შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 12.01.1995
ძალაში შესვლა 18.04.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000028
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 13/12/1997
matsne.gov.ge 728 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.01.1995 მიღება
18.04.1997 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt .75in 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „ხელმომწერ მხარეებად“ წოდებულნი, სურთ რა, თანასწორობის, ურთიერთსარგებლიანობისა და ორმხრივი მოქმედების საფუძველზე ხელი შეუწყონ ერთმანეთს შორის ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ თანამშრომლობას ორმხრივი დაინტერესების სფეროებში, აღიარებენ რა ერთმანეთს შორის თანამშრომლობის ნაყოფიერი განვითარებისა და სხვადასხვა და, კერძოდ, მათი ეკონომიკური ერთეულების დონეზე, კავშირების გაძლიერებისათვის გრძელვადიანი ღონისძიებების აუცილებლობას, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 1. ხელმომწერი მხარეები, თავიანთი კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად და მათი საერთაშორისო ვალდებულებებისა და, აგრეთვე, საქართველოს რესპუბლიკასა და ევროპის კავშირს შორის შემდგომში დადებული ნებისმიერი შეთანხმებების გათვალისწინებით, ყოველ ღონეს იხმარენ ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ყოველი შესაძლებელი მასშტაბებით განვითარებისა და გაძლიერებისათვის ყველა ურთიერთსაინტერესო და ურთიერთსასარგებლო სფეროში. ამ შეთანხმების გამოყენებისას საბერძნეთის რესპუბლიკა დაიცავს მისი ევროპის კავშირში წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებებს. 2. ასეთი თანამშრომლობა, კერძოდ, მიზანმიმართული იქნება: - ხელმომწერ მხარეებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და დივერსიფიცირებისაკენ; - ახალი ბაზრების გახსნისაკენ; - ეკონომიკურ ერთეულთა (მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა ჩათვლით) შორის თანამშრომლობის განვითარებისაკენ ინვესტიციების, ერთობლივი საწარმოების, ხელშეკრულებათა ლიცენზირების და ერთმანეთს შორის თანამშრომლობის სხვა ფორმების წახალისების მიზნით.     მუხლი 2🔗 1. 1-ლ მუხლში ნახსენები თანამშრომლობა, კერძოდ, გავრცელდება შემდეგ სექტორებში: - მრეწველობა; - გემთმშენებლობა და გემთშეკეთება; - სოფლის მეურნეობა აგრარული მრეწველობის ჩათვლით; - მშენებლობა და ბინათმშენებლობა; - ტრანსპორტი საზღვაო ტრანსპორტის ჩათვლით; - საბანკო და სადაზღვეო საქმიანობა და სხვა საფინანსო მომსახურება; - ტურიზმი; - პროფესიონალური და სამენეჯმენტო მომზადება; - ორმხრივი დაინტერესების სხვა სამომსახურებო საქმიანობა. 2. ხელმომწერი მხარეები ერთმანეთს მისცემენ რჩევას მათი თანამშრომლობის პრიორიტეტული სექტორების აგრეთვე ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ახალი სექტორების, გამოვლენის მიზნით.     მუხლი 3🔗 1. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ეკონომიკური თანამშრომლობა ძირითადად განხორციელდება საქართველოსა და საბერძნეთის საწარმოების, ორგანიზაციებსა და ფირმებს შორის დადებული ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების საფუძველზე, თითოეული ხელმომწერი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ხელმომწერი მხარეები ყოველ ღონეს იხმარენ დააჩქარონ ეს საქმიანობა ეკონომიკური თანამშრომლობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნით, კერძოდ: - ინვენსტიციებისათვის ხელსაყრელი გარემოს განვითარებით; - სავაჭრო და ეკონომიკური ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობით; - მათ ეკონომიკურ ერთეულებს შორის გაცვლებისა და კონტაქტების ხელშეწყობით; - გამოფენა-გაყიდვების, გამოფენების, სიმპოზიუმებისა და სხვა კონტაქტების ხელწშეწყობით; - ვაჭრობის წამახალისებელი საქმიანობის ხელშეწყობით.     მუხლი 4🔗 1. ხელმომწერი მხარეები, თავიანთი ეროვნული პრიორიტეტების და მათი კანონმდებლობის შესაბამისად, შექმნიან ხელსაყრელ პირობებს ერთმანეთს და, აგრეთვე, მათ შესაბამის ორგანიზაციებსა თუ ფორმებს შორის ტექნოლოგიური თანამშრომლობის განვითარებისათვის. 2. ამ თანამშრომლობამ სხვა ფორმებთან ერთად შეიძლება მიიღოს: - ერთობლივი საკვლევი პროგრამების შემუშავების; - სპეციალიზებული დელეგაციების ვიზიტებისა და სტაჟირების ორგანიზების; - საერთო დაინტერესების სფეროებში სასწავლო პროგრამების ორგანიზების; - ტექნიკური და სამეცნიერო ექპერტიზის უზრუნველყოფის; - სიმპოზიუმებისა და შეხვედრების მოწვევის; ფორმა.     მუხლი 5🔗 1. ამ შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით იქნება ერთობლივი კომისია. 2. ერთობლივი კომისია შედგენილი იქნება ხელმომწერი მხარეების წარმომადგენლებისაგან და დიპლომატიური არხებით მოიწვევა ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმ ადგილას და იმ დროს, რომლებიც შეთანხმდება ორმხრივად. 3. ერთობლივი კომისია განიხილავს წინამდებარე შეთანხმების მიზნების შესრულებაში მიღწეულ პროგრესსა და საჭიროების შემთხვევაში წარადგენს რეკომენდაციებს მისი შესრულებისათვის.     მუხლი 6🔗 1. ეს შეთანხმება ძალაში შედის ოცდაათი დღის შემდეგ იმ თარიღიდან, როდესაც ხელმომწერმა მხარეებმა გაცვალეს წერილობითი უწყება იმის შესახებ, რომ პროცედურები მათი კანონმდებლობის მიხედვით იმ მომენტისათვის შესრულებულია. ის დარჩება ძალაში შემდგომი ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში. 2. თუ რომელიმე ხელმომწერი მხარისაგან შეთანხმების ვადის გასვლამდე არაუმცირეს ექვსი თვით ადრე არ არის მიღებული უწყება მისი შეწყვეტის შესახებ, შეთანხმება ავტომატურად გაგრძელებულად ჩაითვლება შემდგომი ერთწლიანი პერიოდით. ამასთან, თოთოეული ხელმომწერი მხარე იტოვებს უფლებას შეწყვიტოს შეთანხმება უწყებით, შეთანხმების მიმდინარე ვადის გასვლამდე არა უმცირეს ექვსი თვით ადრე. 3. ორი მხარის ეკონომიკურ ერთეულთა შორის წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე დადებული ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების მიმართებით, ზემოთ ნახსენები მუხლები დარჩება ძალაში შემდგომი ათწლიანი პერიოდის განმავლობაში. შესრულებულია 1995 წლის 12 იანვარს, ქ. თბილისში, ორ ეგზემპლარად ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე. ორივე ტექსტი არის თანაბრად ავთენტური. შეუსაბამობის შემთხვევაში იმოქმედებს ინგლისური ტექსტი. საქართველოს რესპუბლიკის          საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით                      მთავრობის სახელით ვლადმიერ პაპავა,                           იოანნის ანთოპულოსი, ეკონომიკის მინისტრი                    ეროვნული ეკონომიკის მინისტრის მოადგილე