შეთანხმება საფოსტო კავშირისა და ტელეკომუნიკაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 08.11.1994
ძალაში შესვლა 27.06.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000029
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 13/12/1997
matsne.gov.ge 793 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.11.1994 მიღება
27.06.1996 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საფოსტო კავშირისა და ტელეკომუნიკაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 64.3pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საფოსტო კავშირისა და ტელეკომუნიკაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობა (აქ და შემდგომ ,,მხარეებად” ხსენებულნი), აღიარებენ რა ხალხთა შორის ურთიერთგაგებისა და კონტაქტების გაფართოებაში თანამედროვე ტელეკომუნიკაციების უნიკალურ როლს, მიისწრაფვიან რა ხელი შეუწყონ ამ სფეროს ორმხრივ განვითარებას თანამშრომლობისა და ორმხრივი დახმარების გზით, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 1. მხარეები წაახალისებენ შესაბამისი სამინისტროების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და მათთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციების ერთობლივ პროექტებს და მიიღებენ ზომებს, სამეცნიერო და ტექნიკური ხანგრძლივი თანამშრომლობის დამყარებისათვის, რათა უზრუნველყონ ტელეკომუნიკაციების სფეროში ახალი ტექნოლოგიის პროგრესი და განვითარება. 2. ორ მხარეს შორის შეთანხმებული ერთობლივი ქმედებები, შეიცავენ ამ შეთანხმებაში ხსენებულ სფეროთა ნაკრებს, მაგრამ არ იქნებიან შეზღუდული.     მუხლი 2🔗 მხარეები უზრუნველყოფენ ურთიერთობების განვითარებას UPU-ს კონვენციის, ITU-ს კონვენციისა და წესდების, ასევე ამ შეთანხმების საფუძველზე.     მუხლი 3🔗 1. მხარეები გაცვლიან ინფორმაციასა და ექსპერტებს ტელეკომუნიკაციის სისტემების შესახებ, განსაკუთრებით ქსელების დიგიტალიზაციის საკითხებზე შემდეგი ასპექტების ჩათვლით: (1) პროგრამული მართვით ისდნ-ისა და ქსელების დანერგვა; (2) ქსელებში დატვირთვის მართვა (3) ელექტრომაგნიტური სპექტრის მართვა; (4) მიკროტალღური რადიოსისტემის მეშვეობით რადიო და ტელეგადაცემების უზრუნველყოფა. (5) თანამგზავრის მეშვეობით კაბელური სატელევიზიო და პირდაპირი მაუწყებლობა; (6) დიგიტალიზირებული ქსელების მეშვეობით რეალიზებული მომსახურების ახალი ტელეკომუნიკაციური სახეები, როგორიცაა მონაცემთა გადაცემა; (7) საქართველოს რესპუბლიკისა და საბერძნეთის რესპუბლიკის კომპიუტერული მონაცემთა ბაზების ქსელების შესაძლო დაკავშირება; (8) მომსახურების სფეროს კონკურენციის პირობებში კავშირგაბმულობის სამინისტროს ადმინისტრაციული პოლიტიკისა და ინსტრუქციების როლის განვითარება; (9) სახელმწიფოს და მეწარმეთა მიერ ფინანსირებული პროექტები – 2000 წლამდე ტექნიკური განვითარების მთავარი სფეროები; (10) ბერძნულ პროექტ ,,ჰელასატ”-თან ახლოს მდგომი თანამგზავრის მეშვეობით გამოყენებული განსაკუთრებული ინტერესის შიდა და საერთაშორისო ტელეკომუნიკაციები; (11) ,,ინტერსპუტნიკისა” და სხვა თანამგზავრული სისტემების მეშვეობით საქართველოს რესპუბლიკასა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის კავშირის პირდაპირი ხაზების შესაძლო დამყარება; (12) დანადგარების მიმართ ტექნიკური მოთხოვნებისა და სტანდარტების კოორდინაცია. 2. მხარეები ითანამშრომლებენ საქართველოს რესპუბლიკის კომუნიკაციის შიდა და საერთაშორისო ქსელების განვითარებაში, განახლებასა და რეორგანიზაციაში. გამოიყენებენ საბერძნეთის რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს გამოცდილებასა და საბერძნეთის სატელეკომუნიკაციო მრეწველობის მიღწევებს. ამ მიზნით მხარეები შეთანხმდნენ შექმნან ერთობლივი ჯგუფები შესაბამისი ასპექტების განხორციელების გამოსაკვლევად. 3. მხარეები დაუყოვნებლივ შეატყობინებენ ერთი მეორეს ნოტების გაცვლის საშუალებით საერთაშორისო დონეზე შემოთავაზებულ ფასებს სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნილოგიის დანადგარების შესყიდვის შესახებ იმ მიზნით, რომ მეორე მხარის დაინტერესებულ ორგანიზაციებს საშუალება ჰქონდეთ განიხილონ ეს საკითხი.     მუხლი 4🔗 1. მხარეები ხელს შეუწყობენ ტელეკომუნიკაციის სფეროში თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, მეცნიერების, აკადემიურ, სამეცნიერო და სხვა შესაბამის ორგანოებს, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებსა და კერძო კომპანიებს შორის, ლექტორების, მეცნიერებისა ან დელეგაციების გაცვლის ჩათვლით. 2. მხარეები გაცვლიან ინფორმაციებს მათი განვითარების გეგმების შესახებ. 3. მხარეები აღიარებენ რა ორივე ქვეყნის ეროვნული ეკონომიკისათვის სატელეკომუნიკაციო მრეწველობის მნიშვნელობას, გამოიყენებენ ურთიერთვაჭრობისათვის ხელშემწყობ შესაძლო საშუალებებს. 4. მხარეები ხელს შეუწყობენ საქართველოსა და საბერძნეთის კომპანიებს შორის საზოგადოებრივ და კერძო სექტორში ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, კავშირგაბმულობის დანადგარების წარმოებისათვის და თანამშრომლობას ტელეკომუნიკაციების ინფრასტრუქტურის განვითრებისათვის. 5. მხარეები მხედველობაში იღებენ მათ ქვეყნებში არსებულ ინტეგრალურ სისტემებს და თანხმდებიან, რომ საქართველოს რესპუბლიკის საკომუნიკაციო ქსელების განვითარების, განახლებისა და გაუმჯობესების ყველა პროექტი, შესრულებული საბერძნეთის მხარის მიერ, კოორდინირებული უნდა იქნეს საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროსთან. 6. მხარეები განიხილავენ შესაძლებლობას თავიანთ სტრუქტურებში ტექნიკოსების, ინჟინრების და სხვა ტელეკომუნიკაციის დარგებთან დაკავშირებით სპეციალისტების მომზადებას.     მუხლი 5🔗 1. საფოსტო კავშირების სფეროში, მხარეები გაცვლიან ინფორმაციებს საფოსტო სამსახურის განვითარების ტენდენციებზე, ფაქსისა და ტელექსის სისტემების შენახვისა და გადაგზავნის ჩათვლით. 2. მხარეები წაახალისებენ მათ ქვეყნებს შორის ფოსტის პირდაპირ გაცვლასა და პირდაპირ ანგარიშსწორებას. მომსახურების ხარისხის გაზრდის მიზნით, მხარეები მხედველობაში მიიღებენ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის და საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით მეზობელი ქვეყნებისათვის ფოსტის გადაგზავნის შესაძლებლობას. 3. მხარეები ხელს შეუწყობენ მათი ქვეყნების ფილატელისტურ სამსახურებს შორის თანამშრომლობას.     მუხლი 6🔗 ოფიციალური დოკუმენტაციის გაცვლისას, მხარეები შეთანხმდნენ გამოიყენონ ინგლისური ენა. ტელექსებში, ფაქსებში, დეპეშებსა და ფოსტაზე არსებული მისამართები აღინიშნება ინგლისურ ენაზე.     მუხლი 7🔗 ამ შეთანხმების შედეგად წარმოებული ყველა სახის საქმიანობა დაექვემდებარება საქართველოს რესპუბლიკისა და საბერძნეთის რესპუბლიკის შესაბამის კანონებს, განკარგულებებსა და საბიუჯეტო მოთხოვნებს.     მუხლი 8🔗 ეს შეთანხმება ექვემდებარება შესაბამის ქვეყანაში არსებულ რატიფიკაციის წესებს და ძალაში შედის რატიფიკაციის შესახებ სათანადო დიპლომატიური ნოტის თარიღის დღიდან.     მუხლი 9🔗 1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ამ ხელშეკრულებაში შეუძლიათ ცვლილებებისა და დამატებების შეტანა. 2. ამ შეთანხმებაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილებისა ან დამატების შემთხვევაში, მათი ძალაში შესვლის პროცედურა იგივე რჩება. შესრულებულია ქ. ათენში, 1994 წლის 8 ნოემბერს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექტს გააჩნია თანაბარი ძალა. ტექსტებს შორის სხვაობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს. საქართველოს რესპუბლიკის                  საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით                              მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)                                    (ხელმოწერილია)