საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი გარემო
გამოქვეყნების წყარო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

 

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

 

  საქართველოს პარლამენტი ადგენს :

I. “საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ ” საქართველოს კანონში ( საქართველოს პარლამენტის უწყებანი , № 29-30/5, 11 დეკემბერი , 1996 წელი ) შეტანილ იქნეს შემდეგი   ცვლილება და დამატებები :

1. მე -9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “თ ”  ქვეპუნქტი :

“თ ) ტყვიაშემცველი (0,013 გრამზე მეტი ერთ ლიტრზე ) მოტორული ბენზინის , ტეტრაეთილტყვიის , აგრეთვე ფალსიფიცირებული ( არასტანდარტული ) საყოფა ცხოვ რებო - კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტში ან რეალიზა ციაში ( იმპორტში ტეტრაეთილტყვიის ინვესტირება დაიშვება მხოლოდ წარმოების ტექნოლოგიით ნებადართულ აუცილებელ შემთხვევებში )”.

2. მე -17 მუხლის პირველი აბზაცი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -2 _ 4 პუნქტები :

“2. ამ კანონის მე -9 მუხლის პირველი პუნქტის “თ ” ქვეპუნქტის ამოქმედებამდე საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების , დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებმა უზრუნველყონ მოსამზადებელი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კონტროლი და კოორდინაცია .

3. მოსამზადებელი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება დაევალოს საქართველოს სათბობ - ენერგეტიკის , გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის , შინაგან საქმეთა , ეკონომიკის სამინისტროებს , საქართველოს სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტსა და “საქსტანდარტს ”. “საქსტანდარტმა ” 1999 წლის 1 სექტემბრამდე შეიმუშაოს საყოფა ცხოვ რებო - კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის სათანადო სტანდარტები .

4. ამ კანონის მე -9 მუხლის პირველი პუნქტის “თ ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა განხორციელებას უზრუნველყოფენ “საქსტანდარტი ” და სახელმწიფო მმართველობის სხვა უფლებამოსილი ორგანოები კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში .”.

II. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ( საქ . სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები , 1984 წ ., № 12, მუხ . 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები :

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 912 მუხლი :

  ` მუხლი 912. საქართველოს ტერიტორიაზე ტყვიაშემცველი (0,013 გრამზე მეტი ერთ ლიტრზე ) მოტორული ბენზინის , ტეტრაეთილტყვიის , აგრეთვე ფალსიფიცირებული საყოფა ცხოვ რებო - კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტი ან რეალიზა ცია

საქართველოს ტერიტორიაზე ტყვიაშემცველი (0,013 გრამზე მეტი ერთ ლიტრზე ) მოტორული ბენზინის , ტეტრაეთილტყვიის , აგრეთვე ფალსიფიცირებული საყოფა ცხოვ რებო - კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტი ან რეალიზა ცია , _

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ათიდან ასმაგ ოდენობამდე , პროდუქციის კონფისკაციით . ~

2.  239- ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 29- ე ნაწილი :

“912 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამარ თალდარ ღვევათა ოქმს ადგენს   “საქსტანდარტი ”, აგრეთვე შინაგან საქმეთა ( ეკოპოლიცია ), გარემოს დაცვის , საბაჟო ორგანოები კანონით უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის საფუძველზე ”.

III. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ( საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები , 1961 წ .,   № 1, მუხ . 10) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1721 მუხლი :

  “მუხლი 1721. საქართველოს ტერიტორიაზე ტყვიაშემცველი (0,013 გრამზე მეტი ერთ ლიტრზე ) მოტორული ბენზინის , ტეტრაეთილტყვიის , აგრეთვე ფალსიფიცირებული   საყოფა ცხოვ რებო - კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტი ან რეალიზა ცია

საქართველოს ტერიტორიაზე ტყვიაშემცველი (0,013 გრამზე მეტი ერთ ლიტრზე ) მოტორული ბენზინის , ტეტრაეთილტყვიის , აგრეთვე ფალსიფიცირებული საყოფა ცხოვ რებო - კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტი ან რეალიზა ცია , ჩადენილი ადმი ნის ტრა ციული ზემოქმედების ღონის ძიების გამოყენების შემდეგ , _

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ   წლამდე .

საქართველოს ტერიტორიაზე ტყვიაშემცველი (0,013 გრამზე მეტი ერთ ლიტრზე ) მოტორული ბენზინის , ტეტრაეთილტყვიის , აგრეთვე ფალსიფიცირებული საყოფა ცხოვ რებო - კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტი ან რეალიზა ცია დიდი ოდენობით , _

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით   ერთიდან ორ წლამდე .

ამ მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება , ჩადენილი განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ ან სხვა დამამძიმებელ გარემოებებში , _

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე .

შენიშვნა : ამ მუხლით გათვალისწინებულ დიდ ოდენობად ჩაითვლე ბა 30 ტონაზე მეტი მოტორული ბენზინი და თხევადი გაზი და 10 ლიტრზე მეტი ტეტრაეთილტყვია .”

IV. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან , ხოლო პირველი მუხლის მე -2 პუნქტის პირველი და მე -2 აბზაცები _ გამოქვეყნებისთანავე .

 

საქართველოს პრეზიდენტი    ედუარდ შევარდნაძე .

თბილისი ,

1999 წლის 22 ივლისი .

#2299- რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/11980/