შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 08.11.1994
ძალაში შესვლა 10.10.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000031
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 13/12/1997
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 46.35pt 56.7pt 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
შეთანხმება
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობა, ქვემოთ ხსენებულნი, როგორც ,,ხელშეკრულების მონაწილე მხარეები”, რომლებსაც სურთ განავითარონ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები,
გამოხატავენ სურვილს განავითარონ თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, კვლევისა და ტექნოლოგიის, კულტურის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში,
მოქმედებენ რა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის დასკვნითი აქტისა და პარიზის ქარტია ახალი ევროპისათვის დებულებათა შესაბამისად, დაადგინეს, დადონ ეს შეთანხმება და ამ მიზნით მორიგდნენ შემდეგზე
:
მუხლი 1🔗
(განათლება)
შეთანხმების მონაწილე მხარეები მიიღებენ საჭირო ზომებს, რათა ხელი შეუწყონ განათლებისა და კულტურის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის განვითარებას.
ამ მიზნით, მხარეები:
1. გააღრმავებენ თანამშრომლობას ორი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებსა და მეცნიერებათა აკადემიებს შორის.
2. წაახალისებენ სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარებას მეორე ქვეყნის მეცნიერთა მონაწილეობით.
3. გაცვლიან უმაღლესი სასწავლებლების სამეცნიერო კადრებს.
4. ხელს შეუწყობენ ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილების, ასევე სასწავლო თვალსაჩინოებების გაცვლას ყველა საგანმანათლებლო დონეზე.
5. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, სტიპენდიებით უზრუნველყოფენ სწავლებას მეორე ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში.
6. ხელს შეუწყობენ მეორე ქვეყნის ენის სწავლებას ყველა საგანმანათლებლო დონეზე, როგორც მასწავლებლების, სახელმძღვანელოებისა და სასწავლო მასალების გაცვლის, ასევე სასწავლო პროგრამების შექმნის გზით.
7. ითანამშრომლებენ თავიანთ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ბერძნული და ქართული წარმოშობის მოქალაქეების მიერ მშობლიური ენისა და კულტურის შენარჩუნებისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად.
8. თითოეულ ქვეყანაში მოქმედი კანონების შესაბამისად, განიხილავენ სერტიფიკატების, ატესტატების, დიპლომების, ხარისხებისა და აკადემიური წოდებების ორმხრივი ცნობისა და ეკვივალენტობის საკითხს.
წინასწარი შეთანხმების შემდეგ, განათლების საკითხებთან დაკავშირებული ყველა სხვა საქმიანობა შესაძლოა შეტანილ იქნეს პროგრამებში, აღნიშნული შეთანხმების მე-12 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
(კვლევა, მეცნიერება და ტექნოლოგია)
ურთიერთხელსაყრელი პირობების საფუძველზე, შეთანხმების მონაწილე მხარეები წაახალისებენ და ხელს შეუწყობენ გაცვლებსა და თანამშრომლობას თეორიული და გამოყენებითი მეცნიერების სფეროში, შექმნიან შესაბამის პირობებს ორი ქვეყნის სამეცნიერო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, კვლევით ინსტიტუტებს, უნივერსიტეტებს, აგრეთვე სხვა უმაღლეს სასწავლებლებს, მეცნიერებს, მკვლევრებსა და სპეციალისტებს შორის კონტაქტებისათვის; ისინი აგრეთვე წაახალისებენ ერთობლივ ღონისძიებებს სპეციალიზებულ სფეროებსა და საერთო ინტერესების მქონე საკითხებში.
მეცნიერული თანამშრომლობის განვითარებისა და გაფართოების მიზნით, შეთანხმების მონაწილე მხარეები ხელს შეუწყობენ და დააფინანსებენ:
1. მკვლევრების, მეცნიერებისა და სხვა სპეციალისტების ვიზიტებს, სასწავლო მივლინებებსა და კონსულტაციებს.
2. კვლევითი პროგრამებისა და პროექტების ერთობლივ შემუშავებასა და განხორციელებას და, შესაბამისად, მათი შედეგების ურთიერთგაცვლას.
3. ერთობლივი კურსების, კონფერენციებისა და სიმპოზიუმების ორგანიზებას.
4. სამეცნიერო ხასიათის აუდიო-ვიზუალური მასალების გაცვლას.
5. სამეცნიერო გამოფენებისა და ჩვენებების ორგანიზებას.
6. სამეცნიერო ლიტერატურის, დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გაცვლას.
7. აღნიშნული მიზნების განმახორციელებელი საბერძნეთის მხრიდან არის მრეწველობის სამინისტროს კვლევისა და ტექნოლოგიის გენერალური სამდივნო, ხოლო საქართველოს მხრიდან _ მეცნიერებათა აკადემია.
სამეცნიერო გაცვლებისა და ერთობლივი კვლევის პროექტების, ისევე როგორც თანამშრომლობის სხვა ფორმების (მაგ., ტექნიკური დახმარება, სიმპოზიუმები და სხვა) რეგულირებისა და განხორციელების სპეციალური ოქმი და სამუშაო პროგრამა, ხელმოწერილი იქნება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, მონაცვლეობით შეთანხმების მონაწილე მხარეების დედაქალაქებში. შუალედურ შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ სამუშაო პროგრამის განხორციელების შედეგებს. ოქმში დასამტკიცებლად გაერთიანებული პროექტები, მათი განხორციელების დაწყებამდე, ერთობლივად იქმნება წარდგენილი და შეფასებული ორივე მხარის მიერ.
ზემოაღნიშნული თანამშრომლობის დაფინანსება მოხდება თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ერთობლივად, შეთანხმების მონაწილე ორივე მხარის მიერ.
მუხლი 3🔗
(არქივები და ბიბლიოთეკები)
შეთანხმების მონაწილე მხარეები განავითარებენ ორივე ქვეყნის სახელმწიფო არქივებსა და ბიბლიოთეკებს შორის თანამშრომლობას, მათ ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.
მუხლი 4🔗
(ხელოვნება და კულტურა)
შეთანხმების მონაწილე მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას კულტურის სხვადასხვა სფეროებში, რომლებიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენენ, ისინი განსაკუთრებით წაახალისებენ:
1. წამოწყებებს, რომელთა მიზანია მეორე ქვეყნის ხელოვნების ნიმუშებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების წარდგენა, ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმანებისა და წიგნების, ისევე როგორც კულტურის სფეროში სხვა პუბლიკაციების გაცვლის ჩათვლით.
2. სამხატვრო გამოფენებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების გაცვლას, ფილმების კვირეულების ორგანიზებას, თითოეული ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან შეთანხმებით.
3. მათ წარმომადგენლების მონაწილეობას, მეორე მხარის მიერ კულტურის დარგში ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციებში, შეჯიბრებებში, ფესტივალებში, შეხვედრებსა და კონგრესებზე.
4. კონტაქტების განვითარებას ორივე ქვეყნის ხელოვანთა ასოციაციებს შორის, ხელოვნებისა და კულტურის დარგში გამოცდილებისა და სპეციალისტების, აგრეთვე მწერლების, ლექტორებისა და მხატვრების გაცვლას.
5. არქეოლოგიისა და მუზეუმების დარგში ინფორმაციის, გამოცდილებისა და ამ დარგების სპეციალისტთა გაცვლებს, აგრეთვე არქიტექტურული და კულტურული საგანძურის დაცვას.
6. თეატრალური, მუსიკალური, სამხატვრო და ფოლკლორული ჯგუფების ან ინდივიდუალურ შემსრულებელთა გაცვლებს.
7. კინემატოგრაფიის სფეროში კონტაქტების განვითარებას, ფილმების გაცვლის, შეთანხმების მონაწილე მეორე მხარის მიერ ორგანიზებულ ფილმების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის, ასევე ფილმების ერთობლივი წარმოების გზით, მათ ქვეყანაში მოქმედი წესების თანახმად და შესაბამისი უწყებების წინასწარ დასტურის შემთხვევაში.
მუხლი 5🔗
(კულტურის ცენტრი)
შეთანხმების მონაწილე მხარეებს შეუძლიათ მეორე მხარის დედაქალაქში ერთობლივად დააარსონ კულტურის ცენტრები, რომელთა იურიდიული სტატუსი, ორგანიზებისა და ფუნქციონირების პირობები დადგინდება სპეციალური შეთანხმების თანახმად.
მუხლი 6🔗
(საავტორო უფლება)
შეთანხმების მონაწილე მხარეები წაახალისებენ საავტორო უფლებათა და მათი კანონმდებლობის ფარგლებში, მათთან დაკავშირებულ ყველა სხვა უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის საქმეში თავიანთი ქვეყნების შესაბამის უწყებათა შორის თანამშრომლობას.
მუხლი 7🔗
(იუნესკო)
შეთანხმების მონაწილე მხარეები ხელს შეუწყობენ აქტიურ თანამშრომლობას იუნესკოსა და სხვა კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო საერთაშორისო ორგანიზაციათა ფარგლებში.
მუხლი 8🔗
(მასობრივი ინფორმაციის საშუალებები)
შეთანხმების მონაწილე მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირ თანამშრომლობას ორი ქვეყნის შესაბამის ორგანიზაციებს შორის პრესის, რადიოსა და ტელემაუწყებლობის სფეროში; ისინი განსაკუთრებით წაახალისებენ პროგრამებისა და ზემოაღნიშნულ ორგანიზაციათა დელეგაციების გაცვლას.
მუხლი 9🔗
(სპორტი)
შეთანხმების მონაწილე მხარეები წაახალისებენ სპორტისა და ფიზიკური მომზადების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას და ორი ქვეყნის შესაბამის სპორტულ უწყებათა შორის პირდაპირი კონტაქტებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას.
ამ თანამშრომლობის არსი და დეტალები განისაზღვრება ზემოაღნიშნული უწყებების მიერ.
მუხლი 10🔗
(ახალგაზრდობა)
შეთანხმების მონაწილე მხარეები წაახალისებენ ორი ქვეყნის ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას. მხარეები გაცვლიან ახალგაზრდობის საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და გამოცდილებას ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მეგობრული ატმოსფეროს შექმნისა და მშვიდობის განმტკიცების მიზნით.
მუხლი 11🔗
(ტურიზმი)
შეთანხმების მონაწილე მხარეები ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებას მათი ქვეყნების ცივილიზაციების უკეთ გაცნობის მიზნით.
მუხლი 12🔗
(სხვადასხვა)
1. აღნიშნული შეთანხმების განხორციელების მიზნით, მხარეები დააარსებენ ერთობლივ საქართველო-საბერძნეთის კომიტეტს, რომელიც შეიკრიბება მონაცვლეობით თბილისსა და ათენში, რათა შეიმუშაონ თანამშრომლობის პროგრამების დეტალები, მათ შორის, ფინანსური პირობებიც.
2. მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, შესაძლოა განხორციელებულ იქნეს ყველა სხვა საქმიანობა, რომელიც წინამდებარე შეთანხმების მიზნებს პასუხობს.
მუხლი 13🔗
აღნიშნული შეთანხმება ძალაში შედის შეთანხმების მონაწილე მხარეების მიერ მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი სამართებლივი პროცედურების შესრულების დამადასტურებელი, დიპლომატიური არხების მეშვეობით მიწოდებული უკანასკნელი წერილობითი შეტყობინებიდან ოცდაათი (30) დღის შემდეგ.
აღნიშნული შეთანხმება ძალაში იქნება 5 წლის განმავლობაში და ამის შემდეგ ავტომატურად გაგრძელდება ყოველი ხუთი წლის ვადით, თუ შეთანხმების მონაწილე ერთ-ერთი მხარე შესაბამისი ვადის გასვლამდე ექვსი თვით ადრე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობით არ მოახდენს მის დენონსირებას.
შესრულებულია ქ. ათენში, 1994 წლის 8 ნოემბერს, ორ ეგზემპლარად, ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
ქართული და ბერძნული ტექსტების განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ვარიანტს.
საქართველოს რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
საბერძნეთის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)