ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მშენებლობის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №5
2011 წლის 4 თებერვალი
ქ.ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მშენებლობის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 37-ე მუხლის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა განსაზღვრულია, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები მოიცავს სახელმწიფო და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის გერბებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. გასწორებულ იქნეს ტექნიკური შეცდომა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მშენებლობის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ’’.
2. დადგენილების დანართით დამტკიცებულ მშენებლობის ნებართვის რეკვიზიტებს დაემატოს საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გერბი. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მშენებლობის ნებართვის ფორმა დამტკიცდეს თანდართული სახით.
3. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გოზალიშვილი
დანართი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მშენებლობის ნებართვა №
ნებართვის გაცემის თარიღი: „-------„------------------ 201 წელი
მშენებლობის დაწყების თარიღი: „-------„------------------ 201 წელი
ნებართვა ძალაშია: ------- წლის „------„ ------------ მდე
დამკვეთი: --------------------------------------------------------------------------------------------------
(დასახელება)
-----------------------------------------------------------------------------------------------------
(მისამართი)
მშენებლობის ობიექტი: ----------------------------------------------------------------------------------
(დასახელება, ფუნქციური დანიშნულება)
-------------------------------------------------------------------------------------------------------
(მისამართი და ადგილმდებარეობა)
-------------------------------------------------------------------------------------------------------
(მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნომერი)
პროექტი შეთანხმებულია --------------------------------------------------------------------------------
(შემთანხმებელი ორგანიზაციის დასახელება, მისამართი)
ნებართვა გაიცა ---------------------------------------------------------------------------------------- მიერ.
(ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელება)
ბრძანება № „----------„ ------------------------------- 201 წელი
ნებართვა გაიცა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების საფუძველზე.
მშენებლობის ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი:
ბ.ა.
სანებართვო პირობები:
_________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
ბ.ა.
დამკვეთი: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა (ქალაქი ლაგოდეხი, 26 მაისის ქ. №23)
ტელეფონი:
დამამზადებელი:
სფს-ს რეგისტრაციის №