პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესისა და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.02.2011
ძალის დაკარგვა 30.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №9/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016051
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 070211, 07/02/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესისა და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
span.BalloonTextChar { }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 55.35pt 53.85pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №
9/ნ
201
1 წლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესისა და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ
„პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ტ” ქვეპუნქტისა და „
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესი და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ
. შაშკინი
დანართი
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესი და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
წინამდებარე წესი ადგენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის პირობებს, აგრეთვე პროფესიული სტუდენტის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას.
მუხლი 2🔗. დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება
1. დაწესებულებაში
შეიძლება ჩაირიცხოს
პირი, რომელსაც დაძლეული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური.
2.
პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის გავლის საფუძველია წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ათვისება ან წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით
აღიარება.
3. წინა საფეხურის არარსებობისას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას პირი მოიპოვებს პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში; ხოლო
III საფეხურის არარსებობისას – ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტის შედეგებისა და პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული წინაპირობების დაკმაყოფილების საფუძველზე.
მუხლი 3🔗. დაწესებულებაში ჩარიცხვის პირობები
1. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება ცხადდება დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ადგენს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების მიღების ვადას და ქვეყნდება საჯაროდ დაწესებულების ვებგვერდისა და საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით.
2. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება დოკუმენტების განხილვისა და მასზე დაშვების წინაპირობებთან პირის შესაბამისობის განსაზღვრის საფუძველზე.
3. პროფესიული განათლების პირველ საფეხურზე პირის ჩარიცხვისას დაწესებულება უფლებამოსილია, განსაზღვროს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ფარგლებში ცალკეულ საგანში ან საგნებში მიღებული შეფასების უპირატესობა, ხოლო შემდგომ საფეხურებზე ჩარიცხვისას – გაითვალისწინოს წინა საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ცალკეულ კომპონენტებში მიღებული შეფასებები. პროგრამაზე დაშვებისას შესაძლებელია, კონკურსანტის უპირატესობა განისაზღვროს პრაქტიკულ კომპონენტში მიღებული შეფასების ან გამოცდილების შესაბამისად.
4. დაწესებულება უფლებამოსილია, ცალკეულ პროგრამაზე დაშვებისას წინაპირობებთან პირის შესაბამისობა განსაზღვროს ტესტირების საშუალებით.
5. დაწესებულება ამ წესის შესაბამისად შეიმუშავებს და ამტკიცებს
პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის პროცედურას, რომელიც
უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს.
6. სსიპ – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინასწარი თანხმობა აუცილებელია ასევე ტესტირების ჩატარებაზე.
7.
პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის პროცედურა უნდა ითვალისწინებდეს აგრეთვე მოსამზადებელ ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის პირობებს, იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ახორციელებს ზემოაღნიშნულ პროგრამებს.
მუხლი 4🔗. დაწესებულებაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტები
1. პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამა
ზე ჩარიცხვის მსურველმა დაწესებულებას
უნდა წარუ
დგინოს:
ა) პირადი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – წარმომადგენლის) განცხადება
, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-
ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის
ასლი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე;
დ) მომდევნო საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში – წინა საფეხურის პროფესიული დიპლომი ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი, არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდის სერტიფიკატი;
ე) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდის სერტიფიკატი.
2
. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, დაწესებულებას
უფლება აქვს, პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამა
ზე ჩარიცხვის მსურველს,
კონკრეტული პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის მიხედვით, მოსთხოვოს სხვა დოკუმენტები.
3. დაწესებულების ხელმძღვანელი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს პირის დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ.
4. ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების შესახებ მონაცემები დაწესებულებას ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აქტის გამოცემიდან 7 დღის ვადაში შეაქვს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.
5. სსიპ – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება 3 დღის ვადაში აცნობებს საინფორმაციო ცენტრს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის ან ჩარიცხვაზე უარის თქმის შესახებ.
მუხლი 5🔗. დაწესებულებაში ჩარიცხვა საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით
1. სსიპ – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება ცხადდება საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით.
2. სსიპ – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება ვალდებულია სისტემატურად უზრუნველყოს საინფორმაციო ცენტრის ინფორმირება დაწესებულებაში არსებული ვაკანტური ადგილების შესახებ.
3. საინფორმაციო ცენტრი უზრუნველყოფს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, ჩარიცხვების ორგანიზებასა და პირის კარიერის შემდგომი დაგეგმვის ხელშეწყობას.
4. საინფორმაციო ცენტრი:
ა) უზრუნველყოფს პირის ინფორმირებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, ჩარიცხვის პირობებისა და ვადების შესახებ;
ბ) უზრუნველყოფს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების პირობებისა და არსებული ვაკანტური ადგილების შესახებ ინფორმაციის საჯაროობას;
გ) უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა შესაბამის ბაზაში რეგისტრაციას;
დ) ვალდებულია კვარტალში ერთხელ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს მიაწოდოს სრული ინფორმაცია საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის შესახებ.
მუხლი 6🔗. პროფესიული გადამზადება
1. პროფესიული გადამზადება გულისხმობს პროფესიული სტუდენტისათვის, ერთი მხრივ, იმ ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების ჩათვლას, რომლებიც მან შეიძინა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შედეგად, ან აღიარებულ იქნა კანონმდებლობით დადგენილი წესით და, მეორე მხრივ, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში განსხვავებული კომპეტენციების ათვისებას, რასაც შედეგად მოჰყვება პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება.
2. პროფესიული გადამზადება ხორციელდება იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, რომელთა სწავლის შედეგების მინიმუმ 50 პროცენტი ერთგვაროვანია, რაც დგინდება შესაბამისი პროფესიული სტანდარტებით.
3. პროფესიული გადამზადების მიზნით პირის ჩარიცხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ხორციელდება ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილი პროცედურის დაცვით.
4. პროფესიული გადამზადების მსურველმა, ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის
„ა
“ და
„ბ
“ ქვეპუნქტებით დადგენილი დოკუმენტების გარდა, დაწესებულებას უნდა წარუდგინოს პროფესიული დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი, ხოლო არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების შემთხვევაში – არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. დაწესებულებას შემუშავებული უნდა ჰქონდეს პროფესიული გადამზადების დროს საერთო კომპეტენციების ჩათვლისა და პროფესიული სტუდენტის მიერ სწავლის გაგრძელების წესი.