"საქართველოს საარბიტრაჟო პალატა" - დებულება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 090211, 09/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

მუდმივმოქმედი არბიტრაჟის – შპს „საქართველოს საარბიტრაჟო პალატის“

დებულება

 

თავი I. შესავალი დებულებანი

    მუხლი 1. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

პალატა – მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი – შპს „საქართველოს საარბიტრაჟო პალატა“, რომელიც მოქმედებს 2009 წლის 19 ივნისის კანონის „არბიტრაჟის შესახებ“ და ამ დებულების საფუძველზე;

არბიტრაჟი – ამ დებულების მიხედვით ერთი ან რამდენიმე წევრისაგან შემდგარი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს კერძო ხასიათის ქონებრივი დავა საქართველოს კანონის „კერძო არბიტრაჟის“ შესახებ და ამ დებულების საფუძველზე.

კანონი „არბიტრაჟის შესახებ“ 2009 წლის წ ლის19 ივნისის საქართველოს კანონი

არბიტრი – არბიტრაჟის წევრი;

მხარეები – საარბიტრაჟო მოსარჩელე და სარბიტრაჟო მოპასუხე;

პალატის თავმჯდომარე – შპს „საქართველოს საარბიტრაჟო პალატის“ თავმჯდომარე (დირექტორი) ან მისი მოვალეობის შემსრულებელი;

საარბიტრაჟო შეთანხმება„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გათვალსიწინებული საარბიტრაჟო შეთანხმება;

საარბიტრაჟო განხილვა – არბიტრაჟის მიერ მხარეთა შორის არსებული დავის განხილვა;

არბიტრაჟის გადაწყვეტილება – საარბიტრაჟო განხილვის დროს არბიტრაჟის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.

    მუხლი 2. ზოგადი დებულებანი

1. საარბიტრაჟო პალატა საქმეებს განიხილავს კანონის, მხარეთა შეთანხმებითა და ამ დებულებით დადგენილი იმ წესების მიხედვით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის ან არბიტრაჟის მიერ კონკრეტული მოქმედების განხორციელების დროს.

2. არბიტრაჟი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს მხარეთა ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრული საარბიტრაჟო განხილვის პროცედურით, ამ დებულების და კანონის მოთხოვნათა დაცვით.

3. საქმის განხილვას არბიტრაჟი შეუდგება იმ პირის სარბიტრაჟო სარჩელის საფუძველზე, რომელიც მიმართავს მას.

4. სა ა რბიტრაჟო სარჩელის განსახილველად მიღების საკითხს წყვეტს პალატის თავმჯდომარე, საარბიტრაჟო სარჩელის და საარბიტრაჟო სარჩელზე საარბიტრაჟო პასუხის საფუძველზე.

5. სა ა რბიტრაჟო სარჩელის მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა შეიძლება ამ დებულებით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.

6. სარბიტრაჟო სარჩელის განსახილველად მიღების შემთხვევაში ეს დებულება განიხილება, როგორც საარბიტრაჟო შეთანხმების განუყოფელი ნაწილი. ამასთან, თუ საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე ნაწილი ეწინააღმდეგება ამ დებულების რომელიმე წესს, მოქმედებს ამ დებულების შესაბამისი წესი.

7. თუ ოდესმე აღმოჩნდება, რომ ამ დებულების რომელიმე ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან იურიდიული ძალის არმქონეა, ეს ფაქტი გავლენას ვერ მოახდენს მისი დანარჩენი ნაწილებისა და მთლიანად დებულების იურიდიულ ძალასა და გამოყენებადობაზე.

8. საქმის გარემოებათა გასარკვევად და სწრაფად განხილვის მიზნით არბიტრაჟს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს კანონით ან ამ დებულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

9. საარბიტრაჟო განხილვისას არბიტრაჟი გამოიყენებს მხარეთა შეთანხმებაში მითითებულ სამართალს, ხოლო თუ ამის შესახებ მხარეთა შეთანხმება არ არის – საქართველოს სამართალს.

10. საარბიტრაჟო განხილვა ხდება იმ ენაზე, რომელსაც მხარეები მიუთითებენ საარბიტრაჟო შეთანხმებაში. თუ მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმებაში აღნიშნული არ არის საარბიტრაჟო განხილვის ენა, განხილვა ხდება ქართულ ენაზე. პირს, რომელმაც საარბიტრაჟო განხილვის ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი.

11. საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობით ფორმით დადებულად, თუ იგი გაფორმებულია ს ა არბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის გაცვლით, როდესაც ერთი მხარე ამტკიცებს, ხოლო მეორე მხარე არ უარყოფს სა ა რბიტრაჟო შეთანხმების არსებობას.

12. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, არბიტრაჟს შეუძლია შეიკრიბოს ნებისმიერ ადგილას, თავის წევრებს შორის კონსულტაციების ჩასატარებლად, მოწმეების, ექსპერტების ან მხარეების მოსასმენად, მტკიცებულებათა დასათვალიერებლად.

13. საარბიტრაჟო განხილვის ადგილია პალატის იურიდიული მისამართი, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებული ადგილი საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთაა, საარბიტრაჟო განხილვის ადგილად მიიჩნევა პალატის იურიდიული მისამართი.

14. არბიტრაჟის წევრი ვალდებულია დაიცვას საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

15. ამ დებულების რომელიმე პუნქტის განმარტების, აგრეთვე ამ დებულებით მოუწესრიგებელი საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება აქვს პალატის თავმჯდომარეს არბიტრის ან ერთ-ერთი მხარის მიმართვის საფუძველზე.

    მუხლი 3. საარბიტრაჟო ხარჯები

1. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯებს შეადგენს საარბიტრაჟო ხარჯები და არბიტრაჟისგარეშე ხარჯები.

2. საარბიტრაჟო ხარჯებს შეადგენს საარბიტრაჟო მოსაკრებელი და არბიტრაჟის დამატებითი ხარჯები.

3. არბიტრაჟის გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისთვის გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარის მიერ გაწეული სხვა აუცილებელი ხარჯები.

4. საარბიტრაჟო მოსაკრებელს იხდის დაინტერესებული პირი:

ა) სა ა რბიტრაჟო სარჩელზე;

ბ) შეგებებულ სა ა რბიტრაჟო სარჩელზე;

გ) საარბიტრაჟო საჩივარზე საქმის გადასინჯვის შესახებ.

5. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა ქონებრივ დავებზე დამოკიდებულია დავის საგნის ღირებულებაზე და შეადგენს სადა ვ ო საგნის ღირებულების 2%-ს დღგ-ი ს გარეშე. ამასთან,საარბიტრაჟო მოსაკრებელი არ შეიძლება იყოს ფიზიკური პირებისათვის 300 ლარზე ნაკლები, ხოლო იურიდიული პირებისათვის 500 ლარზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ფიზიკური პირებისათვის 3000 ლარს ხოლო იურიდიული პირებისათვის 50 000 ლარს დღგ-ი ს გარეშე.

6. ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დავის საგნის ფასს უთითებს საარბიტრაჟო მოსარჩელე. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება დავის საგნის ნამდვილ ღირებულებას სა ა რბიტრაჟო სარჩელის აღძვრის დროისათვის, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს პალატის თავმჯდომარე.

7. არაქონებრივი დავების დროს დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება ყველა გარემოებისა და კონკრეტული მონაცემის გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღება საქმის მოცულობა, აგრეთვე მხარეთა ქონებრივი ინტერესი დავის მიმართ.

8. თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, მაშინ დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით.

9. არბიტრაჟის დამატებით ხარჯებს შეადგენს:

ა) საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებულ ადგილას საარბიტრაჟო განხილვის ჩატარების ხარჯები;

ბ) სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები;

გ) თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები;

დ) ადგილზე დათვალიერებით გამოწვეული ხარჯები;

10. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ ხარჯებს მხარეები გაიღებენ თანაბრად, თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

11. ექსპერტების, სპეციალისტების, თარჯიმნების სამუშაო და არბიტრაჟში გამოცხადებისათვის საჭირო ხარჯებს, აგრეთვე ადგილზე დათვალიერებით გამოწვეულ ხარჯებს გაიღებს მხარე, რომელმაც იშუამდგომლა ამის შესახებ.

12. არბიტრაჟის დამატებითი ხარჯები წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საარბიტრაჟო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

13. პალატის თავმჯდომარეს უფლება აქვს მხარეს გადაუდოს ან გაუნაწილვადოს საარბიტრაჟო ხარჯების გადახდა.

14. პალატის თავმჯდომარეს უფლება აქვს მხარეს შეუმციროს საარბიტრაჟო ხარჯების ოდენობა ან საერთოდ გაანთავისუფლოს იგი ამ ხარჯების გადახდისაგან მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით (შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე).

15. მთავარ საარბიტრაჟო სხდომამდე საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო სარჩელზე ურის თქმის შემთხვევაში საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა ნახევრდება, ხოლო მხარეთა მორიგების შემთხვევაში საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა შემცირდება 30%-ით.

16. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, იმ მხარის მიერ გაღებული საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების გადახდას, რომლის სასარგებლოდაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, არბიტრაჟი აკისრებს მეორე მხარეს მხოლოდ მოგებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე. თუ საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ, მაშინ საარბიტრაჟო მოსარჩელეს საარბიტრაჟო მოსაკრებელი მიეკუთვნება სა ა რბიტრაჟო სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც არბიტრაჟის გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო სა ა რბიტრაჟო მოპასუხეს სარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც სა ა რბიტრაჟო მოსარჩელეს უარი ეთქვა.

17. თუ მხარეებმა თვითონ გაითვალისწინეს საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების განაწილების წესი, არბიტრაჟი ამ საკითხს წყვეტს მათი შეთანხმების შესაბამისად.

    მუხლი 4. არბიტრაჟის შემადგენლობა და აცილება

1. არბიტრაჟი შედგება ერთი წევრისაგან, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში არბიტრთა რაოდენობას და მათი დანიშვნის წესს განსაზღვრავენ მხარეები. მხარეები ნიშნავენ თანაბარი რაოდენობის არბიტრებს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში არბიტრაჟის რაოდენობა განისაზღვრება პალატის დებულების შესაბამისად.

3. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით არბიტრაჟის რაოდენობა ლუწია,მაშინ უკვე დანიშნული არბიტრები ვალდებული არიან დანიშვნიდან 10 დღის ვადაში დანიშნონ კიდევ ერთი არბიტრი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. არბიტრები ინიშნებიან პალატის წევრთა სიიდან, რომელსაც ამტკიცებს პალატის თავმჯდომარე.

5. არბიტრის (არბიტრების) დანიშვნის შესახებ მხარეთა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში არბიტრს (არბიტრებს) ნიშნავს პალატის თა ვმ ჯდომარე.

6. თუ მხარე არ დანიშნავს არბიტრს (არბიტრებს) მხარეთა მიერ შეთანხმებულ ან ამ დებულებით განსაზღვრულ ვადაში, ეს ჩაითვლება მხარის მიერ არბიტრის (არბიტრების) დანიშვნაზე უარის თქმად.

7. თუ მხარე უარს ამბობს არბიტრის (არბიტრების) დანიშვნაზე, ან საარბიტრაჟო შეთანხმებით არბიტრაჟის შემადგენლობა განისაზღვრება ერთი არბიტრით, არბიტრს ნიშნავს პალატის თავ მ ჯდომარე.

8. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით მხარეები არ ნიშნავენ არბიტრებს, პალატის თავმჯდომარე არბიტრს ნიშნავს სარბიტრაჟო შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლიდან 15 დღის ვადაში. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებაში დადგენილია არბიტრების დანიშვნის ვადა, მხარე ვალდებულია ამ ვადაში დანიშნოს არბიტრი (არბიტრები), ხოლო თუ ასეთი ვადა განსაზღვრული არ არის, მხარემ არბიტრი (არბიტრები) უნდა დანიშნოს არა უგვიანეს 30 დღისა მოთხოვნის ჩაბარების დღიდან.

9. თუ არბიტრთა რიცხვი ერთზე მეტია, მაშინ არბიტრაჟმა შექმნიდან 5 დღის ვადაში ერთ-ერთი მათგანი უნდა დანიშნოს თავის თავმჯდომარედ. არბიტრაჟის თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს მხარის მიერ დანიშნული არბიტრი.

10. პალატის თავ მ ჯდომარეს უფლება აქვს უფლებამოსილება შეუწყვიტოს დანიშნულ არბიტრს, თუ:

ა) არბიტრმა წერილობით განაცხადა, რომ არ სურს თავისი ფუნქციების შესრულება;

ბ) არბიტრმა განაცხადა თვითაცილება, ან სხვა საპატიო მიზეზით არ შეუძლია განახორციელოს თავისი უფლებამოსილება;

გ) არბიტრმა დაარღვია ხელშეკრულება, ან სამართლიანად და მიუკერძოებლად არ განიხილავს საქმეს ან ჯეროვნად არ ასრულებს თავის ფუნქციებს.

11. მხარეს არ ა აქვს უფლება, ერთპიროვნულად შეცვალოს თავის მიერ დანიშნული არბიტრი.

12. მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის ან ხვა რაიმე მიზეზით უმოქმედობის შემთხვევაში არბიტრს შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ან მხარეთა შეთანხმებით. აღნიშნულ შემთხვევაში შეთანხმების მიუღწევლობისას ერთ-ერთ მხარეს შეუძლია არბიტრის უფლებამისილების შეწყვეტის მოთხოვნის დაყენებიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით.

13. არბიტრაჟის წევრის (წევრების) შეცვლის შემთხვევაში არბიტრაჟის ახალი წევრი (წევრები) ინიშნება იმავე წესით, როგორითაც არბიტრაჟის შესაცვლელი წევრი (წევრები).

14. ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს არბიტრის აცილება, თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები. აცილება შეიძლება გაცხადებულ იქნეს იმ შემთხვევაშიც, თუ არბიტრი არ ფლობს იმ კვალიფიკაციას,რომელიც მხარეთა შეთანხმებით არის განსაზღვრული.

15. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი დანიშნული არბიტრის აცილება მხოლოდ იმ გარემოებათა გამო, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა არბიტრაჟის წევრის დანიშვნის შემდეგ.

16. მხარეებს, კანონის მოთხოვნათა დაცვით, შეუძლიათ შეთანხმდნენ არბიტრის აცილების პროცედურაზე.

17. მხარის მიერ არბიტრის აცილების შემთხვევაში განცხადება უნდა იყოს დასაბუთებული აცილების საფუძვლებით

18. აცილების საკითხს არბიტრაჟი წყვეტს ადგილზე მოთათბირებით ან განცალკევებით.

19. თუ აცილება განუცხადეს არბიტრს, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, აცილების საკითხს წყვეტს თვითონ ეს არბიტრი. აცილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა პალატის თავჯდომარეს, რომელიც საქმეს გადასცემს სხვა არბიტრს.

20. თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური არბიტრაჟის შემადგენლობის ერთ-ერთ წევრს,მაშინ ამ არბიტრის აცილების საკითხს გადაწყვეტენ ამ არბიტრაჟის სხვა დარჩენილი არბიტრები.

21. თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური არბიტრაჟის მთელ შემადგენლობას ან მათ უმრავლესობას, აცილების საკითხს გადაწყვეტს ამავე არბიტრაჟის სრული შემადგენლობა ხმათა უმრავლესობით. აცილების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქმე გადაეცემა პალატის თავ მ ჯდომარეს, რომელიც ამ საქმეს გადასცემს სხვა კოლეგიური არბიტრაჟის შემადგენლობას.

22. ამ პუნქტში აღნიშნული საფუძვლით შეიძლება აცილებულ იქნეს ექსპერტი და სპეციალისტი. ამ შემთხვევაში აცილების საკითხს წყვეტს არბიტრაჟი.

    მუხლი 5. შეტყობინება და დაბარება

1. მხარეებს უწყებით გონივრულ ვადაში ეცნობებათ არბიტრაჟის სხდომის ან არბიტრაჟის მიერ ცალკეული მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყებით არბიტრაჟში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.

2. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წერილობითი შეტყობინება და/ან უწყება მიღებულად ჩაითვლება, თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ ან ფაქტ ობრივ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია მხარისათვის წერილობითი შეტყობინების ან/და უწყების ჩაბარება არბიტრაჟისათვის ცნობილ მისამართზე, ან შეტყობინება და/ან უწყება ვერ ბარდება მხარეს არბიტრაჟისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, წერილობითი შეტყობინება და/ან უწყება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის რეგისტრირებულ იურიდიულ მისამართზე, რეგისტრირებული საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე, ან მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების და/ან უწყების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას.

3. მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონოგრამით ან დეპეშით. თუ შეტყობინების მიმღებს აქვს ფაქსის აპარატი, მაშინ არბიტრაჟს შეუძლია განახორციელოს შეტყობინება ფაქსის მეშვეობით. ფაქსით შეტყობინების დროს აუცილებელია შეტყობინების დადასტურება იმ პირის მიერ, ვისაც ასეთი შეტყობინება გაეგზავნა.

4. თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც არბიტრაჟს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება და არბიტრაჟს შეუძლია განიხილოს საქმე.

5. მხარის გამოუცხადებლობა, თუ მას ამ მუხლით დადგენილი წესითა და ვადაში ეცნობა საქმის განხილვის დრო და ადგილი, ხელს არ უშლის საქმის განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას, თუ გამოუცხადებელმა მხარემ წერილობით არ იშუამდგომლა განხილვის გადადება საპატიო მიზეზის მითითებით. მხარეს შეუძლია მოითხოვოს საქმის განხილვა მის დაუსწრებლად.

თავი II. არბიტრაჟის უფლებამოსილება

    მუხლი 6. არბიტრაჟის კომპეტენცია

1. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება (განკარგულება) თავისი კომპეტენციის შესახებ, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის თუ ნამდვილობის დადგენის ჩათვლით. ამ მიზნით საარბიტრაჟო დათქმა, რომელიც ხელშეკრულების ნაწილია, განიხილება საარბიტრაჟო შეთანხმებად, რომელიც არ არის დამოკიდებული ხელშეკრულების სხვა პირობებზე. არბიტრაჟის მიერ ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ გამოიწვევს საარბიტრაჟო დათქმის ბათილობას.

2. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს საარბიტრაჟო შესაგებლის წარდგენამდე. მხარის მიერ არბიტრის დანიშვნა ან არბიტრის დანიშვნაში მონაწილეობა არ ართმევს ამ მხარეს უფლებას, გააკეთოს ასეთი განცხადება.

3. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ უნდა გაკეთდეს მხარის მიერ შესაბამისი გარემოებების შეტყობიდან 7 დღის ვადაში.

4. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც, თუ აღნიშნული ვადის გასვლას არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს.

5. თუ არბიტრაჟი განსაზღვრავს, რომ მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია, მხარეებს შეუძლიათ ეს გადაწყვეტილება გამოტანიდან 30 დღის ვადაში გაასაჩივრონ სასამართლოში. სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

    მუხლი 7. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება

1. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო შეთანხმებას.

2. არბიტრაჟი გადაწყვეტილებას იღებს კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 8. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების პირობები

არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება ხდება კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 9. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შეცვლა, შეჩერება და გაუქმება

არბიტრაჟი უფლებამოსილია, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს, შეცვალოს, შეაჩეროს ან გააუქმოს მის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით ან განსაკუთრებულ შემთხვევებში, მხარეთათვის წინასწარ შეტყობინების შემდეგ, თავისი ინიციატივით.

    მუხლი 10. ინფორმაციის განცხადების ვალდებულება

მხარეები ვალდებ ულ ნი არიან არბიტრაჟს დაუყოვნებლივ აცნობონ ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იმ გარემოებათა არსებით ცვლილებებს, რომელთა საფუძველზედაც მოხდა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების მოთხოვნა ან გამოყენება.

      

    მუხლი 11. არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობა და აღსრულება

არბიტრაჟის მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ისინი უნდა აღსრულდეს სასამართლოსთვის მიმართვის გზით, კანონით დადგენილი წესით.

თავი III. მხარეები

    მუხლი 12. მხარეთა ქმედუნარიანობა

1. არბიტრაჟი საქმის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირების სარბიტრაჟო სარჩელის და შესაბამისი საარბიტრაჟო შეთანხმების საფუძველზე. მხარეებად არბიტრაჟში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები, აგრეთვე ორგანიზაციები,რომლებიც არ არიან იურიდიული პირები.

2. თუ საქმის წარმოების დროს გაირკვევა, რომ ერთ-ერთი მხარე ქმედუუნაროა და მას არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, არბიტრაჟი ვალდებულია შეაჩეროს საარბიტრაჟო განხილვა. საარბიტრაჟო განხილვა განახლდება კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნის და ამის თაობაზე არბიტრაჟისათვის შეტყობინების შემდეგ.

    მუხლი 13. მხარეთა უფლებები

1. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით. მათ უფლება აქვთ გაეცნონ სარბიტრაჟო სარჩელთან დაკავშირებულ მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, წარადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, განაცხადონ არბიტრაჟის წინაშე შუამდგომლობები, მისცენ არბიტრაჟს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტება, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები. ისარგებლონ ამ დებულებით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.

2. სარბიტრაჟო მოსარჩელეს უფლება აქვს საქმის საარბიტრაჟო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარბიტრაჟო სარჩელის საფუძველი ან საგანი, მოთხოვნების ოდენობა, რის შესახებაც არბიტრაჟი ვალდებულია აცნობოს სარბიტრაჟო მოპასუხეს.

3. საქმის საარბიტრაჟო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სა ა რბიტრაჟო სარჩელის საფუძვლის ან საგნის, მოთხოვნის ოდენობის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ არბიტრაჟის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში სა ა რბიტრაჟო მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს საქმის განხილვის გადადება, მაგრამ არა უმეტეს 5 დღით. მოთხოვნის ოდენობის შეცვლად არ ჩაითვლება მოთხოვნის დაზუსტება, დაკონკრეტება და გაღებული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა.

4. დაუშვებელია ისეთი ცვლილება, რაც სა ა რბიტრაჟო სარჩელს საარბიტრაჟო შეთანხმებისა და ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებს აცილებს.

5. მხარეები საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე შეიძლება წარმოდგენილ იქნენ წარმომადგენლის ან ადვოკატის მეშვეობით. წარმომადგენელმა ან ადვოკატმა უნდა წარუდგინოს არბიტრაჟს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა განხილვაში.

6. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. საარბიტრაჟო მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარბიტრაჟო სარჩელზე, ხოლო სარბიტრაჟო მოპასუხეს _ცნოს სარბიტრაჟო სარჩელი.

    მუხლი 14. თანამონაწილეობა

1. სარბიტრაჟო სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე სა ა რბიტრაჟო მოპასუხის წინააღმდეგ, თუ სა ა რბიტრაჟო სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება ან მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან. ასეთ შემთხვევაში თითოეული საარბიტრაჟო მოსარჩელის ან სა ა რბიტრაჟო მოპასუხე მეორე მხარის მიმართ განხილვაში გამოდის დამოუკიდებლად.

2. თანამონაწილეებს შეუძლიათ საქმის წარმოება ერთ-ერთ თანამონაწილეს მიანდონ.

    მუხლი 15. უფლებამონაცვლეობა

1. სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის ლიკვიდაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა) არბიტრაჟი დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით.

2. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია საარბიტრაჟო განხილვის ყოველ სტადიაზე. უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში არბიტრაჟი შეაჩერებს საქმის წარმოებას საქმიდან გასული პირის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

3. უფლებამონაცვლისათვის საარბიტრაჟო განხილვაში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.

4. სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლეობის დროს უფლებამონაცვლე ხდება ასევე საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ერთ-ერთი მხარის გარდაცვალება ან ლიკვიდაცია არ იწვევს საარბიტრაჟო შეთანხმების გაუქმებას ან უკვე დანიშნული არბიტრის შეცვლას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

თავი IV. მტკიცებულება, სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებაში

    მუხლი 16. მტკიცებულებები

1. არბიტრაჟის უფლებამოსილებას განეკუთვნება ნებისმიერი მტკიცებულების დასაშვებობის შემოწმება და მტკიცებულებათა შეფასება.

2. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

3. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არბიტრაჟი უფლებამოსილია:

ა) საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოსთხოვოს მხარეს, წარუდგინოს მეორე მხარეს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი ან ნივთმტკიცება;         

ბ) გამოიძახოს ნებისმიერი მხარის მოწმე ან, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს მისი დაკითხვა საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე და გამოიყენოს მოწმის ჩვენება განხილვის დროს;

გ) საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოსთხოვოს მხარეს, წარმოადგინოს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი ან ნივთმტკიცება.

4. არბიტრაჟს ან მხარეს არბიტრაჟის თანხმობით შეუძლია მოსთხოვოს სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებაში საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. აღნიშნული მტკიცებულებანი უნდა წარედგინოს მხარეს (მხარეებს) ან არბიტრაჟს განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მოწმის დასწრების უზრუნველსაყოფად. სასამართლოს მიერ გამოძახებული მოწმის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

    მუხლი 17. ექსპერტის დანიშვნა და აცილება

1. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არბიტრაჟს უფლება აქვს:

ა) დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ექსპერტი არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხებზე დასკვნების წარმოდგენის მიზნით;

ბ) მოსთხოვოს მხარეებს, წარუდგინონ ექსპერტს საქმესთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, გადასცენ ექსპერტს დათვალიერებისათვის ან მისცენ შესაძლებლობა, დაათვალიეროს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი ან სხვა ნივთი.

2. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ექსპერტის მიერ ზეპირი ან წერილობითი დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, არბიტრაჟი მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით სადავო საკითხებზე ჩვენებების მიცემის მიზნით, მოიწვევს ექსპერტს საქმის ზეპირ განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. მხარეებს უფლება აქვთ, დაუსვან შეკითხვები ექსპერტს და მოიწვიონ სხვა ექსპერტები სადავო საკითხებზე ჩვენებების მისაცემად.

3. ექსპერტის აცილება და თვითაცილება განხორციელდება არბიტრის აცილებისათვის ამ დებულებით განსაზღვრული საფუძვლებითა და წესით.

თავი. V საარბიტრაჟო განხილვის წესი

    მუხლი 18. საარბიტრაჟო განხილვის წესი

თუ მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება საარბიტრაჟო განხილვის წესის შესახებ, მაშინ დავა განიხილება ამ დებულებით დადგენილი წესით, კანონის მოთხოვნათა დაცვით.

    მუხლი 19. საარბიტრაჟო სარჩელი, საარბიტრაჟო შესაგებელი

1. საარბიტრაჟო წარმოების დაწყების საფუძველია სარბიტრაჟო სარჩელი, რომელიც შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და მასში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) პალატის დასახელება;

ბ) საარბიტრაჟო მოსარჩელის გვარი, სახელი და მისამართი, ხოლო თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე იურიდიული პირია – მისი სახელწოდება,საიდენტიფიკაციო კოდი და მისამართი, აგრეთვე სხვა საკონტაქტო მონაცემები;

გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი და მისამართი, თუ ს ა არბიტრაჟო სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს;

დ) სა ა რბიტრაჟო მოპასუხის გვარი, სახელი და მისამართი, ხოლო თუ სა ა რბიტრაჟო მოპასუხე იურიდიული პირია – მისი სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და მისამართი, აგრეთვე სხვა საკონტაქტო მონაცემები;

ე) საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნა;

ვ) გარემოებები, რომლებზედაც საარბიტრაჟო მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს;

ზ) მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს;

თ) დავის საგნის ფასი, თუ შესაძლებელია მისი წინასწარ შეფასება;

ი) მითითება საარბიტრაჟო შეთანხმებაზე;

კ) სა ა რბიტრაჟო სარჩელის დართული საბუთების ნუსხა.

2. სა ა რბიტრაჟო სარჩელი და თანდართული საბუთები არბიტრაჟს უნდა წარედგინოს იმდენი ასლით, რამდენიც სა ა რბიტრაჟო მოპასუხეა. სა ა რბიტრაჟო სარჩელს უნდა ერთოდეს აგრეთვე მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.

3. სარბიტრაჟო სარჩელში შეიძლება ჩამოყალიბდეს აგრეთვე საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ არბიტრაჟმა მიმართოს სასამართლოს მტკიცებულებათა უზრუნველყოფის თაობაზე.

4. სა ა რბიტრაჟო სარჩელი ვალდებულებების მომავალში შესრულების შესახებ დასაშვებია, თუ:

ა) სა ა რბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნა არ არის დამოკიდებული ვალდებულების საპასუხო შესრულებაზე და მისი შესრულების თარიღი დაკავშირებულია კალენდარული დღის დადგომასთან;

ბ) ვითარების მიხედვით გამართლებულია შიში იმის თაობაზე, რომ მოვალე თავს აარიდებს ვალდებულების დროულად შესრულებას.

5. საარბიტრაჟო მოსარჩელეს შეუძლია ერთ სა ა რბიტრაჟო სარჩელში გააერთიანოს პალატის განსჯადი რამდენიმე მოთხოვნა ერთი და იმავე სარბიტრაჟო მოპასუხის მიმართ, იმისგან დამოუკიდებლად, ერთსა და იმავე საფუძვლებს ემყარება ეს მოთხოვნები, თუ არა.

6. არბიტრაჟს საარბიტრაჟო მოსარჩელის თანხმობით შეუძლია სა ა რბიტრაჟო სარჩელ ში გაერთიანებული მოთხოვნებიდან ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული გ ანხილვა უფრო მიზანშეწონილია.

7. რამდენიმე საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე სა ა რბიტრაჟო მოპასუხის მიმართ წარდგენილი სარბიტრაჟო სარჩელის მიღებისას, სარბიტრაჟო სარჩელის განმხილველ არბიტრაჟს საარბიტრაჟო მოსარჩელის თანხმობით შეუძლია ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული განხილვა უფრო მიზანშეწონილია.

   

    მუხლი 20. საქმის მომზადება საარბიტრაჟო განხილვისათვის

1. თუ პალატის თავმჯდომარე გამოარკვევს, რომ სა ა რბიტრაჟო სარჩელი შემოტანილია ამ თავით დადგენილი წესების დაცვით, და არ არსებობს 21-ე მუხლში მითითებული გარემოებები, იგი ამზადებს საქმეს საარბიტრაჟო განხილვისათვის.

2. საარბიტრაჟო წარმოების დაწყებნის მიზნით პალატის თავმჯდომარე:

ა) წინადადებას აძლევს მხარეებ დანიშნოს არბიტრი (არბიტრები) პალატის არბიტრთა სიიდან, თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებულია არბიტრების დანიშვნა მხარეთა მიერ.

ბ) გადაუგზავნის სა ა რბიტრაჟო მოპასუხეს სა ა რბიტრაჟო სარჩელს და თანდართული საბუთების ასლებს, ხოლო თუ არბიტრებს ნიშნავენ მხარეები, აგრეთვე პალატის არბიტრთა სიას საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ დანიშნული არბიტრის (არბიტრების) მითითებით.

გ) დაუნიშნავს სა ა რბიტრაჟო მოპასუხეს 5 დღის ვადას წერილობით შეადგინოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარბიტრაჟო სარჩელისა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარბიტრაჟო სარჩელზე დართული საბუთების შესახებ.

3. სარბიტრაჟო მოპასუხის წერილობით პასუხში მითითებული უნდა იყოს:

ა) ცნობს თუ არა სა ა რბიტრაჟო მოპასუხე სარბიტრაჟო სარჩელს;

ბ) თუ სა ა რბიტრაჟო სარჩელს არ ცნობს, რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარბიტრაჟო სარჩელის წინააღმდეგ;

გ) რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები;

დ) რა საშუალებებით აპირებს სარბიტრაჟო მოპასუხე სარბიტრაჟო სარჩელისაგან თავის დაცვას,  კერძოდ, ხომ არ აპირებს შეგებებული სა ა რბიტრაჟო სარჩელის აღძვრას, ხომ არ უარყოფს სა ა რბიტრაჟო სარჩელის დასაშვებობას და ა.შ;

ე) ვინ შეიძლება ჩაებას განხილვაში თანამონაწილეებად;

ვ) რომელი მოწმე უნდა იქნეს გამოძახებული არბიტრაჟის სხდომაზე;

ზ) ხომ არ აქვს აცილება არბიტრის ან მთლიანად არბიტრაჟის მიმართ და თუ აქვს,რა საფუძვლით.

4. სა ა რბიტრაჟო მოპასუხის წერილობითი პასუხისა და მასზე დართული საბუთების ასლები უნდა გადაეგზავნოს საარბიტრაჟო მოსარჩელეს მიღებიდან ხუთი დღის განმავლობაში.

5. სარბიტრაჟო მოსარჩელეს უფლება აქვს წარუდგინოს არბიტრაჟს დამატებითი მტკიცებულებები, აგრეთვე წერილობით აცნობოს მას თავისი მოსაზრებები სარბიტრაჟო მოპასუხის წერილობითი პასუხის თაობაზე მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში.

6. სა ა რბიტრაჟო მოპასუხისაგან წერილობითი პასუხის მიღების შემდეგ პალატის თავმჯდომარეს10 დღის ვადაში გამოაქვს განკარგულება სა ა რბიტრაჟო სარჩელის საარბიტრაჟო განხილვისათვის მიღების შესახებ, რითაც იწყება საარბიტრაჟო განხილვა და ნიშნავს არბიტრაჟის შემადგენლობას ან უარს ამბობს სარბიტრაჟო სარჩელის საარბიტრაჟო განხილვისათვის მიღებაზე.

    მუხლი 21. უარი სარბიტრაჟო სარჩელის მიღებაზე და სარბიტრაჟო სარჩელის უმოძრაოდ დატოვება.

1. პალატა არ მიიღებს სარბიტრაჟო სარჩელს, თუ:

ა) სა ა რბიტრაჟო სარჩელი არ ექვემდებარება არბიტრაჟს;

ბ) არსებობს არბიტრაჟის ან სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ სა ა რბიტრაჟო სარჩელზე (სარჩელზე) უარის თქმის, სა ა რბიტრაჟო მოპასუხის მიერ სარბიტრაჟო სარჩელის (სარჩელის) ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

გ) ამ ან სხვა არბიტრაჟის წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

დ) დაინტერესებული პირის სახელით სარბიტრაჟო სარჩელი შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე.

2. არბიტრაჟის უარი სა ა რბიტრაჟო სარჩელის მიღებაზე „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით ხელს არ უშლის საარბიტრაჟო მოსარჩელეს, რომ განმეორებით მიმართოს არბიტრაჟს იმავე სა ა რბიტრაჟო სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.

3. თუ პალატის თავმჯდომარე გამოარკვევს, რომ სა ა რბიტრაჟო სარჩელი შეტანილია მე-19 მუხლიში მითითებული პირობების დარღვევით, ან მოსაკრებელი არ არის გადახდილი, თავისი განკარგულებით სარბიტრაჟო სარჩელი დატოვებს უმოძრაოდ, რასაც აცნობებს სარბიტრაჟო მოსარჩელეს და მისცემს მას ვადას ხარვეზის შესავსებად. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს მითითებულ ხარვეზს, პალატის თავმჯდომარე გამოიტანს განკარგულებას ამ სა ა რბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სარბიტრაჟო სარჩელი შეტანილად არ ჩაითვლება და დაუბრუნდება საარბიტრაჟო მოსარჩელეს.

    მუხლი 22. შეგებებული სარბიტრაჟო სარჩელი.

1. სა ა რბიტრაჟო მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის სა ა რბიტრაჟო სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან მთავარ საარბიტრაჟო სხდომამდე აღძრას საარბიტრაჟო მოსარჩელის მიმართ შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი პირვანდელ სა ა რბიტრაჟო სარჩელთან ერთად განსახილველად. ამ ვადის გაშვების შემდეგ სა ა რბიტრაჟო მოპასუხეს შეუძლია აღძრას შეგებებული სარბიტრაჟო სარჩელი არბიტრაჟში პაექრობამდე, თუ არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს ვადის გაშვებას.

2. შეგეგებული სა ა რბიტრაჟო სარჩელის წარდგენა შეიძლება სა ა რბიტრაჟო სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით. არბიტრაჟი მიიღებს შეგებებულ სარბიტრაჟო სარჩელს, თუ:

ა) შეგებებული სარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად;

ბ) შეგებებული სა ა რბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას;

გ) შეგებებულ სარბიტრაჟო სარჩელს და პირვანდელ სა ა რბიტრაჟო სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად და სწორად გადაწყდება.

დ) პირვანდელი და შეგებებული სა ა რბიტრაჟო სარჩელის ერთად განხილვის შედეგად არბიტრაჟს გამოაქვს ერთობლივი გადაწყვეტილება.

3. თუ შეგებებული სარბიტრაჟო სარჩელი აღძრული და მიღებულია მთავარ საარბიტრაჟო სხდომის დროს, საარბიტრაჟო მოსარჩელის თხოვნით ან არბიტრაჟის ინიციატივით შეიძლება საარბიტრაჟო სხდომის სხვა დროისათვის გადადება. საქმის განხილვის გადადებით გამოწვეული ხარჯები დაეკისრება სარბიტრაჟო მოპასუხეს, რომელმაც დაგვიანებით აღძრა შეგებებული სარბიტრაჟო სარჩელი.

    მუხლი 23. უარი შეპასუხებაზე

თუ კანონის და/ან ამ დებულების რომელიმე მოთხოვნა, რომლისგანაც მხარეებს შეუძლიათ გადაუხვიონ, ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე მოთხოვნა არ იქნა დაცული და მხარე აგრძელებს საარბიტრაჟო წარმოებაში მონაწილეობას ისე, რომ ამგვარი დარღვევის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ ან/და, თუ კანონით ან/და ამ დებულებით, მხარეთა შეთანხმებით ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულია რაიმე ვადა, ამ ვადის განმავლობაში წერილობით არ წარადგენს თავის შესაგებელს, მაშინ ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა შეპასუხების უფლებაზე.

    მუხლი 24. საარბიტრაჟო განხილვის ფორმა

1. თუ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული არ არის საარბიტრაჟო განხილვის ფორმა, არბიტრაჟი უფლებამოსილია ჩაატაროს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ზეპირი განხილვა ან საქმის განხილვა მხოლოდ საბუთებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით არბიტრაჟი ვალდებულია ჩაატაროს ზეპირი განხილვა საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეებმა უარი განაცხადეს ზეპირ მოსმენაზე.

2. მხარეებს წინასწარ, გონივრულ ვადაში უნდა ჩაჰბარდეთ უწყება არბიტრაჟის ყოველი სხდომისა და მოსმენის ჩატარების შესახებ.

3. ყველა განცხადება, საბუთი თუ სხვა ინფორმაცია, რომელსაც წარუდგენს არბიტრაჟს ერთ-ერთი მხარე, უნდა გაეგზავნოს მეორე მხარეს. მხარეებს უნდა წარედგინოთ ექსპერტის ყველა დასკვნა ან სხვა მტკიცებულებები, რომლებიც არბიტრაჟმა შეიძლება საფუძვლად დაუდოს თავის გადაწყვეტილებას.

4. თუ ამ დებულებით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა საარბიტრაჟო განხილვა უნდა იყოს დახურული. წარმოდგენილი საბუთი, მტკიცებულება, წერილობითი თუ ზეპირი განცხადება არ უნდა იქნეს საჯაროდ გამოქვეყნებული ან გადაცემული და გამოყენებული სხვა სასამართლო ან ადმინისტრაციულ წარმოებაში, გარდა კანონით დაგენილი შემთხვევებისა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, არბიტრი და საარბიტრაჟო წარმოების მონაწილე ნებისმიერი პირი ვალდებულ ნ ი არიან, დაიცვან საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა.

    მუხლი 25. მხარეთა გამოუცხადებლობა

თუ ერთ-ერთი მხარე არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება საქმის განხილვაზე ან არ წარმოადგენს თავის პოზიციასა და მტკიცებულებებს, არბიტრაჟს შეუძლია განაგრძოს საქმის განხილვა და გამოიტანოს გადაწყვეტილება მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 26 მთავარი სარბიტრაჟო სხდომა

1. არბიტრი, ხოლო თუ საქმეს არჩევს კოლეგიური არბიტრაჟი, – ამ არბიტრაჟის თავმჯდომარე, ხსნის არბიტრაჟის მთავარ სხდომას და აცხადებს, თუ რომელი საქმე იქნება განხილული.

2. არბიტრი აცხადებს არბიტრაჟის შემადგენლობას, აგრეთვე იმას, თუ ვინ მონაწილეობს ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, არბიტრაჟის სხდომის მდივნად.

3. არბიტრი აცხადებს, თუ განსახილველ საქმეზე მოწვეულ პირთაგან ვინ გამოცხადდა, ჩაჰბარდათ თუ არა გამოუცხადებელ პირებს უწყებები მე-5 მუხლით დადგენილი წესით და რა ცნობები არსებობს მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. არბიტრაჟი ადგენს გამოცხადებულთა ვინაობას, აგრეთვე ამოწმებს წარმომადგენელთა უფლებამოსილებას. ამის შემდეგ მოწმეები ტოვებენ სხდომის დარბაზს.

4. მხარეთა და მათ წარმომადგენელთა განცხადებები და შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენისა თუ გამოთხოვის, აგრეთვე საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ შეიძლება დააკმაყოფილოს არბიტრაჟმა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შუამდგომლობები და განცხადებები საპატიო მიზეზით არ იყო აღძრული საარბიტრაჟო განხილვისათვის საქმის მომზადების სტადიაზე. ასეთ შემთხვევაში, მხარეთა თხოვნით ან არბიტრაჟის ინიციატივით საქმის განხილვა შეიძლება გადაიდოს.

5. საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქმის ხელახლა განხილვა მისი გადადების შემდეგ თავიდან დაიწყება. არბიტრაჟი საქმის განხილვის გადადებისას დანიშნავს დღეს ახალი საარბიტრაჟო სხდომისათვის და ამას აცნობებს გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი ადასტურებენ ხელის მოწერით. გამოუცხადებელ და საქმეში ახლად ჩაბმულ პირებს ახალი საარბიტრაჟო სხდომის დღეს აცნობებენ მე-5 მუხლით დადგენილი წესით.

6. საქმის განხილვის გადადების შემთხვევაში არბიტრაჟი დაკითხავს გამოცხადებულ მოწმეებს. ახალ საარბიტრაჟო სხდომაზე ამ მოწმეთა ხელმეორედ დაბარება შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

7. საქმის განხილვის გადადების შემთხვევაში არბიტრაჟი დაავალებს მხარეებს დანიშნულ ვადაში წარმოადგინონ წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, რათა მოწინააღმდეგე მხარეს ჰ ქონდეს შესაძლებლობა ახალი სხდომის დაწყებამდე გაეცნოს ამ მასალებს, ამასთან, მიუთითოს სახელი, გვარი, მისამართი მოწმისა, რომლის დაკითხვაც მას სურს.

8. თუ მხარე არბიტრაჟს წარუდგენს წერილობით თუ ნივთიერ მტკიცებულებებს, აგრეთვე დაასახელებს მოწმეთა ვინაობასა და მისამართს მხოლოდ საქმის ხელმეორედ განხილვის დროს, არბიტრაჟს შეუძლია მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით არ მიიღოს ეს მტკიცებულებები და არ გამოუძახოს მოწმეებს.

9. საქმის არსებითად განხილვა იწყება საქმის მოხსენებით არბიტრაჟის მიერ, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მასალებს, ხოლო თუ ამ საქმეზე ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, მაშინ – ამ სხდომის მასალებსა და ოქმს.

10. არბიტრაჟის მიერ საქმის მოხსენების შემდეგ იწყება მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენა. პირველად არბიტრაჟი მოისმენს საარბიტრაჟო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, შემდეგ სა ა რბიტრაჟო მოპასუხის ახსნა-განმარტებას.

11. მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის დროს მათ შეიძლება წამოაყენონ ახალი მოსაზრებები, ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა განცხადებული საქმის მოსამზადებელ სტადიაზე ან მხარეთა ზეპირი შეჯიბრების დაწყებამდე. არბიტრაჟი გაითვალისწინებს ამ ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, თუ ცნობს, რომ მათ შესახებ თავის დროზე არ იყო განცხადებული საპატიო მიზეზით და რომ ეს არ მომხდარა საქმის გაჭიანურების მიზნით. მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სთხოვოს არბიტრაჟს საქმის განხილვის გადადება, რათა მოემზადოს ამ ახალი გარემოებებისა თუ მტკიცებულებების გასაქარწყლებლად.

12. მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ არბიტრაჟი დაკითხავს მოწმეებს. ჯერ დაიკითხებიან საარბიტრაჟო მოსარჩელის შუამდგომლობით მოწვეული მოწმეები, ხოლო შემდეგ– სა ა რბიტრაჟო მოპასუხის შუამდგომლობით მოწვეული მოწმეები.

13. არბიტრაჟის ნებართვით თითოეულ მხარეს შეუძლია შეკითხვა მისცეს მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს. თუ შეკითხვა უადგილო ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გარემოების გამოკვლევასა და დადგენას, არბიტრაჟს, მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა. შეკითხვის შეუსაბამოდ ან უადგილოდ მიჩნევა და მისი მოხსნა შეუძლია არბიტრს ერთპიროვნულად, ანდა არბიტრაჟს – კოლეგიურად, როცა საქმეს კოლეგიური არბიტრაჟი განიხილავს. იგივე წესი მოქმედებს მოწმეთა დაკითხვის დროს.

14. თუ საარბიტრაჟო სხდომაზე გამოცხადდება მხოლოდ ერთი მხარე, არბიტრაჟი მიიღებს ახსნა-განმარტებას ამ ერთი მხარისაგან.

15. არბიტრს, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, კოლეგიური არბიტრაჟის თავმჯდომარესა და მის ნებისმიერ წევრს უფლება აქვთ მხარეებს მისცენ შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, ამ გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენასა და არბიტრაჟში წარდგენას, მათი უტყუარობის გამორკვევას, მხარეთა მოსაზრებებისა და მოთხოვნების დაზუსტებას.

16. არბიტრაჟი იღებს ამ დებულებით გათვალისწინებულ ზომებს, რათა საქმე ყოველმხრივ იქნეს გამოკვლეული, მხარეთა პაექრობა ზედმეტად არ გაჭიანურდეს, არ გართულდეს და საქმის განხილვა დამთავრდეს რაც შეიძლება სწრაფად – ერთ საარბიტრაჟო სხდომაზე და, თუ შესაძლებელია, – შესვენების გარეშე.

17. მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და მოწმეთა დაკითხვის შემდეგ არბიტრაჟი შეუდგება წარმოდგენილ მტკიცებულებათა შემოწმება-გამოკვლევას.

18. თუ მხარე თავს არიდებს არბიტრაჟში გამოცხადებას ახსნა-განმარტების მისაცემად, არბიტრაჟს შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება ამ მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის გარეშე, მის ხელთ არსებული მასალების საფუძველზე.

19. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე არბიტრაჟმა ყოველი ღონე უნდა იხმაროს დავასთან დაკავშირებული ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად.

20. საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების განხილვისა და შემოწმების შემდეგ არბიტრაჟი ეკითხება მხარეებსა და წარმომადგენლებს, ხომ არ სურთ რაიმე დაუმატონ საქმის მასალებს. თუ ასეთი სურვილი არ გამოითქვა, არბიტრაჟი საქმის გამოკვლევას დამთავრებულად აცხადებს, რის შემდეგაც იწყება მხარეთა პაექრობა.

21. პაექრობა შედგება მხარეებისა და მათი წარმომადგენლების სიტყვებისაგან. პირველად გამოდიან საარბიტრაჟო მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი, შემდეგ სა ა რბიტრაჟო მოპასუხე და მისი წარმომადგენელი.

22. მას შემდეგ, რაც პაექრობის ყოველი მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, მათ შეუძლიათ ხელმეორედ გამოვიდნენ წარმოთქმულ სიტყვასთან დაკავშირებით. უკანასკნელი რეპლიკის უფლება ყოველთვის ეკუთვნით სა ა რბიტრაჟო მოპასუხეს და მის წარმომადგენელს.

23. მხარეთა პაექრობისა და რეპლიკის შემდეგ არბიტრაჟი ნიშნავს გადაწყვეტილების გამოტანის დღეს, რითაც მთავრდება მთავარი საარბიტრაჟო სხდომა.

V. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანა და საქმის განხილვის შეწყვეტა

    მუხლი 27. გადაწყვეტილების გამოტანა საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ განხილვისას

1. რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარ არბიტრაჟს გადაწყვეტილება გამოაქვს არბიტრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. არბიტრს უფლება არა აქვს თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.

3. გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები შეიძლება გადაწყვიტოს არბიტრაჟის თავმჯდომარემ, თუ მას შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული ექნება მხარეების ან ყველა არბიტრის მიერ.    

    მუხლი 28. მხარეთა მორიგება

1. თუ საარბიტრაჟო განხილვისას მხარეები მორიგდნენ, არბიტრაჟი შეწყვეტს განხილვას. არბიტრაჟი, მხარეთა თხოვნის საფუძველზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაამტკიცებს მხარეთა მორიგებას შეთანხმებული პირობებით.

2. არბიტრაჟი ვალდებულია გამოიტანოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ მხარეთა მიერ მორიგების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.

3. მორიგების შესახებ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს კანონის 39-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ასეთ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც დავის არსებითად განხილვის შედეგად გამოტანილ ნებისმიერ სხვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას.

    მუხლი 29. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 180 დღის ვადაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს არბიტრმა არა უმეტეს 180 დღით.

2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სავალდებულოა საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეთათვის. იგი გამოტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და მას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრმა (არბიტრებმა). საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ განხილვისას გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრების უმრავლესობამ. თუ არბიტრი უარს აცხადებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერაზე ან/და განსხვავებული აზრი აქვს, უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი.

3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს იმ მოტივებზე მითითებით, რომელთა საფუძველზედაც არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო შეთანხმება ითვალისწინებს სამოტივაციო ნაწილის არარსებობას, ან როდესაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია ამ დებულების 33-ე მუხლის შესაბამისად.

4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერილი ასლები უნდა გადაეცეთ მხარეებს.

5. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან, თუ მხარეთა მიერ ან კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

         

    მუხლი 30. საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტა

1. საარბიტრაჟო განხილვა წყდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერისა და მხარეთათვის გადაცემის შემდეგ ან ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არბიტრაჟის დადგენილების საფუძველზე.

2. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე უარს აცხადებს საარბიტრაჟო სარჩელზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო მოპასუხე წინააღმდეგია საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტისა და არბიტრაჟი მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეს აქვს საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტის კანონიერი ინტერესი;

ბ) თუ მხარეები შეთანხმდნენ საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტაზე;

გ) თუ არბიტრაჟი დაადგენს, რომ საარბიტრაჟო განხილვის გაგრძელება რაიმე სხვა მიზეზით არ არის აუცილებელი ან შეუძლებელია.

3. თუ საქმის საარბიტრაჟო განხილვისათვის მიღების შემდეგ აღმოჩნდება 21-ე მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული გარემოებები ან საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა, არბიტრაჟი შეწყვეტს საქმის განხილვას, რის შესახებაც მას გამოაქვს დადგენილება.

    მუხლი 31. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორება და განმარტება, დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

1. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში:

ა)  მოსთხოვოს არბიტრაჟს, გაასწოროს შეცდომა, რომელიც დაშვებულ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მოცემულ გაანგარიშებებში, აგრეთვე მისი წერითი, ბეჭდური ან სხვა ამგვარი შეცდომები;

ბ) მხარეთა შეთანხმების არსებობისას მოსთხოვოს არბიტრაჟს, მისცეს განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების რომელიმე კონკრეტულ საკითხთან ან ამ გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით.

2. არბიტრაჟმა, თუ იგი მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში უნდა შეიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში შესაბამისი შესწორება ან უნდა მისცეს შესაბამისი განმარტება. ასეთი განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნაწილია.

3. არბიტრაჟი უფლებამოსილია, გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში თავისი ინიციატივით გაასწოროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული შეცდომა.

4. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში მოსთხოვოს არბიტრაჟს, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც განცხადებული იყო საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობისას, მაგრამ არ იქნა ასახული გადაწყვეტილებაში. არბიტრაჟმა, თუ იგი ამ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 60 დღის ვადაში უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება.

5. არბიტრაჟს, აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლია არა უმეტეს 30 დღით გააგრძელოს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა გაასწოროს შეცდომა, უნდა მისცეს განმარტება ან უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება ამ მუხლის შესაბამისად. თუ მხარეთა ან არბიტრაჟის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, უკვე გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში რჩება შესწორების შეტანის, განმარტების მიცემის ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის განმავლობაში.

    მუხლი 32. საქმის განხილვის შეჩერება და გადადება

1. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ან თავისი ინიციატივით არბიტრაჟს შეუძლია შეაჩეროს საქმის განხილვა.

2. საქმის განხილვა განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია განხილვის შეჩერება და გაგრძელდება საერთო წესით.

3. თუ საქმის განხილვას ვერ ესწრება რომელიმე მხარე ისეთი მიზეზით, რასაც არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს, არბიტრაჟს შეუძლია გადადოს საქმის განხილვა.

    მუხლი 33. საარბიტრაჟო ოქმი

1. არბიტრაჟის თითოეული სხდომის შესახებ და აგრეთვე სხდომის გარეშე შესრულებული თითოეული ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესახებ დგება ოქმი. ოქმს ადგენს მდივანი.

2. ოქმი უნდა ასახავდეს საქმის განხილვის ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების ყველა არსებით მომენტს.

3. მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ იშუამდგომლონ ოქმში იმ გარემოებათა შეტანის შესახებ, რომლებსაც მათი აზრით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვთ.

4. ოქმი მომზადებული და ხელმოწერილი უნდა იქნეს არა უგვიანეს 3 დღისა სხდომის დამთავრების ან ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ.

5. ოქმს ხელს აწერენ არბიტრი და მდივანი, ხოლი თუ საქმეს კოლეგიური არბიტრაჟი იხილავდა,ამ არბიტრაჟის თავ მ ჯდომარე და მდივანი.

6. არბიტრაჟს შეუძლია ოქმის შედგენისათვის გამოიყენოს მაგნიტოფონი ან კომპიუტერი, რომელთა ჩანაწერებიც ოქმს თან ერთვის. საარბიტრაჟო სხდომის ან ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ მაგნიტოფონისა თუ კომპიუტერის ჩანაწერები გადატანილ უნდა იქნეს ოქმში.

    მუხლი 34. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

1. ეს დებულება ძალაში შედის 2011 წლის 1 თებერვლიდან.

2. ამ დებულების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგუ ლ ად ჩაითვალოს 2010 წლის 1 თებერვალს მიღებული დებულება.

შპს „საქართველოს საარბიტრაჟო პალატის“

თავ მ ჯდომარე                                                               დ. ჭიკაიძე