კონვენცია საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის ვეტერინარულ–სანიტარულ დარგში თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 26.03.1996
ძალაში შესვლა 05.08.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000021
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 10/12/1997
დოკუმენტის ტექსტი
კონვენცია საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის ვეტერინარულ–სანიტარულ დარგში თანამშრომლობის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
კონვენცია
საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის ვეტერინარულ-სანიტარიულ დარგში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და რუმინეთის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი,
ხელმძღვანელობენ სურვილით, განავითარონ საქართველო-რუმინეთის კავშირები, რათა დაიცვან ორივე მხარე ინფექციებისა და პარაზიტული დაავადებებისაგან,
იმისათვის, რომ უზრუნველყონ ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების გაცვლის პროცესები,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
ხელშემკვრელი მხარეების თანამშრომლობა გამოწვეულია ეპიზოოტიური დაავადებებისაგან თავიანთი ტერიტორიების დაცვის აუცილებლობით ცოცხალი ცხოველების, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისა და ნედლეულის, ფურაჟისა და სხვა საქონლის შემოზიდვის, გადაზიდვის, ტრანზიტის დროს, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდნენ გადამდები დაავადებების გავრცელების წყაროს.
თანამშრომლობა განვითარდება შემდეგნაირად:
1. ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას შეატყობინონ ერთმანეთს ეპიზოოტის საერთაშორისო ბიუროს A ნუსხაში შეტანილი დაავადებების გაჩენის შესახებ არაკეთილსაიმედო ობიექტების სახეობებისა და დაავადებულ ცხოველთა რაოდენობის მითითებით დაავადების მსვლელობის ფორმების ინფექციის გადატანის სავარაუდო გზების გამომწვევი ტიპისა და, აგრეთვე, დაავადების განვითარების აღკვეთისა და ლიკვიდაციის მიზნით მიღებული ზომების თაობაზე.
2. ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური წარმომადგენლები, რომლებიც ამ კონვენციის განხორციელებაზე პასუხისმგებელნი არიან – საქართველოს მხრიდან – სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარული მედიცინის სახელმწიფო ინსპექცია; რუმინეთის მხრიდან – სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო ვეტერინარულ-სანიტარიული ეროვნული სააგენტო.
3. ხელშემკვრელი მხარეები აცნობებენ ერთმანეთს B ნუსხაში შეტანილი ინფექციური დაავადებების გაჩენის შესახებ; მიაწოდებენ ერთმანეთს ეპიზოოტიურ ბიულეტენებს და სხვა ინფორმაციას ცხოველების ან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში ბიოლოგიური ჩანართებისა და სხვა საშიშროებების შესახებ.
4. ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას, აცნობონ ერთმანეთს ზოო ან ტროპოზოონოზური დაავადებების გაჩენის ცხოველების ან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში ბიოლოგიური ჩანართების ქიმიური ნივთიერებებისა და მექანიკური მინარევების ცხოველებში არსებობის შესახებ, რომლებიც საშიშროებას წარმოადგენდნენ ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობისათვის.
5. ხელშემკვრელი მხარეები აუცილებლობის შემთხვევაში გაუწევენ ურთიერთდახმარებას ცხოველთა, ფრინველთა, თევზების, მწერებისა და აბრეშუმის ჭიების დაავადებების დიაგნოსტირებაში; ამასთან, საერთაშორისო წესების სრული დაცვით განახორციელებენ ვირუსული და ბაქტერიული შტამების გაცვლას.
მუხლი 2🔗
1. ამ კონვენციაში ცხოველების ქვეშ იგულისხმება:
- არაწყვილჩლიქოსნები (ცხენები, ჯორები და ვირები);
- შინაური და გარეული ცხოველები (აქლემები, ცხვრები, თხები და ღორები);
- შინაური და გარეული მღრღნელები;
- ფრინველები (ქათმები, ინდაურები, ბატები, იხვები და ციცრები);
- ლუქსოზური ფრინველები (ხოხბები, კაკბები, ტყის მამლები და ა.შ.);
- ეგზოტიკური ფრინველები და ცხოველები;
- მწერები;
- თევზები, მოლუსკები, ნიჟარიანები, კუები, ბაყაყები, აბრეშუმის ჭიები.
2. ამ კონვენციაში მეცხოველეობის წარმოების მასალაში იგულისხმება ზიგოტები და ემბრიონები.
3. ცხოველური წარმოშოის პროდუქტებში იგულისხმება:
- ნედლეული გადაუმუშავებელ მდგომარეობაში;
- ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, თაფლი;
- ცხოველური წარმოშობის არასაკვები პროდუქტები, ის რაც არ არის საკვები და წარმოადგენს ნედლეულს ინდუსტრიისათვის.
4. ფურაჟის ქვეშ იგულისხმება მცენარეული, ცხოველური, მინერალური, მიკრობული ქიმიური და სხვა წარმოშობის საკვები, რომლებიც არ შეიცავენ ტოქსიკურ პროდუქტებს და რომლებიც ცხოველების მიერ მიჩნეულია უსაფრთხო ბიოლოგიურად აქტიურ ელემენტებად. ცხოველები, ცხოველთა აღწარმოების მასალები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები და ფურაჟი, რომლებსაც არ ითვალისწინებს ეს კონვენცია განხილული უნდა იქნეს ვეტერინარულ-სანიტარიული კანონმდებლობის მიხედვით.
მუხლი 3🔗
ხელშემკვრელი მხარეები აცნობებენ ერთმანეთს ინფორმაციას და ინსტრუქციებს ინფექციებისა და პარაზიტული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. ხელშემკვრელი მხარეები გაცვლიან ინფორმაციას ცხოველთა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, ფურაჟის, სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურების კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთებისადმი ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნების შესახებ და აგრეთვე იმ ზომების შესახებ, რომლებიც გამოიყენება არაგადამდები დაავადებების წარმოშობის დროს, მათ შორის, ტოქსიკური პროდუქტების რადიოაქტიური ნივთიერებების გამოყენებით გამოწვეული დაავადებების დროს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი.
მუხლი 4🔗
ვეტერინარიის დარგში თანამშრომლობის განვითარების მიზნით ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები:
1. ცვლიან ნორმატიულ აქტებსა და სხვა სპეციალურ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია სამედიცინო ვეტერინარიის საქმიანობასთან.
2. დროულად მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას ვეტერინარული მედიცინის დარგში დაგეგმილი შეხვედრებისა და თათბირების შესახებ, რათა ორივე მხარის სპეციალისტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ მათში მონაწილეობა.
3. ახორციელებენ თანამშრომლობას ვეტერინარული მედიცინის დარგში შემდეგი ფორმებით:
- ვეტერინარული მედიცინის საქმიანობის განვითარებისა და შემდგომი სრულყოფისათვის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება; აგრეთვე, ვეტერინარული ექიმების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება;
- ვეტერინარული მედიცინის დარგში სპეციალური ლიტერატურისა და პერიოდული გამოცემების გაცვლა;
- ვეტერინარების ურთიერთგაცვლა;
- ურთიერთსარგებლიანი პირობების შექმნა ხელშემკვრელი მხარეების მიერ ვეტერინარული პრეპარატების – (მედიკამენტების, პარაზიტების საწინააღმდეგო იმუნობიოლოგიური და დიაგნოსტიკური საშუალებების) გამოშვებისათვის და სავაჭრო გაცვლისათვის.
მუხლი 5🔗
1. ამ კონვენციის მე–3 და მე-4 მუხლებში მითითებული დოკუმენტების გაცვლის ხარჯები ანაზღაურდება იმ ხელშემკვრელი მხარის მიერ, რომელიც მას აგზავნის.
2. სპეციალისტების გაცვლა განხორციელდება ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
ამ შემთხვევაში თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, გამგზავნი მხარე გაიღებს მისი დელეგაციის მგზავრობის დაბინავების და გადაადგილების ხარჯებს.
მუხლი 6🔗
1. ხელშემკვრელი მხარეები სავაჭრო გარიგებისას ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, ფურაჟისა და სხვა საქონლის შემოზიდვის, გაზიდვისა და ტრანზიტის დროს, რომლებიც შეიძლება იყვნენ ინფექციური და პარაზიტული, მათ შორის ანტროპოზოონოზური დაავადების გადამცემები, ავალდებულებენ თავიანთი ქვეყნების კომპეტენტურ სახელმწიფო ვეტერინარულ ორგანოებს ეპიზოოტიის საერთაშორისო ბიუროს საერთაშორისო ზოოსანიტარული კოდექსის შესაბამისად შეიმუშაონ სპეციალური ვეტერინარულ-სანიტარიული წესები და ურთიერთშეთანხმებული მოთხოვნები.
2. ორივე ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარულ-სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელებს შეუძლიათ განახორციელონ უშუალო კონტაქტები საჭირო ინფორმაციის გაცვლისათვის, რომლებიც მითითებულია ამ კონვენციის მე-3 და მე-4 მუხლებში ან კონსულტაციების ჩატარების მიზნით მოაწყონ შეხვედრები წარმოშობილი პრობლემებისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების ერთობლივი შემუშავებისათვის.
მუხლი 7🔗
ხელშემკვრელი მხარეები ცხოველური პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ნედლეულის, ფურაჟისა და სხვა საქონლის, რომლებიც შეიძლება იყვნენ ცხოველთა გადამდები დაავადებების გამავრცელებლები, მათ შორის, ანტროპოზოონოზების შემოზიდვის, გაზიდვისა და ტრანზიტის დროს აწესებენ სასაზღვრო-ვეტერინარულ კონტროლს. აუცილებლობის შემთხვევაში სასაზღვრო კონტროლის პუნქტები შეიძლება შეიცვალოს, დაიხუროს ან გაიხსნას ახალი პუნქტები, რომლის შესახებაც ხელშემკვრელი მხარეები ატყობინებენ ერთმანეთს.
მუხლი 8🔗
თანახმად აღნიშნული კონვენციისა, ვეტერინარული სერტიფიკატები უნდა იქნეს მოყვანილი საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს საერთაშორისო ზოოსანიტარიული კოდექსის მოთხოვნების შესაბამისობაში და შევსებული ექსპორტიორი მხარის სახელმწიფო ენაზე და ინგლისურად.
მუხლი 9🔗
1. ცხოველების, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, ფურაჟის და სხვა მასალების იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი ხდება ხელშემკვრელი მხარეების ცენტრალური სახელმწიფო ვეტერინარული ორგანოების წერილობითი დამოწმების საფუძველზე მათ მიერ შერჩეული ვეტერინარულ-სანიტარიული წესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.
2. თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გაჩნდება დაავადებები, რომლებიც აღნიშნული არიან საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს ნუსხაში, მეორე მხარეს აქვს უფლება შეზღუდოს ან დაუყოვნებლივ აკრძალოს ცხოველების პროდუქტები, სადაც ცხოველური წარმოშობის ნედლეულის ბიოლოგიური მასალების, ფურაჟისა და სხვათა შემოზიდვა და ტრანზიტი, რომლებითაც შესაძლებელია ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან გადამდები დაავადების გადატანა, რისთვისაც იგი ატყობინებს მეორე მხარეს სახელმწიფო ცენტრალურ-ვეტერინარულ სამსახურს.
მუხლი 10🔗
1. ცხოველების, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისა და სხვათა თითოეულ ტრანსპორტირებას თან უნდა ახლდეს ვეტერინარულ-სანიტარიული სერტიფიკატი.
2. საზღვარზე დათვალირებისას თუ დადგინდა, რომ ცხოველებით, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებითა და ფურაჟით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც შეიცავს აღნიშნულ საქონელს, არ პასუხობს ვეტერინარულ სერტიფიკატს და არ აკმაყოფილებს მოთხოვნილებებს, და აგრეთვე სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც გადაიზიდება ამანათი, არ პასუხობს მოთხოვნებს, მაშინ ამის შესახებ იმპორტიორი ქვეყნის ვეტერინარული ორგანოები ატყობინებენ ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარულ ორგანოებს და მიმართავენ ზომებს ცხოველთა გადამდები ინფექციური და პარაზიტული დაავადებების, მათ შორის, ანტროპოზოონოზებისაგან ქვეყნის ტერიტორიის დასაცავად.
მუხლი 11🔗
ამ კონვენციის პირობები შეიძლება სრულყოფილი და მოდიფიცირებულ იქნეს ორივე ხელშემკვრელ მხარეთა შორის. ეს მოდიფიკაციები ძალაში შედის მე-13 მუხლის თანახმად.
მუხლი 12🔗
გარეული და შინაური ცხოველების იმპორტისას თითოეული ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია გაითვალისწინოს ამ კონვენციისა და სხვა საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნები, აგრეთვე, გაითვალისწინოს ხელშემკვრელი მხარეების კანონების მოთხოვნები ცხოველებისა და მთი პროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის შესახებ.
მუხლი 13🔗
1. კონვენცია იდება ხუთი წლის ვადით. მისი მოქმედების ვადა ავტომატურად გრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდებით, თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე არაუგვიანეს ექვსი თვისა შესაბამისი ვადის დასრულებამდე, წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს კონვენციის მოქმედების შეწყვეტის სურვილის შესახებ.
2. სადავო საკითხები წარმოშობილი ამ კონვენციის დებულებების განხორციელების დროს გადაწყდება შერეული კომისიის მიერ, რომელიც შედგება ყოველი მხარის სამ-სამი წარმომადგენლისაგან. შერეული კომისია მოწვეული უნდა იქნეს ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით. თუ აღნიშნული გზით არ იქნება მიღწეული დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება, სადავო საკითხები გადაწყდება დიპლომატიური არხებით.
მუხლი 14🔗
ცხოველების, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, ფურაჟის და სხვათა ტრანზიტი ხელშემკვრელი მხარის ან მესამე მხარის ტერიტორიაზე, რომლებიც შეიძლება ინფექციური დაავადების მატარებლები იყვნენ, ნებადართულია, თუ მათ გააჩნიათ ვეტერინარული სერტიფიკატი ეპიზოოტის საერთაშორისო ბიუროს საერთაშორისო ზოოსანიტარიული კოდექსი სანვეტერინარული სერტიფიკატი რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მიერ მესამე მხარესთან დადებული შეთანხმების მიხედვით.
მუხლი 15🔗
აღნიშნული კონვენცია ძალაში შედის უკანასკნელი ნოტის მიღებიდან 60 დღის შემდეგ, რითაც მხარეები ატყობინებენ ერთმანეთს ადგილობრივი საკანონმდებლო პროცედურების დასრულების შესახებ, რომელიც განპირობებულია კონვენციის ძალაში შესვლით.
შესრულებულია ქ. თბილისში, 1996 წლის 26 მარტს, ორ პირად, თითოეული ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. სადავო საკითხების შემთხვევაში ინგლისურ ტექსტს მიენიჭება უპირატესობა.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
რუმინეთის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)