„ქონების (გარდა არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება№04
2011 წლის 28 იანვარი
ქ. ქობულეთი
„ქონების (გარდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებ ებ ისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების ა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ,,ქონების (გარდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 დეკემბრის №22 დადგენილებ აში (სსმ V ნაწილი, №68 27.12.2011 წ., მუხლი 2011) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებ ები და დამატება:
2. 1-ლი მუხლი ს პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1.
1. საქართველოს საწარმოსათვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა და საქართველოს რეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონებისა), დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და არამატერიალური აქტივების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და წლის ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით.
3. მუხლი 3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 3. საქართველოს ან უცხოური საწარმოს, ორგანიზაციის ან/და ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი (დიფერენცირებულია მიწის ხარისხის მიხედვით) განისაზღვროს წელიწადში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:
ა) სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული კარგი ხარისხის მიწებისათვის – 87 ლარი;
ბ) სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მწირი ხარისხის მიწებისათვის – 67 ლარი;
გ) ბუნებრივი სათიბებისათვის – 18 ლარი;
დ) გაკულტურებული სათიბებისათვის – 20 ლარი;
ე) ბუნებრივი საძოვრებისათვის – 15 ლარი;
ვ) გაკულტურებული საძოვრებისათვის –16 ლარი;
4.,,ქონების (გარდა არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 დეკემბრის №22დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი:
,,5. წყალკანალიზაციის სისტემის მომსახურე ორგანიზაციების ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს მის ბალანსზე არსებული ქონების ან ქონების ნაწილის, რომელიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და წლის ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 0.01%-ის ოდენობით.“.
5. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ბერაძე