფიკატი და ა.შ.). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, დაწესებულებას უფლება აქვს, არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების მსურველს მოსთხოვოს სხვა დოკუმენტები, რომლებიც აუცილებელია შესაბამისი პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შესამოწმებლად.     მუხლი 5🔗. გადაწყვეტილების მიღება 1. განცხადების განხილვის პროცედურის ეტაპებია: ამ წესის მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმება; არსებობის შემთხვევაში, პრაქტიკის შედეგად მიღებული ან სხვა კომპეტენციების ჩათვლა; გამოცდის ორგანიზება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. 2. დაწესებულება ამოწმებს განცხადებას, თანდართულ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას გამოცდის ჩატარების შესახებ, რომელშიც აღინიშნება ის ცოდნა, უნარები და ღირებულებები, რომელთა ფლობაც დადასტურდა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, და კომპეტენციები, რომლებიც უნდა შემოწმდეს გამოცდით. 3. წარდგენილი დოკუმენტაციისა და გამოცდის შედეგების გათვალისწინებით, დაწესებულება იღებს გადაწყვეტილებას არაფორმალური განათლების აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. 4. არაფორმალური განათლების აღიარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მოიცავს: ა) დაწესებულების დასახელებას; ბ) განმცხადებლის ვინაობას; გ) გადაწყვეტილების მიღების თარიღსა და ადგილს; დ) არაფორმალური განათლების აღიარების შემთხვევაში – მითითებას იმის თაობაზე, პროფესიული განათლების რომელ საფეხურს ან მის ნაწილს შეესაბამება განმცხადებლის კომპეტენციები, ხოლო არაფორმალური განათლების აღიარებაზე უარის თქმის შემთხვევაში – მითითებას შესაბამისი კომპეტენციების არარსებობის შესახებ, და შესაბამის დასაბუთებას; ე) ცალკეული კომპონენტების შეფასებებს; ვ) გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და ვადას. 5. ცალკეული კომპონენტები უნდა შეფასდეს პროფესიული განათლების კრედიტებით გაანგარიშების წესით გათვალისწინებული შეფასების სისტემით. 6. განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. 7. გადაწყვეტილებას ხელს აწერს დაწესებულების ხელმძღვანელი და წარუდგენს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში შესაბამისი ინფორმაციის ასახვის მიზნით.     მუხლი 6🔗. პროფესიული განათლების III საფეხურის შესაბამისი არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების თავისებურებები 1. პროფესიული განათლების III საფეხურის შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების ფლობას არაფორმალური განათლების აღიარების მსურველი ადასტურებს ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტისათვის გათვალისწინებული მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით პროფესიული განათლების III საფეხურის შესაბამისი არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარება დასაშვებია მხოლოდ იმ პროფესიების ფარგლებში, რომელთა ათვისება შესაძლებელია ზოგადი უნარების ტესტით დასადგენი ზოგადი კომპეტენციების საფუძველზე და რომლის ათვისებისათვის პროფესიული სტანდარტი არ ითვალისწინებს სპეციალური კომპეტენციების ფლობას. 3. პროფესიული განათლების III საფეხურის შესაბამისი არაფორმალური განათლების აღიარება იმ პროფესიის ფარგლებში, რომლის ათვისება არ არის შესაძლებელი მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტით დასადგენი ზოგადი კომპეტენციების საფუძველზე და რომლის ათვისებისათვის პროფესიული სტანდარტი ითვალისწინებს დამატებით სპეციალური კომპეტენციების ფლობას, შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების ტესტისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვისა და დაწესებულების მიერ სპეციალური კომპეტენციების შემოწმების შედეგად, მე-4-მე-5 მუხლებით დადგენილი წესით. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში პირის მიერ პროფესიული განათლების III საფეხურის შესაბამისი კომპეტენციების ფლობა ცალკეულ პროფესიაში დასტურდება ერთიანი ეროვნული გამოცდების სერტიფიკატით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას პირის მიერ ზოგად უნარებში დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შესახებ. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებაში დამატებით მიეთითება ინფორმაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შესახებ.