ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №19 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.144.016035
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 090211, 09/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №9

2011 წლის 4 თებერვალი

ქ. ქარელი

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №19 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №19 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები:

 ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია – შესყიდვების განყოფილება, საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილება, ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება და საფინანსო ზედამხედველობის განყოფილება.“;

 ბ)დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 6. ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების ფუნქციები

  ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

  ა) ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების შესაბამისად ხარჯების გაწევას, შესაბამისი ფინანსური ოპერაციების განხორციელებას;

 ბ) საბუღალტრო აღრიცხვას;

 გ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეების ხელფასების, მივლინების ხარჯებისა და სხვა გადასახდელების გაცემას;

 დ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაცია ს;

  ე) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებას და გაანალიზებას, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

 ვ) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

 ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

 გ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:

    „მუხლი 7. საფინანსო ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები

საფინანსო ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებას, გაანალიზებას და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ბ) მუნიციპალიტეტის საგადასახადო საინფორმაციო ბაზის შექმნასა და განახლებას;

გ) გამგეობისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობის, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

დ) ადგილობრივი ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე ზედამხედველობას;

ე) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო მონიტორინგს;

ვ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას;

ზ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

თ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების ადმინისტრირებას;

ი) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;

კ) მიმდინარე და ყოველწლიური ანაგრიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

ლ) საფინანსო ზედამხედველობას მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე;

მ) საკრებულოს მუნიციპალური მომსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების მიერ ბიუჯეტის შესრულებაზე ფინანსურ ზედამხედველობას”.

 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                  პ. ღვინიაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №19 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.02.2011.
როდის იქნა მიღებული „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №19 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“?
„ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №19 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 04.02.2011. მიმღები ორგანო — ქარელის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.144.016035.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №19 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №19 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.02.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №19 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“, №9, 04.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.144.016035 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1199708/