შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საფინანსო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ (დაუყოვნებელი ენერგეტიკული დახმარების პროგრამა)

მიღების თარიღი 23.05.1995
ძალაში შესვლა 23.05.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000001
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 28/11/1997
matsne.gov.ge 495 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.05.1995 მიღება
23.05.1995 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საფინანსო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ (დაუყოვნებელი ენერგეტიკული დახმარების პროგრამა) p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საფინანსო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ (დაუყოვნებელი ენერგეტიკული დახმარების პროგრამა) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა, საქართველოს რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების სულისკვეთებიდან გამომდინარე, სურთ „საქართველოსათვის საგანგებო დახმარებით“ განსაზღვრული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება და განმტკიცება, შეგნებული აქვთ; რომ ამ ურთიერთობების მხარდაჭერა მოცემული შეთანხმების საფუძველს წარმოადგენს, მიისწრაფვიან, ხელი შეუწყონ საქართველოს რესპუბლიკაში სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას, რათა „ენერგეტიკის სექტორში დაუყოვნებელი დახმარების პროგრამის“ ფარგლებში მაინის ფრანკფურტის რეკონსტრუქციის ბანკისაგან მიიღოს სესხი სულ 20 000 000 (ოცი მილიონი) გერმანული მარკის ოდენობით, მას შემდეგ, რაც შემოწმების შედეგად დადგენილი იქნება მისი გაცემის მიზანშეწონილობა. 2. იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შესაძლებლობას მისცემს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას მაინის ფრანკფურტის რეკონსტრუქციის ბანკისაგან შემდგომშიც მიიღოს კრედიტი, გამოყენებული იქნება მოცემული შეთანხმება. 3. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანხმობის შემთხვევაში 1-ლი პუნქტის აღნიშნული დებულებები შესაძლებელია შეიცვალოს სხვა დებულებებით.     მუხლი 2🔗 1-ლ მუხლში დასახელებული თანხების გამოყენებას, მისი გაცემის პირობებს, აგრეთვე შეკვეთების განთავსების პროცედურას განსაზღვრავს ხელშეკრულება, რომელიც დაიდება ფრანკფურტის ბანკსა და სესხის მიმღებ მხარეს შორის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.     მუხლი 3🔗 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ათავისუფლებს მაინის ფრანკფურტის რეკონსტრუქციის ბანკს დაბეგვრისაგან და სხვა დანარჩენი საგადასახადო ვალდებულებებისაგან, რომელთაც ითვალისწინებს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა მოცემული შეთანხმების მეორე მუხლში დასახელებული ხელშეკრულების დადებასა და განხორციელებასთან ერთად.     მუხლი 4🔗 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა სესხთან დაკავშირებული პირებისა და ტვირთის სახმელეთო, საზღვაო ან საჰაერო გზით ტრანსპორტირებისას მგზავრებსა და მიმწოდებლებს ანიჭებს სატრანსპორტო საშუალებათა არჩევის თავისუფლებას, არ მიმართავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც გამორიცხავენ ან გაართულებენ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებების თანასწორუფლებიანობას და მოცემულ შემთხვევაში გასცემს ამ სატრანსპორტო საშუალებათა მონაწილეობისათვის სათანადო ნებართვას.     მუხლი 5🔗 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა განსაკთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ სესხთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისას უპირატესად გამოყენებულ იქნეს ბრანდერბურგის, მეკლენბურგ–ფორპომერნის, საქსონიის, საქსენ–ანჰალტის, ტიურინგიისა და ბერლინის ფედერალური მიწების ეკონომიკური შესაძლებლობები. ამასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს მე-2 მუხლში დასახელებული ხელშეკრულება.     მუხლი 6🔗 მოცემული შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან. შესრულებულია ქ. თბილისში 1995 წლის 23 მაისს, ორ პირად, თითოეული ქართულ და გერმანულ ენებზე, ამასთან, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით  (ხელმოწერილია) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)