შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ
მიღების თარიღი 26.03.1996
ძალაში შესვლა 05.08.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000024
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 10/12/1997
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და რუმინეთის მთავრობა, შემდგომში „ხელმომწერ მხარეებად“ წოდებულნი,
სურთ რა უზრუნველყონ მათი საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის ჰარმონიული განვითარების უსაფრთხოება,
ითვალისწინებენ რა საერთაშორისო სავაჭრო ნაოსნობის თავისუფლების პრინციპს,
ადასტურებენ რა რომ ორივე ხელმომწერი მხარე ერთმანეთს გაუწევს რაც შეიძლება ყოველხმრივ დახმარება, მათ ორგანიზაციებსა და საზღვაო ტრანსპორტის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელ ორგანოებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დამყარების მიზნით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
1. ტერმინი „კომპეტენტური ხელისუფალი“ საქართველოს მთავრობის სახელით შემდგომში ნიშნავს – საქართველოს საზღვაო დეპარტამენტს და რუმინეთის მთავრობის სახელით – ტრანსპორტის სამინისტროს:
2. წინამდებარე შეთანხმების მიზნისათვის, ტერმინი „ხელმომწერი მხარის გემები“ შემდგომში ნიშნავს ყველანაირ სავაჭრო გემს, რომელიც მისივე ეროვნული კანონმდებლობის თანახმად რეგისტრირებულია და ცურავს შესაბამისი ქვეყნის დროშის ქვეშ გარდა,
ა) სამხედრო გემებისა;
ბ) სხვა გემებისა, რომლებიც აწარმოებენ მომსახურებას შეიარაღებულ ძალებში;
გ) კვლევითი გემებისა;
დ) თევზსარეწი გემებისა;
ე) გემებისა, რომლებიც ასრულებენ არასავაჭრო ხასიათის ფუნქციებს.
3. ტერმინი „ეკიპაჟის წევრი“ შემდგომში ნიშნავს გემის მოგზაურობის განმავლობაში მის გემბანზე მყოფ ნებისმიერ პირს, რომელიც ასრულებს გემის ექსპლუატაციისა და მომსახურების ფუნქციებს და შესულია ეკიპაჟის სიაში.
ხელმომწერი მხარეები ცნობენ ეკიპაჟის წევრეის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, გაცემულს ან აღიარებულს მათ კომპეტენტურ ხელისუფალთა მიერ. აღნიშნული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა იყოს:
- საქართველოს გემების ეკიპაჟთა წევრებისათვის – მეზღვაურთა წიგნაკი.
- რუმინეთის გემების ეკიპაჟთა წევრებისათვის – მეზღვაურთა წიგნაკი („Livret de marinet“).
4. ტერმინი „მგზავრები“ შემდგომში ნიშნავს იმ პირებს, რომლებიც გადაყავს რომელიმე ხელმომწერი მხარის გემს, არ არიან დაკავებულნი ან ჩართულნი ამ გემის გემბანზე რაიმე საქმიანობაში და შედიან აღნიშნული გემის მგზავრთა სიაში.
5. ტერმინი „სანაოსნო საწარმოები“ შემდგომში ნიშნავს სანაოსნო საწარმოებს/საზოგადოებებს ან მათ მფლობელებს, რომლებსაც გააჩნიათ მუდმივი ადგილმდებარეობა ერთ-ერთი ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე, გარდა მფლობელების წარმომადგენლისა სახელმწიფო სანაოსნო რეესტრში.
6. ტერმინი „პორტები“ შემდგომში ნიშნავს, როგორც გადმოტვირთვის და/ან მგზავრების გადმოსხმის ადგილებს, ასევე თითოეული ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე მყოფი გემების ოფიციალურად უფლებამოსილ ნავსაყუდელებს.
მუხლი 2🔗
ნებისმიერი ხელმომწერი მხარის გემებს უფლება აქვთ იცურონ ორი ქვეყნის საგარეო ვაჭრობისათვის გახსნილ პორტებს შორის და განახორციელონ სამგზავრო და/ან სატვირთო სატრანსპორტო მომსახურება, შემდგომში „შეთანხმებულ მომსახურებად“ წოდებული.
მუხლი 3🔗
1. ხელმომწერი მხარეები გაუწევენ ერთმანეთს ყველა შესაძლო დახმარებას მათ ქვეყნებს შორის საზღვაო სავაჭო ნაოსნობის განვითარებაში და თავს შეიკავებენ ნებისმიერი ისეთი ღონისძიებისაგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თავისუფალი საერთაშორისო ნაოსნობის ნორმალურ განვითარებას.
ამ მიზნით, ხელმომწერი მხარეები შეთანხმდნენ:
ა) ხელი შეუწყონ საქართველოს გემებისა და რუმინული გემების მონაწილეობას ორი ქვეყნის პორტებს შორის საქონლის ტრანსპორტირებაში და ითანამშრომლონ იმ ნებისმიერი დაბრკოლებების აღმოფხვრისათვის, რომელმაც შეიძლება შეაფერხოს ამ ტრანსპორტირების განვითარება;
ბ) არ შეუქმნან დაბრკოლებები იმ გემებს, რომლებიც დაცურავენ ხელმომწერი მხარეების დროშის ქვეშ მათ პორტებსა და მესამე სახელმწიფოების პორტებს შორის ტვირთის გადაზიდვისათვის.
მუხლი 4🔗
1. თითოეული ხელმომწერი მხარის გემებს, ისევე როგორც მათ ტვირთებს, გაეწევა ყოველგვარი ხელშეწყობა, მათ შორის:
- პორტში თავისუფალ შესვლას;
- საქონლის დატვირთვისა და გადმოტვირთვისათვის პორტის გამოყენებას;
- მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომას;
- სალოცმანო მომსახურებას; და
- პორტის ყველა მომსახურებით თავისუფლად სარგებლობას.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებები არ შეეხება:
ა) საქმიანობებს, რომელიც თითოეული ხელმომწერი მხარის ეროვნული კანონმდებლობის თანახმად გათვალისწინებულია მათი საკუთარი საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის, როგორებიც არიან: საზღვაო სანაპირო ვაჭრობა, კაბოტაჟი, სამაშველო ოპერაციები, ბუქსირით წაყვანა, დათვალიერება და სანაოსნო სააგენტო და სხვა საპორტო მომსახურებანი;
ბ) წესები, რომელიც ეხება თითოეული ხელმომწერი მხარის ტერტორიაზე უცხოელების დაშვებასა და დარჩენას;
გ) წესები, რომელიც ეხება უცხოური გემების სავალდებულო სალოცმანო საქმიანობას.
მუხლი 5🔗
1. კომპეტენტურ ხელისუფალთა მიერ გაცემული ან აღიარებული ეროვნული კუთვნილების, ტონაჟისა და უსაფრთხოების სერტიფიკატები, ისევე როგორც გემის სხვა დოკუმენტები, აღიარებული იქნება მეორე ხელმომწერი მხარის შესაბამის ხელისუფალთა მიერ.
2. გემის დოკუმენტები ტონაჟის სერტიფიკატის ჩათვლით, რომელიც გაცემულია საერთაშორისო საზღვაო წესების თანახმად იმ ხელმომწერი მხარის მიერ, რომლის დროშითაც ცურავს შესაბამისი გემი, აღიარებული იქნება მეორე ხელმომწერი მხარის ხელისუფალთა მიერ.
მუხლი 6🔗
ხელმომწერი მხარეები ურთიერთცნობენ თითოეული მხარის კომპეტენტურ ხელისუფალთა მიერ გაცემული ეკიპაჟის წევრების პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, ისეთებს როგორიცაა „მეზღვაურის წიგნაკი“ ეკიპაჟის წევრებისათვის და გემის გემბანზე მყოფი სხვა პირებისათვის საერთაშორისო პასპორტები.
მუხლი 7🔗
1. ეკიპაჟის წევრებს, რომლებიც შეყვანილნი არიან გემის ეკიპაჟის წევრების სიაში, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებით, ამ შეთანხმების მე-6 მუხლის მიხედვით, შეუძლიათ ჩავიდნენ და იმოძრაონ ვიზის გარეშე მეორე ხელმომწერი მხარის პორტის ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელის შესაბამისი კანონებისა და წესების შესაბამისად.
ჩამოსხმის მომენტიდან გემზე დაბრუნებამდე, ეკიპაჟის წევრებმა უნდა დაიცვან მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ეროვნული კანონები და კანონქვემდებარე აქტები.
2. გემის კაპიტანს, რომელიც იმყოფება მეორე ხელმომწერი მხარის პორტში ან მის მიერ დანიშნულ პასუხისმგებელ პირს შეუძლია დაუკავშირდეს მისი ქვეყნის საკონსულო სამსახურს ან დიპლომატიურ წარმომადგენლობას. ამ შეთანხმების მე-6 მუხლის შესაბამისად პირებს, რომლებიც შედიან გემის ეკიპაჟის წევრების სიაში საზღვაო უბედური შემთხვევების ან სხვა კატასტროფის შემთხვევაში გემებთან შეერთების მიზნით, რეპატრიაციისათვის ან მეორე ხელმომწერი მხარის კომპეტენტური ხელისუფალთათვის მისაღები სხვა ნებისმიერი მიზეზით პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებით შეუძლიათ შევიდნენ და იმოძრაონ მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე ამ ხელმომწერი მხარის შესაბამისი ეროვნული კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების დაცვით.
ასეთ შემთხვევებში, თუ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს ვიზის გაცემას, ამ ხელმომწერი მხარის ხელისუფალნი გასცემენ ვიზას, რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში.
მუხლი 8🔗
1. თითოეულმა ხელმომწერმა მხარემ, თავისი კანონმდებლობის შესაბამისად აუცილებელი სამედიცინო დახმარება უნდა გაუწიოს მეორე ხელმომწერი მხარის გემის ეკიპაჟის წევრებს.
2. რომელიმე ხელმომწერი მხარის იმ ეკიპაჟის წევრებს, რომლებიც იმყოფებიან სამედიცინო მკურნალობის სტადიაში მეორე ხელმომწერი მხარის შესაბამისი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად მიიღებენ მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისა და დარჩენის ნებართვას, მკურნალობისთვის საჭირო დროის განმავლობაში.
მუხლი 9🔗
ამ შეთანმხების მე-6, მე-7 და მე-8 მუხლების დებულებების მიუხედავად გამოიყენება ხელმომწერი მხარის ეროვნული კანონები, რომელიც ეხება მის ტერიტორიაზე უცხოელთა შესვლის, დარჩენისა და გასვლის რეგულირებას.
ხელმომწერი მხარეები იტოვებენ უფლებას უარი უთხრან თავის ტერიტორიაზე შესვლაზე იმ პირებს, რომელთაც ამ შეთანხმების მე-6, მე-7, და მე-8 მუხლებში მოცემული პირობების მიხედვით გააჩნიათ მათთვის მიუღებელი დოკუმენტები.
მუხლი 10🔗
1. თუ ერთ-ერთი ხელმომწერი მხარის გემს გამორიყავს, გადაისვრის ნაპირზე ან გადახდება რაიმე უბედურება მეორე ხელმომწერი მხარის სანაპიროსთან, ეს გემი და მისი ტვირთი ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც მეორე ხელმომწერი მხარის გემები და მათი ტვირთი.
კაპიტანმა, ეკიპაჟის წევრებმა და მგზავრებმა, რომლებიც იმყოფებიან დაზიანებული გემის გემბანზე, ნებისმიერ დროს უნდა მიიღონ ისეთივე დახმარება, შველა და დაცვა, როგორიც ეძლევა იმ ქვეყნების მაცხოვრებლებს, რომლის ტერიტორიალურ წყლებშიც წარმოიშვა დაზიანება.
ამ მუხლის დებულებებმა არ უნდა შეუშალონ ხელი ნებისმიერ მოთხოვნას, რაც უკავშირდება გემის გადარჩენას და დახმარებას, რომელიც გაეწევა დაშავებული გემის, მისი ეკიპაჟის, მგზავრების, ტვირთისა და ქონების მიმართ.
2. გემის, რომელმაც განიცადა დაზიანება, ქონება და ტვირთი გემბანზე ნებისმიერი გადარჩენილი ნაწილის ჩათვლით, არ უნდა ექვემდებარებოდეს არანაირ საბაჟო გადასახადს, როგორც ეს ჩვეულებისამებრ ხდება იმპორტირებულ საქონელზე, თუ ეს საქონელი გამიზნულია გამოყენებისა და მოხმარებისთვის იმ ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებები არ უნდა იყოს განმარტებული, როგორც უგულვებელყოფა ხელმომწერი მხარეების ტერიტორიაზე მოქმედი იმ კანონებისა და წესებისა, რომელიც დაკავშირებულია საქონლის დროებით შენახვასთან.
4. თუ ერთ-ერთი ხელმომწერი მხარის გემი აღმოჩნდება მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიულ წყლებში პირველი პუნქტით მოხსენებულ გარემოებებში, მეორე ხელმომწერი მხარის კომპეტენტურმა ხელისუფლებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ პირველი ხელმომწერი მხარის უახლოეს საკონსულო სამსახურს ან დიპლომატიურ წარმომადგენლობას.
მუხლი 11🔗
1. ხელმომწერი მხარეების კომპეტენტური ხელისუფალნი არ ჩაერევიან ზღვაზე ან უკანასკნელის პორტებში გემის მფლობელებს, კაპიტანს, თანამდებობის პირთა და ეკიპაჟის წევრებს შორის ხელფასის, პირადული კუთვნილებების და, საერთოდ, მეორე ხელმომწერი მხარის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე სამუშაოს ირგვლივ წარმოქმნილ აზრთა განსხვავებებში და დავებში.
2. ერთ-ერთი ხელმომწერი მხარის კომპეტენტური ხელისუფალი არ უნდა ავიდეს მეორე ხელმომწერი მხარის დროშის ქვეშ მცურავი გემის გემბანზე გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:
ა) არსებობს კაპიტნის, საკონსულო სამსახურის თხოვნა ან მისი თანხმობა;
ბ) დავა ან მისი შედეგები საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას სანაპიროზე ან პორტში, ან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე;
გ) არიან ჩარეულნი ეკიპაჟისთვის უცხო პირები.
3. ამ მუხლის დებულებები არ შეეხება საპასპორტო კონტროლს, საბაჟო კონტროლს და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კონტროლს, ზღვაში დახმარებას, ზღვის დაბინძურების თავიდან აცილებას.
მუხლი 12🔗
ანგარიშსწორება ამ შეთანხმების ფარგლებში და მის მიხედვით მოხდება თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით. იმ შემთხვევაში, თუ ამ ორ ხელმომწერ მხარეს შორის დადებულია შეთანხმება ანგარიშსწორების შესახებ, უპირატესობა ენიჭება ამ შეთანხმების დებულებებს.
მუხლი 13🔗
თითოეული ხელმომწერი მხარე მეორე ხელმომწერ მხარეს მიანიჭებს საერთაშორისო მიმოსვლაში გემების მიერ განხორციელებული ოპერაციების შედეგად მიღებული მოგების ოფიციალური გაცვლითი კურსით თავისუფლად მოძრაობის უფლებას. საერთაშორისო მიმოსვლაში ხომალდების, აგრეთვე, მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი საგნების ფუნქციონირებიდან მიღებული მოგებები იბეგრება იმ სახელმწიფოში, სადაც სატრანსპორტო საწარმოს მოქმედი მთავარი ოფისი მდებარეობს, ორ ხელმომწერ მხარეს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების დადების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება მისი დებულებები.
მუხლი 14🔗
ხელმომწერი მხარეების პორტებში ტონაჟის გადასახადებიდან გათავისუფლდებიან შემდეგი გემები:
ა) ნებისმიერი მხარის გემები, რომლებიც ტვირთის გარეშე შედიან და ტოვებენ პორტს;
ბ) დატვირთული გემები, რომლებიც ნებაყოფლობით ან იძულებით შედიან პორტში და ტოვებენ მას ყოველგვარი კომერციული საქმიანობის გარეშე;
გ) გემები, რომლებიც შევლენ პორტში წყლისათვის, საწვავისათვის, საჭირო მარაგისთვის და სხვა აუცილებლობისთვის, აგრეთვე, რათა მიიღონ ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრებისათვის სამედიცინო დახმარება მაქსიმალური დროის, 24 საათის, განმავლობაში;
პორტში გემის იძულებით შესვლისას ქვემოთ ჩამოთვლილი საქმიანობები არ ჩაითვლება კომერციულად:
- გემიდან ტვირთის გადმოტვირთვა ან მისი დატვირთვა ბუქსირის გარეშე, ამ გემის, მისი ეკიპაჟის, ტვირთის და/ან მისი მგზავრების უსაფრთხოების მიზნით:
- ერთი გემის ზღვისთვის უვარგისობის შემთხვევაში ტვირთის მეორე გემზე გადატვირთვა;
- აუცილებელი ხარჯების გაღება ეკიპაჟის მომარაგებისა და მისი ტვირთის გაყიდვისთვის, თუ ამის ნებართვას იძლევა საბაჟო ხელმძღვანელობა;
ამ მუხლის დებულებები არ ეხება გემების სანიტარიულ, სალოცმანო და სამაშველო მომსახურების იმ უფლებებს, რომლებიც ნებისმიერ გარემოებებში იმავე პირობებით დაიბეგრებიან, როგორც სხვა ქვეყნების გემები, რომლებიც სარგებლობენ უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით.
მუხლი 15🔗
1. ხელმომწერი მხარის გემები, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან წამოღებული ტვირთის ნაწილის გადმოსატვირთად შედიან მეორე ხელმომწერი მხარის პორტში, საპორტო გადასახადის გადახდის გარეშე შეუძლიათ გემბანზე შეინახონ ამ ტვირთის ის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია სხვა პორტისთვის, ან ამავე ქვეყნისათვის, ან სხვა ქვეყნისათვის და გადაიტანონ იგი სხვა საპორტო გადასახადების გადახდის გარეშე, გარდა იმ გადასახადებისა, რომლითაც ასეთ შემთხვევებში იბეგრება გემები, რომლებიც სარგებლობენ უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით.
2. თითოეული ხელმომწერი მხარის გემებს, აგრეთვე, შეუძლიათ ერთი პორტიდან იცურონ მეორე ხელმომწერი მხარის პორტში, რათა დაასრულონ სხვა ქვეყნისთვის განკუთვნილი ტვირთის გადაზიდვა ნებისმიერი სახის ბეგარის გადახდის გარაშე, გარდა იმ ბეგარისა, რომლითაც ასეთ შემთხვევებში იბეგრება გემები, რომლებიც სარგებლობენ უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით.
მუხლი 16🔗
ორივე ხელმომწერი მხარის სანაოსნო საწარმოებს, მათი კუთვნილი გემების ეფექტური ექსპლოატაციის უზრუნველყოფისათვის, შეუძლიათ, საჭიროების შემთხვევაში, გაგზავნონ წარმომადგენლები მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე.
მუხლი 17🔗
1. ხელმომწერი მხარეები, ეკონომიკური ეფექტურობის მიზნით მხარს დაუჭერენ მათ ქვეყნებში სანაოსნო საწარმოებს ორი ქვეყნის პორტებს შორის რეგულარული სანაოსნო ხაზების დაარსებაში, რომლებზეც ფუნქციონირებენ რუმინეთის დროშის და საქართველოს დროშის ქვეშ მოცურავე გემები, მათ შორის, საზღვაო ვაჭრობის განვითარების მიზნით.
2. ხელმომწერი მხარეები სტიმულირებას გაუწევენ საზღვაო ტრანსპორტში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას.
მუხლი 18🔗
1. თითოეული ხელმომწერი მხარე მიიღებს ყველა საჭირო ზომებს მის ტერიტორიულ წყლებში ან პორტში მყოფი მეორე ხელმომწერი მხარის გემების, ეკიპაჟის წევრების, ტვირთის, სხვა პირებისა და ქონების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
განსაკუთრებით, ეს ზომები დაიცავენ გემებს მიტაცებისაგან ან ნებისმიერი სხვა უკანონო ქმედებისაგან, რამაც შეიძლება საფრთხეში ჩააგდოს გემი, მისი ეკიპაჟის წევრები, ტვირთი და გემის გემბანზე მყოფი სხვა პირები და ქონება, ასევე გემის მართვა ან გემებთან დაკავშირებული საპორტო მომსახურებები.
2. თუ ერთ-ერთი ხელმომწერი მხარე მიიღებს ინფორმაციას მის პორტებში ან ტერიტორიულ წყლებში მეორე ხელმომწერი მხარის გემების მიმართ ასეთი უკანონო ქმედების მცდელობის შესახებ, ის მიიღებს ყველა საჭირო და სასწრაფო ზომებს ამ უკანონო ქმედების თავიდან აცილებისათვის, აგრეთვე, გემის, მისი ეკიპაჟის წევრების , ტვირთის, სხვა პირების და ქონების დაცვისათვის.
3. ერთ-ერთი ხელმომწერი მხარის პორტში ან ტერიტორიულ წყლებში მომხდარი უკანონო ქმედების შემთხვევაში, ეს ხელმომწერი მხარე მიიღებს მისი კანონმდებლობით დაშვებულ ყველა სასწრაფო და საჭირო ზომებს ამ ქმედების შეწყვეტისათვის.
ამასთანავე, ხელმომწერი მხარე ასეთი ქმედების შესაებ დაუყოვნებლივ აცნობებს მეორე ხელმომწერი მხარის საკონსულო სამსახურს ან დიპლომატიურ წარმომადგენლობას.
მუხლი 19🔗
ხელმომწერი მხარეები დააარსებენ ერთობლივ საზღვაო კომისიას, რათა:
- განიხილონ და გააუმჯობესონ ამ შეთანხმების შესრულება;
- გაცვალონ შეხედულებები საზღვაო ტრანსპორტის შესახებ ორმხრივი ინტერესების საკითხებზე;
- ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის საზღვაო ვაჭრობის განვითარებას;
ერთობლივი საზღვაო კომისია პერიოდულად შეიკრიბება ერთ-ერთი ხელმომწერი მხარის თხოვნის საფუძველზე.
ერთობლივი კომისია შედგება თითოეული ხელმომწერი მხარის კომპეტენტური ხელისუფალის მიერ დანიშნული სამი წარმომადგენლისაგან.
ერთობლივი კომისიის შეხვედრა მოხდება მონაცვლეობით ორი ქვეყნის ტერიტორიაზე.
დღის წესრიგის ამოცანებზე დაყრდნობით, ერთობლივი კომისია მისი სხდომის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვევს ხელმომწერი მხარეების ექსპერტებს.
კომპტენტური ხელისუფალი ერთობლივ კომიტეტს მისი თხოვნის საფუძველზე გადასცემს იმ დოკუმენტებს, რომლებიც საჭიროა მისი მმართველობის განხორციელებისათვის.
ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენების დროს ნებისმიერი აზრთა სხვადასხვაობა გადაწყდება ორივე ხელმომწერი მხარის კომპეტენტურ ხელისუფალთა შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 20🔗
ეს შეთანხმება ძალაში შევა საბოლოო შეტყობინების მიღებისთანავე, რომლითაც ორი ხელმომწერი მხარე ერთმანეთს აცნობებს მათი კანონმდებლობის იმ სამართლებრივი პროცედურების შესრულების შესახებ, რომელიც ეხება შეთანხმების ძალაში შესვლას.
მუხლი 21🔗
ეს შეთანხმება შეიძლება შესწორებულ იქნეს ხელმომწერი მხარეების ურთიერთთანხმობის საფუძველზე. ნებისმიერი შენიშვნები ძალაში შევა რატიფიკაციის შემდეგ, მე-20 მუხლის დებულების თანახმად.
მუხლი 22🔗
1. ამ შეთანხმების პირობები არ გამოიყენება შიდასანაოსნო ხაზების მიმართ.
2. ამ შეთანხმების პირობები გამოიყენება დუნაიზე ნაოსნობის მიმართაც, დუნაის სამართლებრივი რეჟიმის გათვალისწინებით.
მუხლი 23🔗
ამ შეთანხმებით დაურეგულირებელი სხვა საკითხების მიმართ გამოიყენება რომელიმე ხელმომწერი მხარის ეროვნული კანონმდებლობა.
მუხლი 24🔗
ეს შეთანხმება მოქმედებს მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის ვადით, და ძალაში დარჩება, სანამ რომელიმე ხელმომწერი მხარე დიპლომატიური არხების საშუალებით არ მოახდენს მის დენონსირებას.
დენონსირება მოხდება შესაბამისი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6(ექვსი) თვის შემდეგ.
ამის დასტურად, ქვემოთ ხელის მომწერნმა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მათი შესაბამისი მთავრობის მიერ, ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას.
შესრულებულია ქ. თბილისში, 1996 წლის 26 მარტს ორ ნამდვილ პირად ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე. სამივე ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა. განმარტების დროს ნებისმიერი აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
რუმინეთის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)