"წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული გაჭირვებულ (დაბალშემოსავლიანი) და მრავალშვილიან ოჯახთა ერთჯერადი დახმარებების, გარდაცვლილ ვეტერანთა და ლტოლვილთა დაკრძალვის ხარჯების, ვეტერანთა და საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარებების, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის, ამბულატორიების, პოლიკლინიკების და საავადმყოფოების პროგრამებით გათვალისწინებული თანხების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 28.01.2011
ძალის დაკარგვა 05.04.2011
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.104.016047
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 150211, 15/02/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
"წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული გაჭირვებულ (დაბალშემოსავლიანი) და მრავალშვილიან ოჯახთა ერთჯერადი დახმარებების, გარდაცვლილ ვეტერანთა და ლტოლვილთა დაკრძალვის ხარჯების, ვეტერანთა და საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარებების, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის, ამბულატორიების, პოლიკლინიკების და საავადმყოფოების პროგრამებით გათვალისწინებული თანხების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:27.0pt 55.3pt 1.0in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} წალენჯიხის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს დადგენილება №1
2011 წლის 28 იანვარი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული გაჭირვებულ (დაბალშემოსავლიანი) და მრავალშვილიან ოჯახთა ერთჯერადი დახმარებების, გარდაცვლილ ვეტერანთა და ლტოლვილთა დაკრძალვის ხარჯების, ვეტერანთა და საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარებების, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის, ამბულატორიების, პოლიკლინიკების და საავადმყოფოების პროგრამებით გათვალისწინებული თანხების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის,1-ლი პუნქტის, „ლ“ ქვეპუნქტის, „ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 დეკემბრის №54 დადგენილების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული გაჭირვებულ (დაბალშემოსავლიანი) და მრავალშვილიან ოჯახთა ერთჯერადი დახმარებების, გარდაცვლილ ვეტერანთა და ლტოლვილთა დაკრძალვის ხარჯების, ვეტერანთა და საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარებების, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის, ამბულატორიების, პოლიკლინიკების და საავადმყოფოების პროგრამებით გათვალისწინებული თანხების გაცემის წესი თანახმად დანართისა (დანართი 2 ფურცელზე).
2. დადგენილება ძალაშია , კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე კ. ციმინტია
დანართი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული გაჭირვებულ (დაბალშემოსავლიანი) და მრავალშვილიან ოჯახთა ერთჯერადი დახმარებების, გარდაცვლილ ვეტერანთა და ლტოლვილთა დაკრძალვის ხარჯების, ვეტერანთა და საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარებების, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის, ამბულატორიების, პოლიკლინიკების და საავადმყოფოების პროგრამებით გათვალისწინებული თანხების გაცემის წესი
მუხლი 1🔗
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით სოციალური სფეროსათვის სხვადასხვა ორგანიზაციული კოდებით ( გაჭირვებულ (დაბალშემოსავლიანი) და მრავალშვილიან ოჯახთა ერთჯერადი დახმარებების, გარდაცვლილ ვეტერანთა და ლტოლვილთა დაკრძალვის ხარჯების, ვეტერანთა და საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარებების, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის, ამბულატორიების, პოლიკლინიკების და საავადმყოფოების პროგრამით გათვალისწინებული ხარჯები.) განსაზღვრული დაფინანსების მიზნობრივად გაცემას სწავლობს და იხილავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული თანხების მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფის კომისია. (შემდგომ _ კომისია).
2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გაჭირვებულ (დაბალშემოსავლიანი) და მრავალშვილიან ოჯახთა ერთჯერადი დახმარებები, გარდაცვლილ ვეტერანთა და ლტოლვილთა დაკრძალვის ხარჯები, ვეტერანთა და საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარებები, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ამბულატორიების, პოლიკლინიკების და საავადმყოფოების პროგრამებით გათვალისწინებული ხარჯები), ბიუჯეტში სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული თანხების მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფის კომისიას ქმნის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალურ-სამართლობრივი აქტით, ბრძანებით.
3. აღნიშნული კომისიის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის კომისია.
მუხლი 2🔗
საჯაროობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად კომისიის მუშაობაში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა.
მუხლი 3🔗
1. კომისიაზე წარმოსადგენი განცხადებების ფორმასა და თანდართული დოკუმენტების ნუსხას განსაზღვრავს კომისია.
2. განცხადებების (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) უტყუარობის შესწავლა ხდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულების შუამდგომლობისა და კომისიაზე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების (დედნები) შეფასებით.
3. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საკითხის განხილვას გარდა ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა თან უნდა ახლდეს სტიქიურ მოვლენის შედეგად მიღებული ზარალის შემფასებელი კომისიისა და/ან სპეციალისტების დასკვნა კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში.
მუხლი 4🔗
1. ერთჯერადი ფულადი დახმარებების ოდენობა სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებსა და ავადმყოფებზე განისაზღვროს არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) და არა უმეტეს 200 (ორასი) ლარისა, განსაკუთრებულ (ექსტრემალურ) შემთხვევაში სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემაზე, არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა, რწმუნებულის ან /და საკრებულოს წევრის შუამდგომლობის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 500 ლარს ზემოთ ფულადი დახმარების გაცემაზე გადაწყვეტილებას, კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე ღებულობს საკრებულო.
2. დიდი სამამულო ომის მონაწილე ვეტერანთა ოჯახებისა და გარდაცვლილ ლტოლვილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარებები გაიცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად 250 (ორას ორმოცდაათი) და 50 (ორმოცდაათი) ლარი.
3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების (ვეტერანთა) ოჯახების და ომის შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს არანაკლებ 500 (ხუთასი) და არა უმეტეს 1 500 (ათას ხუთასი) ლარისა.
4. მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ფულადი დახმარების გაცემა მოხდეს შესაბამის პროგრამაში ჩამოყალიბებული წესით.
5. ამბულატორიების, პოლიკლინიკების და საავადმყოფოების პროგრამების დაფინანსება განხორციელდეს ამ პროგრამებით განსაზღვრული წესით.
6. ფულადი დახმარების გაცემა და თანხის ჩარიცხვა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით განმცხადებლის საბანკო ანგარიშზე ან შესაბამის პროგრამაში წარმოდგენილი წესით.
მუხლი 5🔗
ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებლით /განსაკუთრებულ შემთხვევაში/ ან საშენი მასალით უზრუნველყოფა ხდება ყოველი კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალური შესწავლით.
მუხლი 6🔗
1. კომისიის სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც.
2. კომისია საჭიროებისამებრ შეისწავლის უფასო სასადილოების საქმიანობას და ბენეფიციართა კატეგორიის შესაბამისობას არსებულ კანონმდებლობასთან.
3. კომისია საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე სწავლობს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ეფექტურობას, შედეგიანობას და დებს წინადადებებს დამტკიცებული პროგრამების გაგრძელებისა თუ გაუქმების, დაფინანსების შემცირების თუ სხვა ფორმით განხორციელების შესახებ.
მუხლი 7🔗
1. კომისია საქმისწარმოებისას ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულებით „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“.
2. კომისიის სხდომის ოქმი იკვრება საქაღალდეში რიგის მიხედვით, მასში გასაგებად და დასაბუთებულად უნდა იყოს ასახული გადაწყვეტილების მიღებისა და გასაცემი თანხის ოდენობის აუცილებლობა.
3. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემის საფუძველია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი ( ბრძანება).