შეთანხმება საკონსულო დაწესებულებების გახსნის თაობაზე
მიღების თარიღი 06.11.1995
ძალაში შესვლა 06.11.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000027
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, -, 13/12/1997
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საკონსულო დაწესებულებების გახსნის თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
შეთანხმება
საქართველოს რესპუბლიკასა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის საკონსულო დაწესებულებების გახსნის თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკა და საბერძნეთის რესპუბლიკა, სურთ რა, გააღრმავონ მათ შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, ისწრაფვიან რა, განავითარონ თანამშრომლობა საკონსულო სფეროში, შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
1. საბერძნეთის რესპუბლიკა დააარსებს საკონსულო დაწესებულებას ადგილსამყოფლით, რომელიც შეთანხმებული იქნება ორი ქვეყნის მთავრობებს შორის.
2. საკონსულო დაწესებულების კლასი იქნება გენერალური საკონსულო.
3. საკონსულო დაწესებულების საკონსულო ოლქი მომავალში განისაზღვრება ორი ქვეყნის მთავრობების მიერ.
მუხლი 2🔗
1. საქართველოს რესპუბლიკა დაარსებს საკონსულო დაწესებულებას ადგილსამყოფლით ათენში.
2. აღნიშნული საკონსულო დაწესებულების კლასი იქნება გენერალური საკონსულო.
3. საკონსულო დაწესებულების საკონსულო ოლქი მოიცავს: ატიკის, კონტინენტური საბერძნეთის, დასავლეთ საბერძნეთის, პელოპონესის, თესალიის, კრეტის, ჩრდილოეთ ეგეოსის, სამხრეთ ეგეოსისა და იონიის კუნძულების ოლქების ნომებს.
მუხლი 3🔗
საკონსულოს თანამდებობის პირებისა და საკონსულოს მოსამსახურეთა რაოდენობა იქნება:
ა) საქართველოს საკონსულო დაწესებულებისათვის – 2 საკონსულოს თანამდებობის პირი და 4 საკონსულოს მოსამსახურე;
ბ) საბერძნეთის საკონსულო დაწესებულებისათვის – 2 საკონსულოს თანამდებობის პირი და 4 საკონსულოს მოსამსახურე.
მუხლი 4🔗
მხარეები ერთმანეთს სათანადო დახმარებას გაუწევენ მოძრავი ქონების შეძენაში, საკონსულო დაწესებულებების მოწყობაში და საკონსულოს თანამდებობის პირებისა და საკონსულოს მოსამსახურეთა საცხოვრებელი სახლების მოწყობაში.
მუხლი 5🔗
1. ზემოაღნიშნული საკონსულო დაწესებულებების საკონსულო მოსაკრებლები დაუბრკოლებლად იქნება კონვერტირებულ უცხოურ ვალუტაში და სწრაფად და დაუბრკოლებლად შეიძლება იქნეს გატანილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ეს პრინციპი მოქმედებს ორივე მხარისათვის.
2. ნებისმიერი სახის ფულადი თანხები უცხოურ ვალუტაში, რომლებიც აღმოჩნდებიან გენერალური საკონსულოების ანგარიშებზე უფლებამოსილ ბანკებში, შეიძლება სწრაფად და დაუბრკოლებლად გადაიგზავნოს შესაბამისი ქვეყნების ფარგლებს გარეთ. ეს პრინციპი მოქმედებს ორივე მხარისათვის.
მუხლი 6🔗
საკონსულოს თანამდებობის პირებს აქვთ საკონსულო ოლქის ფარგლებში მოძრაობისა და გადაადგილების შეუზღუდავი და დაუბრკოლებელი თავისუფლება.
მუხლი 7🔗
აღნიშნული შეთანხმება ძალაში შედის იმ ვერბალური ნოტების გაცვლის დღიდან, რომლებიც დაადასტურებენ ორივე მხარის მიერ აუცილებელი პროცედურების დასრულებას.
შესრულებულია ქ. თბილისში, 1995 წლის 6 ნოემბერს, ორ ეგზემპლარად, ქართულ და ბერძნულ ენებზე. ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
საქართველოს რესპუბლიკის სახელით –
საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა
მინისტრი ალექსანდრე ჩიკვაიძე
საბერძნეთის რესპუბლიკის სახელით – საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოს რესპუბლიკაში ტასოს კრიეკუკისი