შეთანხმება საქართვლოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საჰაერო მომსახურების შესახებ

მიღების თარიღი 26.03.1996
ძალაში შესვლა 05.08.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000025
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 10/12/1997
matsne.gov.ge 3,665 სიტყვა · ~18 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.03.1996 მიღება
05.08.1997 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართვლოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საჰაერო მომსახურების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საჰაერო მომსახურების შესახებ საქართველოს მთავრობა და რუმინეთის მთავრობა, შემდგომში „მონაწილე მხარეებად“ წოდებულნი, არიან რა 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილი კონვენციის წევრები, სურთ რა ამ კონვენციასთან დამატებით დადონ შეთანხმება მათ შესაბამის ტერიტორიებს და მათ ფარგლებს გარეთ განსაზღვრული საჰაერო მომსახურების დაარსებისა და ფუნქციონირებისათვის, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗. განსაზღვრებანი ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვანაირად არ მოითხოვს: a) ტერმინი „კონვენცია“ ნიშნავს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციას, რომელიც 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში გაიხსნა ხელმოსაწერად და მოიცავს მის ნებისმიერ დანართს, მიღებულს ამ კონვენციის 90-ე მუხლის თანახმად და აგრეთვე, 90-ე და 94-ე მუხლების შესაბამისად მიღებულ დანართებისა და კონვენციის ნებისმიერ შესწორებას, რამდენადაც ეს დანართები და შესწორებები მიღებულია ან რატიფიცირებულია ორივე მონაწილე მხარეების მიერ. b) ტერმინი „საავიაციო ხელისუფალნი“ ნიშნავს: რუმინეთის მიმართებაში – ტრანსპორტის სამინისტროს და საქართველოსთან მიმართებაში – საჰაერო ტრანსპორტის დეპარატმენტს ან, ორივე შემთხვევაში ნებისმიერ ორგანიზაციას ან პიროვნებას, რომელიც აღჭურვილია უფლებამოსილებით შეასრულოს ამ უწყებათა კომპეტენციაში შემავალი ფუნქციები. c) ტერმინი „დანიშული ავიასაწარმო“ ნიშნავს ავიასაწარმოს, რომელიც დანიშნულია და აღჭურვილია უფლებამოსილებით ამ ხელშეკრულების მე-3 მუხლის შესაბამისად. d) ტერმინი „მონაწილე მხარის ტერიტორია“ და „მონაწილე მხარის მოქალაქე“ ნიშნავს რუმინეთისა და საქართველოს ტერიტორიასა და მოქალეებს. ტერმინს „ტერიტორია“ რუმინეთთან და საქართველოსთან მიმართებაში აქვს ჩიკაგოს კონვენციის მე-2 მუხლში ჩამოყალიბებული მნიშვნელობა. e) ტერმინებს „საჰაერო მიმოსვლა“, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა“, „ავიასაწარმო“ და „დაჯდომა არაკომერციული მიზნით“ აქვთ კონვენციის 96-ე მუხლში ჩამოყალიბებული მნიშვნელობა. f) ტერმინი „მოცულობა“ თვითმფრინავის მიმართებაში, ნიშნავს ამ თვითმფრინავის შესაძლებელ კომერციულ დატვირთვას მარშრუტზე ან მის მონაკვეთზე. g) ტერმინი „ტევადობა“ შეთანხმებულ ხაზებთან მიმართებაში ნიშნავს ამ ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის მოცულობას გამრავლებულს ამ თვითმფრინავის ექსპლუატაციის სიხშირეზე განსაღზვრული დროის პერიოდში, მთელ მარშრუტზე ან მის მონაკვეთზე. h) ტერმინი „გადაყვანა, გადაზიდვის განხორციელება“ ნიშნავს მგზავრთა, ტვირთის და ფოსტის გადაყვანა, გადაზიდვას ერთად ან ცალ-ცალკე, i) ტერმინი „ტარიფები“ ნიშნავს მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვის ღირებულებას და იმ პირობებს, რომელთა შესაბამისადაც ეს ღირებულება მოქმედებს, სააგენტო და სხვა დამატებითი მომსახურების ჩათვლით, მაგრამ გამორიცხავს საფოსტო გადაზიდვების გადასახადსა და მის პირობებს. k) ტერმინი „დაწესებული სვლაგეზი“ ნიშნავს ამ შეთანხმების დანართში განსაზღვრულ სვლაგეზებს, რომლებზედაც მონაწილე მხარეების მიერ დანიშნული ავიასაწარმოები ახორციელებენ რეგულარულ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას. l) ტერმინი „შეთანხმებული ხაზები“ ნიშნავს ხაზებს, რომლებიც დადგენილია ან უნდა დადგინდეს ამ შეთანხმების დანართში დაწესებულ სვლაგეზებზე, და m) ტერმინი „შეთანხმება“ ნიშნავს აგრეთვე მის დანართს და ნებისმიერ შესწორებას, რომლებიც განხორციელდება ამ შეთანხმების მე-19 მუხლის თანახმად. 2. ამ შეთანხმების თითოეული მუხლის სათაურს აქვს ცნობარის სახე, შეზღუდულია და არავითარ შემთხვევაში არ განსაზღვრავს, არ ზღუდავს და არ მოიცავს ამ შეთანხმების მიზანს.     მუხლი 2🔗. მიმოსვლის უფლებების მინიჭება 1. თითოეული მონაწილე მხარე ანიჭებს მეორე მონაწილე მხარეს უფლებებს, მოცემულს ამ შეთანხმებაში, რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მომსახურების დაწესებისა და განხორციელების მიზნით იმ სვლაგეზზე, რომელნიც განსაზღვრულია ამ შეთანხმების დანართში. 2. ამ შეთანხმების დებულებების თანახმად თითოეულ მონაწილე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს დაწესებული სვლაგეზით შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას ექნებათ შემდეგი უფლებები: a) განახორციელონ მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე გადაფრენა-დაჯდომის გარეშე; b) დაჯდნენ მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნებით, და, c) ამ შეთანხმების დანართით განსაზღვრული მეორე მონაწილე მხარის პუნქტებში მოახდინონ საერთაშორისო მგზავრების ჩასხდომა და გადმოსხმა, საერთაშორისო ტვირთისა და ფოსტის ჩატვირთვა და გადმოტვირთვა, ერთად ან ცალ-ცალკე. 3. ამ მუხლის მე-2 პარაგრაფის თანახმად, ერთი მონაწილე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს არ ენიჭება უფლება მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე გასამრჯელოს საფასურად ან დაგირავების გზით საჰაერო ხომალდის ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს ტვირთი და ფოსტა ამავე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე არსებულ სხვა პუნქტში გადაყვანის მიზნით.     მუხლი 3🔗. ავიასაწარმოების დანიშვნა 1. თითოეულ მონაწილე მხარეს ექნება უფლება მეორე მონაწილე მხარეს წარუდგინოს დანიშნული ერთი ან რამდენიმე გადამზიდავი დაწესებულ სვლაგეზზე შეთანხმებული მომსახურეობის განხორციელებისათვის. 2. მეორე მონაწილე მხარის საავიაციო ხელისუფლება ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად დაუყოვნებლივ მიანიჭებს დანიშნულ ავიასაწარმოს ექსპლუატაციის სათანადო უფლებას. 3. ერთი მონაწილე მხარის საავიაციო ხელისუფლებამ შეიძლება მოსთხოვოს მეორე მონაწილე მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს მტკიცება იმის თაობაზე, რომ შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას იგი ასრულებს იმ კანონებისა და წესების პირობებს, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისა და ექსპლუატაციისას კონვენციის კანონების და დებულებების შესაბამისად. 4. თითოეულ მონაწილე მხარეს შეუძლია უარი თქვას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ექსპლუატაციის უფლებამოსილების მინიჭებაზე ან ამ შეთანხმების მე-2 მუხლით განსაზღვრულ უფლებებით სარგებლობისას მეორე მონაწილე მხარის ავიასაწარმოს მოსთხოვოს ისეთი პირობების შესრულება, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ. იმ შემთხვევაში, თუ ეს მონაწილე მხარე არ არის დარწმუნებული, რომ ავიასაწარმოს უპირატესი მფლობელობისა და მასზე რეალური კონტროლის უფლებებით სარგებლობენ ამ ავიასაწარმოს დამნიშვნელი მონაწილე მხარე ან მისი მოქალაქეები. 5. ამ მუხის 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებების თანახმად დანიშნულ და უფლებამოსილებით აღჭურვილ ავიასაწარმოს შეუძლია ნებისმიერ დროს დაიწყოს შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაცია იმ პირობით, რომ ამ შეთანხმების მე-5 პუნქტის დებულებათა შესაბამისად ხდება მოცულობის რეგულირება, ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებათა შესაბამისად განრიგი არის დამტკიცებული და ამ შეთანხმების მე-8 მუხლის დებულებათა შესაბამისად დადგენილი ტარიფები ძალაშია. 6. თითოეულ მონაწილე მხარეს ექნება უფლება წერილობით შეატყობინოს მეორე მონაწილე მხარის საავიაციო ხელისუფლებას დანიშნულ ავიასაწარმოს შეცვლაზე სხვა ავიასაწარმოთი; ახლად დანიშულ ავიასაწარმოს ენიჭება ისეთივე უფლებები და ვალდებულებები, რომლითაც სარგებლობდა ის ავიასაწარმო, რომელიც მან შეცვალა.     მუხლი 4🔗. ავიახაზების ექსპლუატაციის უფლებამოსილების გაუქმება და შეჩერება 1. თითოეულ მონაწილე მხარეს უფლება აქვს მეორე მონაწილე მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს გაუუქმოს ან დროებით შეუჩეროს ამ შეთანხმების მე-2 მუხლის შესაბამისად მინიჭებული ექსპლუატაციის უფლებამოსილება, ან წაუყენოს მას, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ, იმგვარი პირობებით; თუ: a)ეს მონაწილე მხარე არ არის დარწმუნებული, რომ ამ ავიასაწარმოს უპირატესი მფლობელობა და მასზე რეგულარული კონტროლი ამ ავიასაწარმოს დამნიშვნელი მონაწილე მხარის ან მის მოქალაქეთა ხელშია, ან b)ეს ავიასაწარმო არ ასრულებს იმ მონაწილე მხარის კანონებსა და წესებს, რომელმაც მიანიჭა მას ეს უფლებები; ან c)ეს ავიასაწარმო არ მოქმედებს იმ დებულებების თანახმად, რომელიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებაში. 2. თუ დაუყოვნებლივ არ არის საჭირო ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების გაუქმება, შეჩერება და მის განხორციელებასთან დაკავშირებით პირობების წაყენება, რათა თავიდან იქნას აცილებული კანონებისა და წესების შემდგომი დარღვევა, ამ მუხლებით სარგებლობა მოხდება მხოლოდ მონაწილე მხარეთა შორის კონსულტაციების ჩატარების შემდეგ ამ შეთანხმების მე-16 მუხლის თანახმად.     მუხლი 5🔗. შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მომწესრიგებელი პრინციპები 1. მონაწილე მხარეების დანიშნულ ავიასაწარმოებს მათ მიერ დადგენილ სვლაგეზზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას ექნებათ სამართლიანი და თანაბარი შესაძლებლობები. 2. შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას თითოეული მონაწილე მხარის დანიშნულმა ავიასაწმრომ უნდა გაითვალისწინოს მეორე მონაწილე მხარის დანიშნული ავიასაწარმოს ინტერესები, რათა ზიანი არ მიაყენოს ამ უკანასკნელის განსახორციელებელ ექსპლუატაციას მთელ სვლაგეზზე ან მის მონაკვეთზე. 3. ნებისმიერ დადგენილ სვლაგეზზე ტევადობა, რომელსაც უზრუნველყოფენ ერთი მონაწილე მხარის დანიშნული ავიასაწარმოები მეორე მონაწილე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებთან ერთად, უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ სვლაგეზზე საჰაერო გადაზიდვების საზოგადოებრივ მოთხოვნებს. 4. შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას თითოეული მონაწილე მხარის დანიშნული ავიასაწარმოს ძირთიადი მიზანი იქნება შემდეგი პირობის შესრულება: ტევადობის გონივრული დატვირთვის კოეფიციენტის არსებობის პირობებში უზრუნველყოს ისეთი მოცულობა, რომელიც უპასუხებს მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიიდან და ტერიტორიისაკენ განხორციელებულ გადაზიდვას, გადაყვანის რეალურად განსაზღვრულ მოთხოვნებს. 5. დანიშნული ავიასაწარმოების უფლება განახორციელონ გადაზიდვა დადგენილი მარშრუტების იმ პუნქტებში, რომლებიც განლაგებულია მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე და მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ პუნქტებს შორის, განხორციელებული იქნება, ისე, რომ ტევადობა ითვალისწინებდეს: a) ავიასაწარმოს დამნიშვნელი მონაწილე მხარის ტერიტორიისკენ ან ტერიტორიიდან განხორციელებული გადაზიდვა, გადაყვანის მოთხოვნილებებს; b) იმ რეგიონის გადაზიდვა, გადაყვანის მოთხოვნილებებს, რომლებზედაც შეთანხმებული ხაზები გადის, მას შემდეგ, რაც მხედველობაში იქნება მიღებული ადგილობრივი და რეგიონალური საჰაერო მომსახურება, და აგრეთვე, c) ავიასაწარმოს სატრანზიტო მოთხოვნილებებს. 6. დადგენილი სვლაგეზის ტევადობა უნდა იქნას შეთანხმებული ორივე მონაწილე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოების მიერ და დამტკიცებული მონაწილე მხარეების საავიაციო ხელისუფლებების მიერ. ტევადობის ნებისმიერი გაზრდა იქნება დანიშნული ავიასაწარმოების შეთანხმების საგანი და უნდა იქნას დამტკიცებული მონაწილე მხარეების საავიაციო ხელისფულებების მიერ. არსებული ტევადობა დარჩება ძალაში სანამ ახალი დამტკიცდება.     მუხლი 6🔗. სტატქისტიკური მონაცემების უზრუნველყოფა ერთი მონაწილე მხარის საავიაციო ხელისუფლება მეორე მონაწილე მხარის საავიაციო ხელისუფლებას მოთხოვნის საფუძველზე მიაწვდის ისეთ პერიოდულ ან სტატისტიკურ მონაცემებს, რომელნიც შეიძლება მისაღებ ფარგლებში იქნას მოთხოვნილი, რათა მონაწილე მხარეების დანიშნული ავიასაწარმოების შეთანხმებული ხაზების ტევადობა იქნას დადგენილი.     მუხლი 7🔗. განრიგის შეთანხმება 1. ფრენის განრიგი, ფრენის სიხშირის ჩათვლით, დღეები, როდესაც ხორციელდება ექსპლუატაცია, მომსახურეობის სახე და თვითმფრინავის ტიპი, რომელიც ახორციელებს ექსპლუატაციას. შეთანხმებული იქნება მონაწილე მხარეების დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის. შეთანხმებული საკითხები წარდგენილ იქნება მონაწილე მხარეების საავიაციო ხელისუფლებებისათვის დასამტკიცებლად შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის დაწყებამდე სამოც(ი (60) დღით ადრე, ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებში ცვლილებების შეტანა განხორციელდება ამავე პროცედურით და სამოცი (60) დღე შეიძლება იყოს შეცვლილი საავიაციო ხელისუფალთა მიერ ურთიერთშეთანხმების გზით. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც დანიშნული ავიასაწარმოები ვერ შეთანხმდებიან განრიგის თაობაზე, მონაწილე მხარეების საავიაციო ხელისუფალნი დაადგენენ მას. იგივე პროცედურა გამოყენებული იქნება მაშინაც, როდესაც დანიშნული ავიასაწარმოები ვერ შეთანხმდებიან არსებულ განრიგში ცვლილებების შეტანაზე. ამ შემთხვევაში არსებული განრიგი რჩება ძალაში ექვსი (6) თვის განმავლობაში და ამ პერიოდში ზემოხსენებული საავიაციო ხელისუფალნი ეცდებიან დაადგინონ ახალი განრიგი.     მუხლი 8🔗. ტარიფები 1. ერთი მონაწილე მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიისაკენ ან ამ ტერიტორიიდან განხორციელებული გადაზიდვა, გადაყვანის ტარიფები დაწესებული იქნება გონივრულ ფარგლებში. გათვალისწინებულ იქნება ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი, მათ შორის, მომხმარებლის ინტერესები, ექსპლუატაციის ღირებულება, მომსახურეობის ხასიათი, საკომისიო გადასახადი, რეალური შესაძლებელი მოგება, სხვა ავიასაწარმოს ტარიფები და სხვა კომერციული მოსაზრებები, რომელნიც გამომდინარეობს საბაზრო მოთხოვნილებებიდან. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ტარიფები შეძლებისდაგვარად შეთანხმებული იქნება მონაწილე მხაარეების დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის. ასეთი ურთიერთშეთანხმება შეძლებისდაგვარად მიღწეულ იქნება შესაბამისი საერთაშორისო ორგანოების ან ორგანიზაციების პროცედურული წესების შესაბამისად. 3. ამგვარად შეთანხმებული ტარიფები დასამტკიცებლად წარედგინება ორივე მონაწილე მხარის საავიაციო ხელისუფლებას ტარიფების ძალაში შესვლის სავარაუდო თარიღამდე არანაკლებ სამოცი (60) დღით ადრე. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება შემცირებულ იქნას აღნიშნულ ხელისუფალთა შორის შეთანხმების გზით. 4. თანხმობაზე პასუხი შესაძლებელია მიცემულ იქნას კონკრეტული ფორმით, თუ არცერთი საავიაციო ხელისუფლება ტარიფების წარდგენის თარიღიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში არ გამოხატავს საწინააღმდეგო აზრს, მაშინ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ტარიფები დამტკიცებულად ჩაითვლება. თუ მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ტარიფების წარდგენის პერიოდი შემცირდება, მაშინ საავიაციო ხელისუფალთ შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ ტარიფების თაობაზე უარყოფის შეტყობინების ვადა შეიძლება იყოს ოცდაათ (30) დღეზე ნაკლები. 5. თუ ვერ მოხერხდა დასამტკიცებლად წარდგენილი ტარიფების შეთანხმება ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებათა თანახმად, ან თუ იგივე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პერიოდის განმავლობაში ერთი მონაწილე მხარის საავიაციო ხელისუფალნი მეორე მონაწილის მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეატყობინებს, რომ იგი არ ეთანხმება ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილ ტარიფებს, მაშინ ორივე მონაწილის მხარის საავიაციო ხელისუფალნი ტარიფებს დაადგენენ ურთიერთმოლაპარაკების გზით. 6. თუ საავიაციო ხელისუფალნი ვერ შეთანხმდნენ ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მათთვის წარდგენილ ნებისმიერ ტარიფზე ან ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ვერ დაადგინეს ტარიფის ოდენობა, დავა გადაიჭრება ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებათა საფუძველზე. 7. ტარიფები, რომლებიც დადგენილია ამ მუხლის დებულებათა შესაბამისად, ძალაშია მანამდე, სანამ არ დადგინდება ახალი ტარიფი. არსებული ტარიფის მოქმედება შეიძლება გაგრძელებულ იქნას მისი ძალის დაკარგვის შემდეგ მონაწილე მხარეების საავიაციო ხელისუფალთა მიერ ურთიერთშეთანხმების გზით, მაგრამ ამ მუხლის შესაბამისად ტარიფის მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს გაგრძელებული თორმეტ (12) თვეზე მეტი მისი ძალის დაკარგვის თარიღიდან.     მუხლი 9🔗. საბაჟო და სხვა გადასახადებისაგან გათავისუფლება 1. მონაწილე მხარეების დანიშნული ავიასაწარმოების საჰაერო ხომალდები, რომლებიც ექსპლუატაციაშია საერთაშორისო საჰაერო ხაზებზე, აგრეთვე მათი მოწყობილობა, საწვავ-საპოხი მასალები, სათადარიგო ნაწილები, საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგი, სურსათის, სასმელების, თამბაქოსა და სხვა ფრენის დროს მგზავრებზე გასაყიდად გათვალისწინებული პროდუქტების ჩათვლით, გათავისულებული იქნება ყოველგვარი საბაჟო გადასახადისაგან, შემოწმებებისათვის გათვალისწინებულ გადასახადებისა და სხვა ამგვარი ეროვნული ან ადგილობრივი გადასახადებისაგან მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე ჩასვლისას, იმ პირობით, რომ ეს მოწყობილობები და მარაგი დარჩება საჰაერო ხომალდის ბორტზე მათი უკან გატანის მომენტამდე. 2. იგივე საბაჟო და სხვა სახის გადასახადებისაგან თავისუფლდებიან: a) საწვავ-საპოხი მასალები, გათვალისწინებული დანიშნულ ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის მომსახურებისათვის, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო ხაზებზე და რომელნიც ატანილია საჰაერო ხომალდზე მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, მაშინაც კი, როდესაც ეს საწვავ-საპოხი მასალები გამოიყენება სვლაგეზის ნაწილზე იმ სახელმწიფოს ტერიტორიის გადაფრენისას, რომელზედაც ისინი ატანილი იყო საჰაერო ხომალდზე; b) სათადარიგო ნაწილები და ბორტის სატაბელო ქონება შეტანილი მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე დანიშნულ ავიასაწარმოს ხომალდის შეკეთებისა და რემონტისათვის, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო ხაზებზე; c) საჰაერო ხომალდის მარაგი, რომელიც ატანილია ბორტზე მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, ამავე მონაწილე მხარის მიერ დაწესებულ კომპეტენტური ხელისუფლების მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში და გათვალისწინებულია დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზე გამოყენებისათვის, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვებს. d) საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებში დაკავებული დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზე არსებული პირდაპირი ტრანზიტის ბარგი და ტვირთი; e) რომელიმე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე შეტანილი საგნები და მასალები, მეორე მონაწილე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ოფისში რეკლამისა და შესასრულებელი სამუშაოს ხელშეწყობისათვის, რომელნიც ატარებენ შესაბამისი ავიასაწარმოს დამახასიათებელ ნიშნებსა და აღნიშვნებს და გათვალისწინებულია დამატებითი განაწილებისათვის. შესაძლებელია შეიქნას საჭიროება ამ პუნქტის a, b და c ქვეპუნქტებში ნახსენები მასალები დაექვემდებაროს საბაჟო ზედამხედველობას ან კონტროლს. 3. ბორტის სატაბელო ქონება ისევე, როგორც მასალები და მარაგი, რომლებიც თითოეული მონაწილე მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს მიერ ექსპლუატირებულ საჰაერო ბორტზეა, შეიძლება გადმოტვირთულ იქნას მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე მხოლოდ ადგილობრივი საბაჟო ხელისუფლების თანხმობით. ამ შემთხვევაში ისნი შეიძლება მოთავსებულ იქნან ამ საბაჟო ხელისუფლების ზედამხედველობის ქვეშ, იქამდე, სანამ ისევ უკან არ იქნებიან გატანილნი ან სხვაგვარად არ იქნებიან გამოყენებულნი საბაჟო წესების შესაბამისად. 4. თითოეული მონაწილე მხარე მიანიჭებს მეორე მონაწილე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს ისეთივე პრივილეგიებს, რომლებითაც თავისი დანიშნული ავიასაწარმოები სარგებლობენ მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, დამატებით ღირებულებასთან ან ანალოგიურ არაპირდაპირ გადასახადთან ან აქციზთან მიმართებაში, რომელსაც მონაწლე მხარეების ეროვნული კანონების გათვალისწინებით ზოგადი გადასახადის სტრუქტურა აქვს.     მუხლი 10🔗. კომერციული საქმიანობა 1. თითოეული მონაწილე მხარე, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ანიჭებს მეორე მონაწილე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს უფლებას დააარსოს (შექმნას) და შეინარჩუნოს მის ტერიტორიაზე ოფისები ისევე, როგორც საკუთარი ან ადგილობრივი კომერციული, ტექნიკური, მმართველი და ადმინისტრაციული პერსონალი, რომელიც საჭირო იქნება დადგენილ სვლაგეზზე შეთანმხებული ხაზების ექსპლუატაციის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებისათვის. ასეთი ოფისების დაარსება (შექმნა) და აღნიშნული პერსონალის დასაქმება წარმოადგენს ასეთი უფლების მიმნიჭებელი მონაწილე მხარის კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების რეგულირების სუბიექტს. 2. თითოეული მონაწილე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ გამოსცენ საერთაშორისო ხაზებზე გადაზიდვების საკუთარი საბუთები, რეკლამა გაუწიონ და ხელი შეუწყონ ამ საბუთების რეალიზაციას მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე. რეალიზაცია შეიძლება წარმოებდეს ან პირდაპირ მათი ოფისებიდან, ან რეალიზაციის და/ან გამავრცელებელი აგენტების მეშვეობით, ან მეორე მონაწილე მხარის ძალაში მყოფი კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბმისად. 3. მე–2 პუნქტში განხილული მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე გადაზიდვების საბუთების რეალიზაცია წარმოებს ამ ქვეყანაში არსებული წესების შესაბამისად.     მუხლი 11🔗. შემოსავლის გადაადგილება 1. თითოეული მონაწილე მხარე ანიჭებს მეორე მონაწილე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლებებს თავისუფლად და დაუყოვნებლივ გადარიცხოს მოგების ნამატი, რომელიც მოპოვებულია მის ტერიტორიაზე მეორე მონაწილე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოთა მიერ მგზავრების, ბარგის, ტვირთის და ფოსტის გადაზიდვებთან დაკავშირებით. ამგვარი გადარიცხვა უნდა გაკეთდეს თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით გადარიცხვის დღეს არსებული ოფიციალური სავალუტო კურსის მიხედვით. 2. თუ მონაწილე მხარეთა შორის არსებობს შეთანხმება საგანგებო გადახდის შესახებ, გადარიცხვა უნდა განხორციელდეს აღნიშნული შეთანხმების დებულებათა შესაბამისად. 3. საერთაშორისო გადაზიდვებში დაკავებული საჰაერო ხომალდის ექსპლოატაციის შედეგად მიღებული შემოსავალი არ ექვემდებარება დაბეგვრას გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი იბეგრება იმ ქვეყნის მიერ, რომელშიც განლაგებულია დანიშნული ავიასაწარმოს მართვის სათავო ორგანოები. 4. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე მხარეთა შორის არსებობს შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ, მის დებულებებს ენიჭებათ უპირატესობა.     მუხლი 12🔗. აეროპორტის და ანალოგიური ტარიფები ნებისმიერი ტარიფი, რომელიც შეიძლება დაწესებული იქნას აეროპორტითა და საჰაერო ნავიგაციის მოწყობილობებით სარგებლობისათვის საქართველოს და შესაბამისად რუმინეთის ტერიტორიაზე ამოღებულ იქნება ამ სახელმწიფოების კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე დადგენილი ტარიფების ოფიციალური დონის შესაბამისად, რომლებიც გამოიყენება ანალოგიურ საერთაშორისო გადაზიდვებში დაკავებული ყველა საჰაერო ხომალდის მიმართ.     მუხლი 13🔗. მოწმობებისა და ლიცენზიების აღიარება 1. ერთი მონაწილე მხარის მიერ გაცემული ან აღიარებული და ძალაში მყოფი ფრენის ვარგისიანობისა და კვალიფიკაციის მოწმობები იქნებიან აღიარებულნი მეორე მონაწილე მხარის მიერ ამ შეთანხმებაში ასახულ სვლაგეზისა და მომსახურების ექსპლუატაციის მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოთხოვნები, რომელთა თანახმადაც არის გაცემული და აღიარებული მოწმობები და ლიცენზიები, შეესაბამებიან კონვენციის მიხედვით მინიმალურ სტანდარტებს ან მათზე მაღალია. 2. თითოეული მონაწილე მხარე იტოვებს უფლებას არ ცნოს მეორე მონაწილე მხარის ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მიერ მის მოქალაქეებზე, ამ მონაწილე მხარის ტერიტორიაზე გადაფრენის მიზნით გაცემული საკვალიფიკაციო მოწმობები და ლიცენზიები.     მუხლი 14🔗. კანონებისა და წესების გამოყენება 1. ერთი მონაწილე მხარის კანონები და წესები, რომლებიც არეგულირებენ მის ტერიტორიაზე საერთაშორისო გადაყვანას, გადაზიდვის განმახორციელებელი საჰაერო ხომალდის ჩამოფრენას, ყოფნასა და გაფრენას, ან ეხებიან ამ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას და ნავიგაციას მისი ტერიტორიის ფარგლებში ყოფნისას, ვრცელდება მეორე მონაწილე მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდზე მისი ჩამოფრენის, გაფრენის და აღნიშნული ტერიტორიის ფარგლებში ყოფნის დროს. 2. ერთი მონაწილე მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის მგზავრები, ეკიპაჟი, ბარგი, ტვირთი ან ფოსტა უნდა დაემორჩილოს მეორე მონაწილე მხარის კანონებსა და ნორმატიულ აქტებს, რომლებიც ეხება საჰაერო ხომალის მგზავრების, ეკიპაჟის, ბარგის, ტვირთის ან ფოსტის მის ტერიტორიაზე გაშვებას, ყოფნას, ტრანზიტს ან გაფრენას. იმ ნორმატიული აქტების ჩათვლით, რომლებიც ეხება შემოფრენას, ნებართვას, იმიგრაციას, ემიგრაციას, პასპორტებს, საბაჟო, სავალუტო და საკარანტინო პროცედურებს ამ მონაწილე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის ან ყოფნის დროს. 3. საქართველოსა და შესაბამისად რუმინეთის საჰაერო ხაზებსა და საზღვრების გადაფრენის პუნქტებს, დამატებაში დადგენილ სვლაგეზზე, დამოუკიდებლად აწესებებს თითოეული მონაწილე მხარე საკუთარი ტერიტორიისათვის.     მუხლი 15🔗. მრავალმხრივ შეთანხმებებთან ან კონვენციებთან თანხმობა იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმება ან კონვენცია საჰაერო ტრანსპორტის სფეროში შედის ძალაში ორივე მონაწილე მხარესთან მიმართებაში, ეს შეთანხმება შესწორებულ იქნება მონაწილე მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით, ამგვარი შეთანხმების ან კონვენციის დებულებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.     მუხლი 16🔗. კონსულტაციები 1. მჭიდრო თანამშრომლობის სულისკვეთებით მონაწილე მხარეების საავიაციო ხელისუფალნი დროდადრო გაუწევენ ერთმანეთს კონსულტაციებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას ამ შეთანხმებების დებულებების შესრულება და ამ პროცესის შესაბამისობა შეთანხმებაში არსებულ მოთხოვნებთან. 2. ერთ მონაწილე მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მეორე მონაწილე მხარესთან კონსულტაციები ამ შეთანხმების განმარტების, შესრულების ან შესწორებების თაობადე. ამგვარი კონსულტაციები, რომლებიც მონაწილე მხარეების საავიაციო ხელისუფალთ შორის შეიძლება ჩატარდეს პირდაპირი მოლაპარაკების ან მიმოწერის სახით, დაიწყება მეორე მონაწილე მხარის მიერ წერილობითი თხოვნის მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, თუ მონაწილე მხარეები არ შეთანხმდებიან ამ პერიოდის გაგრძელებაზე.     მუხლი 17🔗. სადავო საკითხების მოგვარება ამ შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა მოგვარდება მონაწილე მხარეების საავიაციო ხელმძღვანელების მიერ პირდაპირი მოლაპარაკების გზით. იმ შემთხვავში, თუ ავიაციის ხელმძღვანელები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას პირდაპირი მოლაპარაკების გზით, მონაწილე მხარეები მოაგვარებენ სადავო საკითხებს დიპლომატიური გზით მეორე მონაწილე მხარის მიერ წერილობითი თხოვნის მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში.     მუხლი 18🔗. ავიაციის უშიშროება 1. საერთაშორისო სამართლის უფლებებისა და ვალდებულებების შესაბამისად, მონაწილე მხარეები ადასტურებენ, რომ მათი ვალდებულებები უკანონო ხელყოფისაგან დაიცვან სამოქალაქო ავიაციის უშიშროება, წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. საერთაშორისო სამართლის მიეხდვით განსაზღვრული უფლებებისა და ვალდებულებების შეზღუდვის გარეშე, მონაწილე მხარეეები იმოქმედებენ შემდეგი კონვენციების დებულებების თანახმად: 1963 წლის 14 სექტემბერს ქ. ტოკიოში ხელმოწერილი კონვენცია „საჰაერო ხომალდის ბორტზე მოწყობილი თავდასხმები და სხვა ზოგიერთი ქმედებები“. 1970 წლის 16 დეკემბერს ჰააგაში ხელმოწერილი კონვენცია  საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“; 1971 წლის 23 სექტემბერს მონრეალში ხელმოწერილი კონვენცია „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებებთან ბრძოლის შესახებ“ და აგრეთვე ავიაციის უშიშროების შესახებ ნებისმიერი სხვა კონვენციები, რომელთა წევრებიც ორივე მონაწილე მხარეა. 2. მოთხოვნის შემთხვევაში მონაწილე მხარეები აუცილებელ დახმარებას გაუწევენ ერთმანეთს, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები მიმართული ასეთი საჰაერო ხომალდის, მათი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და აერონავიგაციური მოწყობილობების უსაფრთხოების წინააღმდეგ, და ნებისმიერი სხვა საშიშროება, რომელიც დაემუქრება სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას. 3. მონაწილე მხარეები ურთიერთობებს ახორციელებენ, თანახმად ავიაციის უშიშროების იმ დებულებებისა, რომლებიც დადგენილია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და ჩამოყალიბებულია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის დანართების სახით იმდენად, რამდენადაც უშიშროების ასეთი დებულებები გამოიყენება მონაწილე მხარეების მიერ: ისინი მოსთხოვენ რეგისტრაციას საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი არის მათ ტერიტორიაზე და მათ ტერიტორიაზე არსებული აეროპორტების ექსპლუატანტებს, იმოქმედონ ავიაციის უშიშროების ამ დებულებების შესაბამისად. 4. თითოეული მონაწილე მხარე თანახმაა, მოსთხოვოს საჰერო ხომალდის ექსპლუატანტებს დაიცვან ამ მუხლის მესამე პუნქტში განსაზვრული ავიაციის უშიშროების დებულებები, რომლებიც საჭიროა ერთი მონაწილე მხარის მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლისა და ამ ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში. თითოეული მონაწილე მხარე თავის ტერიტორიაზე გაატარებს ქმედით ღონისძიებებს, რათა დაიცვას საჰაერო ხომალდი და შეამოწმოს მგზავრები, ეკიპაჟი, ხელბარგი, ბარგი, ტვირთი და საჰაერო ხომალდის საცავები, ჩასხდომა-ჩატვირთვამდე, და ჩასხდომა-ჩატვირთვისას. თითოეული მონაწილე მხარე დადებითად განიხილავს მეორე მონაწილე მხარის თხოვნას სპეციალური უშიშროების ღონისძიებათა გატარების თაობაზე კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით. 5. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების მუქარის, მისი ხელში ჩაგდების დროს ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების არსებობის შემთხვევაში, რომლებიც მიმართულია ამ საჰაერო ხომალდის, მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა ან აერონავიგაციული საშუალებების წინააღმდეგ, მონაწილე მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კავშირგაბმულობის გაადვილებით და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელებით, რომლებიც მიმართულია ინციდენტის ან მუქარის სწრაფი და უსაფრთხო აღკვეთისათვის. 6. თითოეული მონაწილე მხარე განახორციელებს ამ ღონისძიებებს თუ ეს მიზანშეწონილია, რათა უზრუნველყოს შეყოვნება მიწაზე იმ საჰაერო ხომალდებისა, რომელსაც ემუქრება უკანონო ხელყოფა ან სხვა უკანონო ქმედებები და რომელიც დაჯდა შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიაზე, თუ მისი აფრენა აუცილებლობას არ წარმოადგენს ადამიანთა სიცოცხლის დაცვის მიზნით, სადაც ეს მიზანშეწონილია, ასეთი ღონისძიებები განხორციელდება ორმხრივი კონსულტაციების საფუძველზე. 7. ამ მუხლში განსაზღვრული ავიაციის უშიშროების დებულებებთან დაკავშირებით რთული სიტუაციების შექმნის შემთხვევაში, თითოეული მონაწილე მხარის ავიაციის ხელმძღვანელებს შეუძლიათ მოითხოვონ დაუყოვნებლივი კონსულტაციები მეორე მონაწილე მხარის ავიაციის ხელმძღვანელობასთან.     მუხლი 19🔗. შესწორებები 1. ამ შეთანხმებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნას მონაწილე მხარეების მიერ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. ამ მიზნით, თითოეული მონაწილე მხარე ყურადღებით განიხილავს მეორე მონაწილე მხარის მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ წინადადებას. ამგვარად, შეთანხმებული ნებისმიერი ცვლილება შევა ძალაში, როდესაც მონაწილე მხარეებს შორის დიპლოლმატიური არხებით დიპლომატიური ნოტების გაცვლის შედეგად დადასტურებული იქნება საერთაშორისო შეთანხმებების ძალაში შესვლა და მასთან დაკავშირებული კანონმდებლობის წესებთან შესაბამისობა. 2. დანართში ცვლილებები შეიძლება მიღებულ იქნას მონაწილე მხარეების ავიაციის ხელმძღვანელთა შორის პირდაპირი შეთანხმების გზით და დადასტურდება წერილების გაცვლით. 3. ამ შეთანხმების ან მისი დანართის ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყება მოთხოვნის მიღების დღიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, თუ ორივე მხარე არ შეთანხმდება ამ პერიოდის გაზრდაზე.     მუხლი 20🔗. რეგისტრაცია ეს შეთანხმება და ნებისმიერი შესწორება რეგისტრირებულ იქნება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში.     მუხლი 21🔗. ძალაში შესვლა 1. ეს შეთანხმება შეცვლის მონაწილე მხარეებს შორის ადრე დადებულ ყველა შეთანხმებებს საერთაშორისო საჰაერო მომსახურების სფეროში. 2. შეთანხმება შევა ძალაში იმ დღიდან, როდესაც მონაწილე მხარეები შეატყობინებენ ერთმანეთს დიპლომატიური არხებით, რომ მათი კანონმდებლობიდან გამომდინარე ფორმალობები, რომლებიც ეხება საერთაშორისო შეთანხმებების ძალაში შესვლას, შესრულებულია.     მუხლი 22🔗. მოქმედების შეწყვეტა ერთ მონაწილე მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს დიპლომატიური არხებით წერილობით შეატყობინოს მეორე მონაწილე მხარეს თავისი გადაწყვეტილება შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ. იმავდროულად ასეთივე შეტყობინება გაეგზავნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას. ამ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე მონაწილე მხარის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან თორმეტი (12) თვის შემდეგ, თუ ამ ვადის გასვლამდე აღნიშნული შეტყობინება არ იქნება გამოთხოვილი ურთიერთთანხმობის მიღწევის გამო. თუ ერთ–ერთმა მონაწილე მხარემ არ დაადასტურა შეტყობინების მიღება, იგი მიღებულად ჩაითვლება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი მიღებიდან თოთხმეტი (14) დღის შემდეგ. ამის დასტურად, სრულუფლებიან ხელისმომწერებმა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას. შესრულებულია ქ. თბილისში 1996 წლის 26 მარტს, ორ პირად, ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. ტექსტების განსხვავებული განმარტებისას უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს. საქართველოს მთავრობის სახელით                       რუმინეთის მთავრობის სახელით                                                     (ხელმოწერილია)                                        (ხელმოწერილია) დანართი ნაწილი ა I მარშრუტები, რომლებზეც რეგულარულ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას განახორციელებს ორივე მიმართულებით საქართველოს დანიშნული ავიასაწარმო: პუნქტები საქართველოში:                    თბილისი შუალედური პუნქტები:                        შეთანხმდება მოგვიანებით პუნქტები რუმინეთში:                            ბუქარესტი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარე პუნქტები:                                      შეთანხმდება მოგვიანებით II მარშრუტები, რომლებზეც რეგულარულ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას განახორციელებს ორივე მიმართულებით რუმინეთის დანიშნული ავიასაწარმო: პუნქტები რუმინეთში:                       ბუქარესტი შუალედური პუნქტები:                     შეთანხმდება მოგვიანებით პუნქტები საქართველოში:                თბილისი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარე პუნქტები:                             შეთანხმდება მოგვიანებით ნაწილი ბ (1) დადგენილ სვლაგეზზე შეიძლება გამოყენებულ იყოს ნებსიმიერი ან რიგი პუნქტებისა ცალკეული ან ყველა რეისის დროს მონაწილე მხარეების დადგენილი ავიასაწარმოს ინტრესებიდან გამომდინარე. (2) მონაწილე მხარეების საავიაციო ხელისუფალნი შეიძლება შეთანხმდნენ მესამე ქვეყნებში მდებარე პუნქტებზე, სადაც თითოეული დანიშნული ავიასაწარმო შეძლებს აიყვანოს ბორტზე ან გადასხას მგზავრები, გადმოტვირთოს ტვირთი და ფოსტა, რომლის გადაყვანა-გადაზიდვა ხდება საქართველოს ან რუმინეთის ტერიტორიისაკენ ან ტერიტორიიდან. (3) დამატებითი რეისები შესრულდება თითოეული დანიშნული ავიასაწარმოს წინასწარი მოთხოვნის საფუძველზე.