,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2011 წლის 7 თებერვალი
ქ. სამტრედია
„სამტრედიისმუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიისმუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №V, 53, 18. 11. 2010., მუხ. 1570) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურა
1. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულები თ, ამ დებულებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.
2. ადმინისტრაციულ სამსახურს აქვს სტრუქტურული ქვედანაყოფ ები:
ა) საერთო განყოფილება;
ბ) იურიდიული განყოფილება.
3. ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოხელეებისაგან.
4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულები თ, ამ დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
5. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
6. ადმინისტრაციული სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და გამგეობის დებულების შესაბამისად.”
2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოხელეები
1. ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოხელეებია:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) განყოფილების უფროსები;
გ) გამგებლის თანაშემწე;
დ) მთავარი სპეციალისტი;
ე) წამყვანი სპეციალისტი;
ვ) უფროსი სპეციალისტი;
ზ) სპეციალისტი.”.
3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„მუხლი 51. ადმინისტრაციული სამსახურის საერთო განყოფილება
1. ადმინისტრაციული სამსახურის საერთო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) კანონით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემას;
ბ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება სა და ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას;
გ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას;
დ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას;
ე) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას;
ვ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთათვის კანონით დადგე ნ ილი დანამატების განსაზღვრის საკითხების მომზადებას;
ზ) კონტროლ ს გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე;
თ) გამგეობის სამუშაო თათბირების ოქმების წარმოებას;
ი) გამგეობის ერთიან ი საქმისწარმოება და ამ მიზნით ახორციელებს:
კ.ა) გამგეობის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზ ა ვნას;
კ.ბ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ, გამგეობის სამსახურებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის;
კ.გ) გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს;
კ.დ) ადმინისტრაციული სამსახურის სამუშაო გეგმის მომზადებას;
კ.ე) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას;
კ.ვ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;
კ.ზ)შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;
კ.თ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;
კ.ი) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;
კ.კ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას;
კ.ლ) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
კ.მ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;
კ.ნ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას.
2.საერთო განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, მის უფლება-მოვალეობას ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.”.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ჯვარშეიშვილი