⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.04.2011)
გაუქმებულია:

"ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ"

მიღების თარიღი 28.01.2011
ძალის დაკარგვა 29.04.2011
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.136.016050
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 160211, 16/02/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,017 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.01.2011 მიღება
29.04.2011 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
16 10
60 52
კარგი მწირი
სათიბები საძოვრები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

"ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:64.5pt; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:35.95pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2011 წლის 28 იანვარი  დ. ხულო                   ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 202-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლების შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. შემოღებულ იქნას ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადი; 2. განისაზღვროს ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები თანდართული დანართის შესაბამისად. 3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქონების გადასახადის გადამხდელის კატეგორიები, გადასახადის გამოანგარიშების, გადახდისა და ანგარიშგების წესები, აგრეთვე გადასახადისაგან გათავისუფლების შემთხვევები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმებით. 4. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 20 თებერვლის №07 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“, 28 თებერვალი, 2009 წელი, №23, გვ.8). 5. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე               ნ. თავართქილაძე     დანართი                                                                      ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები       მუხლი 1🔗. დაბეგვრის ობიექტი 1. საქართველოს საწარმოსათვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა), დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობები და არამატერიალური აქტივები. 2. უცხოური საწარმოსათვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა), დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობა და არამატერიალური აქტივები (მათ შორის, იჯარით, ქირით, უზუფრუქტით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონება). 3. ორგანიზაციებისათვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის ბალანსზე რიცხული ამ მუხლის პირველი პუნქტებით განსაზღვრული ქონება ან ქონების ნაწილი, რომელიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის. 4. ფიზიკური პირისათვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის საკუთრებაში (გარდა ლიზიანგით გაცემულისა) არსებული ან ლიზინგით აღებული უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობები ან მათი ნაწილი), დაუმთავრებელი მშენებლობა ან/და იახტები (კატარღები), თვითმფრინავები, შვეულმფრენები, აგრეთვე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა), დაუმონტაჟებელი მოწყობილობები და არამატერიალური აქტივები. 5. საქართველოს ან უცხოური საწარმოებისათვის, ორგანიზაციისათვის ან\და ფიზიკური პირებისათვის მიწაზე ქონების გადასახადის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით: ა) საკუთრებაში არსებული მიწა; ბ) კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა; გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.     მუხლი 2🔗. ქონებაზე გადასახადის განაკვეთები 1. ამ დებულების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და წლის ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით. 2. ამ დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ დასაბეგრ ქონებაზე იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც აწარმოებენ საქმიანობას წყალმომარაგების საქმეში, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და წლის ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 0.1 პროცენტის ოდენობით.  3. ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი (დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით) განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05 პროცენტი; ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 პროცენტი. 4. ამ დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი (დიფერენცირებულია მიწის ხარისხის მიხედვით) დადგინდეს წელიწადში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში: ა) ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში არსებული სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწებისათვის: საბაზისო განაკვეთი  (ლარი/ჰა) მიწის ხარისხი კარგი მწირი 60 52 ბ) ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრებისათვის: საბაზისო განაკვეთი (ლარი/ჰა) სათიბები საძოვრები გაკულტურებული სათიბები საძოვრები 16 10 19 15 5. ამ დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ პირთათვის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი დადგენილია წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0,24 ლარის ოდენობით. 6. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები გამოიანგარიშება გადასახადის საბაზო განაკვეთის (0.24 ლარი) გამრავლებით ტერიტორიულ კოეფიციენტზე (I ზონა – 1.5; II ზონა - 1.0, III ზონა - 0.5). აღნიშნულიდან გამომდინარე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები შეადგენს: ა) I ზონა – დაბა ხულოს საზღვრებში მოქცეული ტერიტორია და კურორტ „ბეშუმის“ ტერიტორია – 0.36 ლარი ერთ კვადრატულ მეტრზე; ბ) II ზონა – ხულოს მუნიციპალიტეტის – სოფელ ვაშლოვანის, სხალთის, ფუშრუკაულის, ხიხაძირის, თხილვანის, დიოკნისის, რიყეთის, დიდაჭარის, საციხურის, დეკანაშვილების, ღორჯომის, აგარის ტერიტორია – 0.24 ლარი ერთ კვადრატულ მეტრზე; გ) III ზონა – ხულოს მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლები (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული სოფლებისა) – 0.12 ლარი ერთ კვადრატულ მეტრზე. 7. ბუნებრივი საძოვრებისათვის დადგენილი განაკვეთით იბეგრება ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა.