„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 08.02.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №90
სარეგისტრაციო კოდი 120260080.22.026.016034
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 080211, 08/02/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.02.2011 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.saxexmlChar { font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 55.35pt 45.0pt 53.85pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №
90
2011
წლის 8
თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ” თანდართული დებულება
.
მუხლი 2🔗.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ბ
. ახალაია
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება
1. ეს დებულება შემუშავებულია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. ეს დებულება ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მოსამსახურეთა
(გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა) სახელმწიფო სპეციალური წოდების (შემდგომში – სპეციალური წოდების) სახეებს, კლასიფიკაციას, თანაფარდობას, მინიჭებისა და ჩამორთმევის წესს.
მუხლი 2🔗. სამინისტროს სპეციალური წოდებები
1. სამინისტროში წესდება სპეციალური წოდებების შემდეგი კატეგორიები და რიგითობა:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი.
2. სამინისტროს სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა: „თავდაცვის”, ხოლო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციაში სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვები: „თავდაცვის სამხედრო პოლიციის”.
მუხლი 3🔗. სამსახურის ვადა სპეციალური წოდების მისანიჭებლად
1. მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგინდეს სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადა:
ა) უმცროსი ლეიტენანტი – 1 წელი;
ბ) ლეიტენანტი – 2 წელი;
გ) უფროსი ლეიტენანტი – 3 წელი;
დ) კაპიტანი – 3 წელი;
ე) მაიორი – 4 წელი;
ვ) ვიცე-პოლკოვნიკი – 5 წელი;
ზ) პოლკოვნიკი – 5 წელი.
2. უმცროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებების მინიჭებისას ნამსახურობის ვადა არ განისაზღვრება.
3. სპეციალური წოდებით ნამსახურობის წლები აითვლება ამ წოდების მინიჭების შესახებ ბრძანების ხელმოწერის დღიდან.
მუხლი 4🔗. სპეციალური წოდების მინიჭება
1. უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
2. უმაღლეს სპეციალურ წოდებებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. ზღვრული სპეციალური წოდებები განისაზღვრება საშტატო განრიგით.
4. სპეციალური წოდებები მიენიჭება პირებს, რომლებიც მსახურობენ
სამინისტროში, მიიღებიან სამინისტროში სამუშაოდ მათი პირადი თვისებების, სამსახურებრივი გამოცდილების, განათლების, დაკავებული თანამდებობის და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა პირობების გათვალისწინებით.
5. სამინისტროში ახლად მიღებულ მოსამსახურეებს, რომლებიც დაინიშნენ უმცროსი სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებულ თანამდებობაზე და არ გააჩნიათ სამხედრო ან სხვა სპეციალური წოდება, ენიჭებათ უმცროსი სპეციალური წოდება – „რიგითი“.
6. თუ პირს გააჩნია სხვა უწყებაში მინიჭებული „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდება, მას სამინისტროს შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისას, მიენიჭება სხვა უწყებაში მინიჭებული სპეციალური წოდების იდენტური სპეციალური წოდება, მიუხედავად თანამდებობისათვის დაწესებული წოდების ზედა ზღვრისა. თუ სამინისტროში არ არსებობს სხვა უწყებაში მინიჭებული წოდების იდენტური წოდება, პირს მიენიჭება სპეციალური წოდების კატეგორიაში მყოფი შესაბამისი რიგის წოდება. წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება ნებისმიერ უწყებაში სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები.
7. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭება ხდება შესაბამისი წინა სპეციალური წოდების გათვალისწინებით.
8. სპეციალური წოდების მინიჭება ხდება დადგენილი თანმიმდევრობით, დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით.
9. სამხედრო წოდება უთანაბდება სპეციალურ წოდებას შემდეგი წესით:
ა) რიგითი, I კლასის რიგითი, კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი, საზღვაო რიგითი, I კლასის საზღვაო რიგითი, საზღვაო კაპრალი, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი – რიგითი;
ბ) უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი – უმცროსი სერჟანტი;
გ) სერჟანტი, მიჩმანი – სერჟანტი;
დ) უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი, მასტერ სერჟანტი, მასტერ მიჩმანი
– უფროსი სერჟანტი;
ე) მთავარი სერჟანტი, მთავარი მიჩმანი
– ზემდეგი
;
ვ) ლეიტენანტი – ლეიტენანტი;
ზ) უფროსი ლეიტენანტი – უფროსი ლეიტენანტი;
თ) კაპიტანი, კაპიტან
– ლეიტენანტი – კაპიტანი;
ი) მაიორი, III რანგის კაპიტანი – მაიორი;
კ) ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი – ვიცე-პოლკოვნიკი;
ლ) პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი – პოლკოვნიკი;
მ) ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი
– გენერალ-მაიორი;
ნ) გენერალ-ლეიტენანტი, კონტრადმირალი, ვიცე-ადმირალი, ადმირალი
– გენერალ-ლეიტენანტი.
1
0. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით:
ა) განსაზღვრული კურსის გავლის შემთხვევაში
, პირს შეიძლება მიენიჭოს უმცროსი სპეციალური წოდება – უმცროსი სერჟანტი ან საშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი;
ბ) განისაზღვრება ის თანამდებობები, რომლებზეც დანიშვნის შემთხვევაში სპეციალური წოდების ან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირს ავტომატურად ენიჭება საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი.
1
1. მოსამსახურეებს, რომლებიც ადრე მსახურობდნენ სამინისტროში და ხელახლა იწყებენ იქ მუშაობას, სამსახურიდან განთავისუფლებამდე ბოლო წოდებით წელთა ნამსახურობის დრო ჩაეთვალებათ ამ წოდებით წელთა ნამსახურობის ვადაში.
1
2. მორიგი სპეციალური წოდება მოსამსახურეებს მიენიჭებათ წოდებით წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის შემდეგ, დაკავებული თანამდებობის ზღვრული სპეციალური წოდების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით.
1
3. მოსამსახურეებს ზღვრული ასაკით დათხოვნის დროს, უმწიკვლო სამსახურისათვის თუ მათ სამინისტროში იმსახურეს ათი ან მეტი წელი, შეიძლება მიენიჭოთ მორიგი სპეციალური წოდება, დადგენილ ზღვრულ წოდებაზე ერთი საფეხურით ზევით, მაგრამ არა უმეტეს პოლკოვნიკისა.
1
4. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა ან მიმდინარეობს სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე.
1
5. პირველადი და მორიგი სპეციალური წოდებების მისანიჭებლად მოსამსახურეები წარდგენილ უნდა იქნენ მათი უშუალო უფროსის მიერ, ზემდგომი უფროსის თანხმობით.
1
6. მორიგი წოდების მინიჭებისთვის შესაძლებელია შემოღებულ იქნეს საკვალიფიკაციო მოთხოვნები საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
1
7. პირველი და მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად ივსება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სპეციალური წარდგინება, რომელიც ეგზავნება შესაბამის კადრების სამსახურს, მორიგი წოდების მისანიჭებელი ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.
1
8. თუ ამ დებულების შესაბამისად
, ერთდროულად შესაძლებელია პირს მიენიჭოს ერთზე მეტი წოდება, მაშინ პირს ენიჭება მისანიჭებელი წოდებებიდან ყველაზე მაღალი წოდება.
მუხლი 5🔗. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება
1. მოსამსახურეს სპეციალური წოდება ვადამდე ენიჭება:
ა) ატესტაციის შედეგების მიხედვით, ან
ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
2. სამინისტროს შესაბამის თანამდებობაზე დანიშნული საჯარო მოსამსახურეებისათვის საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებების ვადამდე მინიჭება ხორციელდება ბრძანების მე-
4 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 6🔗. სპეციალური წოდებების ჩამორთმევა ან ჩამოქვეითება
1. სპეციალური წოდების ჩამორთმევის თაობაზე დავა განიხილება სასამართლოს წესით.
2. სპეციალური წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება თანამშრომელთა მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
3. სპეციალური წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება და წოდების აღდგენა უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე, შეუძლია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის მინისტრს.
4. დაქვეითებული წოდებით სამსახურის ვადა აღდგენილი წოდებით სამსახურის ვადაში არ შედის.
მუხლი 7🔗. სოციალური გარანტიები
1. სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული ხელფასის დანამატი და სპეციალური წოდების მქონე პირის უფლებების დარღვევის შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. უკანონოდ გათავისუფლებულ მოსამსახურეს სამსახურში აღდგენისას სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურობის ვადაში.