,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2011 წლის 7 თებერვალი
ქ. სამტრედია
„სამტრედიისმუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიისმუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის დებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №V, 53, 18. 11. 2010., მუხ. 1571) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის სტრუქტურა
1. საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2. საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება;
ბ) საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება.
3. საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და გამგეობის დებულების შესაბამისად.”.
2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის საჯარო მოხელეები
1. საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის საჯარო მოხელეებია:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) განყოფილების უფროს ები;
გ) მთავარი სპეციალისტი;
დ) წამყვანი სპეციალისტი;
ე) უფროსი სპეციალისტი;
ვ) სპეციალისტი.”.
3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი.
„მუხლი 51. საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების ფუნქციები
საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებას, გაანალიზებას და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ბ) ადგილობრივი გადასახადების შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნასა და განახლებას;
გ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
დ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობის, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ე) ადგილობრივი ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე ზედამხედველობას;
ვ) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო მონიტორინგს;
ზ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას;
თ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.”
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ჯვარშეიშვილი