ხელშეკრულება საქართველოსა და რუმინეთს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 26.03.1996
ძალაში შესვლა 20.09.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000022
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 10/12/1997
matsne.gov.ge 1,296 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.03.1996 მიღება
20.09.1997 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ხელშეკრულება საქართველოსა და რუმინეთს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt .75in 45.0pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხელშეკრულება საქართველოსა და რუმინეთს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ საქართველო და რუმინეთი, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი, ემყარებიან, მათ ხალხებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების ტრადიციებს, დარწმუნებულნი არიან იმის აუცილებლობაში, რომ თავიანთი სახელმწიფოების ურთიერთობა უნდა ააგონ თავისუფლების, დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობისა და სოლიდარობის საერთო ადამიანურ ფასეულობებზე და დაიცვან ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები. მხედველობაში იღებენ ორ სახელმწიფოში და მთლიანად ევროპაში მიმდინარე დემოკრატიული საზოგადოების აღმშენებლობის შეუქცევად პროცესს და რადიკალურ ცვლილებებს. ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიზნებისა და პრინციპებისადმი და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წინაშე აღებული ვალდებულებებისადმი. აღიარებენ საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობას სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში. გმობენ ტოტალიტარული რეჟიმების მიერ საგარეო პოლიტიკაში გატარებულ აქტებს, ისევე როგორც მათ აგრესიულ და სეპარატისტულ მოქმედებებს და დარწმუნებულნი არიან იმის აუცილებლობაში, რომ მშვიდობიანი გზით მოაგვარონ მათი პოლიტიკური თუ სამართლებრივი შედეგები. გადაწყვიტეს იმოქმედონ მათი ორმხრივი ურთიერთობის განსავითარებლად ყველა იმ სფეროში, რომელიც მათ საერთო ინტერესს წარმოადგენს. მიაჩნიათ, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა და ურთიერთგაგება უნდა დაამყარონ თანასწორუფლებიანობისა და სამართლიანობის პრინციპებზე, და აქედან გამომდინარე, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 ურთიერთობა საქართველოსა და რუმინეთს შორის დაფუძნებულია ნდობაზე, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე. ხელშემკვრელი მხარეები დაამყარებენ თავიანთ ურთიერთობებს, ისევე როგორც ურთიერთობებს სხვა სახელმწიფოებთან, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების პრინციპებისა და მიზნების, ჰელსინკის დასკვნითი აქტის და ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დოკუმენტების დებულებების შესაბამისად.     მუხლი 2🔗  ხელშემკვრელი მხარეები იმოქმედებენ ახალი ევროპისათვის პარიზის ქარტიის შესაბამისად, რათა აქციონ ევროპა ქვეყნების გაერთიანებად, რომელიც იქნება მშვიდობის, სამართლიანობისა და დემოკრატიის სივრცე და ამ მიმართებაში კონტინენტზე უშიშროებისა და თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტურად გამოყენებისათვის.  ისინი აღიარებენ, რომ არსებულ ევროპულ სტრუქტურებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ უშიშროების განმტკიცებისა და კონტინენტზე თანამშრომლობის განვითარების საქმეში და ამასთან ისინი უზრუნველყოფენ მზარდ თანამშრომლობას.     მუხლი 3🔗 ორი ხელშემკვრელი მხარე კვლავ ადასტურებს თავის პატივისცემას სახელმწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის პრინციპებისადმი. ასევე ძალის გამოყენების, ან ძალის გამოყენებაზე მუქარის მიუღებლობას საერთაშორისო ურთიერთობებში და საერთაშორისო პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის აუცილებლობას. ისინი დავების მოსაგვარებლად იმოქმედებენ მშვიდობიანი გზებით, გაერთიანებული ერებისა და ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ჩარჩოებში.     მუხლი 4🔗 ხელშემკვრელი მხარეები მხარს დაუჭერენ კოლექტიური უშიშროების ზომების გატარებას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების VII თავის შესაბამისად. თუ ერთ–ერთი ხელშემკვრელი მხარე ჩათვლის, რომ წარმოიშვა სიტუაცია, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა იქონიოს მისი უშიშროების ინტერესებზე, მიმართავს მეორე ხელშემკვრელ მხარეს, რათა დაუყოვნებლივ ჩატარდეს კონსულტაციები შესაბამის საკითხებზე.     მუხლი 5🔗 ხელშემკვრელი მხარეები იმოქმედებენ ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ჩარჩოებში, რათა ხელი შეუწყონ შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღების დაბალანსებულ შემცირებას და კონტინენტზე ნდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას. ხელშემკვრელი მხარეები ერთად იმუშავებენ საერთაშორისო ფორუმებში, მკაცრი და ეფექტური საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ განიარაღების პროცესის დასაჩქარებლად. ისინი ხელს შეუწყობენ სამხედრო დარგში ურთიერთგაცვლას, როგორც ეს შეთანხმებულია სათანადო პროგრამების საფუძველზე.     მუხლი 6🔗 ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას თანასწორუფლებიანობის, თანამშრომლობის, პარტნიორობისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე. ხელშემკვრელი მხარეები იმოქმედებენ გაერთიანებული ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის სივრცის შესაქმნელად, რათა უზრუნველყონ ეკონომიკის ოპტიმალური განვითარება, გააუმჯობესონ ორივე ქვეყნის საერთო მდგომარეობა და აგრეთვე განავითარონ თანამშრომლობა კონტინენტზე.     მუხლი 7🔗 ხელშემკვრელი მხარეები გააღრმავებენ თანამშრომლობას მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, რათა უზრუნველყონ ადამიანთა და ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენება. ისინი ხელს შეუწყობენ არსებული შეთანხმებისა და თანამშრომლობის პროგრამების შესრულებასა და ახალი დოკუმენტების შემუშავებასა და დადებას.     მუხლი 8🔗 ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ მჭიდრო თანამშრომლობას დარგებში, რომლებსაც უპირატესი მნიშვნელობა აქვთ მათი ეროვნული ეკონომიკის განვითარებისათვის. უმთავრესად კი ენერგეტიკის, საწვავის და პირველადი მნიშვნელობის მქონე რესურსების საბანკო სისტემის, სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის, ბუნებრივი რესურსებში შეფასებისა და სამომხმარებლო საქონლის წარმოების დარგებში. ხელშემკვრელი მხარეები გააქტიურებენ როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ თანამშრომლობას სუბრეგიონალური და რეგიონალური თანამშრომლობის პროექტების შესაქმნელად.     მუხლი 9🔗 ხელშემკვრელი მხარეები, როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყნები, ითანამშრომლებენ შავი ზღვის რეგიონ ის შესახებ არსებული ყველა სამართლებრივი დოკუმენტის ფარგლებში, წვლილს შეიტანენ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სივრცის მნიშვნლობისა და ეფექტურობის გაზრდაში.     მუხლი 10🔗 ხელშემკვრელი მხარეები უპირატეს მნიშვნელობას მიანიჭებენ გარემოს დაცვის დარგში თანამშრომლობას, ისინი განავრცობენ ორმხრივ სუბრეგიონალურ და რეგიონალურ თანამშრომლობას ამ დარგში და მხარს დაუჭერენ გარემოს დასაცავად კონკრეტული ღონისძიებებისა და პროექტების სისრულეში მოყვანას, ორივე მხარის კომპეტენტური დაწესებულებების მიერ.     მუხლი 11🔗 ხელშემკვრელი მხარეები წაახალისებენ თანამშრმლობასა და უშუალო კონტაქტებს ორი ქვეყნის კომპანიებს შორის, ისევე როგორც ერთობლივი საწარმოებისა და თანამშრომლობის სხვა ეფექტური ფორმების შექმნას. ისინი მხარს დაუჭერენ თავიანთი კომპანიების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, წაახალისებენ პირდაპირ კაპიტალდაბანდებებს, ინვესტიციების დამცველი და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ზომების ჩათვლით.  ისინი ითანამშრომლებენ სპეციალისტთა კვალიფიკაციის ერთობლივ ამაღლებაში ეკონომიკის, ტექნიკისა და მეცნიერების დარგში.     მუხლი 12🔗 ხელშემკვრელი მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას ფუნდამენტალური და პრაქტიკული გამოკვლევებში სფეროში და მნიშვნელობას მიანიჭებენ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას მრეწველობისა და ეკონომიკის სხვა დარგებში. ამ მიზნით, ისინი წაახალისებენ ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების, ერთობლივი საწარმოების შექმნას, მეცნიერთა ურთიერთგაცვლასა და თანამშრომლობის სხვა ფორმებს.     მუხლი 13🔗 ხელშემკვრელი მხარეები ეყრდნობიან ქართველ და რუმინელ ხალხებს შორის ტრადიციულ კულტურულ კავშირებს და სურთ წვლილი შეიტანონ ევროპული კულტურული სივრცის შექმნის საქმეში, რომელიც ღია იქნება კონტინენტის ყველა ხალხისათვის, ხელს შეუწყობენ თავიანთ ქვეყნებს შორის ურთიერთგაცვლითი პროცესის განვითარებას დაწესებულებებს, ადგილობრივ ხელისუფალთა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კულტურის, განათლების, ინფორმაციის, ჯანდაცვის, ტურიზმისა და სპორტის დარგებში. ხელშემკვრელი მხარეები მხარს დაუჭერენ კავშირების დამყარებას უნივერსიტეტებს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს, კულტურულ დაწესებულებებს, ბიბლიოთეკებს, არქივებს, საინფორმაციო სააგენტოებსა და ტელე-რადიოკომპანიებს შორის. მხარეები წაახალისებენ ყველა ინიციატივას კინოს, თეატრის, ლიტერატურის, გამომცემლობების, მუსიკის, ხელოვნებისა და ფოლკლორის დარგებში ურთიერთობების თაობაზე. ისინი აღიარებენ დიპლომებს ორი ქვეყნის კომპეტენტური დაწესებულებების მიერ დადებული შეთანხმებების საფუძველზე.     მუხლი 14🔗 ხელშემკვრელი მხარეები უზრუნველყოფენ საქართველოში მცხოვრები რუმინელი ეროვნების პირების და შესაბამისად რუმინეთში მცხოვრები ქართველი ეროვნების პირების უფლებების დაცვას, ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დოკუმენტების შესაბამისად.     მუხლი 15🔗 ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის კონტაქტებს. ისინი წაახალისებენ ქართველ და რუმინელ ხალხებს შორის ერთმანეთის შესახებ ცოდნის მიღებისა და ურთიერთგაგების ძალისხმევას, ასევე ორი ქვეყნის საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, დაწესებულებებსა და ასოციაციებს შორის კავშირების განვითარებას.     მუხლი 16🔗 ხელშემკვრელი მხარეები განავითარებენ თავიანთ თანამშრომლობას სამართლებრივ და საკონსულო დარგში, რათა ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის მოქალაქეების მოგზაურობასა და ვიზიტებს და გადაჭრან აქედან გამომდინარე ჰუმანიტარული და სოციალური პრობლემები. ისინი ითანამშრომლებენ ორგანიზებული დამნაშავეობის, ტერორიზმის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და შეიარაღების, ყალბი ფულის მოჭრის, კონტრაბანდისა და კულტურულ ფასეულობათა უკანონო გატანის აღსაკვეთად, ისევე როგორც სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების თავიდან აცილებისა და ბრძოლის საქმეში.     მუხლი 17🔗 ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ შესაფერის დონეზე განავრცონ კონსულტაციები თავიანთი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შესახებ სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემებზე, ევროპაში უშიშროებასა და თანამშრომლობაზე და ასევე საერთაშორისო პრობლემებზე, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენენ. ამ მიზნით ხელშემკვრელი მხარეები განავითარებენ კონტაქტებს ორი ქვეყნის პარლამენტებს, მთავრობებს, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის.     მუხლი 18🔗 ხელშემკვრელი მხარეები განავრცობენ და გააუმჯობესებენ მათი ორმხრივი ურთიერთობის სამართლებრივ ჩარჩოებს მათი ქვეყნების ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტრუქტურების და ევროპაში ძირითადი ტენდენციების განვითარების შესაბამისად.     მუხლი 19🔗 ხელშეკრულების დებულებანი არ არღვევენ მესამე ქვეყნების მიმართ მხარეების მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და არ არიან მიმართულნი მესამე ქვეყნის წინააღმდეგ.     მუხლი 20🔗 ხელშეკრულება დადებულია 10 წლის ვადით. იგი ავტომატურად გაგრძელდება ყოველი 5-წლიანი პერიოდებით, თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს წერილობით არ შეატყობინებს თავის გადაწყვეტილებას ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, მოქმედების ვადის ან მორიგი პერიოდის გასვლამდე არაუგვიანეს ერთი წლისა.     მუხლი 21🔗 ხელშეკრულება ექვემდებარება რატიფიკაციას, თითოეული ხელშემკვრელი მხარის შესაბამისი საკონსტიტუციო პროცედურის შესაბამისად და ძალაში შედის სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის დღიდან.     მუხლი 22🔗 ხელშეკრულება რეგისტრაციაში გატარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 102-ე მუხლის დებულების შესაბამისად. შესრულებულია ქ. თბილისში, 1996 წლის 26 მარტს, ორ პირად, თითოეული ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. ტექსტებს შორის სხვაობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს. საქართველოს სახელით                                                    რუმინეთის სახელით     (ხელშეკრულება)                                                               (ხელშეკრულება)