„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2011 წლის 7 თებერვალი
ქ. ლანჩხუთი
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
1. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №13 დადგენილებით (სსმ, 25.08.2010) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გამგებლის მოადგილე (მოადგილეები)“;
ბ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ამ მიზნით ხელს აწერს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს;“;
გ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გასცემს მშენებლობის ნებართვებს; გამოსცემს შესაბამის ბრძანებებს; ხელს აწერს მშენებლობის ნებართვის გაცემასთან და იმ სამუშაოთა განხორციელებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, რომელიც უკავშირდება მშენებლობებსა და საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებას, თუ ამ სამუშაოთა განხორციელება არ მოითხოვს მშენებლობის ნებართვის გაცემას;“;
დ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:
„თ1) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელზე შემოტანილი დაინტერესებული მხარის განცხადებების საფუძველზე წარმოებულ ადმინისტრაციულ საქმეებზე; გამოსცემს შესაბამის ბრძანებებს;“;
ე) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ.ზ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ.ზ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ დებულებისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში გამოსცემს ბრძანებებს; კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და შემთხვევებში ხელს აწერს ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს;“;
ვ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ლ1“ ქვეპუნქტი:
„ლ1) გამოსცემს სამართლებრივ აქტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით;“;
ზ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9.
1. გამგებელს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც (რომლებსაც) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. გამგებლის მოადგილე (მოადგილეები) კურატორობ(ენ)ს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობას; ხელს უწყობ(ენ)ს გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში“.
თ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე რ. ჩიტიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.02.2011.
- როდის იქნა მიღებული „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.02.2011. მიმღები ორგანო — ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.112.016024.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.02.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №2, 07.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016024 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1200729/